You are on page 1of 2

XIIსაუკუნის მეორე ნახევარში მონღოლები ცხოვრობდნენ გვაროვნული

წყობილებით ცენტრალურ აზიაში.1206 წელს,მონღოლთა თავკაცების საერთო


კრებაზე,ყურულთაიზე, მონღოლთა წინამძღვრად თემუჩინი, ანუ ჩინგიზ ყაენი
აირჩიეს.ასე წარმოიქმნა მონღოლთა ადრეფეოდალური სახელმწიფო,რომელიც
სამხედრო პრინციპით იყო მოწყობილი.ჩინგიზ ყაენმა თავდაპირველად დაიპყრო
აღ,ციმბირი,ჩინეთის იმპერია,ხოლო 1218წელს შეიჭრა შუა აზიაში,სადაც ყველაზე
ძლიერი სახელმწიფო ხვარაზმი გახდა.ხვარაზმშაჰი მუჰამედი დამარცხდა
მონღოლებთან ბრძოლაში და კასპიის ზღვის კუნძულზე გაიქცა სადაც გარდაიცვალა
1220წელს,მონღოლებმა მას დაადევნეს ორი დუმანი ჯებე და სუბუდაი,ეს
უკანასკნელნი ჯერ აზერბაიჯანში შეიჭრნენ,შემდეგ კი საქართველოს საზღვრებს
მოადგნენ.1220-21წლებშილაშამ მათ სამი ბრძოლა გაუმართა,სადაც სამივეჯერ
მარცხი განიცადა,ამ დროს მონღოლებს საქართველოს დაპყრობა არ უცდიათ.

ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეება გააგრძელეს


დაპყრობითი ომები.მათ ჯალალ ედ-დინის(ხვარაზმშაჰ მუჰამედის უფროსი ვაჟი)
დამარცხების შემდეგ მოკლე დროში დაპყრეს მთელი ირანი და ამიერკავკასიაში
შეიჭრნენ.1235წელს ისინი შამქორს მიადგენენ,რომელიც იმ დროს საქართველოს
ეკუთვნოდა,ვარამ გაგელმა არია მონღოლებთან ბრძოლას თავი და
დას.საქართველოში გადავიდა.რუსუდანი ჯალალ ედ-დინის წასვლის შემდეგ
დაბრუნდა თბილისში,,მაგრამ მონღოლების მოახლოების ამბავი რომ შეიტყო,ისევ
დას საქართველოს მიააშურა.ქალაქის მცველად მან დატოვა მუხას ძე,გასცა ბრძანება
გადაეწვა ქალაქი,მონღოლების მოახლოებისას,რათა მტერს არ ჩავარდნოდა
ხელში.ლორეში მანდატურთუხუცესი შანშე მხარგრძელი იყო გამაგრებული,მაგრამ
მან მონღოლების მოახლოებისთანავე მიატოვა იქაურობა.კაენის ციხეში ათაბაგ-
ამირსპარსალარი ავაგ მხარგრძელი იყო გამაგრებული,მაგრამ წინააღმდეგობის
ნცვლად მან მტერთან დაზავება არჩია.1238-1239წლებში მონღოლებმა ანისი და კარი
აიღეს,ამის შემდეგ მონღოლებს მხოლოდ სამცხის ამირსპარსალარი
მეჭურჭლეთუხუცესი ივანე ჯაყელ-ციხისჯვარელი აგრძელებდა ბრძოლას,როდესაც
მესხების თავდადება უიმედო აღმოჩნდა,რუსუდანის ნებართვით ისიც დამორჩილდა
მონღოლებს.

1242წელს ოქროს ურდოში მოსალაპარაკებლად გაგზავნილ იქნეა არსენ


მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. მას ევალებოდა ზავის პირობები და უვნებლოის
ფიცი მიეღო ყაენისგან.მონღოლებსაც დიდი მსხვერპლის გაღება მოუხდათ
საქართველოს დასაპყრობად,ქართველი ხალხი უდიდეს წინაღმდეგობას უწევდ
მონღოლებს.7წლის განმავლობაში მათ მხოლოდ აღმოსავლეთ ა სამ საქართველოს
დაპყრობა შეძლეს,დას საქართველოში კი ფეხიც ვერ შედგეს.,ამიტომ მა გადაწყვიტეს
დათმობაზე წასულიყვნენ. ზავის პირობების ანახმად მონღოლები საქართველოში
მეფობას და ადგილობრივ მმართველობას არ აუქმებდნენ,საქართველოს დაეკისრა
ყოველწლიური ხარკი 50ათასი პერპერა და ჯარი სგამოყვანა.

1245წელს რუსუდანი გარდაიცვალა. დადგა უმეფობის ხანა. ტახტის მემკვიდრე


დავით რუსუდანი ძე ურდოდან ჯერ კიდევ დაბრუნებული არ იყო,მონღოლებმა არ
ისარგებლეს ამით და ქვეყნის შინაური ადმინისტრაცია მონღოლურ ყაიდაზე
მოაწყვეს.

ქართველი თავკაცები 1246წელს სამცხესი შეიკრიბნენ კოხტასთავს და მონღოლთა


წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა დაადგინეს.მონღოლებმა შეიტყვეს შეთქმულების
შესახებ და ისე სწრაფად მივიდნენ კოხტასთავს რომ დასავლეთ საქართველოს ორი
დიდებულის ცოტნე დადიანისა და რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერიძის ძის
გარდა,რომლებიც ადრე წასულიყვნენ ჯარის შესაგროვებლად.ყველანიი ადგილზე
დააპატიმრეს.შეპყრობილი ქართველი თავკაცები ანისში მონღოლთა ნოინს
მიჰგვარეს. დაკითხვაზე შეთქმულებმა განაცხადეს,რომ მონღოლებისთვის მისაცემი
ხარჯის საქმის მოსაგვარებლად შეიკრიბნენ.მოღოლთა ნოინის ბრძანებით
შეთქმულები გამოტეხის მიზნით გააშიშვლეს და მხრებშეკრული დაჰყარეს
მცხუნვარე მზეზე.როცა ცოტნე დადიანმა შეთქმულების გამჟღავნების შესახებ
შეიტყო,ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა ამხანაგების ხვედრი. ცოტნე
დადიანის ამ საქციელმა მონღოლები ძალიან გააკვვირვა და ის ნოინთან წაიყვანეს. ამ
საქციელმა მონღოლები ძალიან გააკვირვა და ის ნოინთან დასაკითხას. მან იგივე
თქვა,რასაც სხვები ამბობდნენ.დაუმატა,რომ იმითვის მივიდა მათთან,რომ საქმე
კარგად გამოეძია,თუ ისინი სიკვდილის ღირსნი არიან,მეც მათთან ერთად
ვიმსჯელოთო.ცოტნეს გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველების
სიმართლეში და დაპატიმრებულები გაანთავისუფლეს.ცოტნე დადიანის პირადმა
თავდადებამ და მოსაზრებულობამ საართველოს დიდებულები იხსნა მონღოლთა
შურისძიებისაგან.

You might also like