You are on page 1of 8

II ლექცია- სასქესო ჰორმონები

რეგულაცია- ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი გონადოტროპული ჰორმონი- მალუთეინიზებელი და


ფოლიკულუმასტიმულირებელი.

გამოიყოფა- სასქესო ორგანოების მიერ. საკვერცხეები- ესტროგენებს, პროგესტერონს, სათესლეები-


ანდროგენებს. ცოტა რაოდენობით გამოიყოფა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ.

ფუნქცია - რეპროდუქცია, სასქესო ფუნქციის განვითარების რეგულაცია პუბერტული ასაკიდან


მენოპაუზამდე (ქალებში), გარდამავალი პერიოდიდან ხანდაზმულობამდე (მამაკაცებში).

სასქესო ჰორმონების გამოყენების მიზანი

 ჰიპოგონადიზმი- სასქესო ფუნქციის დაქვეითება.

სასქესო ჰორმონების აგონისტები და ანტაგონისტები

ქალის შემთხვევაში აგონისტები გამოიყენება

 ჩანაცვლებით თერაპიაში, როცა დაქვეითებულია ფუნქცია


 კონტრაცეპტიული საშუალებების სახით.

ანტაგონისტები გამოიყენება

 ძირითადად სიმსივნური დაავადებების დროს. მაგ: ანტიანდროგენებს პროსტატის სიმსივნეების


დროს

აგონისტები და ანტაგონისტები

ესტროგენის აგონისტი ანტიესტროგენი პროგესტინი ანტიპროგესტინი (მიფეპრისტონი)-

ნაადრევი ორსულობის შეწყვეტისთვის

რეცეპტორის ანტაგონისტი სინთეზის-არომატაზას ინჰიბიტორი

სრული რეცეპტორის სხვა- GnRH ის აგონისტები

(აბლოკირებს შერჩევითი- შერეული-

ესტროგენის მოდულატორი ანდროგენი (ტესტოსტერონი) ანტიანდროგენები

რეცეპტორს) (ერთი ქსოვილის რეცეპტორს რეცეპტორის ფერმენტის-

აღაგზნებს, მეორეს პირიქით) ანტაგონისტი 5αრედუქტაზას

ინჰიბიტორი

სინთეზის ინჰიბიტორი სხვა- GnRH ის აგონისტები

ქალთა სასქესო ჰორმონები


გონადოტროპული ჰორმონი- მალუთეინიზებელი და ფოლიკულუმასტიმულირებელი მონაწილეობს
მენსტრუალურ ციკლში.

ფოლიკულურმასტიმულირებელი- ხელს უწყობს ფოლიკულების მომწიფებას და მათ განვითარებას,


კვერცხუჯრედის წარმოქმნას.
მალუთეინიზებელი- პროგესტერონი. გამოიყოფა ყვითელი სხეულის მიერ და ხელს უწყობს ორსულობის
შენარჩუნებას და ოვულაციას. თუ არ მოხდა ოვულაცია, საშვილოსნოს ენდომეტრიუმი განიცდის
პროლიფერაციას ესტროგენისა და ყვითელი სხეულის ჰორმონების მოქმედების მხრივ . თუ არ მოხდა
ჩასახვა, ყვითელი სხეული განიცდის დეგენერაციას, ენდომეტრიუმი- ჩამოფრცქვნას, გახდება
მენსტრუალური მასალის ნაწილი.

ესტროგენები (აგონისტები)
ბუნებრივ ესტროგენებს აქვთ სტეროიდული შენება. 3 ძირითადი ბუნებრივი ესტროგენი

 ესტრადიოლი
 ესტრონი
 ესტრიოლი

2 ძირითადი სინთეზური ესტროგენი

 ეთინილესტრადიოლი
 მესტრანოლი

არასტეროიდული სინთეზური ჰორმონები

 დიეთილსტიმესტრონი

ესტროგენების ფუნქციები

საკვერცხეების პროდუცენტები არიან, პირველადი და მეორეული ნიშნების ჩამოყალიბება-


დაბადებიდან პუბერტულ ასაკამდე და შემდეგ ინვოლუციამდე
სახის ნაკვთების, ხმის ტემბრის, ძვლების ჩამოყალიბება. პუბერტულ ასაკში- მეორეული ნიშნების
ჩამოყალიბება

ესტროგენები კარგად არ შეიწოვებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ამიტომ შეიძლება გამოვიყენოთ

ტაბლეტის სახით
ვაგინური კრემის სახით
ინტრამუსკულარულად
ბიოლოგიური პროდუქტებისგან მიღებული მიქსტურის სახით.
პლასტირები ტრანსდერმალური გამოყენების.

ძირითადი სინთეზური პრეპარატი- ეთინილესტრადიოლი მიღებულია მოქმედების პროლონგირების


მიზნით, მაგ: მას იყენებენ კონტრაცეპტიულ თერაპიაში.

იმისთვის , რომ გააძლიერონ შეწოვა, იყენებენ ესტრადიოლ ციპიონატს.

ჩანაცვლებით თერაპიაში- ბიოლოგიური ფორმები, მაგ: პრომარინი

ესტროგენების ეფექტები

 სისხლში ცილების მოდიფიცირება


 მოქმედებენ ლიპიდურ სპექტრზე. ტრიგლიცერიდების ოდენობას ზრდიან. დაბალი
სიმკვრივის ლიპიპროტეინების ოდენობას ამცირებენ, მაღალი სიმკვრივისას- ზრდიან. ეს
კარგია ანტიათეროსკლეროზული მოქმედების თვალსაზრისით.
 ზრდიან კოაგულაციას- თრომბოზისადმი მიდრეკილება
 ძვლის სიმკვრივეს ზრდიან (ანტიოსტეოპოროზული მოქმედება). ძვლის ქსოვილის
რეზორბციას აქვეითებენ.

ესტროგენების კლინიკური გამოყენება

 ჰიპოგონადიზმი

თუ ეპიფიზები ჯერ არ არის დახურული და ადრე დავუნიშნეთ ესტროგენი, მან შეიძლება ხელი შეუწყოს
ეპიფიზების დახურვას და პაციენტი აღარ გაიზარდოს სიმაღლეში.

 ჩანცვლებითი თერაპია.
 მაგ: როცა საკვარცხეების ფუნქციის ადრეული დაქვეითებაა ახალგაზრდებში, შეიძლება
ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას შევუწყოთ ხელი. მაგრამ თუ
ესტროგენებთან ერთად დავუნიშნავთ პროგესტინს, სიმსივნის პრევენცია იქნება.
 როცა მენოპაუზაა, ამ დროს ოსტეოპოროზისადმი მიდრეკილება აქვთ ქალებს. ამ შემთხვევაში
შეიძლება ხელი შევუწყოთ სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარებას.
 როცა საკვერცხეები ამოკვეთილია და ბუნებრივი ესტროგენების დეფიციტია.

ესტროგენების გვერდითი ეფექტები

 სარძევე ჯირკვლის დაჭიმულობა


 გულისრევა
 არტერიული ჰიპერტენზია
 თრომბოემბოლია
 ინსულტის მოვლენები
 მიოკარდიუმის ინფარქტის მოვლენები.
 ნაღვლკენჭოვანი დაავადება

უფრო ხშირად ქალებში პრევალირებს.

 შაკიკი

ესტროგენები მეტაბოლიზდება ღვიძლში და მათი მეტაბოლიტები ნაღველთან ერთად გამოიყოფა


ნაწლავში, განიცდიან ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას. ამიტომ ისინი მოქმედებენ ღვიძლში და შეიძლება
გამოიწვიოს კოაგულაციური ფაქტორების სტიმულაცია და თრომბოზისადმი მიდრეკილება გაზარდოს.

ესტროგენები ხელს უშლიან უროგენიტალურ ტრაქტში ატროფიულ ცვლილებებს.

არასტეროიდული სინთეზური ჰორმონები-დიეთილსტიმესტრონი

მისი უკონტროლო გამოყენება - განსაკუთრებით იმ ორსულებში, ვისაც უნდოდათ თავიდან აეცილებინათ


სპონტანური აბორტი, ზოგჯერ იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს შვილებში. მაგ: ვაგინური კარცინომა,
ექტოპიური ორსულობა, ინფერტილობა.

დღეს მისი გამოყენება იზღუდება.

ესტროგენების მოქმედების მექანიზმი

1. როცა ესტროგენი შეუერთდება რეცეპტორს, ხდება დიმერიზაცია (წამალ-რეცეპტორის კომპლექსი).


2. ეს კომპლექსი შედის უჯრედის ციტოზოლში და შემდეგ ბირთვში განიცდის ინტერნალიზაციას.
3. ბირთვში იგი დნმ-ის მოპასუხე ელემენტთან კავშირით ზრდის კოაქტივატორის ფუნქციას.
4. გენის ტრანსკრიპცია - ცილების სინთეზი.
სტეროიდული რეცეპტორები ბირთვული რეცეპტორებია (ასევე ბირთვულია რეცეპტორები
ფარისებრისთვის, კორტიკოსტეროიდებისთვის).

პროგესტინები (აგონისტები )
ყვითელი სხეულის ჰორმონები

 ორსულობის შენარჩუნება
 ენდომეტრიუმის სეკრეტორული ფუნქცია
 დადებითად მოქმედებენ საშვილოსნოზე, მილებზე...

ზოგიერთ პროგესტინს აქვს მამაკაცის ჰორმონების მსგავსი თვისებები მაგ: ნორეტიდრონი და


ელნორგესტრელი. ეს თვისებები ნაკლებად აქვს ახალი თაობის დეზოგესტრელს.

ძირითადი- პროგესტერონი

კლინიკულ პრაქტიკაში უფრო იყენებენ- ჰიდროქსიპროგესტერონს და მეთროქსიპროგესტერონს, რომლებიც


ზრდიან შეწოვის უნარს.

პროგესტინები არის როგორც ძველი, ისე ახალი თაობის.

პროგესტინების გამოყენება

 ჰიპოგონადიზმი
 კონტრაცეპტიული თერაპიის სახით. მაგ: ნორეტიდრონი და დეზოგესტრელი.

პროგესტინები მოქმედებენ ნახშირწყლოვან ცვლაზე და აქვთ ნაკლები გვერდითი მოვლენა, ვიდრე


ესტროგენს.

პროგესტინების გვერდითი მოვლენები

 მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ოდენობის შემცირება


 თავის ტკივილი
 წონაში მომატება
 დეპრესია
 ლიბიდოს ცვლილება

თუ კომბინაციაშია ესტროგენთან, გვერდითი მოვლენები იქნება

 არტერიული ჰიპერტენზია
 მიოკარდიუმის ინფარქტი
 ჰიპერკოაგულაცია.

უკუკავშირის პრინციპით, თუ ხანგრძლივად შევიყვანთ პროგესტინს, ამან შეიძლება გონადოტროფული


ჰორმონის ფუნქცია დათრგუნოს და ანოვულაცია გამოიწვიოს.

კონტრაცეფციისთვის 15-44 ასაკში ამერიკაში იყენებენ

 კომბინირებული ესტროგენი და პროგესტინი

მონოფაზურად დადგენილი დოზებით.

ბიფაზური, ტრიფაზური, კვადრიცეფაზური - მენსტრუალური ციკლის დღეების მიხედვით დოზები

პოსტკოიტური - 72 საათში უნდა იქნას მიღებული.


დააკვირდნენ, რომ თუ ეს კონტრაცეპტიული საშუალება მიღებული იქნება მაშინ, როცა
მალუთეინიზებელი ჰორმონის სწრაფ აწევას ექნება ადგილი, მაშინ იგი სრულ დაცვას იძლევა
ორსულობისგან.

 მხოლოდ პროგესტინი
 ინტრაუტერინული მოწყობილობა.
 ვაგინური რგოლები
 სიანექციო
 იმპლანტები

მამაკაცებში -

 კოლდომები (პრეზერვატივები)
 ვაზექტომია- სტერილიზაცია. კოიტუსის უნარი შენარჩუნებულია, ფერტილობა- გამქრალი.

პროგესტინების მოქმედების მექანიზმი - ესტროგენების მსგავსი.

ანტიესტროგენები

1. რეცეპტორების ანტაგონისტები.

ფულვესტრანტი არის სრული ანტაგონისტი, აბლოკირებს ბირთვულ რეცეპტორებს და არ აძლევს


ესტრადიოლს (ძირითადი ბუნებრივი ესტროგენი) საშუალებას, აღაგრძნოს რეცეპტორი.

გამოყენება - სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობა.

ტამოქსიფენი - სელექტიური ესტროგენული რეცეპტორის მოდულატორია. შერეული მოქმედებისაა, რადგან


ზოგიერთ ქსოვილში ავლენს აგონისტურ თვისებებს, ზოგიერთში - ანტაგონისტურს.

გამოყენება -

 სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობა- ამ შემთხვევაში ანტაგონისტური თვისება დომინირებს.


 აღსანიშნავია რომ ტამოქსიფენი ძვლის სიმკვრივეს არ აქვეითებს  ოსტეოპოროზის განვითარებას
ხელს არ უწყობს - აქ უკვე აგონისტური თვისება პრევალირებს.
 სამაგიეროდ, ამავე, აგონისტური თვისებიდან გამომდინარე შესაძლოა კოაგულაციის პროცესზე
მოახდინოს გავლენა  სისხლის შედედების გაძლიერება  თრომბოზი, არტერიული სისხლის
მომატება, ემბოლია და სხვა. (ეს გართულებები განსაკუთრებით ხშირია თამბაქოს მომხმარებელ
შუა ასაკის ქალბატონებში)

რალოქსიფენი - უფრო კომპლექსურია ვიდრე ტამოქსიფენი. ზოგადად როცა ესტროგენები შეგვყავს


ორგანიზმში, ახალგაზრდებში შეიძლება ენდომეტრიუმის სიმსივნე განავითაროს, ამიტომ
პროგესტინებთან ერთად უნდა მივცეთ პრევენციის მიზნით. რალოქსიფენი გამონაკლისია და
ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარების საშიშროება არ გააჩნია.

 რალოქსიფენის გამოყენება ასევე შეიძლება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ან/და პრევენციისთვის.


2. ფერმენტ არომატაზას ინჰიბიტორები

ეს ფერმენტი ხელს უწყობს ანდროსტენედიონის გარდაქმნას ესტრონად, შემდეგ ესტრონი  ესტრადიოლი.

არომატაზას დაბლოკვა  ესტროგენების სინთეზის დათრგუნვა

არომატაზას დამთრგუნველი პრეპარატებია, მაგალითად, ანასტოზოლი და ლეტროზოლი.


ლეტროზოლი ახალი გენერაციის პრეპარატია და ინტენსიურად გამოიყენება სარძევე ჯირკვლის
ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ.

3. GnRH-ის აგონისტები.

კლომიფენი აბლოკირებს წინა ჰიპოფიზში არსებული ესტროგენულ რეცეპტორებს  უკუკავშირის


პრინციპით იზრდება გონადოტროპული ჰორმონების სეკრეცია  ოვულაციისა და განაყოფიერების
ხელშეწყობა.

გამოყენება - ფერტილური ფუნქციის გაუმჯობესება და კვერცხუჯრედის იმპლანტი.

დანაზოლი ანდროგენული და სტეროიდული რეცეპტორების პარციული აგონისტია.

გამოყენება - ენდომეტრიოზი და ფიბროკისტოზული ცვლილებები სარძევე ჯირკვლეში.

ლუპროლიდი - ხანგრძლივად და მაღალ დოზებში გამოყენებისას თრგუნავს სქესობრივ ფუნქციას.


გამოყენება - ოვარიული სტიმულაციის კონტროლი და ნაადრევი პუბერტული პერიოდი

ანტიპროგესტინები
ნიფეპრისტონი - ანტიპროგესტინი და სტეროიდების ანტაგონისტია.

გამოყენება - ხელოვნური აბორტის წარმოება. იყენებენ პროსტაგლანდინ E-სთან ერთად ტაბლეტირებულ


ფორმას (ერთი ან მაქსიმუმ ორი ტაბლეტი) ბოლო მენსტრუაციიდან მაქსიმუმ 49 დღემდე. ყოფილა
ლეტალობის შედეგებიც.

გვერდითი მოვლენები:

 აბდომინალური ტკივილი
 დიარეა
 სისხლდენები
 ინფექციები და მათი გართულებები (ესენი ბოლო პერიოდში შემცირდა).

დღეს-დღეობით შეტანილია სასიცოცხლოდ აუცილებელ, ბაზისურ პრეპატებში.

მამაკაცის სასქესო ჰორმონები

ანდროგენები
ანდროგენების ძირითადი წარმომადგენლის, ტესტოსტერონის საწყისი პრეკურსორი როგორც
ფოლიკულურ, ისე ლუთეინურ ფაზაში არის პრეგნენოლონი.

შემდგომ, ფოლუკულურ ფაზაში ტესტოსტერონის სინთეზი ხდება დიჰიდროეპოანდროსტერონისგან,


ხოლო ლუთეინურში - პროგესტერონიდან. ტესტოსტერონი შემდეგ უკვე კონვერტირდება ქალის სასქესო
ჰორმონად.

მას შემდეგ რაც სასქესო ჰორმონები წარმოიქმნებიან ორგანიზმში, ისინი სისხლში უკაშირდებიან სასქესო
გლობულინს, რომელიც ტრანსპორტული ცილაა.

ანდროგენების ფუნქციები

 პუბერტულ პერიოდამდე ანდროგენები ხელს უწყობენ ორგანოების ზომაში ზრდას


 ჩონჩხის ჩამოყალიბებას
 ტრაქეის განვითარებას
 კანის ფერის, თმის საფარის განვითარებას
 ხოლო პუბერტულ პერიოდში, მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებას, რაც განაპირობებს
ლიბიდოსა და ფერტილობას.

თვისებები

 მამაკაცის ჰორმონებს გააჩნიათ ანაბოლური თვისება (ცილების სინთეზის ხელშეწყობა). დიდი


ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მიეღოთ პრეპარატები, რომელთაც მხოლოდ ანაბოლური
თვისებები ექნებოდათ გამოხატული და არა ანდროგენული. ოქსანდროლონი და ნანდროლონი
არიან ის პრეპარატები, რომელთაც ანდროგენული თვისებები ნაკლებად აქვთ გამოხატული.
 ასევე ამცირებენ შარდოვანას აზოტის ექსკრეციას  პოზიტიური აზოტოვანი ბალანსი
 ზრდიან კუნთოვან მასას, სიმაგრეს და ხელს უწყობენ ერითროპოეზის სტიმულაციას.

კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება

 ჰიპოგონადიზმი
 შიდსით დაავადებულებში (კუნთოვანი მასის განლევის გამო)
 ანემიები.
 ანდროგენები, ანაბოლური სტეროიდები შეტანილია დოპინგ სიაში.

მართალია ტესტოსტერონი ძირითადი ანდროგენია, მაგრამ ზოგიერთ ქსოვილში, მაგალითად, პროსტატაში


დომინირებს დიჰიდროანდროსტერონი.

პროსტატის ადენომის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ტესტოსტერონის გარდაქმნას


დიჰიდროტესტოსტერონად, რასაც უზრუნველყოფს ფერმენტი 5-ალფა რედუქტაზა და სამკურნალოდ
იყენებენ ამ ფერმენტის ბლოკატორებს.

გვერდითი მოვლენები:

ღვიძლის ფერმენტული აქტივობის მომატება, ზოგჯერ ჰეპატოცელულური კარცინომა


საყურადღებო გვერდითი მოვლენაა ვირილიზაცია. ამიტომ ქალებში აუცილებელია ესტროგენ-
პროგესტერონის კონტრაცეპტული ნაკრების გამოყენება  ესტროგენები ხელს უშლიან მამაკაცის
სასქესო ჰორმონების შეკავშირებას ტრანსპორტულ პროტეინთან  აღარ ხდება ჰორმონის
თავისუფალი სახით გამონთავისუფლება  ვირილიზაციის მოვლენები მცირდება

ანტიანდროგენები

1. რეცეპტორების ანტაგონისტები

ფლუტამიდი და ციპროტერონი  ბირთვული რეცეპტორების ბლოკირება

გამოყენება - პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე

2. ფერმენტის ბლოკატორები

ფინასტერიდი გამოიყენება პროსტატის ადენომის დროს და აბლოკირებს ფერმენტ 5-ალფა რედუქტაზას 


ტესტოსტერონი ვერ გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად  ადენომა ზომაში შემცირდება

დუტასტერიდი უფრო თანამედროვე პრეპარატია.

3. სინთეზის ინჰიბიტორები

კეტოკონაზოლი - იგი სტეროიდოგენეზის ინჰიბიტორია და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. ადრე


მას იყენებდნენ როგორც per os, ისე მალამოების სახით. დღესდღეობით მხოლოდ მალამოების ფორმით
გამოიყენება, რადგან როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში იწვევდა ღვიძლის მძიმე დაზიანებას.
გამოყენება- პროსტატის მეტასტაზირებადი ავთვისებიანი სიმსივნის დროს.

4. GrRH-ის აგონისტები

ლუპროლიდი - ხანგრძლივი გამოყენებისას GrRH-ის გამოყოფის დათრგუნვა  სასქესო ფუნქციის


დაქვეითება. ამის გამო პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის დროს იყენებენ ხოლმე. რადგან აგონისტია
ორგანიზმში შეყვანისას თავდაპირველად შესაძლოა სიმსივნის ზრდა გამოიწვიოს. ამისგან თავის
დასაცავად პირველ კვირას აძლევენ ფლუტამინთან ერთად და შემდგომ უკვე ცალკეულად ლუპროლიდს.

You might also like