You are on page 1of 2

ვაქცინაცია იმუნიზაციის განვითარების შედეგი

და მისი ერთ-ერთი ფორმა არის.ვაქცინაცია არის


ფაგოციტოზის მოძღვრებაზე არის
დაფუძნებული.მისი ფუძემდებელია ილია ილიას ძე
მეჩნიკოვი(სურათი 1.)

ილია მეჩნიკოვი დიბადა 1845 წლის 15


მაისს,კუპიანსკის რაიონში.მეჩნიკოვი არის
მეცნიერი,ბიოლოგი,პათოლოგი,ემბრიოლოგიის
ერთ-ერთი ფუძემდებელი,სხვადასხვა ცნობილი
სამედიცინო თეორიის შემქმნელი.1870-1882 წლებში
ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი.მან 1982 წელს
შეწყვიტა მუშაობა,პროტესტის ნიშნად.ის იყო
რეაქციის მტერი,ანტი მონარქისტი.

1863 წელს ორგანიზმის განმანკურნებელ ძალებზე


გამოაქვეყნა ცნობილი თეორია,რომელსაც
„იმუნიტეტის ფაგოციტირებული თეორიის“ სახელი
ეწოდა.ის გახლდათ 1908 წლის ნობელის ლაურეატი
ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

ვაქცინა არის მიკრობებისგან მიღებული


პრეპარატი,რომლითაც ცრიან ადამიანებსა და
ცხოველებს ინფექციურ დაავადებათა
წინააღმდეგ.ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო
ვაქცინის დამზადებისა და კლასიფიკაციის პრინციპი
იგივეა, რაც სამედიცინო ვაქცინისა. ვაქცინა
შეიძლება დამზადდეს ერთი ინფექციის
გამოწვევისგან - ე. წ. მონოვაქცინა, ან ორი ან მეტი
გამომწვევი კომბინაციით - პოლივაქცინა.
პოლივაქცინის გამოყენებისას იმუნიტეტი
გამომუშავდება ერთდროულად რამდენიმე
ინფექციისადმი. ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის წესი
სხვადასხვაგვარია : ცოცხალი ვაქცინის შეყვანის
დროს ეს წესი მიკრობის ორგანიზმში მოხვედრის
ბუნებრივ გზებთანაა დაკავშირებული- მაგ:
პოლიომილეტის ვაქცინა შეჰყავთ პირიდან,გრიპის-
ცხვირის ღრუდან, ყვავილის, ჯილეხისა და
ტულარემიის - კანის ზედაპირიდან, ბრუცელოზის -
კანიდან. დახოცილი ვაქცინები და ანატოქსინი
შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთებში. ცოფის სამკურნალოდ
იყენებენ ცოცხალ ვაქცინას, რაც ამ სასკივდილო
დაავადებისგან ადამიანის დაცვის ერთადერთი
საშუალებაა.

You might also like