You are on page 1of 3

ვაქცინაციის,ანუ თანამედროვე იმუნური

საშუალებების შექმნამდე ადამიანს ინფექციურ


დაავადებასთან ბრძოლა დაავადებულის
განადგურებით და საკუთარი თავის გადარჩენით
შეეძლო.

პირველი ნათელი მითითება ინფექციური


დაავადების იმუნიზაციის გზით დამარცხებაზე
ჩნდება 1549 წელს დუჟენს ქსინფაში (痘疹),რომლის
ავტორიც არის ვან კუანი.ის ფიქრობდა,რომ
ინოკულაციით1 შეეძლო ადამიანის ყვავილის
ინფექციის დაძლევა.

ჩინეთში ფხვნილის კონსისტენციამდე ფშვნიდნენ


ყვავილის გამონაყარს.ადამიანი შეისუნთქებდა ამ
ფხვნილს და ხდებოდა ამ ინფექციისადმი
იმუნური.ამ მექანიზმს ჰქონდა 0,5-2%
სიკვდილიანობის მაჩვენებელი,რაც გაცილებით
ნაკლები იყო დაავადების სიკვდილიანობის
მაჩვენებელზე - 25-30%.

ინოკულაციის ჩინურ პრაქტიკაზე ორი მოხსენება


მიიღო ინგლისის სამეფო საზოგადოებამ. პირველი
იყო დოქტორი მარტინ ლისტერი,რომელმაც
ინფორმაცია მიიღო აღმოსავლეთ ინდოეთის
კომპანიის თანამშრომლისგან,ის მუშაობდა ჩინეთის
სანაპიროზე.მეორე კი კლოპტონ ჰავერსის მიერ.

ჩინეთიდან იმუნიზაციის ეს მეთოდი გაიტანეს


ჩერქეზებმა,მათგან მიიღეს მეზობელმა
თურქებმა,ხოლო ბოლოს იგი თურქეთიდან
ინგლისში შეისწავლეს მეთვრამეტე საუკუნის
პირველ ნახევარში.

1798 წელს,ეუარდ ჯენერმა(სურათი 1.) მიაღწია


გაცილებით უსაფრთხო გზას ყვავილის
იმუნიზაციისა. ედუარდ ჯენერის ამ იმუნიზაციის
საშუალებამ ჩაანაცვლა ვარიოლაცია2.

ედუარდ ჯენერი(სურათი 1.) ლუის პასტერი

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში კი


იმუნიზაციის 400 წლიანი განვითარების
ისტორია.ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი
ლუის პასტერი(სურათი 2.) საფუძველს უყრის
თანამედროვე ვაქცინაციას.

1.ინოკულაცია-„აცრა“ 2.ვარიოლაცია-აცრის სახეობა

You might also like