You are on page 1of 33

რუფოლფ შტაინერი ეპიდემიების შესახებ

ეპიდემიები და ინფექციური დაავადებები


(შეჯამებული Taja Gut-ის მიერ, 2010 წელს)

თითოეული ადამიანი ინდივიდუალობაა

ყველაზე სიღრმისეულ და უმნიშვნელოვანეს პრინციპად უნდა მივიღოთ ის, რომ თვალწინ


დავიყენოთ, უპ. ყოვლისა, ადამიანის ინდივიდუალობა, როგორც ცალკე აღებული რეალობა,
როგორც რაღაც, რომელიც განსხვავდება სხვა ნებისმიერი ადამიანისგან.

ბაქტერიებისა და ბაცილების შიში

არსებობს მოსაზრებები (არც მთლად უსაფუძვლო, მაგრამ მაინც ცალმხრივი), რომ


აკადემიურმა მედიცინამ ბაქტერიებისა და ბაცილების 1 მიმართ შიშის აღძვრას შეუწყო ხელი.
მეორე მხრივ, კვლევები გვიჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულებში მდგომარეობა,
ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, გაუმჯობესდა. ამ მიმართულების მიმდევრები სიამაყით
აცხადებენ, თუ რამდენი პროცენტით იკლო სიკვდილიანობამ აქა თუ იქ. არიან ისეთებიც,
რომლებიც ამბობენ, რომ ავადობის გარეგანი გამომწვევები არც იმდენად მნიშვნელოვანია,
როგორც თავად ადამიანში ჩადებული მიზეზები, ავადმყოფობისკენ დისპოზიცია, მისი
გონივრული თუ არაგონივრული ცხოვრების ნირი; ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
მართალია, ბოლო პერიოდში სიკვდილიანობამ წარმოუდგენლად იკლო, მაგრამ
დაავადებათა რაოდენობამ ძალზე მოიმატა. გაიზარდა მაგ. გულის დაავადებების,
სიმსივნური დაავადებების რიცხვი და გაჩნდა ისეთი ფორმებიც, რომლებიც ძველ წყაროებში
არ მოიხსენიება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები და სხვ. ორივე მხრიდან
დასახელებული ფაქტები საყურადღებოა. ზედაპირული მიდგომით ვერ შეეწინააღმდეგები
იმას, რომ ბაცილები და ბაქტერიები არ არიან დაავადებათა საშინელი გამომწვევები. მაგრამ,
მეორე მხრივ, ვერც იმას უგულებელვყოფთ, რომ ადამიანი, გარკვეული მიმართებით,
დაცულია, მდგრადია ამ ტიპის დაავადების გამომწვევთა მიმართ ანდა არც არის დაცული.
არ არის დაცული იმ ნიადაგზე, რომ არაგონივრული ცხოვრების ნირის გამო,
წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ გააჩნია.

_____

1 შტაინერის დროს, ცნება ვირუსი ყოველდღიურ მეტყველებაში არ გამოიყენებოდა, რადგან ის


მხოლოდ 1890 წელს აღმოაჩინეს. ამდენად, ცნება „ბაცილა“ აქ გამოიყენება არა მარტო
ბაქტერიათა, არამედ დაავადების გამომწვევ ყველა მიკროორგანიზმთა, მათ შორის, ვირუსთა
აღსანიშნავადაც
ძველად ფიქრობდნენ, რომ ავადმყოფობა ღმერთისგან მოდიოდა, დღეს კი ამბობენ
რომ მას ბაცილები იწვევს

როგორ უნდა გავარჩიოთ გარე მიზეზით გამოწვეული დაავადებები იმ დაავადებათაგან,


რომლებიც ადამიანის ორგანიზაციით გამოიწვევა, ანუ როცა შეიძლება ითქვას, რომ
დაავადება მთლიანად თავისით, გარეგან წინაპირობათა გარეშე აღიძვრება. სულ მთლად ასე
ხომ არასდროს ხდება. მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, სრულებით გამართლებულია,
ითქვას, რომ დაავადება ადამიანში წარმოიქმნება, როცა საამისო შინაგანი დისპოზიცია
არსებობს. თუმცაღა, გარეგანმა მიზეზებმაც უამრავი დაავადება შეიძლება, გამოიწვიოს. ზოგ
შემთხვევაში, მაგ. ფეხის მოტეხვისას, შეიძლება გარე მიზეზებზე საუბარი. გარე მიზეზებს
უნდა მივათვალოთ კლიმატური პირობებით გამოწვეული და სხვა ურიცხვი დაავადებაც,
რომლის სათავეც უხეირო ქალაქური ტიპის ბინებში უნდა ვეძიოთ. აქ ჩვენ წინაშე დიდი
არეალი იხსნება. ვინც გამოცდილების ნიადაგზე უყურებს სამყაროს, მისთვის გასაგებია, რომ
თანამედროვე სამედიცინო მიმართულება ავადმყოფობის მიზეზებს გარე ზემოქმედებებში,
განსაკუთრებით კი ბაცილებში ეძებს, რის თაობაზეც ერთმა მახვილგონიერმა ბატონმა,
არცთუ უსაფუძვლოდ, განაცხადა: დღეს მიაჩნიათ, რომ ავადმყოფობას ბაცილები იწვევს,
ძველად კი ფიქრობდნენ, რომ დაავადება ღმერთისგან ან ეშმაკისაგან მოდიოდა. მე-13
საუკუნეში ამბობდნენ, ავადმყოფობა ღმერთისგან მოდისო, მე-15 საუკუნეში ამბობდნენ -
ეშმაკისგანო; მოგვიანებით სხეულის სითხეებს მიაწერდნენ, დღეს კი იძახიან, რომ მას
ბაცილები იწვევს. ეს არის შეხედულებები, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლება.

შიშზე ორიენტირებული მოარული მოსაზრებები

ჩვენს დროში არსებობს გარკვეული შიში, რომელიც სრულებით სამართლიანად შეიძლება


შევუდაროთ შუა საუკუნეების დროინდელ შიშს მოჩვენებათა მიმართ. ეს გახლავთ
დღევანდელი შიში ბაცილებისადმი. შიშის ეს ორივე სახე, ფაქტობრივად, სრულებით
ერთგვაროვანია. იმიტომაა სრულებით ერთგვაროვანი, რომ ამ ორი ეპოქიდან თითოეული -
შუა საუკუნეები და დღევანდელი ეპოქა - მისი სულისკვეთებიდან გამომდინარე იქცევა. შუა
საუკუნეებში არსებობდა სულიერი სამყაროს რწმენა და გამომდინარე აქედან, ეშინოდათ
სულიერი არსებებისა. დღევანდელობაში სულიერი სამყაროს რწმენა დაიკარგა, ადამიანებმა
ირწმუნეს მატერიალური სამყაროსი, ამდენად, მათ ეშინიათ მატერიალური არსებებისა, რაც
არ უნდა მცირე ზომისა იყვნენ ისინი.

ავტორიტეტისადმი რწმენა, მოჩვენებათა წინაშე ძრწოლა და ბაცილების შიში

განსაკუთრებით უნდა დავიცვათ თავი იმისგან, რაც მოცემულ ეპოქაში, ზუსტადაც,


ავტორიტეტულ მოსაზრებად ცხადდება. სპირიტუალური ხედვის გარეშე, ამან შეიძლება,
დიდ შეცდომაში შეგვიყვანოს. ეს განსაკუთრებით ეხება ზოგადსაკაცობრიო კულტურის ერთ
სფეროს, კერძოდ კი მატერიალისტური მედიცინის სფეროს, რომელსაც მოპოვებული აქვს
ავტორიტეტი და სულ უფრო მეტ პრეტენზიას აცხადებს ამაზე და საიდანაც ისეთი რამ
მომდინარეობს, რაც ბევრად, ბევრად სახიფათო და საშინელია, ვიდრე ამა თუ იმ
ავტორიტეტის ბატონობა, ესოდენ გაკიცხულ შუა საუკუნეებში. ჩვენ დღეს უკვე
ვიმყოფებით ამ მოცემულობაში და ეს დღითი დღე უფრო ძლიერდება. და როცა ხალხი ასე
საშინლად დასცინის შუა საუკუნეების ცრურწმენას მოჩვენებათა თაობაზე, მსურს ვიკითხო:
ნუთუ ამ მხრივ მართლაც შეიცვალა რაღაც? ამ შიშმა მოჩვენებათა მიმართ, ნამდვილად
გადაიარა? დღეს ადამიანებს უფრო მეტად ხომ არ აშინებთ მოჩვენებები, ვიდრე იმხანად? -
იმაზე ბევრად საშინელი რამ ხდება ადამიანის სამშვინველში, ვიდრე წარმოგვიდგენია,
როდესაც მას მიეთითება: შენს ხელისგულზე 60 000 ბაცილაა. ამერიკაში გამოთვალეს, თუ
რამდენი ასეთი ბაცილაა კაცის წვერის ერთ ღერზე. აქედან უნდა დავასკვნათ: შუა
საუკუნეების მოჩვენებები, მინიმუმ, რიგიანი მოჩვენებები მაინც იყვნენ, მაგრამ დღევანდელი
ბაცილა-მოჩვენებები ერთობ უსუსური, უხეირო მოჩვენებები არიან საიმისოდ, რომ ეს შიში
საფუძვლიანი იყოს (და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია). ეს განაპირობებს იმას, რომ
ადამიანები, ზუსტადაც ამ სფეროში - ჯანმრთელობის სფეროში, ავტორიტეტის რწმენას
დაექვემდებარონ, რაც საშინელებაა.

ბაცილებს ყველაზე მეტად მატერიალისტური აზროვნება უწყობს ხელს

არსებითი რამ, რაზედაც დღეს ყურადღება უნდა გამახვილდეს, გახლავთ ის, რომ ბაცილები
სახიფათო მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა მათ ხელი ეწყობა... მათ კი ყველაზე
ინტენსიურად მაშინ ეწყობა ხელი, როცა ადამიანს ძილის მდგომარეობაში სხვა არაფერი
გადააქვს, გარდა მატერიალისტური მრწამსისა. ბაცილათათვის უკეთესი ხელშემწყობი
საშუალება არ არსებობს, ვიდრე მატერიალისტური წარმოდგენებით დაძინებაა; როცა
სულიერი სამყაროდან, მედან და ასტრალური სხეულიდან ამგვარად ზემოქმედებ ფიზიკური
სხეულის ორგანოებზე, რომლებიც სისხლსა და ნერვულ სისტემას როდი წარმოადგენენ. არ
არსებობს ბაცილათა გააქტიურების უკეთესი საშუალება, ვიდრე მხოლოდ მატერიალისტური
მოსაზრებებით დაძინებაა.

ეპიდემიების შიში საუკეთესო, ნოყიერი ნიადაგია ბაცილათათვის

არსებობს კიდევ ერთი ხელშემწყობი საშუალება ბაცილათათვის. კერძოდ: როცა ცხოვრობ


ეპიდემიური თუ ენდემური ავადობების არეალში და სხვას არაფერს აღიქვამ, გარდა
ავადმყოფობის სურათებისა შენ ირგვლივ და მთლიანად გიპყრობს შიში ამ დაავადების
მიმართ. ესეც ხელშემწყობია. როცა სხვას ვერაფერს აკეთებ შენი თავისთვის, გარდა იმისა,
რომ გეშინია ეპიდემიის კერაში გავრცელებული დაავადებისა და ამგვარი შიშნეული
აზრებით იძინებ ღამით, სამშინველში წარმოიქმნება ამ შიშით გამოწვეული არაცნობიერი
ანარეკლები, იმაგინაციები. და ეს არის საუკეთესო საშუალება ბაცილათა გააქტიურებისა და
ხელშეწყობისა. ამ შიშის რამდენადმე შესუსტება შესაძლებელია ქმედითი სიყვარულით;
მაგალითად, ავადმყოფებზე ზრუნვით, რაც დაგავიწყებს, რომ თავადაც შეიძლება
ინფიცირდე. ასე შეიძლება ბაცილების ხელშეწყობ ძალთა შესუსტება.
სპირიტუალურ მოსაზრებათა გადამწყვეტი მნიშვნელობა

მატერიალისტური მეცნიერების მიერ შექმნილ, ბაცილების საწინააღმდეგო ყველა


საშუალებაზე დანამდვილებით მეტად და წარმოუდგენლად კეთილმყოფლად შეგვიძლია
ვიმოქმედოთ კაცობრიობის მომავლისთვის, თუ ადამიანებს მივაწოდებთ იმ წარმოდგენებს,
რომლებიც მათ თავს დააღწევინებს მატერიალიზმის ბორკილებიდან და სულის მიმართ
ქმედით სიყვარულს აღუძრავს. ამ საუკუნეში სულ უფრო მეტად და მეტად უნდა
გავრცელდეს ის შემეცნება, რომ სულიერი სამყარო ამ ჩვენი ფიზიკური ცხოვრებისთვის
აბსოლუტურად არ არის უმნიშვნელო, რომ მას ფიზიკური სამყაროსათვის ძირეული
მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენ, ფაქტობრივად, დაძინებიდან გამოღვიძებამდე, სულიერ
სამყაროში ვიმყოფებით და მისი დამსახურებით ვინარჩუნებთ ქმედითობას ფიზიკურ
სხეულში.

სამკურნალო ძალამ ერთობის მეშვეობით უნდა იმოქმედოს

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ის, რასაც უშუალო სამკურნალო ძალად განიხილავს სულის
მეცნიერება, მხოლოდ ადამიანთა ერთობის მეშვეობით მოქმედებს. აბა, წარმოიდგინეთ, რა
მნიშვნელობა ექნებოდა, რომელიმე ცალკეული ადამიანი, აქა თუ იქ, დაძინებისას, სულიერ
სამყაროს მუდამ სულიერი სამყაროს შესატყვისი აზრებით რომ მიეახლებოდეს, მას კი
ირგვლივ ეხვიოს მატერიალისტური აზრებით, მატერიალისტური შეგრძნებებითა და შიშით
(რაც ყოველთვის ხომ მატერიალიზმს უკავშირდება) მოცული ადამიანები, რომლებიც
ბაცილათა გამააქტიურებელნი და ხელშემწყობნი არიან!

პარაზიტული არსებები - არიმანის ქმნილებები

საკუთრივ რას წარმოადგენს, ეს ბაცილათა სამყარო? ახლა ჩვენ მივადექით საკითხს, რისი
ცოდნაც ნამდვილად არსებითია ადამიანის ცხოვრებისათვის. როდესაც ვუმზერთ გარეთ,
ჰაერში მონავარდე სხვადასხვა სახეობის ფრინველს, წყალში თევზებს და მიწაზე მხოხავ
არსებებს და ვხედავთ, რომ იმაში, რაც ბუნებაში ცოცხლობს, საქმე გვაქვს არსებებთან,
რომლებზედაც სრული უფლებით შეგვიძლია, ვთქვათ: ისინი სადმე, ბუნების ქმნადობაში
საზიანოდ რომც ერთვებოდნენ, მაინც განვითარებადი, ღვთაებრივი ქმნილებები არიან.
მაგრამ როდესაც ვუმზერთ არსებებს, რომლებიც მკვიდრობენ და ქმედებენ სხვა ცოცხალ
არსებაში, მცენარეში, ცხოველსა თუ ადამიანში, მეტადრე, როცა საუბარია ბაცილისმაგვარ
ქმნილებებზე, ცხოველის სხეულში თუ, განსაკუთრებით, ადამიანის სხეულში რომ
ბინადრობენ, ჩვენ საქმე გვაქვს არათუ ღვთაებრივ, არამედ არიმანულ ქმნილებებთან. და
ჩვენს სამყაროში ამგვარ ქმნილებათა არსებობის სწორი განხილვით ირკვევა, რომ ყველა ეს
არსება უკავშირდება სულიერ ფაქტს: ადამიანის არიმანთან მიმართებას. ხოლო არიმანთან
ეს მიმართება მყარდება, როგორც ვიცით, მატერიალისტური აზროვნებით ანდა წმინდად
ეგოისტური შიშის მდგომარეობებით. სამყაროში ამგვარ პარაზიტულ არსებებათა ქცევის
სწორი განხილვისას, შეიძლება ითქვას: იქ, სადაც თავს იჩენენ ამგვარი პარაზიტული
არსებები, ეს არის სიმპტომი არიმანის ჩარევისა სამყაროში.

ბაცილები დაავადების გამომწვევი მიზეზი კი არა მისი მანიშნებელია

ძალზე ზედაპირული განხილვა იქნებოდა, მთელი ფლორა და, აგრეთვე, ფაუნაც, რომელიც
ადამიანის ნაწლავებში და, საერთოდაც, ადამიანის მთელ ორგანიზმში გვხვდება,
დაავადებათა პირველმიზეზად რომ მივიჩნიოთ. მართლაც საშინელებაა, როცა
პათოლოგიათა შესახებ ლიტერატურას აიღებ ხელში და ყოველ თავში რაღაც ახალს აწყდები:
ამა და ამ დაავადებისთვის აღმოჩენილია ბაცილა, სხვისთვის - სხვა ბაცილა და ა. შ. ეს
ყველაფერი ერთობ საინტერესო ფაქტებია ადამიანის ორგანიზმის მომნელებელი ტრაქტის
ბოტანიკისა თუ ზოოლოგიისთვის, მაგრამ ავადობისთვის მას სხვა მნიშვნელობა არ აქვს,
გარდა იმისა, რომ ამოსაცნობი სიმპტომია, დიახ, ამოსაცნობი სიმპტომია საიმისოდ, რომ
განვაცხადოთ: როცა თავს იჩენს ესა თუ ის დაავადება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის
ორგანიზმში შექმნილია პირობები, რომ ესა თუ ის პაწაწინა ცხოველური თუ მცენარეული
ფორმა მის ნიადაგზე განვითარდეს, და მეტი არაფერი. ჭეშმარიტ დაავადებასთან ამ პატარა
ფლორისა თუ ფაუნის განვითარებას, ძალზე შეზღუდულად აქვს მიმართება და ისიც
არაპირდაპირ.

ყურადღება უნდა მივაპყროთ მასაზრდოებელ ნიადაგს, არათუ ბაცილებს

ამ საინტერესო ქმნილებათა არსებობა ვერ გაგრძელდებოდა, მათთვის ხელშემწყობი


ნიადაგის გარეშე და, თავისთავად ცხადია, ყურადღებაც სწორედ ამ ნიადაგს უნდა მიექცეს.
ბუნებრივია, შეიძლება მოხდეს, რომ საამისოდ კარგად შემზადებული ნიადაგი ბაცილების
შეჭრით გაღიზიანდეს და სხვა ავადმყოფურ პროცესებსაც დაექვემდებაროს. მაგრამ
თანამედროვე ხედვას ბაცილათა შესახებ, სინამდვილეში, უმნიშვნელოდაც კი არ აქვს საქმე
საკუთრივ დაავადებასთან.

დიდხანს ძილი იწვევს დისპოზიციას ეპიდემიური დაავადებებისადმი

ჩვენ ვხედავთ, რომ ჩნდება ეპიდემიები, ისეთი დაავდებები, რომლებიც ადამიანთა ფართო
მასებს მოიცავს და რაც, ამავდროულად, სოციალურ პრობლემას ქმნის. ჩვეულებრივი
მატერიალისტური მეცნიერება ამას ადამიანის ფიზიკურ ორგანიზმის საფუძველზე
სწავლობს. მან არაფერი უწყის იმის შესახებ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს
ეპიდემიებისათვის და ეპიდემიისკენ მიდრეკილებისთვის, ადამიანის არანორმალურ
მიმართებას ძილ-ღვიძილთან. იმის გადამეტება, რაც ხდება ადამიანის ორგანიზმში ძილის
დროს, ძალზე უწყობს ხელს დისპოზიციას ე. წ. ეპიდემიური დააავადებებისადმი. იმ
ადამიანთა ორგანიზმში, რომლებსაც დიდხანს ძინავთ, ისეთი პროცესები წარმოიქმნება,
რომლებსაც იქ არ უნდა წარმოიქმნებოდეს (რამეთუ ძილმა დიდი ხნით არ უნდა შეწყვიტოს
მღვიძარე ცხოვრება), ამიტომ ეს ადამიანები სულ სხვაგვარად არიან დისპონირებული
ეპიდემიური დაავადებებისადმი და ასევე სულ სხვა პოზიციას იკავებენ ეპიდემიათა დროს.
თავად განსაზღვრეთ, თუ რას ნიშნავს, აუხსნა ადამიანებს ძილ-ღვიძილის სწორი
განაწილება. ამას თქვენ მათ ვერ დაუწესებთ. შეგიძლიათ დაუწესოთ, რომ ბავშვები სკოლაში
არ უნდა გაუშვან, როცა მათ ქუნთრუშა აქვთ... და მაინც, ყველა სხვა განაწესზე
მნიშვნელოვანია, ადამიანებს შვიდი საათი ძილი ესაჭიროებათ, თუ ბევრად ნაკლები
უნდა ეძინოთ და ა. შ. ამგვარ ფაქტებს, რომლებიც ასე ინტიმურად უკავშირდება ყველაზე
პერსონალურს ადამიანის ცხოვრებაში, უზარმაზარი სოციალური ზემოქმედება აქვს.
რამეთუ, ფაქტობრივად, სოციალური შედეგები იმისა, მაგ. დიდად თუ უმნიშვნელოდ
შემცირდება ესა თუ ის პროფესია, რამაც, შესაძლოა, სულ სხვა ადგილას იქონიოს
გარკვეული გავლენა, ადამიანის უინტიმურეს მხარეზეა დამოკიდებული. რამეთუ ჰიგიენა
მართლაც უჩვეულო სახით ერთვება სოციალურ ცხოვრებაში.

ბაცილებზე ფიქსირებით დაავადების პირველად მიზეზებს ვცილდებით

უახლეს დროში სულ უფრო გააქტიურდა პირველად მიზეზთა უგულებელყოფისა და


ზედაპირულ მოვლენებზე ყურადღების გამახვილების ტენდენცია. და ამ ფაქტებზე, ამ
ზედაპირულ ფაქტებსა და მოვლენებზე ფიქსირებას უკავშირდება ის, რომ დღეს
საყოველთაოდ მიღებულ მედიცინაში წამოიწყეს ამა თუ იმ დაავადების აღწერილობის
კითხვა თუ მიყურადება და შემდეგ იმის სწავლება, თუ რომელი ბაცილა იწვევს მოცემულ
დაავადებას და რა არის ამ დროს ადამიანის ორგანიზმში შეჭრილი. რა თქმა უნდა, საშინლად
ადვილია, ამ უმდაბლესი ორგანიზმების შეჭრას გადააბრალო ყველაფერი, იმ მარტივი
მიზეზის გამო, რომ ამ უმდაბლესი ორგანიზმების იქ არსებობა აშკარაა. და რადგან მათი
სპეციფიკური ფორმები მართლაც იჩენს თავს სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში, ისიც
სავსებით გასაგებია, რომ განიხილება ეს სპეციფიკური ფორმები და შემდეგ მყარდება
კავშირი გარკვეული ტიპის დაავადებასა და სპეციფიკურ ბაქტერიულ ფორმას შორის.
ზედაპირული განხილვითაც კარგად ჩანს ამ შეხედულების უაზრობა, რამეთუ სრულებით
უგულებელყოფილია ის, რაც პირველადია. რაიმე დაავადების მსვლელობისას, სხეულის ამა
თუ იმ ნაწილზე დიდი რაოდენობით რომ დასახლდეს ბაცილები, რა თქმა უნდა, ეს ისეთ
მოვლენებს გამოიწვევს, რასაც იწვევს ორგანიზმში შეჭრილი ნებისმიერი უცხო სხეული და
ცხადია, რომ ამ ბაცილათა არსებობის გამო, წარმოიქმნება ანთებითი პროცესები. მაგრამ როცა
ეს ყველაფერი ბაცილათა ქმედებას მიეწერება, თვალსაწიერში მხოლოდ ის ექცევა, რასაც ეს
ბაცილები სჩადიან; ყურადღება აღარ მახვილდება იმაზე, რაც ფაქტობრივი გამომწვევი
მიზეზია ამ დაავადებისა. რამეთუ, ყოველ ჯერზე, როცა ორგანიზმში უმდაბლესი ორგანიზმი
განვითარებისთვის შესატყვის ნიადაგს პოულობს, ეს შესაფერისი ნიადაგი უკვე
შემზადებულია დაავადების პირველადი გამომწვევის მიერ. ამ სფეროში ყურადღება
ყოველთვის პირველად მიზეზებს უნდა მიექცეს.

მიზეზისა და შედეგის გადანაცვლება


შემეცნებისთვის აუცილებელია, რომ რაიმე დაავადების დროს, რომელიც ბაქტერიებისა თუ
ბაცილების თანხლებით ვლინდება, ყურადღება გამახვილდეს პირველად, სიღრმისეულ
მიზეზებზე და არა თავად ბაცილების არსებობა/არარსებობაზე. სრულებით სხვაა ის
დასკვნა, რომ აქ ბაცილები დაავადების შედეგად გვხვდება, ვიდრე ის, რომ ბაცილებში
ვეძიოთ დაავადების წარმოშობის პირველადი მიზეზები.
დავუშვათ, მე მოვინახულე ლანდშაფტი, სადაც ძალზე ბევრი, შესანიშნავად მოვლილი
საქონელი იყო. დავსვი კითხვა: რამ შექმნა ამ ადგილას ასეთი ხელსაყრელი სასიცოცხლო
პირობები? გადავწყვიტე, რომ ეს ამ შესანიშნავი საქონლის დამსახურებაა. მე ავხსენი ამ
ადგილის სასიცოცხლო პირობები იმით, რომ ეს შესანიშნავი საქონელი აქ საიდანღაც მოვიდა
და შემდეგ გამრავლდა. - რასაკვირველია, მე ასე არ მოვიქცევი, არამედ თავდაპირველი
მიზეზის კვლევას შევუდგები, ხალხის მუყაითობასა და ცნობიერებაზე გავამახვილებ
ყურადღებას და ასე ავხსნი იმ ფაქტს, რომ აქ შესანიშნავი საქონელია. ჩემი განმარტება
ზედაპირული იქნება, თუ უბრალოდ განვაცხადებ: აქ მშვენიერია, აქ ცხოვრება კარგია,
რადგან შესანიშნავი საქონელი დაბინავებულა.

პირველადი და მეორადი მიზეზები


თუ გადავხედავთ დღევანდელ ალოპაციურ მედიცინას, დავინახავთ, რომ ავადმყოფ
ადამიანთან მიმართებაში ყოველთვის თავს იჩენს ავადობის გვერდითი მოქმედების
განხილვის ტენდენცია, რაც ბაცილების თეორიაში გამოიხატება; ე. ი. ყურადღება ექცევა
მეორეულ მიზეზებს. თუ ბაცილების ბუნებრივ ისტორიას შემეცნების კუთხით
მოვიშველიებთ, ცხადია, ეს ძალზე საჭირო რამაა. ბაცილების სახეობათაგან ბევრ რამეს
გავარკვევთ იმის თაობაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ყოველთვის ბაცილათა
გარკვეული ტიპი გვხვდება კონკრეტული პირველადი მიზეზების არსებობისას. ამაში
დასარწმუნებლად მრავალი შესაძლებლობა გვეძლევა. მაგრამ მეორეულის პირველადად
მიჩნევა, მაგალითად, ადამიანის ორგანიზმზე ბაცილათა ზემოქმედების განხილვა, ნაცვლად
ადამიანის ორგანიზმი კვლევისა, რამეთუ ბაცილათა მატარებელი ის შეიძლება გახდეს, ის
ტენდენცია გახლავთ, რომელიც არა მარტო ალოპაციურ მედიცინაში ვლინდება ბაცილათა
თეორიის სახით, არამედ სხვა შეხედულებათა საფუძვლადაცაა ნაქცევი, რაც მათზე
საზიანოდ მოქმედებს; ამისგან მოყენებულ ზიანს მე სათითაოდ არ ჩამოგითვლით, ვინაიდან
თქვენ ეს თავადაც ხომ მრავალად გექნებათ შემჩნეული.

ბაცილები ყველგანაა, მაგრამ თავს კარგად გრძნობენ იქ, სადაც დაავადების კერაა
ჩვენ ყოველთვის, მონაცვლეობით, ჩავისუნთქავთ ცოცხალ ჰაერს და ამოვისუნთქავთ მკვდარ
ჰაერს. ჩვენში მუდმივად არის სიცოცხლე და სიკვდილი. და ახლა საინტერესო ისაა, თუ
საერთოდაც როგორ მჟღავნდება ადამიანში ეს სიცოცხლე და სიკვდილი. ამის გასაგებად, მე
შეგახსენებთ, რომ ყველგან, მთელ ბუნებაში გვხვდება პაწაწინა არსებები - ბაქტერიები,
ბაცილები. ჰაერში ურიცხვი ასეთი პაწაწინა ცოცხალი არსება დაფრინავს.
რომ ავიღოთ ცხოველის კუნთი, ვნახავთ, რომ მასშიც ურიცხვი პატარა ცოცხალი არსება
ბინადრობს. და ამ პატარა არსებებს ის თავისებურება აქვთ, რომ ძალზე სწრაფად
მრავლდებიან. სადმე ერთი ცალიც რომ აღმოჩნდეს, ცოტა ხანში მისგან მილიონობით
გაჩნდება; აი, ასე სწრაფად მრავლდებიან. სწორედ ამას ეფუძნება ეგრეთ წოდებული
ინფექციური დაავადებები. ავადმყოფობას ეს პაწაწინა არსებები კი არ იწვევენ, არამედ, თუ
სადმე ჩვენში რაღაც დაავადებულია, იქ ეს პატარა არსებები თავს კარგად გრძნობენ. ისევე,
როგორც მცენარე - ნაკელში, ეს არსებებიც თავს კარგად გრძნობენ დასნეულებულ ორგანოში.
იქ ისინი სიამოვნებით ყოვნდებიან. როცა ვიღაც ამტკიცებს, რომ დაავადება ამ პატარა
არსებებისგან ჩნდება, მაგ. ამბობს: გრიპს იწვევს გრიპის ბაცილა და ა.შ. ეს იგივეა, რომ ვინმემ
განაცხადოს, წვიმას ბაყაყები თავიანთი ყიყინით იწვევენო. რასაკვირველია, როცა წვიმს,
ბაყაყები ყიყინებენ, რადგან ისინი შეიგრძნობენ წყალში ყოფნას, რადგან წვიმა მათზე
აღმგზნებად მოქმედებს. მაგრამ ბაყაყებს წვიმა არ მოჰყავთ. ასევე, ბაცილებიც არ იწვევენ
გრიპს, მაგრამ ისინი იქ არიან, სადაც გრიპია, ისევე, როგორც ბაყაყები ჩნდებიან საიდანღაც,
როცა წვიმა მოდის.
თუმცაღა, ისიც დაუშვებელია, ცალმხრივად ითქვას, რომ ბაცილების კვლევა საჭირო არ არის.
ეს საჭიროა იმის საცოდნელად, რომ ადამიანი დაავადებულია, ისევე როგორც ბაყაყების
ყიყინით გვეუწყება, რომ წვიმს. ამიტომ ნაბანს ბავშვიც არ უნდა გადავაყოლოთ და
განვაცხადოთ, რომ ბაცილების კვლევა საჭირო არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა
ვიცოდეთ, რომ ბაცილები არ იწვევენ დაავადებას. თორემ წესიერად ვერასდროს გავარკვევთ,
რა ხდება და ყოველთვის მხოლოდ ამას ვიტყვით: ქოლერას იწვევს ესა და ეს ბაცილა, გრიპს -
ესა და ეს და ა. შ. მხოლოდ სიზარმაცით თუ აიხსნება, რომ ადამიანებს არ სურთ დაავადების
ნამდვილ მიზეზთა კვლევა.

ქოლერის ბაცილები მხოლოდ ადამიანის ნაწლავებში ცოცხლობენ


თუ თქვენ ამ პაწაწინა ცოცხალ არსებებს მათ ადგილსამყოფელს მოაშორებთ, ისინი ვეღარ
იცოცხლებენ. მაგ. ქოლერის ბაცილა ადამიანის ნაწლავიდან გამოყოფის შემდეგ ვეღარ
ცოცხლობს. მას ეს არ შეუძლია. ის ცოცხლობს მხოლოდ ადამიანის ნაწლავებში, ანდა
ვირთხისა თუ სხვა მღრღნელთა ნაწლავებში. მაშასადამე, ამ პაწაწინა არსებებს,
სასიცოცხლოდ ყოველთვის გარკვეული გარემო ესაჭიროებათ.
რატომ არის ეს ასე? ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ეს უმცირესი ცოცხალი არსებები
მხოლოდ განსაზღვრულ გარემოში ცოცხლობენ. საქმე ისაა, რომ როცა, ვთქვათ, ქოლერის
ბაცილა ადამიანის ნაწლავურ ტრაქტში ხვდება, სიმძიმის ძალა მასზე ისე ძლიერ აღარ
მოქმედებს, როგორც გარეთ ყოფნისას; გარეთ არსებული სიმძიმის ძალა ანადგურებს
ქოლერის ბაცილას მაშინვე, როცა კი ის თავისი ელემენტიდან გამოდის...
ამრიგად, ქოლერის ბაცილები ადამიანის ორგანიზმში უნდა ცხოვრობდნენ. ყველა ეს ბაცილა
იმ არეში უნდა ცხოვრობდეს, სადაც დედამიწის ზემოქმედებისაგან დაცული იქნება. მაგრამ,
რას ნიშნავს დედამიწისგან დაცულობა? ეს ნიშნავს, რომ მათზე არათუ დედამიწა, არამედ
სხვა რამ ზემოქმედებს. ფაქტობრივად ისეა საქმე, რომ ყველა ამ ცოცხალ არსებაზე
მოქმედებს მთვარე; რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მთვარის შუქს, რომელიც ხან ასე, ხან ისე
ეცემა დედამიწას, ამგვარი ზემოქმედება აქვს. ეს არსებები დედამიწისგან დაცული უნდა
იყვნენ, რათა კოსმოსს - უფრო ფართო სამყაროს, უმთავრესად კი მთვარის ზეგავლენას
დაექვემდებარონ.

ჭარბი ცილა ინფექციური დაავადებების მიმღებლობას განაპირობებს


ადამიანურ და ასევე ცხოველურ სხეულსაც ესაჭიროებათ არა მარტო ის ძალები, ყოველი
ცოცხალი სხეულისთვის აუცილებელ ცილებს რომ აგებს, არამედ მზა ცილებიც, რომელთაც
მცენარე დამოუკიდებლად წარმოქმნის. ადამიანის სხეული ცხოველურ ცილებსაც იღებს. აი,
ამ ცილებთან დაკავშირებით უახლესი დროის მეცნიერება დიდ უწესობას სჩადის; ოცი წლის
წინ, საყოველთაოდ ისწავლებოდა, რომ ადამიანმა, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად,
ყოველდღიურად, მინიმუმ, 120 გრამი ცილა უნდა მიიღოს. ამის მიხედვით განისაზღვრა
საკვების შემადგენლობა და გაიწერა რაციონი. მოკლედ, ირწმუნეს, რომ 120 გრამის მიღება
აუცილებელია.
დღეს მეცნიერებამ მთლიანად უარი თქვა ამ მოსაზრებაზე. დღეს უკვე ცნობილია, რომ თუ
ადამიანი ჭარბი რაოდენობით იღებს ცილებს, ეს არათუ სასარგებლოა მისი
ჯანმრთელობისთვის, არამედ სწორედაც მის დაავადებას განაპირობებს, რამეთუ დიდი
ნაწილი მიღებული ცილისა, ადამიანის ორგანიზმში ლპება. ამდენად, იმის გამო, რომ
ადამიანის ორგანიზმში ყოველდღიურად 120 გრამი ცილა იშლება, ნაწლავში მუდმივად
არსებობს, ასე ვთქვათ, დამპალი კვერცხი, რაც ნაწლავის შიგთავსს საშინლად აბინძურებს და
გამოყოფს შხამებს, რომელიც გადადის ორგანიზმში, სხეულში და მოგვიანებით, ხანდაზმულ
ასაკში ათეროსკლეროზს იწვევს (ათეროსკლეროზი უმეტესად ცილების ჭარმი მიღებითაა
გამოწვეული), გარდა ამისა, ადამიანს განსაკუთრებით ადვილად აქცევს ინფექციური
დაავადების მიმღებლად. ადამიანს უფრო ნაკლებად ემუქრება ინფექციური დაავადებების
საფრთხე, თუ ჭარბად არ იღებს ცილას (გარკვეული რაოდენობა საჭიროა). ის, ვინც დიდი
რაოდენობით იღებს ცილას, უფრო ადვილად ემართება ათეროსკლეროზი, დიფტერია,
ყვავილი, ვიდრე იმას, ვინც ცილას დიდი რაოდენობით არ იღებს.
საოცარია, რომ დღეს მეცნიერება გვასწავლის, რომ არათუ 120, არამედ 20-დან 50 გრამამდე
ცილა უნდა მივიღოთ. ეს ის რაციონია, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად ესაჭიროება. ასე
სწრაფად შეიცვალა შეხედულება მეცნიერებამ ორი ათწლეულის განმავლობაში. ამდენად,
თქვენ ხედავთ, თუ როგორ არის საქმე ე. წ. სამეცნიერო დასკვნებთან დაკავშირებით. თქვენ
რომ მოგიწიოთ ცოდნის გადაცემა ამ საკითხხე და ხელში შემთხვევით აიღოთ ოცი წლის
წინანდელი ლექსიკონი, შესაბამის თავში ამოიკითხავთ, რომ 120 გრამი ცილაა საჭირო
ყოველდღიურად; თუ უფრო გვიანდელი გამოცემა ჩაგივარდებათ ხელთ, იქ ეწერება: 20-დან
50 გრამამდე, და თუ მეტი მოგივიდათ, ავად გახდომა გელითო. თქვენ ხედავთ, თუ რა ხდება
სამეცნიერო ჭეშმარიტებებთან დაკავშირებით. თქვენ გიწევთ ასწავლოთ ადამიანებს, რა
სწორია და რა მცდარი, იმისდა მიხედვით, თუ რომელ წელს გამოცემულ ლექსიკონს აიღებთ
ხელში.

ცხოველებისთვის მიყენებული ტკივილი დაავადების პარაზიტულ გამომწვევებად


განსხეულდება
ოკულტური კვლევა გვასწავლის, რომ ადამიანის მიერ ცხოველებისთვის მიყენებული
ნებიმიერი ტკივილი და მათი მოკვდინება, რომ ეს ყველაფერი, უკან ბრუნდება და აღდგება,
მაგრამ არა რეინკარნაციის მეოხებით, არამედ იმ ნიადაგზე, რომ ადამიანმა ცხოველებს
ტკივილი და ტანჯვა მიაყენა. ეს ტკივილი და ეს ტანჯვა კვლავ გამოიხმობს ცხოველურ
საწყისს. ცხოველები, რომელთაც ტკივილი მიაყენეს, მართალია, ისევ იმავე ფორმით არ
აღდგებიან, მაგრამ ის, რაც მათში ტკივილს შეიგრძნობს, უკანვე ბრუნდება. უკან ბრუნდება
ისე, რომ ცხოველის ტკივილი გაწონასწორდეს, რომ ყოველ ტკივილს მისი საპირწონე
გრძნობა დაედოს. ეს ტკივილი, ეს ტანჯვა, ეს სიკვდილი, ადამიანის დათესილი თესლია. ის
აღმოცენდება, რათა სამომავლოდ ყოველგვარ ტკივილს მისი საპირწონე გრძნობა დაედოს.
მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს: როდესაც დედამიწა იუპიტერის მდგომარეობაში გადავა,
ცხოველები, თუმცაღა, თავიანთი დღევანდელი ფორმით არ გამოვლინდებიან, მაგრამ მათი
ტკივილი და ტანჯვა ადამიანში გამოაღვიძებს ტკივილის შეგრძნების ძალას. ისინი
ჩასახლდებიან ადამიანში და იქ პარაზიტულ ცხოველებად განსხეულდებიან. მათი ტკივილი
ამ ადამიანების შეგრძნებებით და განცდებით გაწონასწორდება. ეს გახლავთ ოკულტური
ჭეშმარიტება, რომელიც ობიექტურად და დაუფარავად უნდა ითქვას, რაც არ უნდა
უსიამოვნო იყოს ეს დღევანდელი ადამიანისათვის. ოდესმე ადამიანს მოუწევს ამის
გადატანა, ხოლო ცხოველებს ექნებათ გარკვეული კმაყოფილების განცდა, კარგი შეგრძნება,
მათი ტკივილების გაწონასწორების ნიადაგზე. ეს ნელ-ნელა და თანდათანობით მოხდება
უკვე თანამედროვე მიწიერი ცხოვრების განმავლობაშიდაც, რა უცნაურადაც არ უნდა
გვეჩვენებოდეს. რატომ უნდა დაიტანჯონ ადამიანები იმ არსებათაგან, რომლებიც არც
ცხოველები არიან და არც მცენარეები, არამედ მათ შუა დგანან (ბაცილები და მსგავსი
ქმნილებები) და რომლებიც გარკვეულ კმაყოფილებას განიცდიან, ადამიანი რომ იტანჯება?
ეს ბედი ადამიანმა წინა ინკარნაციებში განიმზადა იმით, რომ ცხოველებს აწამებდა და
კლავდა. რამეთუ არსება, თუნდაც არა იმავე ფორმით გამოვლენილი, ამას შეიგრძნობს
დროის მიუხედავად და შეიგრძნობს თავისი ტკივილის გაწონასწორებას იმ ტანჯვაში,
რომელსაც ადამიანი განიცდის. ასე რომ ნებისმიერი ტანჯვა და ტკივილი უშედეგოდ არ
ჩაივლის. ეს ის დათესილი მარცვლებია, საიდანაც აღმოცენდება ის, რაც ტკივილმა, ტანჯვამ
და სიკვდილმა გამოიწვია. არ არსებობს არანაირი წუხილი, ტკივილი და სიკვდილი, მისგან
მოგვიანებით გამოწვეული შედეგების გარეშე.

ცივილიზაციური ნაგავი და დაავადებათა ჩანასახები


როდესაც რომელიმე ქალაქის ქუჩებში დადიხართ და უმზერთ იმ საძაგლობებს, რომლებიც
გამოფენილია აფიშათა სტენდებსა და ვიტრინებში, საშინელი გრძნობა გიპყრობთ.
მატერიალისტურმა მეცნიერებამ არაფერი უწყის იმის შესახებ, თუ დაავადებათა რამდენი
ჩანასახი იმალება ამ საძაგლობებში. დაავადების მიზეზად ბაცილებს ეძებენ და არ იციან, თუ
როგორ შემოდის სხეულში ჯანმრთელობა თუ ავადმყოფობა, სამშვინველის შემოვლითი
გზით. მხოლოდ სულის მეცნიერებასთან ზიარებულებმა იციან, თუ რამხელა მნიშვნელობა
აქვს, როცა ადამიანი ამა თუ იმ სურათხატოვან წარმოდგენას იღებს თავის თავში.

საყმაწვილო დაავადებებით, როგორიცაა ქუნთრუშა და წითელა, ინდივიდუალობა


მემკვიდრეობით სხეულს ებრძვის
ფეხები მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ იძენს, როცა დედამიწის მიზიდულობის ძალასთან
მოდის მიმართებაში, როდესაც მათ დედამიწის მიზიდულობის ძალაში ვრთავთ, აი, მაშინ
აქვს მნიშვნელობა დედამიწისთვის, იგივე ითქმის ხელებსა და მტევნებზე. ამრიგად, ჩვენს
ერთ მთლიან ორგანიზაციულ ნაწილს, მის ფორმირებას, მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა
მიწიერი ადამიანები ვართ. მაგრამ რასაც ჩვენ, როგორც მიწიერი ადამიანები, წარმოვადგენთ,
იმას არავითარი მნიშვნელობა აქვს კოსმოსთან მიმართებით. ამიტომ, როდესაც ჩვენ, როგორც
მშვინვიერ-სულიერი არსებები, დედამიწაზე მოვდივართ, სრულებით სხვა ორგანიზაცია
უნდა ავაგოთ. ჩვენ უნდა ავაგოთ გარკვეული გარემოცვა და ამ გარემოცვაში სხვადასხვა
კონფიგურაცია უნდა შევქმნათ; მაგრამ ჩვენ არ გვინდა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც
კოსმოსში ვერაფერს გააწყობ. ახლა ჩვენ ის, როგორც მოდელი, გვეძლევა და ჩვენ მეორე
ადამიანს ამ მოდელს ვუსადაგებთ.
ამ ნიადაგზე, ადამიანის სიცოცხლის საწყის პერიოდში, საქმე გვაქვს განუწყვეტელ
ბრძოლასთან, რომელიც წარმოებს წინა ცხოვრებიდან გადმოტანილსა და მემკვიდრეობით
მიღებულს შორის. მათ შორის მიმდინარეობს ბრძოლა. დაუფიქრდით, თუ რა ღრმად
უკავშირდება ადრეულ ბავშვობაში მთელი ადამიანური მშვინვიერ-სულიერი ყოფიერება
ფიზიკურ ორგანიზაციას. თქვენ ხედავთ, რომ როდესაც მუდმივი კბილები ამოდის, ეს
მუდმივი კბილები ჯერ კიდევ აწყდება პირველს და რაც წარმოებს მათ შორის, იმასვე
აკეთებს მოხსენიებული მეორე ადამიანი პირველთან მიმართებით. ოღონდ იმ მეორე
ადამიანში ზემიწიერი ადამიანი მკვიდრობს, პირველში კი უცხო მიწიერი მოდელი. ისინი
ერთმანეთზე მუშაობენ. და თუ თქვენ მათ ერთმანეთზე მუშაობას წესიერად დააკვირდებით,
ნახავთ, რომ როდესაც შინაგანი ადამიანი, რომელიც სულიერ-მშვინვიერად არსებობდა
მიწიერის წინარე ყოფიერებაში და რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში
გაბატონებული მდგომარეობა ეკავა, იმდენად ძლიერ ჩადის ფიზიკურში, იმდენად ძლიერ
ორიენტირებს მოდელზე, რომ აზიანებს მას, რამეთუ ყველგან იპყრობს და აცხადებს: მე
მინდა ამ ფორმის მოხელთება, ეს ბრძოლა ვლინდება ქუნთრუშის სახით. როცა შინაგანი
ადამიანი ისე ფაქიზია, რომ მუდმივად უკან იხევს, როცა მიღებულ სუბსტანციათა
თავისებურად ფორმირება სურს და ებრძვის ამ მოდელს, ეს ბრძოლა წითელას სახით
ვლინდება. აი ასე გამოიხატება ეს ორმხრივი ჭიდილი საყმაწვილო დაავადებებში.

მედიცინაში განსჯით ვერაფერს ჩასწვდები


ის, რომ დღეს ადამიანებს ყველაფრის შემეცნება ინტელექტით სურთ, ყოვლად საშინელი
რამაა. მედიცინაში ინტელექტით საერთოდ ვერაფერს ჩასწვდები. ინტელექტით, ყველაზე
მეტი, შეიძლება, მინერალთა დაავადებებს ჩასწვდე, ხოლო მკურნალობით ხომ ვერაფერს
უმკურნალებ. ყველაფერი, რაც მედიცინის სფეროს განეკუთვნება, უშუალო ჭვრეტით უნდა
იყოს წვდომილი, მაგრამ საამისოდ ის უნდა განვითარდეს.

ინფექციათაგან დაცვა: დაავადებას ისევე უშიშრად უნდა დახვდე, როგორც კენჭს ან


მტვრის მარცვალს
შეიძლება ითქვას, რომ დაინფიცირების საფრთხე განსაკუთრებით დიდია ყვავილის
ეპიდემიის დროს. ოღონდ იმდენად გულუბრყვილონიც არ უნდა ვიყოთ, რომ მაშინვე
ფიზიკურ გადამცემებზე დავიწყოთ ფიქრი და არ გავითვალისწინოთ - ეს განსაკუთრებით
ყვავილის ინფექციას ეხება - ფსიქიკური წანამძღვრები. ამის მტკიცებულებად ის გამოდგება,
რომ ძალზე კარგად შეგვიძლია დავიცვათ თავი, თუ სწორად შემოვისაზღვრავთ თავს. მე ამის
შესახებ იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ერთხელ, როცა ოცდაორი წლის ვიყავი, ერთ მოსწავლეს
ვამეცადინებდი, რომლის დედაც შავი ყვავილით იყო დაავადებული და მისი საწოლი
მხოლოდ შირმით იყო გამოყოფილი იმ ოთახიდან, სადაც მე გაკვეთილს ვატარებდი. მე
არაფერი გამიპროტესტებია და იმ დროის განმავლობაშიც განვაგრძობდი გაკვეთილებს, სანამ
დედა გამოჯანმრთელდებოდა. მაგრამ მე ამას სიამოვნებით ვაკეთებდი, მით უმეტეს, რომ
ვგრძნობდი, თუ როგორ შეიძლებოდა თავდაცვა, თუ შავი ყვავილით ავადმყოფს, სრულებით
ობიექტურად, როგორც სხვა ობიექტს, კენჭს ან მტვერს შეხედავდი, რომლის მიმართაც არც
შიშის გრძნობა გაქვს და არც რაიმე ფსიქიკური პრობლემა, არამედ, როგორც ობიექტურ
ფაქტს აღიქვამ. ინფექციის საფრთხე ნამდვილად ძალზე დიდი იყო. მაგრამ ფსიქიკური
ფაქტორები ინფექციების შემთხვევაშიდაც დიდ როლ ასრულებს.
პირადად მე არასოდეს შემშინებია, რომ როდესმე ინფექციური დაავადება შემეყრებოდა და
არც არასოდეს შემყრია. ამიტომ შემიძლია, დავასკვნა, რომ უბრალოდ ის ცნობიერება,
ძლიერი ცნობიერება იმისა, რომ რაღაც ავადმყოფობა არსებობს, ასტრალური სხეულიდან
გამომდინარე, შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. გაძლიერებული ცნობიერება რაიმე
დაავადებასთან დაკავშირებით, იწვევს დაავადებას ასტრალური სხეულიდან.

აცრებთან მიდგომა ფანატიზმის გარეშე


რა მოვიმოქმედოთ ყვავილის აცრასთან დაკავშირებით? ეს ძალზე თავისებური შემთხვევაა.
საქმე ისაა, რომ თუ ვინმე იცრება და ის ანთროპოსოფიასთან არის დაკავშირებული და
აღზრდილია ანთროპოსოფიულად, ეს საზიანო არ არის. ეს ვნებს მხოლოდ მათ, ვინც
უპირატესად მატერიალისტური აზრებით აღიზარდა. რამეთუ აცრა გარკვეულ არიმანულ
ძალად იქცევა; ადამიანი ვეღარ შეძლებს, თავი დააღწიოს გარკვეულ მატერიალისტურ
გრძნობას. და სწორედ ის არის დამაფიქრებელი ყვავილის აცრის შემთხვევაში, რომ ადამიანი
ერთგვარი ფანტომით მოცული ხდება. ადამიანი იძენს ფანტომს, რომელიც მას აფერხებს,
რომ განაგდოს გარკვეული მშვინვიერი არსნი, როგორც ფიზიკური ორგანიზმიდან, ისე
ნორმალური ცნობიერებიდან. ის კონსტიტუციურად მატერიალისტი ხდება, და მას აღარ
ძალუძს სულიერებამდე ამაღლება. აი, ეს არის დამაფიქრებელი აცრებში. საქმე ისაა, რომ აქ
ყოველთვის სატატისტიკას იშველიებენ. საკითხავი კი ის გახლავთ, უნდა მიენიჭოს თუ არა
სტატისტიკას, სწორედ ამ სფეროში, ესოდენ დიდი მნიშვნელობა. ყვავილის აცრისას საქმე
ეხება ფსიქიკურ მხარეს. ჯერ არ დაუდგენიათ, რომ რწმენა, აცრების სასიკეთო მოქმედების
თაობაზე, უზომოდ დიდ როლს ასრულებს. თუ ჩვენ ამ რწმენას სხვა რამით ჩავანაცვლებთ,
თუ ბუნებრივი სახით აღვზრდით ადამიანებს, ისე რომ მათზე სულ სხვა რამ ახდენდეს
გავლენას, ვიდრე აცრაა, ანუ თუ ადამიანი კვლავ მიეახლება სულს, სავსებით შესაძლებელია,
სრული ცნობიერებით გაგველაშქრა არაცნობიერი შიშის - აქ ყვავილის ეპიდემიაა! -
წინააღმდეგ: აქ არის სულიერება, თუნდაც არამართლზომიერი სულიერება, რომლისგანაც მე
თავი უნდა დავიცვა! და ეს იმოქმედებდა იმდენადვე კარგად, რამდენადაც განმტკიცებული
იქნებოდა ადამიანი, ამგვარ გავლენათა წინააღმდეგ.
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი იმ შემთხვევაში, თუ გარემოებათა გამო, მაგ. ჩვენს
რეგიონში, ამგვარი აღმზრდელობითი ზემოქმედება ძალზე რთულია?
ამ შემთხვევაში, უნდა აიცრას. სხვა გამოსავალი არ არის. ვინაიდან მე ფანატიკურ მიდგომას,
არა მარტო სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ ზოგადი ანთროპოსოფიული
საფუძვლებიდან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ ვუწევ რეკომენდაციას.
ფანატიკური პოზიცია ამ საკითხთა წინააღმდეგ, არ გახლავთ ის, რასაც ვესწრაფვით; არამედ
ვცდილობთ, შევცვალოთ შეხედულება ამ საგანზე, მისი გააზრებით. მე ყოველთვის
ვილაშქრებდი ამგვარი მიდგომის წინააღმდეგ ჩემს მეგობარ ექიმებთან მაგალითად,
დოქტორ აშთან, რომელიც საერთოდ არ ატარებდა აცრებს. მე ამას ვებრძოდი. ვინაიდან, თუ
ის არ აცრის, ამას სხვა იქმს. ამდენად, ცალკეულთა ფანატიკური ქცევა სრულებით
უსარგებლო რამაა.

განსხვავება დაავადების პირველად წარმოქმნასა და ინფიცირებას შორის,


ტუბერკულოზის მაგალითზე
ცნება ინფიცირება საყურადღებოა იმდენად, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პირი,
გარშემომყოფებზეც მოქმედებს. და თუ ამ ნიადაგზე ისინიც ინფიცირდებიან, ამ
შემთხვევაში ის, რაც შედეგია, იქცევა მიზეზად. მე ვცდილობ, ყოველთვის გარკვეული
შედარების, ანალოგიის გზით განვმარტო მიმართება დაავადების გაჩენის პირველად
მიზეზსა და ინფიცირებას შორის: დავუშვათ, გზად შემხვდა მეგობარი. ის დამწუხრებულია,
მას აქვს მიზეზი ამ მწუხარებისთვის, რადგან ახლო მეგობარი გარდაეცვალა. როცა მე მას
ვხვდები და ის თავის დარდს მიზიარებს, მეც მწუხვარ. მაგრამ ის წუხს პირდაპირი მიზეზით,
მე კი მისგან გადმოცემულით. თუმცაღა, სავსებით სწორია, რომ მხოლოდ ჩვენი
ურთიერთმიმართება არის წინაპირობა ამ გადაცემისა.
ამდენად, ორივე ცნება: პირველადი წარმოქმნა და გადადება, სავსებით გამართლებული
ცნებებია, მეტადრე, ტუბერკულოზის შემთხვევაში. მაგრამ ეს ცნებები ნამდვილად
რაციონალური სახით უნდა იქნეს გამოყენებული. ტუბერკულოზით დაავადებული პირები
დიდხანს ერთსა და იმავე დაწესებულებაში არ უნდა იმყოფებოდნენ. ეს დაწესებულებები
ზოგჯერ მართლაც ტუბერკულოზის კერები ხდება. გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანი
სხვა დაწესებულებაში უნდა გადავიდეს. რამეთუ, ტუბერკულოზით დაავადებულთ
უდიდესი მიდრეკილება აქვთ ინფიცირებისაკენ, ეს ნიშნავს, რომ მათ გაუმჯობესებულ
მდგომარეობას შეიძლება საფრთხე მიადგეს მძიმე ავადმყოფებთან სიახლოვით.

მზის სინათლე ანადგურებს ტუბერკულოზის ბაცილებს


ძალზე მნიშვნელოვანია იმ ფაქტის სწორად შეფასება, რომ ტუბერკულოზის გამომწვევი
ფლორა თუ ფაუნა, მოკლედ, ტუბერკულოზის ბაცილა, მზის სხივებს ვერ უძლებს. ეს მას არ
უხდება. აბა, რა უხდება? ადამიანის სხეულში ყოფნა. რატომ შეუძლია მას იქ გაძლება?
გამოსაკვლევია ის, რაც იქ, შინაგანში ქმედებს; და რასაც ყურადღება არ ექცევა. ჩვენ
მუდმივად გარემოგვიცავს სინათლე. ბუნებისმეტყველებიდან ვიცით, რომ ამას უდიდესი
მნიშვნელობა აქვს გარეთ არსებულ არსებათა განვითარებისთვის, განსაკუთრებით, მთელი
გარეგანი ფლორის განვითარებისთვის. ჩვენ სინათლით ვართ გარემოცული. ჩვენსა და
გარესამყაროს მიჯნაზე, ამ სინათლესთან ანუ ამ წმინდად ეთერულ სფეროსთან
დაკავშირებით, ხდება რაღაც, რასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს; ის გარდაიქმნება; და ის
უნდა გარდაიქმნას. ზუსტად ისევე, როგორც ადამიანი აკავებს ვეგეტაციურ პროცესს, ასე
ვთქვათ, წყვეტს და მოქმედებს ნახშირწყლების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ, ასევე უნდა
მოხდეს ადამიანში იმის შეწყვეტაც, რაც სინათლის ცხოვრებას წარმოადგენს. ამდენად,
ადამიანში შესული სინათლე სხვაგვარი უნდა იყოს; ის მეტამორფოზირებული სინათლე
უნდა იყოს. იმავ წამს, როცა კი ადამიანის შინაგან საზღვარს გადავაბიჯებთ, აღმოვაჩენთ
სინათლის მეტამორფოზს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, თავის თავში გარდაქმნის არა მარტო
ჩვეულებრივ გარეგან, ხელშესახებ ბუნებრივ პროცესებს, არამედ იმპონდერაბელურსაც,
კერძოდ, სინათლეს. ის მას, ერთგვარად, სხვად აქცევს. სწორი შეფასება იმ ფაქტისა, რომ
ტუბერკულოზის ბაცილა ადამიანში თავს კარგად გრძნობს, მაშინ როცა მზის სინათლეში
მყისვე იღუპება, გვარწმუნებს, რომ სინათლის გარდაქმნის პროდუქტში, რომელიც თავს
იჩენს ადამიანის შინაგანში, ამ ბაცილის სასიცოცხლო ელემენტი უკვე მოცემულია, ანუ,
როცა ის შიგნით ასე კარგად ვითარდება, ნიშნავს, რომ ამ გარდაქმნილ სინათლესთან საქმე
რიგიანად არ არის. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ტუბერკულოზის მიზეზი, შეიძლება ასევე
იყოს ის, რომ ამ გარდაქმნილ სინათლესთან, ამ მეტამორფოზირებულ სინათლესთან
დაკავშირებით, ადამიანში რაღაც ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს, თორემ ის, ყველგან
არსებულ ბაცილათაგან ამდენს არ მიიღებდა. ეს ბაცილები ხომ ყველგანაა, მაგრამ ეს
საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ადამიანი ტუბერკულოზით დაავადდეს.
ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანში კი ურიცხვი რაოდენობით არსებობს. და ამ
მეტამორფოზირებულ სინათლესთან არანორმალურად რომ არ იყოს საქმე, ეს ბაცილები
ამდენი არ იქნებოდა.

კარმა და ეპიდემიები

ეპიდემიათა გამომწვევი კარმული საფუძვლები


ის, რაც ეთერულ სხეულში ამჟამინდელი ცხოვრების მანძილზე იდება, მისი შედეგები
მომდევნო ცხოვრებაში ფიზიკურ სხეულში აისახება. რაიმე ცუდი ჩვევა წინა ცხოვრებაში,
არის დაავადების მიზეზი მომდევნოში, ხოლო კარგი ჩვევა, ბუნებრივია - ჯანმრთელობისა.
განსაზღვრული ნაკლი იწვევს განსაზღვრულ ავადმყოფობას შემდეგ ცხოვრებაში. შეიძლება
ვნახოთ, თუ როგორ იძენს ამ გზით ადამიანი ინფექციური დაავადებებისაკენ
დისპოზიციას. ისიც კარგად ვიცით, რომ ვინმე, შესაძლოა, მივიდეს ყველგან, სადაც
ეპიდემიები თუ ინფექციური დაავადებებია გავრცელებული და ეს დაავადება არ
დაემართოს. სხვა ვინმე კი საკმარისია ქუჩაში გავიდეს და მაშინვე ავად ხდება. ადამიანი
ინფიცირდება თუ არა, ეს დამოკიდებულია ამ დისპოზიციაზე. ხელდასხმულებმა ზუსტად
იციან, რომ დისპოზიციები, რომელიც განაპირობებს ინფიცირებას, ეფუძნება წინა
ცხოვრებაში ეგოისტურ მიდრეკილებას ქონების შეძენისაკენ, სიმდიდრის დაგროვებისკენ.
ვისაც ცხოვრებაში გამდიდრება უნდა, ის ზიანს აყენებს თავის მომდევნო ინკარნაციას. ეს
ეგოისტური ლტოლვა სიმდიდრის მოხვეჭისკენ, ეთერული სხეულის თვისებაა, რაც
მომდევნო ცხოვრებაში ინფექციური დაავადებებისაკენ დისპოზიციად ვლინდება.

დაავადებათა ნამდვილი და მოჩვენებითი მიზეზები


ხშირად თქმულა: წარსულში, სწორედ ამ სფეროში, საშინელ ცრურწმენას ჰქონდა ადგილი.
მართლაც საშინელი მაგალითების მოტანა შეიძლება, თუ როგორ ცდილობდნენ გასულ
საუკუნეებში, ამა თუ იმ დაავადების მკურნალობას. განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა აქა-
იქ აწყდები ისეთ მოვლენებს, რომელთაც დღევანდელი ცნობიერებისათვის უწინდელი
მნიშვნელობა რა ხანია დაეკარგა, მაგრამ, ამის მიუხედავად, დღევანდელი ცნობიერებაში
მაინც შემოიჭრა და რომლებზე დაყრდნობითაც თანამედროვე ადამიანი ვერაფერს გახდება.
ზოგიერთნი ამბობენ: იყო დრო, როდესაც ნებისმიერი დაავადება ღმერთს ან ეშმაკს
მიეწერებოდა! ცუდია, რომ ამის განმცხადებლებმა არ იციან, თუ ხედვათა რა კომპლექსი
იგულისხმებოდა ამ ცნებების „ღმერთისა“ და „ეშმაკის“ მიღმა. ეს შეიძლება გარკვეული
შედარებით განიმარტოს.
დავუშვათ, ორი ადამიანი საუბრობს. ერთი უყვება მეორეს: მე დღეს ბუზებით სავსე ოთახი
ვნახე. ხალხი იტყვის და მეც, ბუნებრივია, იმ აზრისა ვარ, რომ ოთახი ჭუჭყიანია და
ბუზებით ამიტომაც აივსო. სრულებით გასაგებია და მეც ვეთანხმები, რომ თუ ოთახი
საფუძვლიანად გასუფთავდება, ბუზებიც აღარ იქნებიან იქ! მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს
ვინმე, რომელიც სულ სხვა მიზეზს დაასახელებს, თუ რატომ არის იქ ამდენი ბუზი ოთახში.
ის იტყვის, რომ ამის მიზეზია ამ ბინაში მცხოვრები დიასახლისის სიზარმაცე. ერთი
შეხედეთ, როგორი ცრურწმენაა: პიროვნული თვისება - სიზარმაცე - იზიდავს ბუზებს!
თუმცაღა, ბუზების არსებობის ახსნა ჭუჭყის დაგროვებით, სრულებით მართებულია.
არც სხვა სფეროშია საქმე სხვაგვარად, როცა ერთი ამბობს: ვიღაც დაავადდა, იმიტომ რომ
გარკვეული სახის ბაცილებით გამოწვეული ინფექცია შეეყარა; და თუ ამ ბაცილებს მოსპობ,
განკურნებაც დადგება. ვიღაც კი ავადმყოფობის რაღაც სიღრმისეულ სულიერ მიზეზებზე
საუბრობს! მაშინ, როცა სხვა არაფერია საჭირო, ბაცილების განადგურების გარდა! - არადა,
ავადმყოფობის სულიერ მიზეზებზე საუბარი ცრურწმენა არ არის, და არც ის, რომ ოთახში
ბუზების არსებობა დიასახლისის სიზარმაცის ბრალია. ვერც ამას უარყოფს კაცი: ბუზები
ოთახში აღარ იქნებიან, თუ ოთახი გასუფთავდება. საქმე იმას კი არ ეხება, რომ ეს
მოსაზრებები ერთმანეთს დაუპირისპირდეს, არამედ იმას, რომ შევეცადოთ, ორივეში
გავერკვიოთ. სავსებით მისაღებია დაავადების უშუალო მიზეზზე საუბარი და ისიც,
როდესაც სიტყვა ეხება უფრო შორეულ მიზეზებს. თეოსოფმა მხოლოდ სიზარმაცე არ უნდა
მიიჩნიოს ბუზების ოთახში მოგროვების მიზეზად; მან უნდა იცოდეს, რომ ამისათვის სხვა
მატერიალური ფაქტებიც აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს, რაც მატერიალურად
ვლინდება, თავისი სულიერი საფუძვლები აქვს და და სწორედ ამ სულიერ საფუძველთა
მიკვლევაა საჭირო კაცობრიობის განსაკურნებლად. ხოლო მათ, ვინც საბრძოლველადაა
განწყობილი, უნდა გაიხსენონ, რომ სულიერი მიზეზთა წვდომა და ასევე ძლევა, ყოველთვის
არ ხდება იმავე მეთოდებით, რა მეთოდებიც ჩვეულებრივ მატერიალურ მიზეზთა
შემთხვევაში გამოიყენება; ასევე დაუშვებელია იმის ფიქრიც, რომ სულიერ მიზეზთა
აღმოფხვრით მატერიალურ მიზეზებსაც გავუმკლავდებით; თორემ ისიც შეიძლება მოხდეს,
რომ ოთახი ჭუჭყიანი დავტოვოთ და მხოლოდ დიასახლისის სიზარმაცეს შევებრძოლოთ.

დაავადების სიღრმისეული შემეცნების დროს კარმაც უნდა იქნეს


გათვალისწინებული
თანამედროვე ადამიანი დიდი სიამოვნებით ირწმუნებს, რომ დაავადება მხოლოდ
ხელშესახებ მიზეზებს უკავშირდება. ყველა სფეროში ჩვენი დღევანდელი
მსოფლმხედველობის ძირითადი ძარღვი ხომ ისაა, რომ ეძებო ის, რაც მოსახერხებელია,
დაჯერდე მხოლოდ ხელშესახებ მიზეზებს, ხომ ძალზე ხელსაყრელია. ამიტომაც
დაავადებებთან დაკავშირებით მხოლოდ ზედაპირულ მიზეზებს ითვალისწინებენ და ეს
ხშირ შემთხვევაში, თავად ავადმყოფების მიერ ხდება... ვინც კარმას მისი მრავალმხრივი
შედეგებით განიხილავს, ის მზერას სულ უფრო იფართოვებს დღევანდელი მოვლენებიდან
იმ მოვლენებამდე, რომლებიც, მეტ-ნაკლებად, ძალზე დიდი ხნის წინ მოხდა. და ის, უპ.
ყოვლისა, რწმუნდება, რომ სიღრმისეული გააზრება იმ ვითარებისა, რომელშიც ადამიანია
აღმოჩენილი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მზერა ბევრად დაშორებულ
სიტუაციებს გადასწვდება; ეს განსაკუთრებით ადამიანის დაავადებას ეხება.

წინა ინკარნაციაში მე-გრძნობის სისუსტის ზეგავლენა დაავადებაზე ეპიდემიის


დროს
დავუშვათ, ვიღაც თავის წინა ცხოვრებაში მეტისმეტად სუსტი მე-გრძნობით მოქმედებდა,
ისეთი მე-გრძნობით, რომ გარე სამყაროში რაღაცაზე დამოკიდებულად, თავდაკარგულად
ქმედებდა, რაც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ციკლს აღარ შეესაბამება. ანუ,
ადამიანს ერთ-ერთ ინკარნაციაში აკლდა თვითგანცდა (Selbstgefühl) ამა თუ იმ საქმიანობის
შესრულების დროს. კამალოკის პერიოდში მის წინ ჩნდება ის საქმეები, რომლებიც მან
თვითგანცდის ამგვარი ნაკლებობისას შეასრულა. ამ ნიადაგზე მომდევნო ინკარნაციაში თავს
იჩენს შემდეგი ტენდენცია: შენ უნდა განივითარო ძალები, რომლებიც თვითგანცდას
აგიმაღლებს; მომდევნო ინკარნაციაში უნდა შექმნა პირობები, რომლებიც შენს
სხეულებრიობასთან დაპირისპირებით, ფიზიკურ, ეთერულ და ასტრალურ სხეულთაგან
მომდინარე ძალებთან დაპირისპირებით, გამოაწრთობს შენს თვითგანცდას და ამით
ერთგვარ სკოლას გაგატარებს. შენ ისეთი სხეული უნდა მოიპოვო, რომელიც დაგანახვებს,
თუ როგორ ქმედებს სხეულებრიობიდან მომდინარე მიდრეკილება თვითგანცდის
სისუსტისაკენ!
ის, რაც შემდგომ, მომდევნო ინკარნაციაში გათამაშდება, ცნობიერებაში ნაკლებად შემოდის,
ის მეტ-ნაკლებად არაცნობიერ რეგიონში თამაშდება. მოცემული პირი ესწრაფვის ისეთ
ინკარნაციას, რომელშიც მის თვითგანცდას დიდი წინააღმდეგობა გაეწევა, ასე რომ, მას
მოუწევს უკიდურესად დაძაბოს თავისი თვითგანცდა. ამიტომ მაგნიტივით იზიდავს ისეთი
ადგილები და პირობები, სადაც დიდი დაბრკოლებები დახვდება, სადაც მისი თვითგანცდა
გაიხარჯება სამი სხეულის ორგანიზაციასთან წინააღმდეგობაში. ეს შესაძლოა, თქვენთვის
უცნაურად ჟღერდეს: ის ინდივიდუალობები, რომლებსაც ტვირთად ადევთ იმგვარი კარმა,
რომლებიც ყოფიერებაში დაბადებას ამ სახასიათო სახით ესწრაფვიან, ეძებენ ისეთ პირობებს,
სადაც შეიძლება ინფიცირდნენ ისეთი ინფექციით, როგორიცაა მაგ. ქოლერა; რადგან ეს
სთავაზობს მათ შესაძლებლობას, რომ დახვდეთ ზემოაღნიშნული წინააღმდეგობა. რაც ამ
დროს ხდება ავადმყოფის შინაგანში, ამ სამ სხეულთა წინაღობასთან დაკავშირებით, ეს
მოქმედებს იმაზე, რომ მომდევნო ინკარნაციაში თვითგანცდა საგრძნობი დონით ამაღლდეს.

წინა ინკარნაციაში ძლიერი თვითგანცდის გავლენა დაავადებაზე ეპიდემიის დროს


ავიღოთ სხვა, ზემორე შემთხვევის საპირისპირო, შემთხვევა. ადამიანი, კამალოკის პერიოდში
ხედავს, რომ მისი მეტისმეტად ძლიერი თვითგანცდის ნიადაგზე ისეთი საქმეები ჩაიდინა,
რომლებიც ზედმეტი თავდაჯერებულობიდან (Auf-sich-selbst-Bauen) მომდინარეობდა. ის
ხედავს, რომ ზომიერება მართებს საკუთარ თვითგანცდასთან დაკავშირებით, რომ მან ის
უნდა შეარბილოს. და ახლა ის უწყებს ძებნას ისეთ პირობებს, რომელშიც, მომდევნო
ინკარნაციაში მისი სამი სხეული შესაძლებლობას მისცემს, რომ მის თვითგანცდას (როგორც
არ უნდა ეცადოს) სხეულებრიობაში არანაირი ბარიერი არ შეექმნას, რომ ყველგან
უსაყრდენობამდე და აბსურდულობამდე მიდიოდეს. საამისო პირობების შესაქმნელად,
მოცემული პირი მიიზიდება ისეთ ადგილას, სადაც მალარია დაემართება.
ვინაიდან ამ ავადმყოფობის შემთხვევაში, ადგილი აქვს კარმულ ქმედებას, უნდა ითქვას
ისიც, რომ ადამიანი, უფრო მაღალი გონიერების ნიადაგზე, ვიდრე მისი ჩვეულებრივი
ცნობიერებაა, ისეთ პირობებში ხდება ჩაყენებული, სადაც თავისი კარმის მსვლელობაში
შემდგომ განვითარებას შეძლებს. თუ თქვენ გაიაზრებთ იმ საკითხებს, რასაც ახლახან
შევეხეთ, ძალზე გაგიადვილდებათ გარკვეული გაგება მოიპოვოთ ეპიდემიურ
დაავადებებზე. შეგვიძლია მრავალი მაგალითის მოყვანა, რომელიც წარმოაჩენდა, რომ
ადამიანი, კამალოკის დროს, ზუსტადაც ეძებს შესაძლებლობას, დაავადდეს ამა თუ იმ
დაავადებით, რათა მისი გადალახვით და თვითკურნების ძალთა განვითარებით, მოიპოვოს
ძალები, რომელიც მას ცხოვრების გზას გააგრძელებინებს.

დასაშვებია თუ არა, ეპიდემიათა კარმულად გამაწონასწორებელი მოქმედების


შეზღუდვა თავდაცვითი ღონისძიებებით?
როგორ არის საქმე იმასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ, როგორც მიწიერი ადამიანები,
ვცდილობთ, რომ ძველი მთვარისეული ძალების საზიანო ზემოქმედების კორექცია
მოვახდინოთ? გასაგებია, რომ ჩვენ, როგორც მიწიერი ადამიანები, ვერ ვინატრებთ ვულკანის
ამოფრქვევას ან მიწისძვრას, რომ არ გვაქვს უფლება თავადვე დავიზიანოთ ორგანოები, რათა
სულიერ ძალთა მწყალობელ ზემოქმედებას დავექვემდებაროთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია,
განვაცხადოთ, რაც ასევე გამართლებულია: როცა სადმე რაიმე ეპიდემია იფეთქებს, ამით
რაღაც შემოდის, კერძოდ, ზუსტად ის, რასაც ადამიანი ეძიებს, რათა ამით მასში რაღაც
გაწონასწორდეს. და შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ადამიანი შეყვანილი ხდება გარკვეულ
გარემოებებში, სადაც ზიანი ადგება, რისი გადალახვითაც სრულქმნისკენ დგამს ნაბიჯს.
მაშ როგორღაა საქმე ჰიგიენურ და სანიტარულ ზომებთან დაკავშირებით? ხომ შეიძლება
ვინმემ თქვას: თურმე, ეპიდემიები ძალზე სასიკეთო ყოფილა! შეცდომაა, ჯანმრთელობის
ხელშემწყობი დაწესებულებების არსებობა და პროფილაქტიკური ღონისძიებები, რადგან ეს
ამცირებს შესაძლებლობას, რომ ზემოხსენებული სასიკეთო გავლენები განხორციელდეს?..
ჩვენ ვნახავთ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ასე არ არის მხოლოდ გარკვეული წანამძღვრების
არსებობისას. ჩვენ მხოლოდ ახლაღა ვართ საიმისოდ წესიერად მომზადებული, რომ საქმის
ვითარების განხილვისას, ერთი მხრივ, გავიგოთ, თუ კონკრეტული ორგანოს დაზიანება რა
სასიკეთო გავლენას ახდენს იმაზე, რომ მაიას ზემოქმედებას არ დავექვემდებაროთ, და მეორე
მხრივ კი გავაცნობიეროთ შედეგები, რომელსაც თავადვე ვიწვევთ, ამგვარი სასიკეთო
გავლენების უგულებელყოფით, როცა სანიტარულ-ჰიგიენურ ზომებს მივმართავთ
ავადმყოფობის წინააღმდეგ.

ეპიდემიათა კარმული ზემოქმედების წინააღმდეგ მიმართული ზომები


როცა გარკვეულ დროს ადამიანებს არ შეეძლოთ, ეპიდემიათა წინააღმდეგ განსაზღვრული
ზომებისთვის მიემართათ, ეს ის დრო იყო, როდესაც ეპიდემიებს ზოგადი, სიბრძნით
აღსავსე სამყაროული მიზანდასახულობის კვალად უნდა ემოქმედა, რათა ადამიანთა
სამშვინველებს მისცემოდა შესაძლებლობა, გაეწონასწორებინათ ის, რაც არიმანული
გავლენით და გარკვეული ადრინდელი ლუციფერული გავლენებით იყო გამოწვეული.
ამჟამად არსებული სხვა გარემოებები ასევე ექვემდებარება განსაზღვრულ დიდ კარმულ
კანონებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენ ეს საკითხები
სერიოზულად და არა ზედაპირულად უნდა განვიხილოთ.
ახლა ერთმანეთს შევუჯეროთ: ჩვენ ვთქვით, რომ როცა ადამიანი ეძებს შესაძლებლობას,
რაიმე ეპიდემია, რაიმე ინფექცია შეეყაროს, ეს არის აუცილებელი საპირისპირო მოქმედება
ადრეული კარმული შედეგის წინააღმდეგ. უნდა გამოვიყენოთ თუ არა, რაიმე ჰიგიენური თუ
სხვა ღონისძიებები ამის წინააღმდეგ?
ეს ძალზე სიღრმისეული კითხვაა, და ჩვენ სწორი მასალა უნდა დავამუშავოთ, რათა მას
ვუპასუხოთ. ჩვენთვის ცხადი უნდა იყოს, რომ იქ, სადაც - ერთდროულად ანდა
ხანგამოშვებით - ლუციფერული და არიმანული პრინციპები ურთიერთქმედებს ანდა იქ,
სადაც ერთმანეთს უპირისპირდება, ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები იჩენს
თავს. და ეს სირთულეები ისე მოქმედებს, რომ ყოვლად განსხვავებულ სიტუაციებში და
მრავალგვარი სახით გვხვდება წინ, ისე რომ, ჩვენ ორ ერთნაირ შემთხვევას ვერ ვნახავთ.
მაგრამ ადამიანური ცხოვრების შესწავლით, ვარკვევთ: როცა კონკრეტულ შემთხვევაში
ლუციფერისა და არიმანის ურთიერთქმედებას ვიკვლევთ, ყოველთვის ვპოულობთ ბილიკს,
რომელიც ამ ურთიერთკავშირის განჭვრეტამდე მიგვიყვანს. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ უნდა
განვასხვავოთ ადამიანის შინაგანი და გარეგანი მხარეები. ჩვენ დღეს უკვე მკაფიოდ უნდა
განვასხვავოთ ის, რაც განსჯით სამშვინველში ამოიწურება და ის, რაც განსჯითი
სამშვინველის შედეგის სახით, ეთერულ სხეულში მჟღავნდება. ჩვენ ის პროცესები უნდა
განვიხილოთ, რომელთა მეშვეობითაც კარმა ხორციელდება და ამავდროულად უნდა
ვიცოდეთ, რომ მიუხედავად ამისა, მაინც გვაქვს შესაძლებლობა, შესატყვისი კარმული
გავლენებით, ადამიანის შინაგან სამყაროზე ისე ვიმოქმედოთ, რომ ამ შინაგანის მეშვეობით
სამომავლოდ სხვაგვარი კარმული გაწონასწორება მოვამზადოთ.

სპირიტუალური საპირწონის ვალდებულება ჯანმრთელობის დაცვითი


ღონისძიებებით კარმის ქმედებაში ჩარევისას
დავუშვათ, რომ ადამიანთა დიდ რაოდენობას, სხვა ადამიანთა მიმართ გამოვლენილი
გულგრილობის ნიადაგზე, რაიმე ინფექცია შეეყარა, რაც ეპიდემიაში გადაიზარდა.
დავუშვათ, რომ შეგვიძლია, ამ ეპიდემიის წინააღმდეგ რაღაც მოვიმოქმედოთ. ასეთ
შემთხვევაში, ჩვენ ადამიანის გარე სხეულებრიობას დავიცავდით იმისგან, რომ
გულგრილობა გამოევლინა, მაგრამ ვერ აღვკვეთდით შინაგან მიდრეკილებას
გულგრილობისკენ. ახლა კი წარმოვიდგინოთ ის შემთხვევა, როდესაც გულგრილობის
გარეგანად გამოვლენილ ორგანოს აღმოფვხვრით და ამავდროულად ვიღებთ
ვალდებულებას, რომ ისე ვიმოქმედოთ სამშვინველზე, რომ სამშვინველის
გულგრილობისკენ მიდრეკილებასაც მივხედოთ. გულგრილობის ორგანო, გარკვეული
თვალსაზრისით (გარე სხეულებრივი თვალსაზრისით), კვდება ყვავილის აცრით.
სულისმეცნიერული კვლევებით აქ შემდეგი რამ ირკვევა: გარკვეულ კულტურულ
პერიოდში ყვავილი იმ ნიადაგზე გაჩნდა, რომ თავი იჩინა ზოგადმა ტენდენციამ მაღალი
დონის ეგოიზმის, გულგრილობის განვითარებისკენ. ყვავილი ამ ნიადაგზე გამოვლინდა,
მათ შორის, გარეგნულ ორგანიზაციაშიდაც: აი, ასეა საქმე...
ვიცით, რომ ჩვენს დროში არსებობს ინფექციისგან თავდაცვის საშუალება აცრებით. მაგრამ
ჩვენ სხვა რამაც უნდა ვიცოდეთ, კერძოდ ის, რომ ჩვენი დროის კეთილ სულთათვის აცრა,
ერთგვარად, არასასურველი რამ არის. ის უკავშირდება შინაგანს. ამდენად, შეგვიძლია
ვთქვათ: როცა ჩვენ, ერთი მხრივ, რაღაც ორგანოს ვკლავთ, მოვალენი ვართ, რომ შევქმნათ
ამის საპირწონე, შესატყვისი სპირიტუალური აღზრდით, რის ნიადაგზეც ადამიანის
მატერიალისტური ხასიათი სხვაგვარად ფორმირდება. ეს უცილობელი საპირწონე უნდა
იყოს. თორემ ჩვენ სანახევრო საქმეს შევასრულებდით. დიახ, ჩვენ ხომ მხოლოდ იმ სამუშაოს
შევასრულებდით, რომლის საპირწონეც ამ ადამიანმა, უცილობლობის ძალით, რამენაირად
თავად უნდა შექმნას მომდევნო ინკარნაციაში: მას შიგნით ექნება ყვავილის შხამი და უნდა
ამოიძირკვოს ის თვისება, რომელიც ყვავილით დაავადებისკენ მიდრეკილებას იწვევს.
როდესაც ყვავილით დაავადების მიმღებლობას აღვკვეთთ, კარმული ქმედების მხოლოდ
გარეგან მხარეს ვეხებით. ამიტომ როცა ჰიგიენაზე ვზრუნავთ, მეორე მხრივ, უნდა ავიღოთ
ვალდებულება, რომ ადამიანს, რომლის ორგანიზმის გარდავქმენით, რაღაც მივაწოდოთ
სამშვინველისთვისაც. აცრა არავის დააზიანებს, ვინც შემდგომში სპირიტუალურად
აღიზრდება.

ჯანმრთელობის დაცვითი ღონისძიებები კაცობრიობის კარმის დიადი კანონებით


განისაზღვრება
ახლა მივადექით კაცობრიობის განვითარების უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც ისე
მოქმედებს, რომ ყოველთვის სასწორზე უნდა იდოს შინაგანიცა და გარეგანიც და მხოლოდ
ერთ მათგანზე არ უნდა გამახვილდეს ყურადღება, მეორის გათვალისწინების გარეშე. აქ ჩვენ
წინაშეა დიდი ურთიერთკავშირი და ამჟამად ჯერჯერობით არ დამუშავებულა შემდეგი
კითხვა: რა ურთიერთმიმართებაში არიან კარმა და ჰიგიენა?
დავუშვათ, რომ გარკვეული ჰიგიენური ღონისძიებებით, განსაზღვრულმა მიზეზებმა,
განსაზღვრულმა ფაქტებმა, რომელთა მიმართაც ადამიანს, სავარაუდოდ, მიდრეკილება
უნდა ჰქონდეს კარმულ ურთიერთკავშირთა საფუძველზე, საერთოდ არ იჩინა თავი.
დავუშვათ, რომ ჰიგიენური ზომებით მიიღწა, რომ გარკვეულ სფეროში აღმოიფხვრა ის, რაც
იწვევს ავადობას. ჩვენ ვნახეთ, რომ ამგვარ ზომათა გატარება ადამიანის ნება-სურვილს არ
ექვებდებარება. ჩვენ ვნახეთ, რომ მაგ. გარკვეულ ეპოქაში ტენდენცია სისუფთავესთან
დაკავშირებული კანონებისკენ (Reinlichkeitsgesetzen) იმ ნიადაგზე გაჩნდა, რომ, უბრალოდ,
ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში გაქრა, ხოლო ამჟამად განმეორებით ამოტივტივდა
განვითარებაში. აქედან ჩვენ ვხედავთ, რომ კაცობრიობის კარმის დიდ კანონებში
ჩადებულია, რომ გარკვეულ ეპოქაში ადამიანს უწევს მიიღოს ესა თუ ის ზომა.

ფიზიკური კმაყოფილებისა და მშვინვიერი გაუდაბურების ურთიერთკავშრი


წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა: ადამიანთა გარკვეული რაოდენობა კარმულ
სირთულეთა გამო, თავს იძულებულად გრძნობს, რომ განსაზღვრული გავლენებს
დაექვემდებაროს, რაც კარმულ გაწონასწორებას გამოიწვევდა. მაგრამ ჰიგიენულ
ღონისძიებათა საშუალებით ეს გავლენები თუ გარემოებები გარკვეული დროით თავიდან
იქნა აცილებული, და ადამიანებს აღარ ძალუძთ მათი მოძიება. მაგრამ ამ გზით ეს
ადამიანები როდი თავისუფლდებიან იმისგან, რაც მათ, როგორც კარმული ქმედება,
მოეთხოვებათ; ამიტომ ისინი იწყებენ სხვა ზემოქმედებათა ძიებას. ადამიანი თავის კარმას
ვერ გაექცევა. ის მსგავსი ღონისძიებებით თავს ვერ დააღწევს იმას, რასაც დაეძებდა...
დღეს გარეგან გავლენათა და მიზეზთა დიდი რაოდენობა ნამდვილად აღმოფხვრილია,
რისთვისაც კაცობრიობას უნდა მიეკვლია იმ კარმულ ფაქტთა გასაბათილებლად, რომლებიც
მან ადრეულ ეპოქებში ტვირთად დაიდო. ამ მიზეზთა აღმოფხვრით ჩვენ ადამიანს მხოლოდ
გარეგან გავლენებზე დაქვემდებარების შესაძლებლობას ვუსპობთ. ჩვენ მის გარეგან
ცხოვრებას სასიამოვნოდ და ამავდროულად, უფრო ჯანსაღადაც ვაქცევთ. მაგრამ ამით
მხოლოდ იმას ვაღწევთ, რომ ის, რასაც ადამიანი, კონკრეტული დაავადების შემთხვევაში,
მოძებნიდა საკუთარი კარმის გასაბათილებლად, ახლა მან სხვა გზით უნდა ეძიოს.
სამშვინველებს, რომლებიც დღეს ამ გზაზე, ჯანმრთელობის კუთხით, დაცულნი არიან,
მიესაჯათ, რომ მათ ეს კარმული გაწონასწორება სხვაგვარად ეძიონ.
და თუ ჯანმრთელობა დიდ ფიზიკურ სიამოვნებას განიჭებთ, თუ გიადვილებთ ფიზიკურ
ცხოვრებას, ეს საპირისპიროდ ზემოქმედებს სამშვინველზე; იმგვარად ზემოქმედებს, რომ ის
თანდათანობით, გარკვეულ სიცარიელეს, დაუკმაყოფილებლობას, აღუვსებლობას
შეიგრძნობს. და თუ ისე გაგრძელდა, რომ გარეგანი ცხოვრება სულ უფრო სასიამოვნო, სულ
უფრო ჯანმრთელი გახდა, როგორც ეს ზოგადად წარმოუდგენიათ პირწმინდად
მატერიალისტურ ცხოვრებაში, ამ შემთხვევაში, ასეთ სამშვინველებს სულ უფრო ნაკლები
სტიმული მიეცემათ თვითგანვითარებისთვის. ამ ყველაფრის პარალელურად მოხდება
სამშვინველთა გაუდაბურება.
ცხოვრების ზუსტი დაკვირვებით დღეს უკვე შეინიშნება: არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა
იმდენი ადამიანი გარეგნულად სასიამოვნო ცხოვრებით, მაგრამ უდაბური, უმაქნისი
სამშვინველით, რამდენიც დღესაა. ეს ადამიანები მხოლოდ სენსაციებს დაეძებენ,
ფინანსურად მდიდრები არიან, მოგზაურობენ ქალაქიდან ქალაქში, რაღაცეების სანახავად,
ანდა თუ იმავე ქალაქში რჩებიან, ყოველ საღამოს ერთი გასართობი ადგილიდან მეორისაკენ
მიიჩქარიან. მაგრამ სამშვინველი მაინც უდაბურია და თავადაც აღარ იცის, რა უნდა ეძებოს
ამ სამყაროში, რათა საზრისი შეიძინოს. ასე იტანჯება სამშვინველი, მაშინ როცა გარე
ცხოვრება გამოჯანსაღდა.

ეპიდემიათა ოკულტური საფუძვლები

ბაცილები: დედამიწაზე გადმოსროლილი არიმანული ხროვის შედეგი


ის ყველაფერი, რაც თავს იჩენს ბაცილათა ძალებში, რასთანაც წილი მიუძღვის ბაცილებს,
შედეგია იმისა, რომ ოდესღაც არიმანული ხროვა ციდან დედამიწაზე იქნა გადმოსროლილი,
რომ დრაკონი დამარცხდა და მასზე გამარჯვების ერთგვარ შედეგს წარმოადგენს ის, რომ
აზროვნების არიმანულ-მეფისტოფელურმა ყაიდამ სამოცდაათიანი წლებიდან (მე-19
საუკუნის) დედამიწაზე ადგილი დაიმკვიდრა. ასე რომ, შეიძლება ითქვას: მატერიალურ
სფეროში, ტუბერკულოზურ და სხვა ინფექციურ დაავადებებს მსგავსი წარმომავლობა აქვთ
სულიერ-მშვინვიერ სფეროში ზუსტად ამჟამად არსებულ მატერიალისტურ აზროვნებასთან;
ეს ორი მოვლენა, ფართო გაგებით, სრულებით ერთი და იგივეა.

კოსმიური რიტმები და ეპიდემიური დაავადებები

მიუხედავად იმისა, რომ, გარკვეული ეპიდემიური დაავადების გავრცელებისას,


დაავადების მატარებლები ნამდვილად ვირთხები არიან, მაინც ხომ ვერ ვიტყვით, რომ ამ
დაავადებას ვირთხა იწვევს, არამედ უნდა ვიფიქროთ, რომ ვირთხა ამ დაავადების
გამავრცელებელია. თავისთავად ბაცილებსაც იმ ყველაფერთან, რასაც დაავადება
წარმოადგენს, რეალურად არ აქვთ საქმე. რასთანაც ასეთ შემთხვევაში გვაქვს საქმე, გახლავთ
ის, რომ მთელი ამ ისტორიის სიმპტომთა მიღმა დგას სულიერ-მშვინვიერი მოვლენები, გარე
სხეულებრიობის სიმპტომთა მიღმა საქმე გვაქვს კოსმოლოგიურ მოვლენებთან. რაც
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამგვარი შემთხვევების დროს, ესაა კოსმიურ მოვლენათა
რიტმული მსვლელობა. ეს შესასწავლია. უნდა დაისვას კითხვა: რომელ კოსმიურ
კონსტელაციაში ვცხოვრობდით, როცა ოთხმოციან წლებში (მე-19 საუკუნის) დღევანდელი
გრიპი ინფლუენზა (Influenza) სუსტი ფორმით გამოვლინდა? კოსმიური ბუნების რომელ
კონსტელაციაში ვცხოვრობთ ამჟამად? როგორ მიმდინარეობს კოსმიური რიტმები, რომ
უწინდელმა ინფლუენზამ დღეს უფრო ძლიერი გრიპის ფორმით იჩინა თავი? - ისევე
როგორც ისტორიულ სიმპტომთა რიგს მიღმა მოსაძიებელია რიტმები, განსაზღვრული
რიტმულობა უნდა იქნეს მოძიებული გარკვეული ეპიდემიური დაავადებების
გამოვლენისასაც.

სამკურნალო მეცნიერება მოითხოვს კოსმოლოგიურ სიმპტომატოლოგიას


როგორ გგონიათ, მართლა მოხდება რაღაცის შემეცნება ამ ფაქტების თაობაზე იქამდე, ვიდრე
არ მოვინდომებთ, რომ სულიერ-მშვინვიერი შემეცნების მეშვეობით სწორი კოსმოლოგია
მოგვეწოდოს? რა თქმა უნდა, ვიღაც ამას სისულელედ მიიჩნევს, და მართლაც სისულელეა,
როცა ხალხი აცხადებს, რომ მზის ლაქათა პერიოდს უკავშირდება ომებისაკენ
მიდრეკილებაო. - მაგრამ არსებობს პუნქტი, სადაც ეს აღარ წარმოადგენს სისულელეს, სადაც
გარკვეული პათოლოგიური იმპულსების გამოვლინება ტემპერამენტთა სფეროში,
უკავშირდება ისეთ მოვლენებს, როგორიცაა მზის ლაქათა პერიოდების რიტმულობა. და თუ
გარკვეული კოსმოლოგიური ურთიერთკავშირის საფუძველზე, ეს პატარა საზოგადოება, ეს
პაწაწინა საუფლო - ბაცილები, ვირთხები - ერთი ადამიანიდან მეორეს ნამდვილად
გადასცემს დაავადებას და ამ გზით დიდ პუბლიკას მოიცავს, ეს მხოლოდ მეორადი რამაა; ეს
მთავარი არ არის. და ამ მთავარ მიზეზამდე ვერ მივაღწევთ, თუკი არ გვექნა ნება, რომ
პერიფერიული სიმპტომებიც ვიკვლიოთ.
...ადამიანები სანიტარულ-ჰიგიენურ, სამედიცინო სფეროში რაღაც შედეგამდე მაშინ მივლენ,
როცა ამ სფეროში კოსმოლოგიური (არათუ ისტორიული) სიმპტომატოლოგიის
დამუშავებით დაკავდებიან. რამეთუ ის, რაც დედამიწაზე ავადმყოფობის სახით ვლინდება,
ეს ჩვენ ციდან წარმოგვეგზავნება.

თავდაცვა ეპიდემიების დროს

ლოგიკური აზროვნება, როგორც პრევენცია ეპიდემიისას


ლოგიკური და წმინდა აზროვნება ფიზიკურ სხეულზედაც გამაძლიერებლად და
გამაჯანსაღებლად მოქმედებს და დაავადებათა ნაკლებ მიმღებლობას განაპირობებს. მათ,
ვისთვისაც ჩვეულია ამგვარი აზროვნება, მაგ მათემატიკოსებს, ნაკლები საფრთხე ემუქრებათ
ქოლერით და ა. შ. დაავადებულთა მონახულებისას.
ამ გზით გარკვეულ სიმყარეს მოვიპოვებთ ცხოვრების შინაგან თუ გარეგან მხარეებთან
მიმართებითაც. მტკიცე ადამიანები მხოლოდ თავიანთ შინაგან ხმას უსმენენ, სუსტები კი,
ამის საპირისპიროდ, სხვათა რჩევებს უგდებენ ყურს.
ძილის მნიშვნელობა ჯანმრთელობისა და ავადმყოფობისთვის
ჩვენს ფიზიკურ სხეულში არსებობს რაღაც, რაც ძლიერდება და მტკიცდება იმით, რითიც
ჩვენი სამშვინველი ძილის მდგომარეობაში სულიერი სამყაროდან საზრდოობს, რითიც ის
სულიერ სამყაროში იმსჭვალება. ძილის დროს ჩვენი მესა და ასტრალური სხეულის მზე
ჩამოდის ქვემოთ, ნერვებისა და სისხლის ცხოველქმნადობაში (რამეთუ სისხლის ფუნქცია
მეს საწინდარია, არათუ უბრალოდ სხეულის ფუნქცია) და სხივებს ჰფენს ჩვენი სხეულის
სხვა ორგანულ წარმონაქმნებსაც. ამას უკავშირდება ის, რომ ძილი უმნიშვნელოვანესი
სამკურნალო საშუალებაა და რომ არაჯანსაღი ძილი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი
მიზეზია ავადმყოფობისა, მეტადრე, სხეულის გარკვეულ სასიცოცხლო შინაგან
პროცესებთან მიმართებით.

შუა საუკუნეების შიში მოჩვენებებისადმი და დღევანდელი შიში ბაცილების მიმართ


ხომ ასეა, რომ გარკვეულ საგნებთან მიმართებით, ადამიანის ცხოვრება იცვლება, მაგრამ ამ
ცხოვრების ძირეული ნიუანსები მაინც უცვლელი რჩება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
შუა საუკუნეებში არსებობდა გარკვეული შიში, გარკვეული შიში, რომელიც დღეს შუა
საუკუნეების ბნელ ცრურწმენად მიიჩნევა; ეს გახლავთ ე.წ. მოჩვენებების შიში, შიში
სავარაუდო ელემენტარული არსებების, მოჩვენებათა მიმართ. ეს ამჟამად შუა საუკუნეების
დროის ცრურწმენაა. მაგრამ თავამედროვეობაში, როგორც იტყვიან, შიშის საგანი შეიცვალა,
მაგრამ არა თავად შიში; რამეთუ დღეს ისევე უფრთხიან რაღაცას, როგორც შუა საუკუნეებში
მოჩვენებებს, დღეს ხალხს აფრთხობს ე.წ. ბაცილები და მსგავსი არსებები. შეიძლება ისიც კი
ითქვას, რომ მოჩვენებები რიგიანი არსებები მაინც იყვნენ, რომლებისაც უფრო შეიძლება,
შეგშინებოდა, ვიდრე იმ არსებებისა, რომლებსაც დღეს ბაცილებსა თუ რაიმე მსგავსს
უწოდებენ. პრინციპში, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ იმხანად საქმის ვითარებას უფრო
სულიერად იაზრებდნენ და ხალხსაც სულიერ ელემენტარულ არსებათა შიში ჰქონდა; ახლა
უფრო მატერიალისტურად იაზრებენ და ამიტომ მოჩვენებებიც ფიზიკურად უნდა
არსებობდნენ. ეს უფრო შეესატყვისება მატერიალისტურ ეპოქას.

ძილში წაღებული მატერიალისტური წარმოდგენები სასიკეთოა ბაცილებისთვის


მე მსურს წინ წამოვწიო ის, რასაც ოკულტური მეცნიერება ნამდვილად წარმოაჩენს,
მაგალითად ის, რომ ადამიანის სხეულში ხელი უნდა შეეწყოს ბაცილებს, როცა ისინი
მართლაც სასიკეთონი არიან. მათ ადამიანმა უნდა მოუაროს. ცხადია, თანამედროვე
პერიოდში ყოველი ადამიანი იტყვის, განა სისულელე არ არის, ბაცილები გამოვკვებოთ,
მოვუაროთ მათ და საშუალება მივცეთ, უსასრულოდ გამრავლდნენ. მაგრამ საქმე როდი ეხება
ამა თუ იმ პრინციპის ქონას, არამედ იმას, რომ შევძლოთ საკითხის სწორი თვალსაზრისით
გაშუქება. ამიტომაც არ უნდა უგულებელვყოთ სულისმეცნიერული შემეცნება იმის თაობაზე,
რომ მაგ. მე და ასტრალური სხეული, რომლებიც მხოლოდ მატერიალისტური
წარმოდგენებით არიან ნასაზრდოებნი, უკუაგდებენ ყოველგვარ სპირიტუალიზმს და არ
სურთ მასზე რაიმე იცოდნენ, ძილის დროს, როდესაც სხეულიდან გამოდიან, სულიერი
სამყაროდან ორგანოებში ისეთ ძალებს ჩაასხივებენ, რომლებიც ზუსტადაც რომ ხელს უწყობს
ბაცილათა სიცოცხლეს. თუ გვსურს ნამდვილად ვასაზრდოოთ ბაცილები, უკეთესს ვერაფერს
მოვიმოქმედებთ, უხეში მატერიალისტური წარმოდგენების ძილში წაღებისა და ამით
არიმანულ ძალთა გამოხმობის გარდა, რომლებიც ჩასხივდებიან ორგანიზმში და იქ
ბაცილების ხელშემწყობად მოქმედებენ.

ადამიანთა ერთობის გადამწყვეტი მნიშვნელობა


თუ ჩვენ ამგვარი სიტუაციის რიგიანად განხილვა გვინდა, უნდა ცხადვყოთ, რომ იმწამსვე,
როგორც კი სულიერ ცხოვრების განხილვას წამოვიწყებთ, უნდა გავიაზროთ, თუ რას
ნიშნავს ადამიანთა ერთობა. ვინაიდან თანამშრომლობა ადამიანთა საზოგადოებაში მყისვე
უკიდეგანოდ იზრდება, როცა კი საქმე სულიერ ქმედებებს ეხება, ვიდრე იმ შემთხვევაში,
როცა ეს თანამშრომლობა უბრალოდ ხორციელდება ფიზიკურ პლანზე. ახლა შეიძლება
ვინმემ თქვას, რომ ვიღაც საუკეთესოდ ირჯება, როცა საკუთარ სხეულში ბაცილათა მავნე
ზემოქმედებას აფერხებს, ოღონდ არათუ სამკურნალო საშუალებების გამოყენებით, არამედ
იმით, რომ იძინებს სპირიტუალური წარმოდგენებით. ალბათ კარგი საშუალება იქნებოდა,
რომელიც კლინიკის გარეთ თუ დამტკიცდებოდა, რომ სამომავლოდ, ურყევი
მატერიალისტებისთვის გამოგვეწერა ძილის წინ სპირიტუალური წარმოდგენების კითხვა,
რათა ამ გზით ვინმეს სპირიტუალური ცხოვრების სურვილი გასჩენოდა. მაგრამ საქმე ასე
მარტივადაც არ არის, რამეთუ, როგორც კი სულიერებას ვეხებით, მაშინვე საზოგადოებრივი
ცხოვრების მნიშვნელობა წამოიწევა წინ, და ამიტომაც უნდა ითქვას:
ცალკეულ პირს, რომელიც ამგვარი სპირიტუალური წარმოდგენებით საზრდოობს,
სავარაუდოდ, არაფერში ადგება, როცა მის გარშემო სხვები, თავიანთი მატერიალისტური
წარმოდგენებით, ბაცილეთა ხელშემწყობნი ხდებიან; რადგან ბაცილათა ხელშეწყობა
სხვებსაც აზარალებს. ამის გააზრება ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მუდმივად უნდა
გაჟღერდეს ის, რაზედაც მე აქ უკვე ვისაუბრე: სულის მეცნიერება, როგორც ასეთი, მხოლოდ
მაშინ გახდება ნაყოფიერი, თუ, ასე ვთქვათ, მხოლოდ ინდივიდუალურად არ გასცემს იმას,
რაც სურს, რომ კაცობრიობას გადასცეს; საკმარისი არ არის, რომ ცალკეულმა პირებმა
აღიქვან სულისმეცნიერული ფაქტები; სულის მეცნიერებამ მოთმინებით უნდა იცადოს,
ვიდრე ის კულტურული ფაქტორი არ გახდება, ვიდრე მრავალი ადამიანის სამშვინველსა და
გულს არ განმსჭვალავს; მხოლოდ მაშინღა გამოჩნდება, თუ რა შეიძლება იყოს ის
ადამიანებისთვის.

შიშის იმაგინაციები ადამიანში მტრულ არიმანულ ძალებს განაძლიერებს


არსებობს რაღაც, რაც ასევე ძლიერ მოქმედებს არიმანულ არსებებზე, ბაცილებში რომ
შეინიშნება. მე ვახსენე არიმანული არსებები. მე მარტივად შემიძლია გიჩვენოთ განსხვავება
არიმანულ არსებებსა და სხვა არსებებს შორის. მათი განსხვავება ადვილია, მათ შორის,
გარეგნულადაც. ჩვენ ბუნებაში ყველგან, გარემოგვიცავს ბუნების ქმნილებანი. ყველაფერს,
რაც ბუნებაში ცოცხლობს, სიცოცხლე წინწასულ, კეთილ, ბრძენ შემოქმედთაგან აქვს
ბოძებული. ის ყველაფერი კი, რომლის ყოფიერებაც სხვა ორგანიზმში ხორციელდება და
უპირატესად იქ იფურჩქნება, ლუციფერული ან არიმანული სახის ქმნილებებს განეკუთვნება.
ყველა პარაზიტული ფორმა ლუციფერულ ან არიმანულ სათავეებთან მიგვიძღვის; ეს ჩვენ
უნდა დავიხსომოთ, რამეთუ ამის საშუალებით ჩვენ ძალზე მარტივად განვასხვავებთ
ბუნების საუფლოებს. არსებობს კიდევ ერთი რაღაც, ვთქვი მე, რაც არაჩვეულებრივად
ხელშემწყობია იმ არიმანული ქმნილებებისთვის, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში
პარაზიტულ ცხოვრებას ეწევიან და ეს არის შემდეგი რამ: დავუშვათ, რომ ჩვენ ეპიდემიის
შუაგულში ვცხოვრობთ; ცხადია, რომ ამ დროს ადამიანებმა მხარი უნდა დაუჭირონ
ერთმანეთს და აქ უკიდურესად ძლიერი სახით ვლინდება ადამიანური საზოგადოების
საზრისი და ის ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, რამეთუ კარმული ურთიერთკავშირები
ისეთი შეიძლება იყოს, რომ მას, ვისაც გვგონია, რომ ინდივიდუალური საქმიანობის გამო,
უმცირესი შესაძლებლობა აქვს, დაავადება დაემართოს, მაინც ემართება. მაგრამ, ზოგადად
მაინც სამართლიანია ის (რამეთუ ამ მოჩვენებითობამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს),
რასაც ახლა ვიტყვი: როცა გარს გახვევია ავადმყოფი ანდა მომაკვდავი ადამიანები, როცა
აღიქვამ ამ სურათებს და შემდეგ ეს სურათები ძილში მიგყვება და სხვა არაფრით ხარ
მოცული, გარდა ეგოისტური შიშისა, ამ შემთხვევაში, იმსჭვალები იმაგინაციით, რომელიც ამ
სურათებით წარმოიშვება და ძილის დროს სამშვინველში ცხოვრობს ეგოისტურ შიშთან
ერთად; ეს კი ადამიანის სხეულში საზიანო ძალთა გადატყორცნას განაპირობებს. შიშის
იმაგინაციები, ფაქტობრივად, ისაა, რაც ადამიანისთვის მტრულ არიმანულ ძალებს
ასაზრდოვებს. ხოლო ვინც კეთილშობილი აზრებით არის განმსჭვალული, რაც ეგოისტურ
შიშს უკან იხევს, სიყვარულით ზრუნავს ადამიანებზე და იძინებს არათუ შიშის
იმაგინაციებით, არამედ იმით, რაც სიყვარულით ქმედებას განაპირობებს, ის ადამიანისთვის
მტრულ არიმანულ ძალებს ზიანს აყენებს.

იმ სულიერ ცხოვრებაზე, ძილში რომ მიგვაქვს, დედამიწაზე ძალზე ბევრი რამაა


დამოკიდებული
როგორც ხედავთ, ის შეწინააღმდეგება, რომ ჩვენ არ გვეხება სულიერი ცხოვრება, ვიდრე
დედამიწაზე ვცხოვრობთ, გაუმართლებელია. იმაზე, რა სულიერი ცხოვრებაც მიგვყვება
ძილში ყოველი დაძინებისას, ძალზე ბევრი რამაა დამოკიდებული დედამიწაზე; ამით ჩვენს
სამშვინველს კარგ ან ცუდ ინსტრუმენტად ვაქცევთ იმისთვის, რომ სულიერი სამყაროდან
შუქი მოეფინოს ჩვენი სხეულის იმ ორგანოს, რომელიც არ არის დღის მშვინვიერი
ცხოვრების, დღის ცნობიერების ინსტრუმენტი, არამედ თავის ფიზიკურ და ქიმიურ
ფუნქციებს ცნობიერების ზღურბლს მიღმა ახორციელებს. იმაში, რაც ადამიანში, ნერვთა და
სისხლის ქმედებას კი არა, უბრალოდ ორგანულ ციკლს, ფიზიკურ და ქიმიურ ქმედებას
წარმოადგენს, ძილის დროს სულიერი სამყაროდან გამომავალი სულიერი ძალები
´სხივდება. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სულიერი შემეცნებანი, სულიერი შემეცნებიდან
გამომდინარე აზრები წავიღოთ ძილის ცხოვრებაში.

ადამიანის გაძლიერება სულისმეცნიერული შინაარსებით


თუ ოდესმე სამყარო დაინახავს, რისი გაკეთება ძალუძს სულის მეცნიერებას ამ სფეროში,
მთლიანად არ გაქრება, მაგრამ ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდება ყველა ის მშვენიერი - მე ამას
ირონიულად როდი ვიძახი, არამედ სერიოზულად ვამბობ - ყველა ის მშვენიერი თეორია
ინფექციურ დაავადებებსა და მსგავსსა და მსგავსზე, რომელიც დღეს მხოლოდ ცალმხრივად
განიხილება. ჩვენს ორგანიზმში ბაცილებისა და ბაქტერიების მოქმედებაზე მეტად, იმას
მიექცევა ყურადღება, თუ რა ძლიერ გახდა დამოკიდებული ჩვენს სამშვინველსა და სულზე
ჩვენი მდგრადობა ინფექციათა მიმართ. მაგრამ ამ მდგრადობას ადამიანის ბუნებისა, რაიმე
გარეგანი სამკურნალო საშუალება კი არ იწვევს, არამედ ეს სამკურნალო საშუალება
ადამიანის შინაგანშივე ძლიერდება სულისა და სამშვინველის მიერ, ჯანსაღი
სულისმეცნიერული შინაარსების მეშვეობით.

სინათლის მოქმედება პარაზიტებზე


წარმოვიდგინოთ ისეთი შემთხვევა, რომ ჩვენ ავადმყოფ ადამიანს ისეთ გარემოში მიგვყავს,
სადაც სინათლის ძლიერი ზემოქმედებაა, სადაც ჰაერი სინათლით ძლიერ არის
განმსჭვალული, ანუ სადაც ეს ადამიანი გარემოცულია სინათლით. ამ შემთხვევაში,
შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ ის მივიყვანეთ რეგიონში, სადაც მასზე მოქმედი მიწიერი ძალები,
ერთგვარად, განზე გავწიეთ და ის ზემიწიერ ძალთა გავლენას დავუქვემდებარეთ. რამეთუ
ძალზე მზიან არეალში იმყოფება ის, რასაც დედამიწა აღარ მოიხმარს და უკანვე
გატყორცნის. აი, ამ არამიწიერი ზემოქმედების მქონე რეგიონში მოვათავსეთ ავადმყოფი.
ამრიგად, უბრალოდ, ავადმყოფის გადაყვანით მზით განათებულ ატმოსფეროში, ჩვენ
ვიმოქმედეთ მის რიტმულ ორგანიზმზე. ჩვენ დიდი დოზით ვიმოქმედეთ მის რიტმულ
ორგანიზმზე. და რადგან ჩვენ ასე ვიმოქმედეთ, მოუწესრიგებელი ნივთიერებათა ცვლა,
სინათლით გამოწვეული რიტმის დამსახურებით, თავისით მოწესრიგდა, დაიძლია რიტმის
პიდაპირი ზემოქმედებით.
ეს ის ურთიერთკავშირია, რომლის ნიადაგზეც ვიმეცნებთ, თუ რას ეფუძნება მზითა და
ჰაერით მკურნალობა. და როცა ვიღაც წინააღმდეგობას ვერ უწევს პარაზიტებს, ამგვარი
მკურნალობა მისთვის ძალზე რეკომენდებულია. ამისათვის საჭირო არ არის, ბაცილათა
თეორიის მიმდევარი იყო, არამედ მხოლოდ იმაში უნდა ერკვეოდე, რომ პარაზიტების
არსებობა იმის მაჩვენებელია, რომ მოცემულ პირს სიღრმისეული მიზეზი გააჩნია,
ბაცილების მოზიდვისა და მათი შეკავებისა. ისინი ხომ დაავადების ნამდვილი გამომწვევები
არ არიან, არამედ მხოლოდ იმას აჩვენებენ, რომ პაციენტი თავის თავში დაავადების
„გამომწვევს“ შეიცავს. ამიტომაც არის ბაცილათა კვლევა მნიშვნელოვანი, მაგრამ
მარტოოდენ, როგორც შემეცნების საშუალება. ხოლო ჭეშმარიტი ორგანული მიზეზი თავად
ადამიანშია მოცემული. და ადამიანში ჩადებულ ამ ორგანულ მიზეზებს იმით
ვუმკლავდებით, რაც არამიწიერი კოსმოსიდან დედამიწაზე მოედინება და დედამიწას
გარემოიცავს, მაგრამ დედამიწის მიერ მთლიანად არ შეითვისება. იქ სადაც უხვად არის ეს
„ზე-მზე“. ეს „ზე-სინათლე“ და ა. შ. ანუ, სადაც დედამიწა არა მარტო იწოვს და შთანთქავს,
არამედ თავად იწყებს ბრწყინვას, სადაც ის იმდენ სინათლეს შეიცავს, რომ ის ზედმეტი
აღმოჩნდება დედამიწის მიერ შესაწოვ-შესათვისებელზე, აი, იქ გვაქვს ადგილი, რომელიც
განსაკუთრებით სასიკეთოა ამ მიმართულებით.

სამომავლო ეპიდემიების დღევანდელი მიზეზები

მატერიალიზმი იწვევს ნერვული სისტემის სამომავლო ეპიდემიებს


რასაც ჩვენ დღეს ასტრალურ პლანზე ჩავდივართ, ის ხვალ ფიზიკურ პლანზე გამოვლინდება.
რასაც ჩვენ დღეს ასტრალურ პლანზე დავთესავთ, მომავალში იმასვე მოვიმკით დედამიწაზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს ვიმკით შეზღუდული მატერიალისტური მენტალიტეტის
ნაყოფებს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ასტრალურ პლანზე დათესეს.
აქედან შესაძლებელია, განიჭვრიტოს სულიერ ჭესმარიტებათა ფუნდამენტური
მნიშვნელობა. თუკი მეცნიერება სულის მეცნიერების ძღვენს თუნდაც, ჰიპოთეზათა სახით,
მიიღებდა, სამყარო შეიცვლებოდა. მატერიალიზმმა ადამიანები ისეთ წყვდიადში ჩაძირა,
რომ წარმოუდგენელი ძალიხმევაა საჭირო, რომ ისინი იქიდან გამოიყვანო. ადამიანს
ნერვული სისტემის ისეთი დაავადებების საფრთხე ემუქრება, რომელიც ნამდვილ
ეპიდემიად გადაიზრდება. ის, რასაც ჩვენ დედამიწაზე გრძნობას ვეძახით, და რაც
ასტრალურ პლანზე მოიპოვება, ის დაბრუნდება დედამიწაზე, როგორც რეალობა, როგორც
ფაქტობრივი მოვლენა. ასტრალური პლანიდან იქნება წარმოგზავნილი ნერვული
დარღვევები, რომლებიც ადამიანს გაანადგურებს.

მატერიალიზმის კარმა: შეშლილობის სამომავლო ეპიდემიები


მატერიალიზმი ბუნებისმეტყველებაში გახლავთ შედეგი მატერიალიზმისა რელიგიაში;
ბუნებისმეტყველებაში ამას ადგილი არ ექნებოდა, რელიგიური ცხოვრება მატერიალიზმით
რომ არ განმსჭვალულიყო. ვისთვისაც დღეს ძალზე მოსახერხებელია რელიგიურ
ცხოვრებაში ჩაღრმავება, სწორედ ისინი არიან, ვინც ბუნებისმეტყველებაში მატერიალიზმი
წარმოშვა. და ამ მატერიალიზმის ნიადაგზე წარმოქმნილი ნერვული აშლილობა გავლენას
ახდენს, როგორც მთელ ხალხისა თუ ერის, ისე ცალკეული ადამიანის ცხოვრებაზე. როცა
სპირიტუალურ ნაკადს ისეთი სიძლიერე არ მოუპოვებია, რომ ის ზარმაცებმა და
მყუდროების მოყვარულებმაც აღიქვან, მაშინ ძალას იკრებს ის, რაც კარმულ შედეგს
წარმოადგენს, კერძოდ, ნევროტულობა, რომელიც სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს
კაცობრიობაზე; და როგორც შუა საუკუნეებში კეთრის ეპიდემია, ისე მოედება მომავალში
კაცობრიობას მატერიალისტურ შეხედულებათა შედეგად გამოწვეული ნერვული
დაავადებები, იფეთქებს შეშლილობის მთელი ეპიდემია, რომელიც თავს დაატყდება ყველა
ხალხს. ამდენად, სულის მეცნიერება, ჭვრეტს რა კარმის კანონთა ამ სფეროს, ისეთი რამ კი არ
არის, რაზედაც შეგიძლია, იკამათო, არამედ კაცობრიობის სამკურნალო საშუალებას
წარმოადგენს. რაც უფრო მეტად გახდება კაცობრიობა სპირიტუალური, მით მეტად
აღმოიფვრება ის, რაც ნერვული სისტემისა და სამშვინველის დაავადებებს უკავშირდება.

მატერიალიზმის მავნე ზეგავლენა რელიგიურ ცხოვრებაზე


კარმა ზემოქმედებს არა მარტო ცალკეულ ადამიანებზე, არამედ მთელ ერებზე და მთელ
კაცობრიობაზედაც. ვინც თვალს მიადევნებს ევროპული სულიერი ცხოვრების ისტორიულ
მსვლელობას, მან იცის, რომ დაახლოებით ოთხი საუკუნეა, რაც მასში მატერიალიზმი
შეიჭრა. ამ მატერიალიზმს ყველაზე უცოდველი სახე აქვს მეცნიერებაში, რადგან იქ
ყოველთვის შეიძლება შეცდომათა გააზრება და გამოსწორება. გაცილებით საზიანოდ
მოქმედებს ის პრაქტიკულ ცხოვრებაში, სადაც ყველაფერი მატერიალისტურ ინტერესთა
თვალსაზრისით ეწყობა. თუმცაღა, მატერიალიზმი ვერასდროს მოიკიდებდა ფეხს
პრაქტიკულ ცხოვრებაში, ადამიანებს მისადმი გარკვეული სიმპატია რომ არ გააჩნდეთ...
მაგრამ ყველაზე საზიანოდ მატერიალიზმი რელიგიური ცხოვრების სფეროში, ანუ,
ეკლესიაში მოქმედებს; სწორედ ეკლესია უმაგრებს ზურგს მატერიალიზმს, აი, უკვე
საუკუნეებია. ეს როგორ? თუ თქვენ მიუბრუნდებოდით ქრისტიანობის საწყის დროებას,
ვერსად მოისმენდით, რომ სადმე მიღებული ყოფილიყო შვიდდღიანი შესაქმის მართლაც
შვიდ დღეში შესრულება, როგორც დღესაა ეს, ფაქტობრივად, საყოველთაოდ აღიარებული;
და რომ „მეშვიდე დღეში“ ის წარმოედგინათ, რომ ვიღაც, მძიმე სხეულებრივი სამუშაოს
შესრულების შემდეგ, სკამზე დაბრძანდა და ისვენებს. მატერიალისტურმა ეპოქამ ამ
შვიდდღიანი შესაქმის თაობაზე აღარაფერი იცის. თეოსოფია მოწოდებულია, რომ
ადამიანებს ამ დასაბამისმიერი შესაქმის, ამ გენეზისის განმარტება მიაწოდოს.
მატერიალისტურმა რელიგიურმა შეხედულებამ ძალზე ღრმად გაიდგა ფესვი ხალხთა
ცხოვრებაში. მატერიალიზმი სულ უფრო და უფრო გაბატონდა ზუსტადაც რელიგიურ
სფეროში, ხოლო იმის გააზრება, რომ საქმე ეხება სულს და არა ფიზიკურ-მატერიალურს,
სულ უფრო ნაკლებად ხდება. დამეთანხმებით, რომ მატერიალისტური აზროვნება, გრძნობა
და ნებელობა სულ უფრო მეტად არის ჩართული კაცობრიობის ზოგად მსოფლხედვაში და
ეს, საბოლოო ჯამში, აღიბეჭდება მომდევნო თაობათა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

სპირიტუალობის გარეშე ფსიქიკური დაავადებები ეპიდემიური გახდება


იმ ეპოქაში, რომელშიც მხოლოდ მატერიალურ ფაქტებს ერწმუნებიან, ისეთი თაობები
იბადება, რომელთანაც, მათ შორის სიყვარულშიდაც, ყველაფერი თავის გზით მიდის,
საყრდენი წერტილი არაფერს აქვს, რის გამოც წარმოიქმნება ნევრასთენიისა და
ნევროტულობის ნიშნები. ეს სულ უფრო და უფრო გაბატონდება, თუკი მატერიალიზმი,
როგორც მსოფლმხედველობა, შენარჩუნდება. სულიერად მჭვრეტელ ადამიანს შეუძლია
ძალზე ზუსტად გითხრათ, თუკი მატერიალიზმს მტკიცე სულიერი ორიენტაციის მქონე
საპირწონე არ დაედება. სულიერი დაავადებები ეპიდემიური გახდება, ასევე ბავშვებშიც,
დაბადებისთანავე, ადგილი ექნება ნევროტულობასა და კრუნჩხვით მოვლენებს
(Zittererschenungen), ხოლო შემდგომი შედეგი მატერიალისტური მრწამსისა, იქნება უფრო
ფართომასშტაბიანი დარტყმა ადამიანებზე და არა ისეთი კონცენტრირებული, როგორსაც
დღეს უკვე ვხედავთ.

კარმის კანონს საერთო არაფერი აქვს ბედისწერის ბრმა რწმენასთან


კარმის კანონის სიღრმისეული თვალსაზრისით გააზრებისას, ხედავთ, რომ კარმის კანონზე
დაქვემდებარებულად განიხილება არათუ ცალკეული ადამიანი, არამედ მთელი
საზოგადოება. კარმის კანონს ვერ გაიგებს ის, ვისაც უნდა, რომ მხოლოდ ბრმა ბედისწერისა
სჯეროდეს. ხოლო ვისაც სურს კარმის კანონი ასე გაიგოს, ის მას სრულად აუფასურებს.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სისულელეში ვარდებიან. მაგ.
ვიღაც იძახის: მე ვიცი, რომ არაფერი შემიძლია, ამისა თუ იმის აღსაკვეთად. ეს ჩემი კარმის
ხელშია და მე ეს უნდა გამოვიარო. - სხვები ამბობენ: მე ვხედავ ვიღაც გაჭირვებულს, მაგრამ
მე მისი დახმარება არ მევალება, რადგან რაც შეემთხვა, ეს ხომ მისი ბრალია; ეს მისი კარმაა
და მან ეს უნდა ამოწუროს. ეს სრულებით უაზრო გაგებაა კარმის ცნებისა!

ყოველი სახის გრძნობა იწვევს ფიზიკური სხეულის სტრუქტურის ცვლილებას


ყოველ ღამით ფიზიკურ სხეულს ეუფლება ის, რაც ზენა სამყაროთაგან ჩამოეშვება, როცა
ადამიანი თავისი სხეულს ტოვებს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: ასტრალური
სუბსტანციონალობანი, რომლებიც ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს ქმნიან, რომელთაც
წილი მიუძღვით ამ შესაქმეში, როცა ადამიანი ამ სხეულებს ტოვებს, კვლავ ამგვარ
საქმიანობას ეწევიან. ამასთან, ეს სხეულები აღარ არის ისეთი, როგორიც იყო
თავდაპირველად, როცა ადამიანს გადაეცა. ადამიანი მათში იყო ჩართული, თავისი
ასტრალური სხეულითა და მეთი და იქ საქმიანობდა; ამ სხეულებში ზენა სამყაროთა
რეგიონის სულიერ არსებებს ხვდება ის შედეგები, რომლებიც მათ ზენა სულიერებას
არაფრით შეესატყვისება და მხოლოდ იმის გამოძახილია, რასაც ადამიანი დღის
განმავლობაში, თავისი ასტრალობიდან და მედან გამომდინარე, ფიზიკურ სხეულში
ახორციელებს... ვერანაირი აზრი, განცდა თუ გრძნობა ვერ ექნება ადამიანს, მისი
გამოხატული შედეგის გარეშე, ფიზიკური სხეულის ჩათვლით. ეს თუნდაც ანატომისთვის
შეუმჩნეველი იყოს, ნებისმიერი შეგრძნება, ნებისმიერი სახის გრძნობა, ფიზიკური სხეულის
სტრუქტურის გარკვეულ ცვლილებას იწვევს და აი, ეს დაუხვდება იმ სულიერი არსებებს,
რომლებიც ადამიანში ჩამოეშვებიან.

სიცრუე ბადებს ფანტომებს


განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის ზემოქმედებანი, რომელიც ხორციელდება ჩვენს
ფიზიკურ სხეულზე იმ ყოველივეს მეშვეობით, რაც ადამიანს სამშვინველში მკვიდრობს,
როგორც სიცრუე, ცილისწამება და თვალთმაქცობა. მატერიალისტური თვალსაზრისით, ასე
გვგონია, რომ სიცრუე, ცილისწამება და თვალთმაქცობა საზიანო ზემოქმედებას მხოლოდ
მაშინ ახდენენ, როცა გარეგნულად ვლინდებიან. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ეს ყოველივე
ფიზიკურ სხეულში იწვევს ძალზე ნატიფ, მიკროსკოპითაც კი აღუქმელ შედეგებს. და როცა
სამშვინველი ძილის მდგომარეობაში გადადის, ეს შედეგები რჩება ფიზიკურ სხეულში და
მასთან გარკვეული არსებები კავშირდებიან. ამას განეკუთვნება არა მარტო ის მშვინვიერი
მოვლენები, რომლებიც, უხეში გაგებით, სიცრუედ, ცილისწამებად და თვალთმაქცობად
აღინიშნება, არამედ ნატიფი კონვენციური სიცრუეებიც, მაგალითად ისეთი, რომელთაც
დღეს იყენებენ საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად. სიცრუე, ზრდილობისა თუ
ჩვეულების გამო, და იმ უპატიოსნობისა და თვალთმაქცობის თუ პატარ-პატარა
ცილისწამებების (თუნდაც მხოლოდ აზრებში) მთელი შკალა, ეს ყოველივე, თავის კვალს
ტოვებს ფიზიკურ სხეულზე, შედეგთა სახით და აი, ეს უხვდება ზემოხსენებულ, სხეულში
ჩამოშვებულ არსებებს. იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ღამით, ფიზიკურ სხეულს შიგნით
ხდება, განსაკუთრებულ რაღაცას განაპირობებს. ამის გამო, სხეულში ჩამოშვებულ არსებებს
მუდამ ჩამოეჭრებათ სუბსტანციის გარკვეული ნაწილი. ამის გამო ზენა არსებათა გარკვეულ
ნაწილები უნდა ჩამოიხსნას. დღის განმავლობაში სიცრუის, ცილისწამებისა და
თვალთმაქცობის შედეგი გახლავთ ღამით გარკვეულ ზენა არსებათა გამოხსნა, რომლებიც
გარკვეულად ენათესავებიან ადამიანის ფიზიკურ სხეულს. ამ გზით ეს არსებები
დამოუკიდებელ ყოფიერებას იძენენ ჩვენს გარემომცველ სულიერ სამყაროში; ესენი არიან ის
არსებები, რომელთაც ჩვენ ფანტომთა კლასს განვაკუთვნებთ. ფანტომები არიან ისეთი
სულიერი არსებები, რომლებიც მათი გარეგანი ფიზიოგნომიური გამოხატულებით,
ადამიანის სხეულებრივ წევრთა და ფორმათა გარკვეული სახის ანარეკლებს წარმოადგენენ.
ისინი მატერიალურად იმდენად ფაქიზნი არიან, რომ ფიზიკური თვალით მათი დანახვა
შეუძლებელია, მაგრამ მათ ე. წ. ფიზიკური ფორმა გააჩნიათ. ნათელმხილველი ჰაერში
ხედავს ადამიანის თავის, ხელების, მთლიანი აღნაგის მოფარფატე ნაწილებს, ასევე, ხედავს
თუ როგორ ირევა ჰაერში ადამიანის სხეულის შიგნეულობა - კუჭი, გული...ის ხედავს ყველა
ამ ფანტომს, რომელიც იმ ნიადაგზე გამოიხსნა (losgeschnürt), რომ ადამიანმა ისინი თავის
სხეულს გადასცა, რაც სიცრუის, ცილისწამებისა და თვალთმაქცობის შედეგი გახლავთ.

სიცრუის ნიადაგზე წარმოქმნილი ფანტომები ბაცილებითა და ბაქტერიებით


საზრდოობენ
ეს ფანტომები, რომლებიც მუდმივად შერეულია ჩვენს სულიერ სივრცესთან, იმის
მტკიცებულებად გეძლევათ, რომ თავად ადამიანური ცხოვრება გახლავთ განმაპირობებელი
იმ არსებათა, რომლებიც ამჟამად ადამიანზე სასიკეთოდ არაფრით მოქმედებენ; რამეთუ,
გარკვეულად უკავშირდებიან ინტელექტუალურ თვისებებს, მაგრამ არავითარი მიმართება
აქვთ მორალურ პასუხისმგებლობასთან. ისინი თავიანთ ყოფიერებას იმით იხანგრძლივებენ,
რომ ადამიანს ცხოვრების გზაზე დაბრკოლებებს აღუმართავენ, გაცილებით ძლიერ
დაბრკოლებებს, ვიდრე ე. წ. ბაქტერიები. აქ კიდევ სხვა რაღაცას აქვს ადგილი. ამ არსებებში
დაავადებათა მნიშვნელოვანი აღმძვრელები უნდა ვეძებოთ; რადგან ამგვარი ფანტომები
შექმნილია ადამიანთა მიერ, ისინი თავიანთი ყოფიერებისთვის ძალზე ხელსაყრელ გარემოს
პოულობენ ბაქტერიებსა და ბაცილებში, ისინი მათ, ასე ვთქვათ, საკვებად იყენებენ. თქვენ
მათ სულიერ არსებას, მეტად თუ ნაკლებად, გამოფიტავდით, მათთვის საკვები რომ არ
მიგეცათ. მაგრამ ეს ბაქტერიები, გარკვეული სახით, ისევ თქვენ მიერ იქმნება...
მაშასადამე, ადამიანი სიცრუით, ცილისწამებითა და თვალთმაქცობით, ფანტომთა კლასის
სულიერი არსებების მთელ არმიას ქმნის.

უკუღმართი საზოგადოებრივი წესები მოჩვენებებს წარმოშობს


იგივე რამ ხდება ეთერულ სხეულთან დაკავშირებითაც, რომელსაც ადამიანი ღამით ტოვებს.
რადგან ამ ეთერული სხეულს ადამიანის ეთერულ სხეულად ყოფნა იმ შემთხვევაში
შეუძლია, თუ ის ზენა არსებებითაა განმსჭვალული, როცა მას ტოვებს საკუთარი ასტრალური
სხეული, მასში ეშვებიან სულიერი არსებები. ეს უნდა დავიხსომოთ! მაგრამ ჩვენთვის
გასაგები უნდა იყოს ისიც, რომ ჩვენი მშვინვიერი ცხოვრების გარკვეული პროცესები
ეთერულ სხეულში განსაზღვულ შედეგებს იწვევს, რომლებიც ღამით ნარჩუნდება და ქმნის
წინაპირობას, ეთერული სხეულის ნიმუშის შესაბამისად, გამოხსნას არსება მათგან, ვინც
ღამით მასში ეშვება. მშვინვიერ პროცესებს, რომლებიც ამგვარ არსებებთან მიგვიძღვის,
ადამიანთა თანაცხოვრებაში იწვევს ის, რასაც ჩვენ შეგვიძლია ცუდი კანონები, უკუღმართი
წესები ვუწოდოთ. ყველაფერი ის, რასაც საკანონმდებლო საფუძველზე, სამშვინველი
განიცდის ადამიანის ადამიანთან მიმართებაში, ეს ყოველივე, ღამით უკუქმედების სახით
რჩება ეთერულ სხეულში, რაც გამოხსნის იმ არსებებს, რომელთაც ჩვენ მოჩვენებებს
ვუწოდებთ. ეს წარმოადგენს არსებათა მეორე სახეს, რომელსაც ადამიანი წარმოქმნის.

მცდარი რჩევები და ცრურწმენები წარმოშობს დემონებს


ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საქმე პირიქითაც ხდება; ის, რაც ღამით უნდა
გამოდიოდეს, კერძოდ, ასტრალური სხეული, ისე ორგანიზდება, რომ მიიდრიკება ნერვულ
სისტემაში ჩარჩენისკენ; ან თუ გარეთ არის, მის კუთვნილ, სწორ ადგილას არ იმყოფება.
მასზეც უნდა ზრუნავდენ ზენა სამყაროები, მასაც უნდა შეუერთდენ ზენა, მფარველი
სულები. მაგრამ აქაც შესაძლებელია, რომ ადამიანის მშვინვიერი საქმიანობის შედეგად,
რაღაც დაირღვეს. და ეს ხდება განსაკუთრებული მშვინვიერი პროცესების შედეგად, იმის
მეშვეობით, რომ ადამიანზე მოქმედებენ იმით, რასაც ჩვენ „მცდარი რჩევის გაცემა“
შეგვიძლია ვუწოდოთ, როდესაც სხვა ადამიანებს აიძულებენ, დაემორჩილონ აკვიატებულ
აზრებს, საკმარისად დასაბუთებული რომ არ არის, ადამიანის დასარწმუნებლად; ამდენად,
მას იმის საშუალებას კი არ ეძლევა, რომ დაეთანხმოს რაღაც რწმუნებას, არამედ, ასე ვთქვათ,
იძულების წესით ახვევენ თავს, რასაც თავადაც ფანატიკურად ემხრობიან.
იქ, სადაც ასე მოქმედებს ერთი ადამიანი მეორეზე, ღამით ასტრალურ სხეულზე ეს ისეთ
უკუქმედებას იწვევს, რომ ზენა არსთ ჩამოეხსნებიან გარკვეული არსობები (Wesenheiten),
რომელთაც ჩვენ დემონთა კლასს მივაკუთვნებთ. ისინი ზემოაღწერილი სახით
წარმოიქმნებიან იმ ნიადაგზე, რომ ადამიანები ერთმანეთის წინაშე არ წარდგებიან
მრწამსით, რომელიც შემდეგი სიტყვებით გამოიხატება: მე მსურს სხვას ვუთხრა, რასაც
ვფიქრობ --ხოლო ის დამეთანხმება თუ არა, მისი საქმეა! ასობით დემონი წარმოიქმნება
სათამაშო მაგიდებთან და ისეთი თავყრილობების დროს, რომლებსაც გერმანულ მიწებზე
მამაკაცთა ქეიფსა და ყავაზე ჭორაობას ეძახიან, სადაც შინაგანი ტოლერანტობიდან
მომდინარე განწყობა ძალზე იშვიათია, სადაც ისეთი მრწამსი ბატონობს, რომ ვიღაც გაიძახის:
თუ ჩემს აზრზე არ დგახარ, სულელი ყოფილხარ! - ეს ზემოქმედება სამშვინველიდან
სამშვინველზე, დიდად განაპირობებს დემონთა წარმოშობას. აი ასე, ოფიციალურად
წარმოიქმნება ადამიანის ცხოვრებიდან სულიერი არსობები; ისინი სულიერი სამყაროს
ბინადარნი არიან. და ყველა ეს არსობა - ფანტომები, მოჩვენებები და დემონები უკუქმედებენ
ადამიანზე. როცა ჩვენს გარემოში ეპიდემიურად იფეთქებს ესა თუ ის აკვიატებული
მოსაზრება, ესა თუ ის სულელური მოდა, ეს ყველაფერი დემონებია, რომლებიც თავად
ადამიანმა შექმნა და რომლებიც პროგრესულ განვითარებას აჩერებენ. ადამიანი მარადჟამ
გარემოცული და გარშემოხვეულია იმ არსებებით, რომლებიც თავად შექმნა.

ჩვენი აზრების, გრძნობებისა და განცდების ქმედითობა დიდ ურთიერთკავშირში


უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერს, რასაც ვფიქრობთ, ვგრძნობთ და განვიცდით
ისეთივე, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგები გააჩნია, ვიდრე მაგ. რაიმე ბურთულის
სროლას. ეს უკანასკნელი შეიძლება, ცუდი იყოს, მაგრამ სახიფათოდ იმიტომ მიიჩნევა, რომ
მისი აღქმა უხეში გრძნობებითაც შესაძლებელია, მაშინ როცა ის მეორე შეუმჩნეველია.

You might also like