You are on page 1of 2

ვაქცინის შეყვანას ხშირად თან სდევს ორგანიზმის

საერთო, მძიმე რეაქცია — შემცივნება, მაღალი


ტემპერატურა, ძლიერი ოფლიანობა, ტკივილის
გაძლიერება. ვაქცინაციას არ
მიმართავენ ორსულობის მეორე ნახევარში,
ტუბერკულოზის აქტიური ფორმის, თირკმლების
დაავადების, ჰიპერტონული და სხვა დაავადებების
დროს.
ვეტერინარიაში ვაქცინაციას იშვიათად იყენებენ,
უფრო ხშირად მიმართავენ ხანგრძლივად
მიმდინარე ქრონიკული ინფექციური დაავადების —
ტულარემიის, კოლიბაქტერიოზის,
სტაფილოკოკური ინფექციის დროს.
არის შემთხვევები, როცა იმუნიზაცია
უკუნაჩვენებია. ასეთ დროს აცრა ან საერთოდ
იკრძალება, ან გარკვეული ხნით გადაიდება. 
ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციის უკუჩვენებაა:
* მძიმე ალერგიული რეაქცია ან გართულება
(ანაფილაქსიური შოკი, კოლაფსი, ენცეფალოპათია
ან ენცეფალიტი, კრუნჩხვა ტემპერატურული ფონის
გარეშე) ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის
კომპონენტზე;
* საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება
მკაფიოდ გამოხატული კლინკური ნიშნებით –
ტემპერატურით ან მის გარეშე (ვაქცინაცია არ
ტარდება გამოჯანმრთელებამდე).
ნებისმიერი ტიპის ცოცხალი ვაქცინის
უკუჩვენებებია:
* კორტიკოსტეროდების დიდი დოზებით,
ანტიმეტაბოლური ან მაალკილირებადი
პრეპარატებით მკურნალობა, სხივური თერაპია,
ლეიკოზი, ლიმფომა, ორსულობა, სიმსივნური
დაავადებები, სიმპტომური ან უსიმპტომო შიდსი. 
სისხლის ან სისხლის სხვა პროდუქტების ხშირი
გადასხმის შემთხვევაში ვაქცინაციის ჩატარების
საკითხს და ვადებს წყვეტს ექიმი.
გარდა ამისა:
* ტუბერკულოზის (BCG)(სურათი 1.) ვაქცინაცია
უკუნაჩვენებია აივ ინფექცია შიდსის დროს,
დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველასი (დტყ) –
ნერვული სისტემის პროგრესირებადი
დაავადებებისა და ფებრილური გულყრების
ისტორიის (ვაქცინაცია ტარდება ყივანახველას
კომპონენტზე) დროს, ამინოგლიკოზიდურ
ანტიბიოტიკებზე მძიმე ალერგიული რეაქცია და
კვერცხის ცილაზე ანაფილაქსიური რეაქცია კი
წითელა-წითურა-ყბაყურას აცრისთვის წარმოადგენს
უკუჩვენებას.
გახსოვდეთ: არც ერთი სხვა მდგომარეობა
იმუნიზაციის უკუჩვენება არ არის!

You might also like