You are on page 1of 2

იმუნიზაცია ორი სახის არსებობს:პასიური და

აქტიური.ასევე განარჩევენ ოთხი სახის ვაქცინას:


ცოცხალ,დახოცილ,ქიმიურ ვაქცინასა და
ანტიტოქსინს.

დახოცილ ვაქცინებს ამზადებენ ფიზიკური ან


ქიმიური მეთოდებით დახოცილი
მიკროორგანიზმებისგან. დახოცილ ვაქცინებს
დაცვითი თვისებები ნაკლებად აქვთ გამოხატული,
ამიტომ იმუნიტეტი ვითარდება მხოლოდ
იმუნიზაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ.

ცოცხალ ვაქცინებს ამზადებენ სპეციალურად


დასუსტებული მიკროორგანიზმების კულტურისგან,
რასაც დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლია, მაგრამ
გამრავლებისა და იმუნიტეტის გამომუშავების
უნარი შენარჩუნებული აქვს. პირველი ცოცხალი
ვაქცინა ჯილეხი (1881) და ცოფის (1885)
წინააღმდეგ შექმნა ფრანგმა მეცნიერმა ლუს
პასტერმა.(სურათი 1.) 1926 წელს ფრანგმა
მეცნიერებმა ალბერტ კალმეტმა(სურათი 2.) და
კამილ გერენმა (სურათი 3.) შექმნეს
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, რისმა
გამოყენებამაც საგრძნობლად
შეამცირა ტუბერკულოზით ავადობა.

ქიმიური ვაქცინა ბაქტერიული უჯრედებისგან


ქიმიური მეთოდებით მიღებული ნივთიერებაა,
რომელსაც შენარჩუნებული აქვს იმუნიტეტის
გამომწვევი ძირითადი კომპონენტები.ნაწლავთა
ინფექციების საწინააღმდეგო ქიმიური ვაქცინების
გამოყენება პირველად დაიწყეს 1941 წელს
პოლივაქცინის სახით.ქიმიურ ვაქცინებს იყენებენ B
პარატიფის, მუცლის ტიფის, რიკეტსიოზების
წინააღმდეგ, ანატოქსინების შეყვანის შემდეგ.
იმუნიტეტის განვითარება დაკავშირებულია
სისხლში ანტისხეულების გაჩენასთან, რომლებიც
ანეიტრალებენ ამა თუ იმ ტოქსინის მოქმედებას.

ანატოქსინი პირველად მიიღო ფრანგმა მეცნიერმა


გ.რამონმა 1923-26 წლებში.

ლუის პასტერი ალბერტ კალმეტი კამილ გერნი

You might also like