You are on page 1of 5

დამწვრობითი დაავადება:

ღრმა და დიდი ფართობის მომცველ დამწვრობას, ადგილობრივი მოვლენების გარდა თან


ერთვის მეტად მნიშვნელოვანი ზოგადი მოვლენები როგორიცაა:უძლიერესი ტკივილით
აფერენტული იმპულსაცია და ქსოვილთა ადგილობრივი ცვლილებები,ნეირო–
ენდოკრინული მექანიზმებით თანდათან ჩაითრევს მთელი ორგანიზმის სისტემებს
პათოლოგიურ პროცესში და დამწვრობითი დაავადება განვითარდება.დამწვრობითი
დაავადება თავს იჩენს, თუ ზედაპირული დამწვრობის მაჩვენებელი აღემატება 15% ს ,ხოლო
ღრმა დამწვრობის–10% ს. დამწვრობითი დაავადების მიმდინარეობისთვის
დამახასიათებელია 4 პერიოდი:
1.დანმწვრობითი შოკი–(პირველივე წუთებიდან 72 საათამდე),რომლის თავისებურებაა
გახანგრძლივებული ერექტილური ფაზა,რაც შემდგომ ადინამიითა და ჰიპოვოლემიით
იცვლება.შოკის სიმძიმიდან გამომდინარე მცირდება ცირკულაციაში მყოფი სისხლის
მოცულობა.ადგილი აქვს ჰემოლიზს.მცირდება შარდის რაოდენობა,(შესაძლოა
ანურიამდე).არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებელი არ არის ყოველთვის კარგი
პროგნოზის მომასწავლებელი.დამწვრობის არეში ვაზოაქტიური ნივთიერებების
დაგროვება,პლაზმორეა და ჰემოკონცენტრაციის ზრდა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის
წამყვან ფაქტორებს წარმოადგენს.
2.მწვავე დამწვრობითი ტოქსიკემია–გრძელდება7–8 დღე.ამის მიზეზია ადგილობრივი
დაშლითი პროდუტების შეწოვა და მათი არასრული დეტოქსიკაცია,ვინაიდან ღვიძლისა და
თირკმლის ფუნქცია დამწვრობით დაავადებაში მათი ჩათრევის გამო მკვეთრადაა
დაქვეითებული.თხიერი მასის საერთო სანათურში დაბრუნება,ერთი მხრივ ამცირებს
ჰიპოვოლემიის ხარისხს, მეორე მხრივ აძლიერებს გამოხატულ ტოქსიკემიას,ორგანოებიდან
მათი გამორეცხვის გამო.
3.სეპტიკოტოქსემია–წამყვანი ხდება 10 დღე–ღამის შემდეგ.ძირითადად დამწვრობითი
წრილობის დაჩირქებისა და ეპითელიზაციის შენელების შედეგად ვითარდება.წარმოქმნილი
ფუფხის ორგანიზმის მიერ მოცილებას თან სდევს ჩირქოვანი გართულებები.ეტიოლოგიური
ფაქტორებიდან აღსანიშნავია სტაფილოკოკი,პროტეუსი,ნაწლავის ჩხირი.თავს იჩენს
ნაწოლები, კუნთების ატროფია და ზოგადი ჩირქოვანი ინფექციისთვის დამახასიათებელი
სხვა ნიშნები.ადგილობრივი ანთებად–ჩირქოვანი პროცესების ჩაცხრომა მდგომარეობის
გაუმჯობესების წინა პირობას წარმოადგენს.
4.რეკონვალესცენციის პერიოდი–ხასიათდება აღდგენითი
პროცესებითპროცესებით.ვისცერული ორგანოების მხრივ დარღვევები, რომლებიც წინა
პერიოდებისთვის იყო დამახასიათებელი,ორგანოების ფუნქციური გადატვირთვის გამო
მათი ამა თუ იმ ხარისხით გამოხატული უკმარისობით გამოვლინდება.აღნიშნული
ორგანოები მუდმივ ზედამხედველობასა და ფუნქციის კორექციას საჭიროებს უახლოესი 2–4
წლის განმავლობაში

ზემოაღნიშნული კლინიკური სურათი შეესაბამება დამწვრობითი დაავადების მწვავე და


ქრონიკულ პერიოდებს.კარგი გამოსავლის შემთხვევაში მათ ცვლის მესამე,გამოჯანსაღების
პერიოდი,რომელიც აქტიური პათოგენეზური მკურნალობის ფონზე ზოგადი და
ადგილობრივი მოვლენების უკუგანვითარებით გამოიხატება.ღრმა დამწვრობის
შემთხვევაში–კანი არ აღდგება;ჭრილობა ნაწიბურდება და ხშირად სხეულის
დამამახინჯებელ დეფორმაციას იწვევს.

ქიმიური დამწვრობა.
ყველაზე ხშირად ძლიერი მჟავებისა და მწვავე ტუტეების ზემოქმედებით ვითარდება.
იშვიათად მძიმე ლიტონების მარილების, მჟანგავების, ფოსფორისა და ტოქსიკური აირებსი (
იპრიტი, ლუიზიტი ) გამო. ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება მფარავი ქსოვილების გარდა
იწვევს პარენქიმული ორგანოების დაზიანებასაც.მჟავების მოქმედება განპირობებულია
თავისუფალი წყალბადის იონებით, რომლებიც ქსოვილებს აუწყლოებენ და ცილების
შედედებას იწვევენ. ეს განაპირობებს ქსოვილების მშრალი, კოაგულაციური ნეკროზის
განვითარებას. წარმოიქმნება ფუფხი , რომელიც ქსოვილთა უფრო ღრმად მდებარე შრეში
მჟავას შეჭრას უშლის ხელს და დამცველი ბარიერის როლს ასრულებს.
მწვავე ტუტეების მოქმედება განპირობებულია ჰიდროქსილის იონებით, რომლებიც
ქსოვილთა ცხიმების გასაპვნას იწვევენ, ცილებს შლიან და ტუტუის ალბუმინატებს
წარმოქმნიან. ვითარდება ქსოვილის (რბილი) კოლიკვაციური ნეკროზი. წარმოიქმნება
ჟელესებრი მასა, რომელიც სიღრმეში ადვილად ატარებს ჰიდროქსილის იონებს. ამის გამო
კოლიკვაციური ნეკროზი ყოველტვის ფართო და ღრმაა.
ქიმიური დამწვრობიდან რამდენიმე დრის შემდეგ ვითარდება დაზიანებული ქსოვილების
პათოლოგიური, ჰისტომორფოლოგიური ცვლილებები. რბილი ნეკროზის შემთხვევაში
უჯრედთა კარიოლიზისსა და კარიორექსისს, შემდგომ კი ციტოპლაზმის დაშლას.
კოაგულაციუი ნეკროზისას ადგილი აქვს ჰიპერქრომატოზსა და პიკნოზს. . ზედაპირული
დამწვრობისას ხდება ქსოვილთა ანთება , ღრმა დაწვრობისას - ქსოვილთა ნეკროზი.
ქიმიური დამწვრობის ხარისხს კრეიბიხის კლასიფიკაციის მიხედვით ადგენენ, მაგრამ ამ
სახის დამწვრობები დიდად განსხვავდება თერმულისაგან. მაგ. ქიმიური დაწვრობა შოკის
გარეშე მიმდინარეობს, ადგილობრივი პროცესის სახით მიმდინარეობს და დამწვრობით
დაავადებას არ იწვევს. დამწვრობიტი ჭრილობა დუნედ ხორცდება, ნაწიბური უხეშია და
მიდრეკილება აქვს კელოიდური გადაგვარებისაკენ. ხშირია პირის ღრუს, საყლაპავისა და
კუჭის დამწვრობა.
I ხარისხის დამწვრობისას აღინიშნება ჰიპერემიაკანის უმნიშვნელო შეშუპებით,
ავადმყოფები უჩივიან წვის შეგრძნებას. II ხარისხის დამწვრობა ხასიათდება მჟავას დროს
მშრალი ხოლო ტუტეს დროს ჟელესებრი ქაფიანი ფუფხით. III ხარისხის დამწვრობისას
დანეკროზებულია კანის ყველა ქსოვილი, ხოლო IV ხარისხის დროს ყველა ქვეშმდებარე
ქსოვილი ძვლამდე.
ქიმიური დამწვრობის მკურნალობა იწყება დაზიანებული არის გამდინარე წყლით
ხანგრძლივი ჩამორეცხვით, რითაც შესაძლებელია დამაზიანებელი ფაქტორის მავნე
მოქმედების შეწყვეტა ან შემცირება შემდგომში ანტიდოტური პრინციპის გამოყენებით.
ქსოვილებზე დარჩენილი მჟავას განეიტრალებას ახდენენ სოდის 2%-იანი ხსნარით, ხოლო
დარჩენილი ტუტისას ლიმონმჟავას ან ძმარმჟავას 2% ხსნარით. ჩაუმქრალი კირის კანზე
ზემოქმედებისას დაუშვებელია წყლით ჩამობანა. ამ შემთხვევაში ქიმიურ აგენთს
მექანიკურად მოაშორებენ. ადგილობრივი მკურნალობა ღია ან დახურული წარიმართება.
ღრმა და შემოფარგლული დამწვრობისას მიმართავენ ნეკრექტომიას. ზოგადი მკურნალობის
პრინციპი იგივეა რაც თერმულის დროს.
სხეულის თერმული დამწვრობის ხარისხები:
დამწვრობათა შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია პროფესიულ
რისკთან და ბავშვთა ასაკთან. დაავადების მაღალი რისკის ჯგუფში შედიან
ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით შებყრობილი პირები,რომელთა შორის ხშირია
სიგარეტით გამოწვეული აალება.
დამწვრობის ფართობი–სხეულის ზედაპირის ფართობი, რომელიც ზიანდება მაღალი
ტემპერატურის ზემოქმედებით.
დამწვრობის სიღრმე–მფარავ და ქვეშმდებარე ქსოვილებში დაზიანების შეღწევის სისქე.
დამწვრობის სხვადასხვა კლასიფიკაცია ძირითადად სიღრმის გათვალისწინებითაა
შედგენილი:
I ხარისხის დამწვრობა–გამოიხატება კანის მკვეთრი შეწითლებით,შეშუპებით,ტკივილით.
დაზიანება კანის ეპიდერმული შრით შემოიფარგლება.
II ხარისხის დამწვრობა–ახასიათებს ეპიდერმისის უფრო მკვეთრი შეშუპება,მისი
ნაწილობრივი აშრევება ქვეშმდებარე,კანის დვრილისებრი შრიდან,ეპიდერმისის სისქეში და
მის ქვეშ სეროზული სიტხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნა.
III ხარისხის დამწვრობა–მესამე ხარისხის დამწვრობა ა და ბ ხარისხებად იყოფა: ა ხარისხის
შემთხვევაშიდვრილოვანი შრე ნაწილობრივ იღუპება, ამ დროს კანის ნაწილობრივი
რეგენერაცია ხდება; ბ ხარისხის შემთხვევაში დვრილოვანი შრე მთლიანად იღუპება
,ნაწილობრივ კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილიც ზიანდება.თუ მესამე ხარისხის დამწვრობა
დვრილოვან შრესა და მთლიანად კანს მოიცავს ამ დროს ვითარდება ნეკროზი და კანის
რეგენერაცია აღარ ხდება.
IV ხარისხის დამწვრობა–კანისა და ქვეშმდებარე რბილი ქსოვილების (შესაძლოა ძვლისაც)
ნეკროზა,მათ დანახშირებას ნიშნავს.

თერმული დამწვრობის მკურნალობის პრინციპები.


თერმული დამწვრობის მკურნალობა გულისხმობს ზოგად და ადგილობრივ თერაპიას.
ზოგადი მკურნალობა იწყება რაც შეიძლება ადრე და მიმართულია შოკის წინააღმდეგ,
იყენებენ ტკივილგამაყუჩებლებს. პარალელურად იწყება ბრძოლა ჰემოკონცენტრაციის,
ინტოქსიკაციის, ჰიპოპროტეინემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რისთვისაც
იყენებენ სისხლს, სისხლის ელემენტებს, სისხლის შემცვლელებსა და სადეზინტოქსიკაციო
საშუალებებს, რომლებიც ინტრავენურად შეჰყავთ.
ადგილობრივი მკურნალობის მეთოდებიდან არჩევენ ღია და დახურულს.
დამწვრობვის არის პირველადი დამუშავებისას ტკივილგამაყუჩებლებისა და მსუბუქი
ნარკოზის ფონზე დამწვრობისა არესა და საღ ქსოვილებს ჩამორეცხავენ 0.25%იანი
ნიშადურის სპირტით, ბენზინით, თბილი საპნიანი წყლით, ბოლოს - სპირტით. მოაცლებენ
ტანსაცმლის ნაწილაკებს , ჩამოფცქვნილ ეპითელიუმს, დიდი ზომის ბუშტუკებს ჩაჭრიან და
სითხისგან დაცლიან, დამწვარ ზედაპირს მოამშრალებენ სტერილური ბურთულებით.
ღია მეთოდს სხვადასხვა სახით იყენებენ: დამწვრობის ზედაპირის ჰაერით გამოშრობა ან
ულტრაიისფერი დასხივება ამ მეთოდით ჩქარდება ფუფხის წარმოქმნა.
თუ პაციენტის ჭრილობა ღია და ღრმაა სჭიროა სპეციალური მოწყობილობები ამ დროს
საჭიროა სიფრთხილე ჰოსპიტალური ინფექციისაგან თავის ასაცილებლად.
დახურული მეთოდით მკურნალობა მეტად გავრცელებულია, გამოიყენება ასეპტიკური
ნახვევები, რომლებიც დამწვრობითი არის იზოლაციას უზრუნველყოფს, რაც საშუალებას
გვაძლევს პაციენტის აქტიური მოძრაობისა და მისი გადაყვანა ნაკლებ სირთულეს
წარმოადგენს.
დამწვრობის ქირურგიული მკურნალობა : ნეკრექტომია, აუტოდერმოპლასტიკა, კიდურის
ამპუტაცია და აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაციები.
ნეკრექტომიას შოკიდან გამოსვლისთავავე პირველი 3დღეიღამის განმავლობაში ასრულებენ,
ინფექციების თავიდან ასარიდებლად ფართო ნეკრექტომიებს 4-7ე დღეს აკეთებენ. ამოკვეთას
აწარმოებენ ღრმა დამწვრობისას, ერთმომენტად სრულდება დერმოპლასტიკა მკვებავი
არტერიული ფეხის მეშვეობით.
გამოიყენება დერმოპლასტიკის ყველა თანამედროვე მეთოდი.
საკუთარი კანის ეპიდერმისიდან კერძოდ ეპიდერმოციტებისგან in vitro გაზრდილი
პლასტების გამოყენება დამწვრობითი ზედაპირის დასაფარავად შესაძლებელია 3 კვირაში.
აუტოდერმოპლასტიკასთან ერთად საყურადღებოა ხელოვნური კანის გამოყენების
მცდელობა სადაც წარმოდგენილია სპეციალური შენაერთებისგან გამდიდრებული
კოლაგენის ბოჭკოებისგან შედგენილი დერმული მატრიქსი და ეპიდერმისი.

სხივური დამწვრობა
სხივური დამწვრობა ხშირად თან სდევს ზოგად, სხივურ დაავადებას და ორგანიზმზე
მაიონიზებელი გამოსხივების მოქმედების შედეგია ( ალფა- და ბეტა ნაწილაკები ,რენტგენის
სხივები, ნეიტრონები და სხვა..) სხივურ დამწვრობას ძირითადად ახასიათებს მეტად
შენელებული მიმდინარეობა და ძალიან დაბალი რეგენერაციის უნარი .დაავადებას
ახასიათებს საწყისი და ნარჩენი რადიაციის ზემოქმედება. საწყისი რადიაცია წარმოიქმნება
დასხივების მომენტში , ხოლო დანარჩენი რადიაცია ატმოსფეროშია გაბნეული და დროთა
განმავლობაში ნალექის სახით გამოიყოფა. კანისა და ლორწოვანის იზოლირებულ
დამწვრობას იწვევს ბეტა-ნაწილაკების ზემოქმედება , რომელთაც ქსოვილებში ღრმად
შეჭრის უნარი აქვთ, ნაკლები უნარი აქვთ ალფა ნაწილაკებს.
კანის სხივური დაზიანების მიმდინარეობაში სამი ფაზა განირჩევა. მათგან პირველი ფაზა
იწყება დასხივებიდან რამდენიმე წუთში. ადრეული რეაქცია გამოიხატება პირველადი
ერითემის წარმოქმნით. ერითემა სხვადასხვა ზომისაა და მას თან სდევს ქსოვილების
ადგილობრივი შეშუპება. აღინიშნება საერთო სისუსტე , იშვიათად გულისრევა , ღებინება,
არტერიული ჰიპერტენზია და ტაქიკარდია. მეორე ფაზაა ე.წ ფარული ფაზა. ის რამდენიმე
საათიდან 3 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს და რაიმე გარეგანი გამოვლინების გარეშე
მიმდინარეობდეს. მესამე ფაზაში უკვე იწყება ნეკროზული ცვლილებები , მას ახასიათებს
დაზიანების არეში მეორეული ერითემის წარმოქმნა. მძიმე დაზიანების ფონზე წარმოიქმნება
ბუშტუკები , რომლებიც თანდათან დიდდება და ხშირად ერთმანეთს უერთდება, შემდეგ
ასეთი ბუშტუკები იხსნება და თავს იჩენს წყლულების და ნეკროზული უბნების წარმოქმნა.
გრძელდება ზოგადი სხივური დაავადების მიმდინარეობა , პროგრესირებს
თრომბოციტოპენია , ლეიკოპენია და ანემია. სხვური დამწვრობის მკურნალობა
მიმდინარეობს ზოგადი ტერაპიის ფონზე ( სისხლის გადასხმა , ძვლის ტვინის გადანერგვა )
ადგილობრივად იყენებენ პროტეოლიზურ ფერმენტებს და ანტუსეპტიკურ საშუალებებს.

You might also like