You are on page 1of 14

ფუტკრის პროდუქტებით

მკურნალობა

( ხალხური რეცეპტები და
რჩევები)
1
ლოგო რუსთ.

სათაური: ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა


( ხალხური რეცეპტები და რჩევები)
სურათი

გორი
2024 წელი

მე 2 გვერდი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო
ფნდის პროექტი „ანტიბიოტიკების, პესტიციდების და მძიმე
მეტალების ზეგავლენა თაფლის ხარისხზე შიდა ქართლში“

2
პროექტის ხელმძღვანელი: თ. იოსებიძე -ასოც. პროფესორი
თანახელმძღვანელი: ნ.ნაოჭაშვილი -ქიმიის პედაგოგი
ასისტენტი: ქ. გელაშვილი
ბროშურა შედგენილია----პროექტში მონაწილე საჯარო
სკოლების: კარალეთის N1 , ქვემო სობისის, ბერშუეთის,
ქვეშის და სვენეთის მოსწავლეების მიერ
მე 3 გვერდი
 თუ ფუტკარი გადაშენდა, კაცობრიობა 4 წელიწადში აღარ იქნება. - აინშტაინი
 ამაზე კარგი რა უნდა იყოს , კაცს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი!
 თაფლი ერთერთი უძვირფასესი პროდუქტია.
 ორგანიზმი თაფლს 100% ით ითვისებს
 თაფლი არ ძველდება
 თაფლი მდიდარია ფერმენტებით, ბიოლოგიური სტიმულიატორებით,
ანტიბიოტიკებით, ვიტამინებით

 იცოდით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ მონეტაზე ფუტკრის


სიმბოლო იყო გამოსახული?

 იცოდით, რომ თაფლი შეიცავს ცოცხალ ფერმენტებს?

 იცოდით, რომ ეს ფერმენტები ნადგურდება ლითონის კოვზთან


კონტაქტით?

 თაფლი უმჯობესია მიირთვათ ხის კოვზით, თუ ვერ იპოვნეთ, გამოიყენეთ


პლასტმასის!

 იცოდით, რომ თაფლი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც


3
ეხმარება ტვინს უკეთ მუშაობაში?
 იცოდით, რომ თაფლი ერთ-ერთი იშვიათი საკვებია დედამიწაზე, რომელსაც
შეუძლია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება?

 იცოდით, რომ აფრიკაში ფუტკრებმა ადამიანები შიმშილისგან იხსნა?

 საკმარისია თუ არა ერთი კოვზი თაფლი ადამიანის სიცოცხლის


შესანარჩუნებლად 24 საათის განმავლობაში?

 იცოდით, რომ ფუტკრის მიერ წარმოებული პროპოლისი ერთ-ერთი ყველაზე


ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია?

 იცოდით, რომ თაფლს ვარგისიანობის ვადა არ აქვს?

 იცოდით, რომ მსოფლიოს დიდი იმპერატორის ცხედრები ოქროს კუბოში იყო


დაკრძალული და შემდეგ თაფლით დაფარეს, რათა არ გაფუჭებულიყო?

 იცოდით, რომ ტერმინი „თაფლის ღამე“ მომდინარეობს იქიდან, რომ


ახალდაქორწინებულები ქორწილის შემდეგ თაფლს მიირთმევდნენ
ნაყოფიერების მიზნით?

 იცოდით, რომ ფუტკრის რძე რთული ბიოლოგიური პროდუქტია. ის შეიცავს


ცოცხალი ორგანიზმის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ძირითად
ნივთიერებას:

 იცოდით, რომ ფუტკრის რძე წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების


მკურნალობისას

4
ნატურალური და ფალსიფიცირებული თაფლის
გარჩევა

• წყლიან ჯამში თაფლის წვეთი--არ უნდა გაიხსნას და თუ ჯამს ფრთხილად


შევარხევთ თაფლზე ფიჭა უნდა გამოჩნდეს.

• თაფლით სავსე კოვზი გადმოვატრიალოთ, ნატურალური თაფლი


ნაკადივით არ წამოვა

• თაფლიან წყალში ჩავაწვეთოთ 2 წვეთი იოდი, თუ წყალი გალურჯდა


თაფლი არ არის ნატურალური.

• დაასხით ქაღალდზე თაფლი, თუ გაჟონა ან გარშემო ნოტიო ლაქები


გაჩნდა , ნატურალური არ არის.
• ნამდვილი თაფლი სურნელოვანია და ცოტათი ჩაკაწრავს ყელს.

5
ქართული ხალხური მედიცინა საქართველოში
საქართველოში მრავალი გამოჩენელი სახალხო მკურნალი მოღვაწეობდა და ღესაც
მოღვაწეობს.:თურმანიძეთა საგვარეულო, ძმები იაგუაშვილები, ციციშვივილები,
იაშვილები, ლომიძეები, ასკურავა და მრავალი სხვა.
სიტყვა „მედიცინა“, მეცნიერთა მოსაზრებით, კოლხეთის მეფის აიეტის
ქალიშვილის – მედეას სახელთანაა დაკავშირებული.
სამეფო ოჯახის წევრები, მედეას მამიდა ჰეკატე და უფოსი და კირკე კარგად
ფლობდნენ საექიმო ხელოვნებას. ჰეკატეს ბაღში ხარობდა სამკურნალო
მცენარეები. მათი გამოყენებით აიეტის კარზე სამკურნალო საშუალებები
მზადდებოდა, მაგრამ მედეა განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო. იგი
მარტოდმარტო, ღამღამობითაც კი სასახლის შემოგარენში ეძიებდა ახალ
სამკურნალო მცენარეებს, მათ სამკურნალო თვისებებს დაადგენდა. შემდგომ,
მათგან ფიზიკურ–ქიმიური და მექანიკური მეთოდებით აქტიური საწყისს
გამოჰყოფდა და წამლის შესაქმნელ კონცენტრატს, საწამლავს იღებდა.
საწამლავის განზავებით კი წამალს ამზადებდა. ეს არის დღევანდელი
მედიცინისა და ფარმაციის უპირველესი პრინციპი და გაბატონებული მიდგომა.
ამ მიდგომას იმდროინდელ მსოფლიოში და არც შემდგომ ათასწლეულში
ანალოგი არ ჰქონია. ის მოგვიანებით გახდა ცნობილი ევროპაში და ისევ
კოლხური სამყაროს მეოხებით – მითრიდატეს მემკვიდრეობის გზით.
იმ სამკურნალო მანიპულაციებს შორის, რომლებშიც მედეა იყო განსწავლული,
ერთ-ერთი ჭრილობათა სწრაფი და ეფექტური მკურნალობაა. კოლხებთან
ბრძოლაში დაჭრილი არგონავტები „მედეამ სულ რამოდენიმე დღეში განკურნა
ფესვებითა და რაღაც ბალახებით“ (დიოდორ სიცილიელი).
მედეას უშვილობის მკურნალობაც სცოდნია. ათენის მეფეს ეგეოსს, რომელიც
„უძეობით ყოფილა დაავადებული“, მკურნალი ქალი ეუბნება: „შენ ჯერ არ იცი,
რა ბედს ეწიე, რომ მოხველ ჩემთან. ვიცი წამალი უძეობისა“.
კოლხი ქალი კოსმეტოლოგიაშიც ფრიად განსწავლული გახლდათ. მას
აკუთვნებენ თმის შეღებვის აღმოჩენის პირველობას. იგი ფლობდა აგრეთვე კანის
6
მოვლის საიდუმლოებებსაც. მედეამ ცრემლებით გაღიზიანებული სახის კანი
„ნექტარივით ტკბილი ზეთით დაიზილა და მოიშუშა“.
მკურნალი ქალი თავის სამედიცინო მოღვაწეობაში მიმართავდა სისხლის
გადასხმასაც. დონორად ბატკანს იყენებდა. ამ მანიპულაციას მიმართა მან
იაზონის ბიძის, პელიასის შემთხვევაში. აკად. ი.კასირსკი სისხლის გადასხმის
ისტორიას მედეას მიერ ჩატარებული მანიპულაციით იწყებს.

ზაზა ფანასკერტელი

ქართული მედიცინის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ზაზა


ფანასკერტელს. მის ძირითად ღვაწლს წარმოადგენს სამკურნალო წიგნი
კარაბადინი, სადაც განხილულია მედიცინის როგორც პრაქტიკული, ასევე
თეორიული საკითხები.
ზაზა ფანასკერტელი მე 15 საუკუნის ქართული პოლიტიკური მიღვაწეა. იგი
ძამას ხეობაში გადმოვიდა ტაოდან-ფანასკერტიდან და საცხოვრებლად იქ
დასახლდა. ის ფანასკერტელების გვარის უკანასნელი წარმომადგენელი იყო.
ზაზა ფანასკერტელის სურათი ფრესკის
სახით შემონახულია ყინწვისის ტაძარში.

ერთაფლი ერ
თერთითერთი
უძვირფასესი
7
პროდუქტია,
2 თაფლს 100% ით ითვისებს. –
3. იმუნიტეტის ასამაღლებლი
1. თანაბარი რაოდენობით ავიღოთ: გარგრის ჩირი, შავი ქლიავის ჩირი,
ნიგოზი, ქიშმიში, ლიმონი კანიანად, ყველა გავატაროთ ხორცსაკებ
მაქანაში, შევურიოთ იგივე რაოდენობის თაფლი და კარგად ავურიოთ.
შევინახოთ დახურულ ჭურჭელში და მოვათავსოთ მაცივარში.
მიღება: დილით უზმოზე მივიღოთ ერთი კოვზი

ხველების წამალი
1.შევურიოთ გახეხილი ჯანჯაფილი და თაფლი და მივიღოთ დღეში 2ჯერ
2. ცხელ რძეს დავამატოთ თაფლი და მივიღოთ

3. წვრილად დავჭრათ ხახვი და დავამატოთ თაფლი ან შაქარი. წვენი, რომ


წარმოიქმნება მივიღოთ ეს წვენი.

სიცხისს ს
ლი კომბოსტოს ფურცელზე წავუსვათ თაფლი და დავიდოთ გულზე,
კარგი საშუალებაა ხველების და

სიცხის დასაწევად

8
თტაფ;ლყუფლი
ველდება
4. თაფლი, როგორც ანტიბიოტიკი

თაფლის დადება ჭრილობაზეც შეიძლება. ის შეხორცების პროცესსაც აჩქარებს და


არც ბაქტერიებს მისცემს გავრცელების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ რაც
უფრო მუქი არის თაფლი, მით უფრო დიდია მისი ანტიბაქტერიალური თვისება.

ხველების საწინააღმდეგო წამალი


9
კვლევებმა აჩვენა, რომ თაფლი ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს ხველების
დროს, ვიდრე აფთიაქში ნაყიდი ანტიჰისტამინური საშულებები.

თაფლი უძილობის მკურნალი

ადამიანებს, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, ძილის წინ, 1 კოვზი თაფლი უნდა


მიიღონ ან თაფლიანი ჩაი დალიონ. შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს,
ასტიმულირებს მელატონინის გამომუშავებას, რაც საბოლოო ჯამში, მშვიდ ძილს
იწვევს.

თაფლი ართრიტის წინააღმდეგ

ვისაც ართრიტი აწუხებს, დილით და საღამოს უნდა მიიღოს თბილი წყალი


თაფლით და დარიჩინით: 1 ჭიქა თბილი წყალი, 2 ჩ. კ. თაფლი და ნახევარი ჩ. კ.
დარიჩინი. მისი რეგულარული მიღება, ქრონიკულ ართრიტსაც კი კურნავს.
შენიშვნა: თაფლი უნდა გახსნათ თბილ წყალში, რადგან თუ წყლის ტემპერატურა
40 გრადუსს აღემატება, ის სასარგებლო თვისებებს კარგავს.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები,
რომლებიც საუზმის წინ თაფლიან და დარიჩინიან წყალს იღებდნენ, ერთი
კვირის შემდეგ, თითქმის ნახევარს (200-დან 73-ს) ტკივილი გაუქრა, ხოლო 1
თვის შემდეგ – პაციენტების უმრავლესობას, ტკივილის გარეშე, შეძლო სიარული.

თაფლი აუმჯობესებს მხედველობას


10
თაფლიან წყალს შეუძლია მხედველობის გაუმჯობესება და თვალის ანთებითი
პროცესის ჩაქრობა. ამისათვის, საჭიროა 1 კოვზი თაფლის გაზავება თბილ
წყალში და მისი მიღება ძილის წინ. თაფლიანი წყლის დალევა საჭიროა თბილი
სახით და აუცილებლად საღამოს საათებში.

თაფლი ანეიტრალებს სუნს პირის ღრუში

თაფლის ანტიბაქტერიულ თვისებას სუნთქვისთვის სასიამოვნო არომატის


მინიჭება შეუძლია. პირში ცუდი სუნის გასანეიტრალებლად, საჭიროა: 1 ჩ. კ.
თაფლის და 1/8 ჩ. კ. დარიჩინის გაზავება 0, 5 ჭიქა თბილ წყალში. ამ ხსნარის
პირში გამოვლების შემდეგ, სუნთქვას დარიჩინის სასიამოვნო არომატი ექნება.

თაფლი ამცირებს დიარეას ხანგრძლივობას ბავშვევში

«British Medical Journal»-ში გამოქვეყნდა ბავშვთა დაავადებების მკურნალობაში


თაფლის გამოყენების კვლევის შედეგები. მიუხედევად იმისა, რომ თაფლის
მიცემა არ შეიძლება ბავშვებისთვის 1 წლამდე, უფრო მოზრდილებისთვის, ის
შეიძლება გასტროენტერიტის და მწვავე დიარეას სამკურნალოდ იყოს
გამოყენებული.

თაფლი წონის დაკლების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა

11
საჭირო მასალა: ½ კოვზი დარიჩინი, 1 კოვზი თაფლი.
მომზადება: ავადუღოთ 1 ჩ. ჭიქა წყალი და დავასხათ დარიჩინს, დავახუროთ
თავზე და გავაჩეროთ ნახევარი საათი. როცა წყალი გაგრილდება დავამატოთ
თაფლი ( ცხელ წყალში არ შეიძლება შერევა).
მიღება: ძილის წინ მიიღეთ ამ ნარევის ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი,
თავდახურული დილისთვის შეინახეთ და უზმოზე მიიღეთ.

თაფლი ქერტლს ამარცხებს

თუ ადამიანს ქერტლი და მშრალი კანი აქვს, თავში 90% თაფლის და 10% წყლის
ნაზავი უნდა შეიზილოს და 3 საათის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანოს. ერთი
პროცედურის შემდეგ, ქავილი შემცირდება, ხოლო ერთკვირიანი მკურნალობის
შედეგად, ქერტლი გაქრება.

თაფლი სლოკინს აჩერებს

მიუხედავად იმისა, რომ სლოკინი ალკოჰოლით თრობასთან ასოცირდება, ის


ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ერთი ჩაის კოვზი თაფლი, საიმედოდ
ამშვიდებს ორგანიზმის ამ არასასურველ რეაქციას.
დამწვრობის მალამო (ცვილი)

1 წილი სანთელი(ცვილი) 3 წილი ზეთი , შევურიოთ ერთმანეთს დავდგათ


ორთქლის აბაზანაზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. მივიღებთ მალამოს,
რომელიც გამოიყენება კანის დაზიანების დროს.

კუჭის წყლულის მკურნალობა ( დინდგელი)


მომზადება:
12
30 გრ. აწონილი,წინასწარ გაყინული დინდგელი გავხეხოთ სახეხზე, დავასხათ 90
მლ არა უმეტეს 76 გრადუსიანი სპირტი. მოვათავსოთ ბოთლში და დავდგათ
ბნელ ადგილას. ერთი კვირის განმავლობაში ხშირად ვანჯღრიოთ, რომ კარგად
გაიხსნას.
მიღება: 5-7 წვეთ ხსნარს დავასხათ 100 მლ წყალი და დავლიოთ უზმოზე.

აპითერაპია

აპითერაპია არის ფუტკრის პროდუქტების გამოყენება


სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მიზნით.
აპითერაპია , როგორც მკურნალობის ბუნებრივი მეთოდი უძველესი
დროიდანაა ცნობილი და გამოიყენებოდა მრავალი დაავადების
საწინააღმდეგოდ ბრძოლაში.

რჩევები

13
დაბალი მჟავიანობით გასტრიტის დროს: თაფლი გახსენით ცივ წყალში და
დალიეთ ჭამის წინ. ორივე შემთხვევაში 200 გ თანაბრად გაყოფილი თაფლი
უნდა მიიღოთ 3-4-ჯერზე.
1. კუჭის წყლულის დროს: გვიან ღამით უნდა ჭამოთ 2 ს/კ თაფლი.
მკურნალობის კურსია 1-2 თვე.
2. თირკმლების ტკივილის დროს: დილა-საღამოს სვით 1/2 ჭიქა ვაშლის წვენში
გახსნილი 1 ჩ/კ თაფლი.
3. თუ გული დასუსტებული გაქვთ, დღე-ღამეში უნდა მიიღოთ მცირე
ულუფებად განაწილებული 100-140 გ თაფლი 1-2 თვის განმავლობაში. იმავე
რაოდენობის თაფლს შეიძლება დაამატოთ 1 ჭიქა ჭარხლის წვენი და მიიღოთ
თითო ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე.
4. ჰიპერტონიის დროს: თითო ჩ/ჭ სტაფილოს, პირშუშხას წვენი და თაფლი
გულდასმით აურიეთ და მიიღეთ 2-2 ჩ/კ ნარევი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1
საათით ადრე.
5. ქრონიკული სურდოს დროს რეკომენდებულია თაფლის ინჰალაცია და
წყალში გახსნილი თაფლის ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონები.
6. მწვავე სურდოს დროს: შეურიეთ ერთმანეთს თაფლი და უმი ჭარხლის წვენი
(1:4) და ჩაიწვეთეთ 5-6 წვეთი ნესტოებში 4-5-ჯერ დღეში.
7. გახსოვდეთ: არარეკომენდებულია თაფლით მკურნალობა მათთვის, ვისაც
ეკრძალება ნახშირწყლებიანი საკვები და ვისაც თაფლზე ალერგია აქვს,
თაფლის ინჰალაცია მაღალი ტემპერატურის, ყვავილის მტვერზე ალერგიის
დროს და გულის უკმარისობით დაავადებულთათვის.
8. აპიტოქსინი, (ფუტკრის შხამი) ისევე, როგორც სამედიცინო წურბელების
ჰერუდინი, მაგრამ მეტი ეფექტით, იწვევს სისხლის გათხევადებას, რაც
ფართოდ გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობაში.

14

You might also like