You are on page 1of 4

ქართული უნივერსიტეტი

ბიზნესის, კომპიუტინგისა და

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა.

ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

მაგისტრატურის პირველი კურსი

სტუდენტი: ანა მაზმიშვილი

ფსიქოსომატიკა და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

რეფერატი: „ემოციური დიარეა“

ემოცია ეს არის ცვლილებათა რთული პტერნი,რომელიც მოიცავს


ფიზიოლოგიურ აგზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევას,
ეს არის პასუხი სიტუაციაზე, რომელიც პიროვნულად მნიშვნელოვნად
არის აღქმული.

თითოეულ ფიზიოლოგიურ სინდრომს თავისი ემოციური


სახელმწიფო აქვს. გარკვეული ემოციები ხშირად ხელს უწყობენ
სხვადასხვა ორგანული არეულობას და დაავადების ჩამოყალიბებასაც კი.
არაერთი დარღვევის დროს (მგ. ვეგეტატიური) არსებობს ისეთი
მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორები როგორიც არის შფოთვა,
რეპრესირებული იმპულსები, არასრულფასოვნების ან დანაშაულის
განცდა და სხვა.

სომატური დარღვევების ნახევარზე მეტი, რომლებსაც ხსირად


პაციენტები უჩივიან, სწორედ ემოციური დარღვევების შედეგია. მათ
შორის ემოციური დიარეა, რომელსაც ობიექტური მიზეზები არ გააჩნია
და შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები და დიდი პრობლემები.

დიარეა ეს არის ნაწლავის მოქმედების დარღვევა, მისი მოქმედების


გახშირება, რომელსაც ხშირად ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს. ამის
მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გადაჭარბებული მოთხოვნები
საკუთარი თავის მიმართ, ასევე გადაჭარბებული შიში

დაავადება შეიძლება პროვოცირებული იყოს:

დეპრესიული მდგომარეობით;

ფსიქოსებით;

ნევროზებით;

პანიკის თავდასხმებით;

მანიაკალურ-დეპრესიული დარღვევებით.

ემოციური დიარეა ხშირად აწუხებთ ასევე იმ ადამიანებს, რომელთა


უშუალო ნათესავებისაც აწუხებდათ ფსიქოსომატური დარღვევები.

ემოციური დიარეის მქონე ადამიანება ახასიათებთ უნდობლობა,


უსუსურობის განცდა,მრავალფეროვანი სოციალური შიშები,როგორც
ფარული, ასევე აშკარა ( მგ. საჯარო გამოსვლებში და ღონისძიებებში
მონაწილეობა, მნიშვნელოვანი შეხვედრები, სიბნელის შიში და სხვა.), ამ
შიშების საფუძველი შესაძლოა მათ ბავშვობაში ვეძებოთ. ამ ადამიანებს
აქვთ გადაჭარბებული მოთხოვნილება მიიღონ დადებითი შეფასება
სხვებისგან და სოციუმის მხრიდან მოხდეს მათი შესაძლებლობების
აღიარება. სისუსტის შეგრძნება ან მარცხის შიში იწვევს მათში დიარეას.
ეს არის მათთვის ასე ვთქვათ თავდაცვისა და გაქცევის საშუალება
რთული სიტუაციების დროს. ამით ადამიანი ცდილობს პრობლემური
სიტუაციისთვის თავის არიდებას. როგორც კი იგრძნობს გარკვეულ
საფრთხეს ვითარდება დიარეა, ხოლო როგორც კი ეს საფრთხე ქრება,
ნაწლავის ნორმალური ფუნქცია მაშინვე იწყებს აღდგენას. მოვლენების
ამგვარი განვითარება აშკარად მიუთითებს დიარეის ფსიქოსომატურ
მიზეზებზე.

დიარეას ემოციურ ფაქტორებთან ერთად თან ახლავს ასევე:


უსიამოვნო შეგრძნებები კუჭში, მუცლის ტკივილი,დეფეკაციის
მოქმედების სიხშირე (5-6 ჯერ დღეში), სისხლიანი და ლორწოვანი მასა.

სამედიცინო კუთხით ჩარევასთან ერთად, რომელიც მოიცავს


გარკვეული სახის გამოკვლევებს, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე
ფსიქოლოგის ჩარევაც. ფსიქოლოგიური დახმარება ემოციური დიარეის
დროს მოიცავს პირველ რიგში იმას რომ მოხდეს შიდა კონფლიქტების
მოგვარება, შიშების დაძლევა და საკუთარი თავისა და
შესაძლებლობების რეალური შეფასება. ასევე სუნთქვითი ტექნიკების
დახმარებით პაციენტი სწავლობს უარყოფითი ემოციებთან გამკლავებას
და დაძაბულობის განმუხტვას. ემოციური დიარეის მქონე პაციენტებთან
მუშაობის დროს გამოიყენება გეშტალტთერაპია, ტრანსაქციული
ანალიზი, ხატვათერაპია, ფსიქოდრამა, ცეკვათერაპია. მკურნალობა
ხდება როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური ფსიქოთერაპიის
ფარგლებში.გარდა ამისა არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგულარული და
დაბალანსებული კვება, რადგან ალკოჰოლმა და ზედმეტად ცხიმიანი
საკვებმა შეიძლება გააძლიეროს ემოციური დიარეა.

1)И. Г. Малкина-Пых
ПСИХОСОМАТИКА
СПРАВОЧНИК ПРАКТИЧЕСКОГО ПСИХОЛОГА

2) ФРАНЦ АЛЕКСАНДЕР
ПСИХОСОМАТИЧЕСКАЯ МЕДИЦИНА
ПРИНЦИПЫ И ПРАКТИЧЕСКОЕ ПРИМЕНЕНИЕ

3) http://diarey.net/zabolevaniya/psihosomatika-diareya.

You might also like