You are on page 1of 1

)

ფიტოპროგესტი #30კაფს
მთავარი ! ფიტოპროგესტი #30კაფს

ჩაწერეთ დასახელება (მინ. 3 სიმბოლო) (

ფიტოპროგესტი #30კაფს

28.21 ლარი 20.87 ლარი


ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კლიმაქსის
დროს გამოსაყენებელი საშუალებები

ქვეყანა: ამერიკა

მწარმოებელი: ალფა ვიტამინს

ჯენერიკი: Cimicifuga

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კოდი: 88773

გააზიარე: " # $
! !

შეუკვეთე %

ანოტაცია სად შევიძინო

ფიტოპროგესტი

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება:


ციმიციფუგას (Black Cohosh) მშრალი
ექსტრაქტი -250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი,


მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის
ფოსფატი, ჟელატინი.

კლინიკურ
კლინიკურ--ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჯგუფი::

არაჰორმონული ანტიკლიმაქტერული
საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფიტოპროგესტი - მცენარეული
წარმოშობის, ესტროგენის მსგავსი
პრეპარატია, ანტიკლიმაქტერული და
დამამშვიდებელი მოქმედებით. აქტიური
კომპონენტები შეიცავენ ორგანოსელექციურ
და მაღალსპეციფიურ ფიტოესტროგენებს,
გამოხატული დოფამინერგული მოქმედებით.
ფიტოპროგესტი გამოიყენება ესტროგენების
დეფიციტის დროს, პრე- და კლიმაქტრულ
პერიოდში, ასევე რეპროდუქტიულ ასაკში
ოვარიოექტომიის შემდეგ. ექსტრაქტის
აქტიური კომპონენტები უკავშირდებიან
ესტროგენულ რეცეპტორებს, (მოქმედებს
ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ - ოვარიულ
სისტემაზე), ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ
მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას.
გონადოტროპული ჰორმონების
გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და
მენოპაუზის პერიოდისთვის
დამახასიათებელი ფსიქოემოციური და
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების
თავიდან აცილებას. რაც თავის მხრივ
გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის
შემცირებითა და ერთდროულად,
მალუთეინიზირებელი და
ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების
სეკრეციის გაძლიერებით. ფიტოპროგესტი
დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა
ცვლაზე ძვლოვან ქსოვილში, რაც
დასტურდება რეპარაციული პროცესების
ბიოქიმიურ მარკერებზე
ზემოქმედებით(ძვალ-სპეციფიური ტუტე
ფოსფატაზა და ინსულინის მსგავსი ზრდის
ფაქტორი). კლინიკური კვლევებით
დადასტურებულია, რომ ფიტოპროგესტის
მოქმედება უტოლდება კონიუგირებული
ესტროგენების ეფექტს, მენოპაუზის დროს
არსებული დარღვევების შესაფასებელი MRS
შკალით. ფიტოპროგესტი ასტიმულირებს
საშოს ზედაპირული ეპითელიოციტების
პროლიფერაციას, არ იწვევს
ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის
დონის დაქვეითებას ნორმალური
მაჩვენებლის ქვემოთ, რითაც ხელს უწყობს
საკუთარი ესტროგენების პროდუქციას და
საკვერცხეების ფუნქციის შენარჩუნებას.
ფიტოპროგესტი
ფიტოპროგესტი, ესტროგენული
პრეპარატებისგან განსხვავებით, არ ახდენს
ენდომეტრიუმის პროლიფერაციის
ინიცირებასა და სარძევე ჯირკვლის
ესტროგენდამოკიდებული კარცინომის
უჯრედების პროლიფერაციის
სტიმულირებას..

ფიტოპროგესტის თერაპიული ეფექტი


ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2
კვირაში.

ჩვენებები
ჩვენებები:

ფსიქოემოციური და
ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები პრე-
და კლიმაქტერულ პერიოდში (სიმხურვალის
შეგრძნება (წამოხურება), ღამის
ოფლიანობა, ტაქიკარდია, არტერიული
წნევის არასტაბილურობა, ძილის დარღვევა,
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული
გაღიზიანებადობა, ემოციური ლაბილობა,
შფოთვა, დეპრესია და სხ)
პრეკლიმაქსური, კლიმაქსური და
პოსტკლიმაქსური სინდრომი
ესტროგენებისა და პროგესტერონის
ბალანსის დარღვევა
ოვულაციის დარღვევა და უშვილობისკენ
მიდრეკილება
მენსტრუალური ციკლის დისფუნქციური
მოშლა, მათ შორის PMS
ალგომენორეა (მენსტრუალური სპაზმები)
მასტოპათია
ესტროგენდამოკიდებული ონკოლოგიური
დაავადებების პროფილაქტიკა
უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის


კომპონენტების მიმართ, ორსულობა.
კვლევების არარსებობის გამო, პრეპარატის
დანიშვნა არ არის რეკომენდირებული
ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების
დროს, პაციენტებში, რომლებიც გადიან ან
გაიარეს მკურნალობის კურსი.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის მიღებისას ერთეულ


შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს:
დიარეა, გულისრევა, ღებინება,
დისკომფორტი ეპიგასტრიუმის მიდამოში.

დამოკიდებულება სხვა
მედიკამენტებთან:

ესტროგენის მსგავსი პრეპარატების


მოქმედების გაძლიერების გამო,
ფიტოპროგესტის მიღებამდე საჭიროა
მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების


შემთხვევები აღწერილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. პრეპარატის


მიღება შეიძლება გაგრძელდეს 1 დან 6
თვემდე, დანიშვნის ჩვენებებიდან
გამომდინარე. კლიმაქტერული სიმპტომების
აღმოსაფხვრელად სასურველია
მკურნალობის ხანგრძლივი კურსი.

გამოშვების ფორმა:

15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი


მუყაოს ყუთში, ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი: Alfa Vitamins Laboratories


Inc. USA.

იხილეთ აგრეთვე

& '

ᲤᲔᲛᲝᲡᲢᲝᲜᲘ 1/10 #28


#28Ტ

37.33 ლარი

პროდუქციის ძიება (

ᲐᲥᲪᲘᲔᲑᲘ

ეწვიეთ ავერსს, შეიძინეთ


კოლინის ერთი კოლოფი და
მიიღეთ საჩუქრად ერთი
ფირფიტა

ფილიგრა - წლების
მანძილზე გამოცდილი
საუკეთესო საშუალება
ერექციული დისფუნქციის
სამკურნალოდ

მაგიტრონის ტაბლეტების
შეძენისას კი ისარგებლეთ
1+1 აქციით. იცხოვრეთ
მშვიდად მაგიტრონთან
ერთად!

! საჩუქარი ავერსისგან -
! ტერფის უფასო კვლევა

ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

"ავერსი" დასაქმების
ფორუმის აქტიური
მონაწილეა

"ავერსი" ფესტივალ "არტ -


გენის" წარმდგენია

"ავერსი" "არტ -გენი 2021-


ის" წარმდგენია

11 ივლისი - საუკეთესო დღე


თავგადასავლებისთვის

FACEBOOK

ავერსი ფარმა - Aversi Pharma


180,593 likes

Like Page

ავერსი ფარმა - Aversi Pharma


59 minutes ago

ესპანური ბრენდ ბიფაზის რჩევები – როგორ მო

Spanish brand Bifaz tips - how to take care of ha

ᲐᲕᲔᲠᲡᲘᲡ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲐᲕᲔᲠᲡᲘ –


ᲛᲐᲦᲐᲖᲘᲐ ᲠᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲘ

ᲐᲕᲔᲠᲡᲘᲡ ᲙᲚᲘᲜᲘᲙᲐ ᲡᲐᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲝ


ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲐᲚᲤᲐ

ᲰᲝᲡᲞᲘᲢᲐᲚᲣᲠᲘ ᲥᲘᲠᲣᲠᲒᲘᲘᲡ
ᲥᲡᲔᲚᲘ ᲛᲔᲓᲐᲚᲤᲐ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ
ᲪᲔᲜᲢᲠᲘ

ᲐᲮᲐᲚᲘ Ვ..
ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔ ᲑᲝᲭᲝᲠᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ
ᲙᲚᲘᲜᲘᲙᲐ

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს


დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის
სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული
ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც
ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის
განვითარების პრინციპს - უწყვეტ და
თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ
წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲡᲐᲐᲗᲔᲑᲘ

* ორშაბათი - პარასკევი : 09:00 - 18:00

" +!,!-!.
!
ᲐᲥᲪᲘᲔᲑᲘ

ეწვიეთ ავერსს, შეიძინეთ


კოლინის ერთი კოლოფი და
მიიღეთ საჩუქრად ერთი
ფირფიტა

ფილიგრა - წლების
მანძილზე გამოცდილი
საუკეთესო საშუალება
ერექციული დისფუნქციის
სამკურნალოდ

მაგიტრონის ტაბლეტების
შეძენისას კი ისარგებლეთ
1+1 აქციით. იცხოვრეთ
მშვიდად მაგიტრონთან
ერთად!

იხილეთ ვრცლად

©2018 ყველა უფლება დაცულია.

You might also like