You are on page 1of 1

როდის უნდა გამოვიყენოთ„ვინც“ და როდის „რომელიც“:

თუ მთავარი წინადადების ასახსნელი სიტყვა მხოლოდ


ნაცვალსახელითაა გადმოცემული, წევრ-კავშირად უნდა
გამოვიყენოთ ვინც (ის-ვინც) ან რაც (ის-რაც).

„რომელიც“ გამოიყენება მაშინაც, თუ მისათითებელ სიტყვას


განსაზღვრებად ახლავს ნაცვალსახელი (ის კანდიდატი, რომელიც).

განვამტკიცოთ:
მოიგებს ის, ვინც მეტ ხმას დააგროვებს - ამ წინადადებაში
მისათითებელი (ასახსნელი) სიტყვა მხოლოდ ნაცვალსახელითაა
გადმოცემული, შესაბამისად, წევრ-კავშირად უნდა გამოვიყენოთ „ვინც“
და არა „რომელიც“. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი,
ვინც მეტ ხმას მიიღებს - ამ წინადადებაში მისათითებელი სიტყვა
არსებითი სახელია. წესის თანახმად, აქ უნდა იყოს „რომელიც“ და არა
„ვინც“. შესაბამისად, სწორი იქნება: მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება
კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

You might also like