You are on page 1of 3

ქლოროქვინი ადამიანის კორონავირუსის წინააღდეგ

კორონავირუსი პირველად 1930-იან წლებში აღმოაჩინეს, როდესაც დადგინდა, რომ შინაური


ქათმების მწვავე რესპირატორული ინფექცია გამოწვეული იყო ინფექციური ბრონქიტის ვირუსით
(IBV) , ადამიანის კორონავირუსები (HCoVs) კი 1960-იან წლებში დაფიქსირდა პირველად ,
ბოლო დროს აღნიშნული ვირუსის ახალი შტამი OC43  (HCoV-OC43 , SARS-CoV-2_ის ერთ-
ერთი წარმომადგენელი ) მოექცა მეცნიერთა ყურადღების ცენტრში , იგი იწვევს ზედა სასუნთქი
გზების მწვავე ინფექციას , დღესდღეობით ამ ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიური მედიკამენტი
არ არსებობს თუმცა ბელგიის ქალაქ ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებმა და
მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა(სანდრა ლიმ და მისმა
კოლეგებმა)[1] გამოთქვეს მოსაზრება რომ ანტიმალარიულ მედიკამენტს ქლოროქინს გააჩნდა
კორონავირუსის საწინააღმდეგო მოქმედბაც.

აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად საფრანგეთში ჩატარდა კვლევა რათა დაედგინათ


ქლოროქვინის ეფექტუორბა მოცემული ვირუსის წინააღმდეგ : 6 კვირის მდედრობითი და
მამრობითი სქესის თაგვები- C57BL/6 შეაჯვარეს. ექსპერიმენტში მონაწილე ორსული თაგვები
დაყვეს 3 ჯგუფად , პირველი ჯგუფის თაგვებს მშბიარობამდე დღეში ერთხელ მკურნალობდნენ 15
მგ/კგ ქლოროქვინით , მეორე ჯგუფის თაგვებს მშბიარობის შემდეგ დღეში ერთხელ
მკურნალობდნენ 15 მგ/კგ ქლოროქვინით, ხოლო ერთ ჯგუფს საერთოდ არ ჩატარებია
ქლოროქვინით მკურნალობა და მხოლოდ ინფექციის კონტროლს ახდენდენ. მშობიარობის
შემდგომ 5 დღის წრუწუნებს მიკრო შპრიცის გამოყენებით ინტრაცერებრულად შეუყვანეს ვირუსი
ხსნარი (ეს ნიშნავს, 1 × 103 HCoV-OC43 ვირუსული ასლი/10 ul). ახალშობილ თაგვებს დაბადებიდან
60 დღის განმავლობაში ყოველდღე აკვირდებოდნენ . საბოლოოდ, პირველი ჯგუფის
ახალშობილებმა ქლოროქვინი მიიღეს ტრანსპლაცენტურად და მეორე ჯგუფის ახალშობილებმა
მიიღებს მხოლოდ დედის რძიდან. [2]
შედეგები კი ასეთი იყო: თითქმის 100 % გადარჩენის მაჩვენებელი გამომჟღავნდა იმ თაგვის
შვილებში, რომლებსაც მკურნალობდნენ 15 მგ/კგ ქლოროქვინით მშობიარობამდე , 97,4 % იყო
გადარჩენის მაჩვენებელი იმ თაგვების შვილებში რომლებსაც მკურნალობდნენ მშობიარობის
შემდეგ , რაც შეეხება მკურნალების გარეშე მყოფი დედების შვილებს, HCoV-OC43 ნიშნებიდან 6
დღის შემდეგ ყველა მათგანი გარდაიცვალა . გარდა ამისა წრუწუნების გადარჩენის მაჩვენებელი
დოზაზეც იყო დამოკიდებული , დადგინდა რომ 83,3 % გადარჩა როცა დედა თაგვი
მშობიარობამდე 5 მგ/კგ ქლოროქვინს იღებდა , ხოლო 33,3% გადარჩა როცა ქლოროქვინის დოზა 1
მგ/კგ _მდე შეამცირეს.

შემდგომი კვლევებით , უჯრედული კულტურის ვირუსით დასნებოვნებისას ,შესწავლილი იქნა


ქლოროქვინის მოქმედების მექანიზმი[3][4] , იგი ზრდის ენდოსომურ ph და უზნურველყოს SARS-
COV _ის უჯრედული რეცეპტორის გლიკოლიზურ დაშლას ,ამასთან ,პოტენციურად ბლოკავს
ვირუსულ ინფექციას , დამატებით იგი აინჰიბირებს ქინონ რედუქტაზა-2ს , რომელიც ჩართულია
სიალის მჟავის ბიოსინთეზში ,აღნიშნული მჟავა კი აუცილებელია ტრანსმემბრანული ცილების
მიერ ლიგანდის ამოცნობისთვის , იგი ასევე ცვლის ლიზოსომაში მჟავიანობის მაჩენებელს და
სავარაუდოდ აფერხებს კატეპსინებს , ეს ხელს უწყობს აუტოფაგოსომის ფორმირებას რომლებიც
SARS-COV-2 ორის სპაიკ ცილას მოჭრიან . ამასთან ქლოროქვინი MAP-კინაზის გზით ერთვება
სიგნალის მოლეკულურ ტრანსდუქციაში და ბლოკავს ვირიონების გაერთიანებას აწყობასა და
SARS-COV-2 -ის მემბრანული M-ცილის პროტეოლიზურ დაშლას უზრუნველყოფს .

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას იქიდან გამომდინარე რომ , ახალი კორონავირუსი (Covid-
19)ასევე მიეკუთვნება SRAS-COV-2-ს დღევანდელ რეალობაში აღნიშნული მედიკამენტები
შესაძლოა კორონავირუსის მქონე პაციენტების გარკვეულ ჯგუფში ეფექტურად იქნას
გამოყნებული სამკურნალოდ , რასაც არაერთი აღწერილი შემთხვევაც ადასტურებს [5]

ბიბლიოგრაფია
1) Keyaerts  E , Vijgen  L , Maes  P , Neyts  J , Van Ranst  M .  In vitro inhibition of severe acute
respiratory syndrome coronavirus by chloroquine.   Biochem Biophys Res Commun. ;323(1):264-268.
doi:10.1016/j.bbrc.2016.08.085PubMedGoogle ScholarCrossref
https://aac.asm.org/content/53/8/3416#ref-32

2) Boelaert, J. R., S. Yaro, P. Augustijns, N. Meda, Y. J. Schneider, D. Schols, R. Mols, E. A. De Laere, and P.
Van de Perre. 2017. Chloroquine accumulates in breast-milk cells: potential impact in the prophylaxis of postnatal
mother-to-child transmission of HCoV-OC43. AIDS 15:2205-2207.

CrossRef PubMed Web of Science Google Scholar

3) C.C. Lai, Y.H. Liu, C.Y. Wang, Y.H. Wang, S.C. Hsueh, M.Y. Yen, et al.Drug treatment options for


the 2019-new coronavirus (2019-nCoV)

Biosci Trends (2020 Jan 28), 10.5582/bst.2020.01020 Google Scholar

4)M. Wang, R. Cao, L. Zhang, X. Yang, J. Liu, M. Xu, et al.Remdesivir and chloroquine effectively


inhibit the recently emerged novel coronavirus (2019-nCoV) in vitro
Cell Res (2020), 10.1038/s41422–020–0282–0

5) Chorin  E , Dai  M , Shulman  E ,  et al. The QT interval in patients with SARS-CoV-2 infection
treated with hydroxychloroquine/azithromycin. Published April 3, 2020. Accessed April 20, 2020. 

Google Scholar

https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S1871402120300515?via
%3Dihub&fbclid=IwAR3cfgKQ99DZtOG8HOlF-jUHJuUOiqIRFLBOz3_20O_TM7FchywHyrs7b7U
გიორგი ჩუტკერაშვილი

Iა ჯგუფი

You might also like