You are on page 1of 2

კორონა ვირუსი.

ძალიან საინტერესო ინტერვიუ დოქტორ მიქაელა გლოკლერთან


კორონა ვირუსთან დაკავშირებულ თემებზე. მიქაელა გლოკლერი
უძღვებოდა გოეთეანიუმის სამედიცინო სექციას 28 წლის
განმავლობაში. ინტერვიუ სამწუხაროდ გერმანულადაა, ვისაც
გერმანული ესმის ალბათ დააინტერესებს. სამწუხაროდ მე ვერ ვახერხებ
თარგმნას, იქნებ ვინმემ თარგმნოს ქართულად.მოვისმინე. მაგარი
ინტერვიუია. რამოდენიმე რამეს გამოვყოფ. საუბრობს იმაზე, თუ რა
უნდა გაკეთდეს ფიზიკურ, ეთერულ, მშვინვიერ, მე-ს, სოციალურ,
გლობალურ დონეებზე კორონავირუსის წინააღმდეგ.
ფიზიკურ დონეზე: დაცვის საშუალებები, რომლებიც ცნობილია
ჩვენთვის სხვადასხვა წყაროებიდან. დაავადების შემთხვევაში
გადამწყვეტია სიცხის, ცხელების სწორი მენეჯმენტი, რადგანაც სიცხე
ის საშუალებაა, რომლითაც ადამიანი იმუნური სისტემა ებრძვის
ვირუსს.
ეთერულ დონეზე: იმუნიტეტის გაძლიერება. საამისოდ: საკმარისი
ძილი, "ხალისიანი" სეირნობა თუნდაც 30 წუთი (მოთენთილი
დეპრესიული სეირნობა ცუდია, შემართულ სიარულს უსვამს ხაზს),
ჯანსაღი კვება, მუშაობის და დასვენების კარგი ბალანსი.
მშვინვიერ დონეზე: სიხარულის განცდა, რადგანაც პოზიტიური ფიქრი
და მშვინვიერი სითბო აძლიერებს იმუნურ სისტემას მაშინ, როდესაც
შიში და ნეგატივი ასუსტებს მას.
მე-ს დონეზე: სულიერი მუშაობა, ლოცვა, მედიტაცია. ეს მოქედებს
მშვინვიერ სიხარულზე, ის კი აძლიერებს იმუნიტეტს.
სოციალურ დონეზე: თვლის, რომ ახალგაზრდობამ, ვინც არ შედის
რისკ-ჯგუფებში, უნდა დაიწყოს ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება,
რადგანაც სწორედ ეს არის ერთადერთი გზა საბოლოო ჯამში
კრიზისიდან გამოსვლის (გარდა წამლის, რომელზედაც მუშაობენ
სხვადასხვა ქვეყნებში). საამისოდ უნდა გავიდეს გარეთ, იმუშაოს,
გაერთოს, მიიღოს და გადაამუშაოს ეს ვირუსი, ანუ გაიაროს ბუნებრივი
იმუნიზაცია. ასეთი ხალხის გაჩენა მნიშვნელოვანია რისკ-
ჯგუფებისთვის, რადგანაც იზოლაციაში ყოფნის დროს, როდესაც
მათთან არავინ მიდის, მათ უვითარდებათ სხვადასხვა ფსიქოლოგიური
პრობლემები, რომლებიც ისევე საშიშია, როგორც ვირუსი.
საზოგადოების თანდათანობითი იმუნიზირება გააჩენს ადამიანებს,
ვისი ურთიერთობაც რისკ-ჯგუფებთან აღარ იქნება საშიში.
გლობალურ დონეზე: ჰაერი არის ის, რითაც ადამიანები და ცხოველები
ვქმნით საერთო ეკოსისტემას. ადამიანის დამოკიდებულება ცხოველის
მიმართ სასტიკია. ადამიანი შეჭრილია ცუდად ცხოველთა სამყაროში.
ამიტომ ვირუსებისთვის, რომლებიც უმეტესად ცხოველური
წარმოშობისაა, შესაძლებელი გახდა უფრო ადვილად ადამიანებში
"გადმოხტომა". ამ პრობლემაზე სამუშაოდ ადამიანმა უნდა შეცვალოს
თავისი აზროვნება და სულ უფრო მეტ მოგებაზე ზრუნვიდან
გადმოერთოს ჯანსაღი სოციალური და ეკოსისტემის შექმნაზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პრობლემები გაძლიერდება.

You might also like