You are on page 1of 6

შორენა ბაბუნაშვილი

მედიცინის მე19 ჯგუფი

მკურნალობის უცნაური მეთოდები


კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის, რომ
ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით.
ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ
წილად ჯანმრთელობას ვერა. ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ
განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას.
ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და
გენეტიკური ფაქტორია. (გენეტიკა (ძვ.ბერძნ. γενητως – ვინმესგან წარმოშობა,
წარმოქმნა) — მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას,
ანუ წინაპრების უნარს გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები და განვითარების
თავისებურებები მომდევნო თაობას. ამ სამეცნიერო დისციპლინის
სახელწოდება ხმარებაში შემოიტანა ინგლისელმა ნატურალისტმა უილიამ
ბეტსონმა 1905 წელს. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა
ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა). თუმცა ინდივიდის ყველა ნიშან-
თვისება როდია მემკვიდრეობით მიღებული. ზოგიერთ მათგანს გარემო და
აღზრდა განაპირობებს. მაგალითად, ადამიანი წერა-კითხვის უნარს სწავლით
იძენს. არის ისეთი თვისებებიც, რომლებიც მემკვიდრეობითობისა და გარემოს
ურთიერთქმედების შედეგია. ადამიანის სხეულის ფორმა ნაწილობრივ
მემკვიდრეობით მიღებული თვისებაა და მასზე ისიც ახდენს გავლენას, თუ რამდენ
საკვებს იღებს ადამიანი.

წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ


დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის
ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო
პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და
ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა
ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო
საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება. მინდა ის უსაშინლესი სამკურნალო
მეთოდები გამცნოთ, რომლებიც მედიცინის ისტორიაშია შესული და ნამდვილად
დარჩებით მადლიერნი იმისა, რომ დღევანდელ დროში ცხოვრობთ, როდესაც
მედიცინა ასე განვითარებულია.ისტორიას ,რომ თვალი გადავავლოთ,
დავინახავთ მკურნალობის სასტიკ და მტანჯველ მეთოდებს.თუ პაციენტს
დაავადება არ მოკლავდა ,ამას მკურნალობა გააკეთებდა.
1. დაობებული პური
ძველ ეგვიპტეში დაობებული პური ჭრილობების სადეზინფექციოდ
გამოიყენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის ეს მეთოდი მეტად
უცნაურია, მასში არის საღი აზრის მარცვალი. ცნობილმა ფრანგმა
მიკრობიოლოგმა ლუი პასტერმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი
სახეობის სოკო, რომლებიც პენიცილინს გამოყოფს, მართლაც თრგუნავს
ბაქტერიების გამრავლებას, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ობიან პურში
მხოლოდ პენიცილინის გამომყოფი სოკოები არ იზრდება.ძველ ჩინეთსა და
საბერძნეთში ხორბლის დაობებული პური გამოიყენებოდა სისხლიან და
ჩირქიან ჭრლობებზე დასადებად, როგორც ერთ-ერთი უებარი ანტისეპტიკი
ინფექციების თავიდან ასაცილებლად. ხოლო ეგვიპტეში კი მას თავზე
იდებდნენ ტკივილების დროს, ვინაიდან ძველი ეგვიპტელების თქმით,
თავის ტკივილი გამოწვეული იყო სულებისგან და ღმერთებისგან, ობიანი
პურის მიბჯენისას კი სულები და ღმერთები ტოვებდნენ მათ და
თავისუფლდებოდნენ მტანჯველი ტკივილებისგან.
2. 2. მეტამფეტამინი
ეს მეთოდი პოპულარული გახდა ადოლფ ჰიტლერის წყალობით, რომელიც
იპოქონდრიით იყო შეპყრობილი. ფიურერს ექიმი უკეთებდა ვიტამინების
ინექციას, რომლებსაც ზოგჯერ ამ ნარკოტიკულ ნივთიერებას ამატებდა. ეს
ინექციები ჰიტლერს საშუალებას აძლევდა, “ენერგიული, ყურადღებიანი,
აქტიური და სასიამოვნო მოსაუბრე ყოფილიყო და მრავალი საათის
განმავლობაში ეფხიზლა”. შემდეგ ნაცისტებმა ამ წამლის გამოყენება
სამხედროებთანაც დაიწყეს ახალი ტიპის, მოუღლელი მკვლელების
შესაქმნელად..

5 დაობებული პური
ძველ ჩინეთსა და საბერძნეთში ხორბლის დაობებული პური გამოიყენებოდა სისხლიან
და ჩირქიან ჭრლობებზე დასადებად, როგორც ერთ-ერთი უებარი ანტისეპტიკი
ინფექციების თავიდან ასაცილებლად. ხოლო ეგვიპტეში კი მას თავზე იდებდნენ
ტკივილების დროს, ვინაიდან ძველი ეგვიპტელების თქმით, თავის ტკივილი გამოწვეული
იყო სულებისგან და ღმერთებისგან, ობიანი პურის მიბჯენისას კი სულები და ღმერთები
ტოვებდნენ მათ და თავისუფლდებოდნენ მტანჯველი ტკივილებისგან.

6  ლოკოკინის სიროფი ყელის და ყურის ტკივილის დროს.

დღეს რამდენნაირ სიროფს აღარ შევხვდებით სააფთიაქო ქსელებში ყელის


ტკივილისათვის, საუკუნეების წინ კი უებარ საშუალებად მხოლოდ ლოკოკინის
წვენს- სიროფს მიიჩნევდნენ. ყურების ტკივილის დროს კი ექიმი მოუწოდებდა
პაციენტს ყურში ჩაესვა ლოკოკინა, რომელიც განუმუხტავდა ანთებას და
ტკივილიც გაქრებოდა.
7 ძაღლის განავალი ყელის ტკივილის დროს.

მედიცინის წიგნში დიდი პოპულარიზაცია ჰპოვა ბრიტანელი ისტორიკოსი როი


პორტერის პრეპარატმა album graecum-მა, რაც ძაღლის გამხმარ ფეკალს ნიშნავს
ლათინურიდან და ყელის ტკივილის დროს გამოიყენებოდა.
8 თამბაქო კურნავს ასთმას.

დიდი ხნის წინ, 19-ე და 20-ე საუკუნის დასაწყისში მანამ, სანამ ანტითამბაქოს
რეკლამირებას ექნებოდა ადგილი, თამბაქო ითვლებოდა ასთმის განკურნების
საშუალებად ინჰალაციის გზით. რა თქმა უნდა ეს გზა წარუმატებელი აღმოჩნდა
ასთმის მიმართ, საბოლოოდ მეცნიერები კი დარწმუნდნენ, რომ ნიკოტინი
დამღუპველად მოქმედებდა ადამიანის ორგანიზმზე.
9 მუმიის ფხვნილი როგორც ასპირინი არაბულ სამყაროში.

მე -12 საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკის დიდი ნაწილი, მათ


შორის ეგვიპტეც და სწორედ მაშინ იწყეს მუმიების ფხვნილის სამედიცინო
მიზნებისთვის გამოყენება. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეს ჯადოსნური
ფხვნილი დოზირების დაცვით ეფექტურად კურნავდა როგორც კუჭის წყლულს,
ჩვეულებრივ თავის, ასევე კუნთებისა და უფრო ძლიერ ტკივილებს.
10) ნიანგის გამხმარი ფეკალი, როგორც კონტრაცეფცია.

კიდევ ერთი შოკისმომგვრელი სამედიცინო "გარღვევა" და ისევ ძველ ეგვიპტეში.


ნიანგის გამხმარი ფეკალიები იყიდებოდა და ღირდა საკმაოდ ძვირი. მამაკაცები
მათ თავიანთი ქალებისთვის ყიდულობდნენ, რათა მოეთავსებინათ საშოში
როგორც კონტრაცეფციის ეფექტური საშუალება. თუმცა ამით თავი ჩაიგდეს
საფრთხეში და გადაეყარენ სერიოზულ ინფექციებს, ბევრმა მათგანმა კი
ფატალურად დაასრულა სიცოცხლე ამის გამო.
11) იძულებითი სისხლდენა დაავადებისგან განთავისუფლების მიზნით.

ძველ საბერძნეთში, ეგვიპტეში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვენიდან სისხლდენა


ითვლებოდა სხვადასხვა დაავადებისგან თავის დაღწევის ეუბარ საშუალებად.
თუმცაღა მათ შემთხვევაში ეს მეთოდი მხოლოდ მაღალი წნევის დაწევას
ეხმარებოდა.

12) პარაფინის ცვილი დაბერების წინააღმდეგ.

პარაფინის ცვილით გაახალგაზრდავება 19-ე საუკუნეში ბოტოქსის ერთ-ერთი სახე


იყო, რომელიც შეყავდათ კანქვეშ ნაოჭების დასაფარად, ასევე ასაკში მკერდის
გასამკვრივებლად და ასაწევად. თუმცა ამას მოყვებოდა ძალიან მტკივნეული
შედეგები და თანდათან შეწყდა მსგავსი პროცედურები
13)  ვერცხლისწყალი, როგორც უნივერსალი მედიცინაში.

გჯერათ თუ არა, ვერცხლისწყალი 19-ე საუკუნის მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე


ეფექტური სამკურნალო საშუალება იყო სიფილისის, ტუბერკულოზის, შაკიკის და
დეპრესიის დროს. Abraham Lincoln-იც კი ხშირად იღებდა დეპრესიის დროს
ვერცხლისწყლის შემცველ ლურჯ აბებს, თუმცა 1861 წელს შეწყვიტა, ვინაიდან
მიხვდა რომ მათ ის უკონტროლო გამოხტომებამდე მიყავდა. 2010 წელს აშშ-ს
პრეზიდენტის მუზეუმში სწორედ ეს აბები იყო გამოფენილი და იკვლევდნენ მის
სამეფო ქიმიურ შემადგენლობას. აღმოჩნდა, რომ აბები იწვევდა უძილობას,
ხასიათის ცვლილებებსა და აყენებდა ზიანს შემეცნებით ფუნქციას.
14) ჰეროინის სიროფი ხველისა და უძილობის დროს.

ლეგენდარულმა მეწარმემ და Bayer AG-ის (Bayer AG -გიგანტური გერმანული


ქიმიური და ფარმაცევტული სამრეწველო კომპანია, რომლის შემოსავლები
წელიწადში 40 მილიონი ევრო იყო) დამფუძნებელმა Friedrich Bayer-მა
პროფესიული სამედიცინო კარიერა 1898 წელს ჰეროინის სიროფის გაყიდვით
დაიწყო, რომელიც კურნავდა უძილობას, ხველას და წელის ტკივილს. აქვე ჩნდება
კითხვა- გახდა თუ არა რომელიმე პაციენტი წამალზე დამოკიდებული-ნარკომანი?
15) მკვდარი თაგვის "პასტა" კბილის ტკივილის დროს.

ძველმა ეგვიპტელებმა დიდი წვლილი შეიტანეს სამედიცინო ცივილიზაციის


განვითარებაში, თუმცა ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც მათმა პროცედურამ
გაამართლა. კერძოდ, კბილის ტკივილის დროს კლავდნენ თაგვს და სხვა
ინგრედიენტებთან შერევით ამზადებდნენ "პასტას" ტკივილის გასაყუჩებლად,
თუმცა მრავალი პაციენტი გარდაიცვალა მძიმე ინფექციებისგან.ძველი
ეგვიპტელები მკვდარი თაგვებისგან დამზადებულ მალამოებს კბილის ტკივილის დროს
ღრძილებში შესაზელად ხმარობდნენ. მკვდარი თაგვებით მკურნალობდნენ ელისაბედის
ეპოქის ინგლისშიც - შუაზე გაჭრილ თაგვს მეჭეჭებზე იდებდნენ მათ მოსაცილებლად.
თაგვებს იყენებდნენ ღამის შარდშეუკავებლობის, ყივანახველის, ჩუტყვავილასა და
წითელას სამკურნალოდაც.
16)  დიაგნოსტიკა ცხვრის ღვიძლით
სისხლის ანალიზი და რენტგენის სხივები არცთუ დიდი ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი.
მათ აღმოჩენამდე ექიმები დიაგნოსტირების მეტად უჩვეულო ხერხებს მიმართავდნენ.
მაგალითად, მესოპოტამიაში პაციენტის ჯანმრთელობაზე იმ ცხვრის ღვიძლის მიხედვით
მსჯელობდნენ, რომელსაც ავადმყოფი მსხვერპლად სწირავდა. იმხანად ღვიძლი
მიიჩნეოდა ადამიანის სისხლის ანუ სიცოცხლის წყაროდ.
17) გველის ზეთი
ჩინური წყლის გველის ზეთით ჩინური მედიცინა საუკუნეების განმავლობაში
მკურნალობდა სახსრების ტკივილს. სხვათა შორის, მას დღემდე იყენებენ. სადღეისოდ
გველები ომეგა-3-ისა და სხვა იმ ცხიმმჟავების წყაროდ არის მიჩნეული, რომლებსაც
ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

18) კანიბალიზმი კუნთების კრუნჩხვის სამკურნალოდ.

პაციენტებს, რომლებსაც მძიმე ფიზიკური შრომის შედეგად მიღებული ჰქონდათ


კუნთების სპაზმი, თავის მუდმივი ტკივილი და კუჭის წყლული, ექიმები ძველ
რომსა და საბერძნეთში უწერდნენ ელექსირს, რომელიც წარმოადგენდა
ადამიანის ხორცის, სისხლისა და ძვლის კომბინაციას, ე.წ. cadaveric- აუტოფსია.
ჩანაწერების მიხედვით იყო ხშირი ასეთი პრეპარატებით მკურნალობა და
ბუნებრივია მომხმარებელიც უამრავი ჰყავდა. მათი მტკიცებით გლადიატორის
სისხლი განკურნავდა ეპილეფსიას და სწორედ ამიტომ სავაჭრო ინდუსტრიად
აქციეს რომში შერკინების დროს დაღუპული გლადიატორების ცხედრები.
19) შაქრის კომა შიზოფრენიის განსაკურნებლად.

20-ე საუკუნეში ადამიანები. რომლებიც განიცდიდნენ მძიმე სფიქიურ დარღვევებს,


კერძოდ შიზოფრენიას, ემსგავსებოდნენ რომელიმე ცხოველს ქცევით. როდესაც
საქმე მძიმე შიზოფრენიას ეხებოდა, მიმართავდნენ ლობოტომიას.
( ლობოტომია ნეიროქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც ტვინის
ძირითად ნაწილსა და თხემს შორის არსებული კავშირის გაწყვეტა ხდება გამტარი
არხების გადაჭრით. პირველად სააშკარაოზე პორტუგალიელმა
ნეიროქირურგმა António Egas Moniz-მა გამოიტანა რამდენიმეწლიანი ფარული
მუშაობის შემდეგ. სწორედ ის ითვლება მეთოდის ფუძემდებლად. თავიდან
საკმაოდ არაჰუმანური ოპერაციის მიზნად სხეულის ტკივილის შეგრძნებიდან
გათავისუფლება ითვლებოდა და მონისი 1949 წელს ნობელის პრემიის
ლაურეატიც კი გახდა მედიცინის დარგში, რამაც მსოფლიოში დიდი აღშფოთება
გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ გარდა ოპერაციის საშინელი ტექნიკური ხასიათისა,
უკვე ყველასათვის ცნობილი იყო ლობოტომიის ახალი დატვირთვა, მას საკმაოდ
ინტენსიურად ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იყენებდნენ და მიზანი არა
ავადმყოფის ტკივილებიდან გათავისუფლება, არამედ მისი „მორჯულება“ იყო.
ტვინის ნაწილებს შორის კავშირის ამგვარი გაწყვეტა იწვევდა ადამიანის ემოციურ
და ინტელექტუალურ პარალიზებას. დამჯერი, უპრეტენზიო და მშვიდი პაციენტი კი
ფსიქიატრიული საავადმყოფოებისთვის სწორედ რომ მისწრება იყო.)
შიზოფრენიის მსუბუქი ფორმების დროს კი იყენებდნენ ინსულინის-შაქრის კომას.
მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო დიდი, ეს მეთოდი მთელს ევროპაში მალე
გავრცელდა და სპეციალიზებული დეპარტამენტებიც ააშენეს. თუმცა
ლობოტომიაც და ინსულინის კომაც მორიგი ცუდი იდეა იყო.
20)
მგრძნობიარე პუდრი"- "The powder of sympathy"
16-17 საუკუნის ევროპაში ფარიკაობა ყველაზე გავრცელებული მამრობითი
გასართობი იყო, თუმცა გამოწვეული ჭრილობების შედეგად, ხშირად ჰქონდა
ადგილი ინფექციებს და ბევრი იღუპებოდა. მადლობა Sir Kenelm Digby-ს
მალამოს, ეს პრობლემაც მოგვარდა. მალამოს ინგრედიენტებს კი წარმოადგენდა
ჭიები, ჟანგი, მუმიის ფხვნილი და ღორის ტვინი. ყველაზე სასაცილო კი ის იყო,
რომ მოიძებნებოდნენ სულელები, ვინც ამ მალამოს ყიდულობდა.
21) თავის ქალის ტრეპანაცია (გაკვეთა).

თავის ქალის ტრეპანაცია- გაბურღვა პაციენტისთვის ყოველგვარი ანესთეზიის


გარეშე ჩვეული მოვლენა იყო მედიცინის ისტორიაში შაკიკის, კრუნჩხვისა და
ფსიქიური აშლილობის სამკურნალოდ. ეს ერთ-ერთ ქირურგიულ პროცედურად
ითვლებოდა მეზოლითის პერიოდში. რაოდენ გასაოცად და ბარბაროსულად არ
უნდა ჟღერდეს, ბევრი პაციენტი გადარჩა და განიკურნა პროცედურით. 21-ე
საუკუნეშიც არსებობს ტრეპანაციის მეთოდი, რომელსაც ძირითადად
ნეიროქირურგიულ განყოფილებაში ტვინის ტრავმული დაზიანებების დროს
იყენებენ.

You might also like