Professional Documents
Culture Documents
პინოლანი ფიჭვის მტვერი უ
პინოლანი ფიჭვის მტვერი უ
1/2
მტვერი მოპოვებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, 1 300-1 500 მეტრ
სიმაღლეზე, დამუშავებულია სპეციალური ტექნოლოგიით და არის 100%-იანი სისუფთავის.
„პინოლანის“ შემადგენლობაში შედის იდეალურად დაბალანსებული 200-ზე მეტი ბიოაქტიური
საკვები ნივთიერება, რაც ამაღლებს ადამიანის საერთო ფსიქოფიზიკურ მდგომარეობას.
– რა შემთხვევებში გამოიყენება „პინოლანი“ და რისთვის არის სასარგებლო?
– „პინოლანი“ საკმაოდ მრავალმხრივი საშუალებაა: კურნავს სასუნთქი გზების დაავადებებს,
ეფექტურია ქრონიკული ბრონქიტისა და რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ,
აღადგენს დაქვეითებულ იმუნიტეტს, აწესრიგებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას,
ამცირებს ინსულტის რისკს, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ხელს უწყობს
მახსოვრობისა და მხედველობის შენარჩუნებას, აწესრიგებს ენდოკრინულ სისტემას,
წარმოადგენს პროსტატის მკურნალობის ეფექტურ საშუალებას, აუმჯობესებს საყრდენ-
მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობას. პინოლანი ებრძვის სიმსივნური პროცესების
წარმოშობას და განვითარებას, არეგულირებს ნივთირებათა ცვლას; აუმჯობესებს კანის,
ფრჩხილების, თმის მდგომარეობას, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას. საერთაშორისო
ოლიმპიური კომიტეტის დოპინგის კონტროლის ცენტრის მიერ მისი მიღება ნებადართულია
სპორტსმენთათვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები რეგულარულად მოიხმარენ
„პინოლანს“ ენერგიის აღსადგენად.
– როგორია პინოლანის მიღების წესი და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ექიმის
რეკომენდაციის გარეშე?
– განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „პინოლანის“ მიღება გაზაფხულზე, როდესაც ორგანიზმი
განიცდის ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტს. „პინოლანის“ მიღება
შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც. მოზრდილთათვის – ერთი კაფსულა ორჯერ
დღეში, ჭამის დროს. ქრონიკული დაავადებებისას და ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას
დაშვებულია დოზის გაზრდა – სამი კაფსულა სამჯერ დღეში, მკურნალობის კურსი შეადგენს
სამ თვეს. ბავშვებში „პინოლანის“ მიღება დასაშვებია 2 წლის ასაკიდან, ერთი კაფსულა –
ერთხელ დღეში. გაიცემა რეცეპტის გარეშე, არ გააჩნია უკუჩვენება.
2/2