You are on page 1of 3

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფ.ქ.ო.

დ)
საინფორმაციო ბუკლეტი პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის

რა არის ფქოდ-ი?
არის დაავადება ,რომელიც არღვევს სასუნთქი გზების ჰაერისადმი გამტარუნარიანობას და იწვევს მათ
შევიწროებას. შესაბამისად არღვევს ფილტვებიდან ორგანიზმისათვის ჟანგბადის მიწოდებისა და
ნახშირორჟანგის გამოდევნის პროცესს.

ტერმინი ფქოდი აერთიანებს რამდენიმე დაავადებას - ემფიზემას, ქრონიკულ ბრონქიტს და ასთმას.

დღეისათვის არ არსებობს ფ.ქ.ო.დ-ის დიაგნოსტირების შემდეგ მისგან სრული განკურნება. დაავადებას


ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებებით.
ჩვენი მიზანია ჩავატაროთ გარკვეული ღონისძიებები და შევამციროთ გამწვავებების სიხშირე. ამისათვის
საჭიროა:

 პაციენტმა უნდა შეწყვიტოს სიგარეტის მოწევა


 შორს წასულ შემთხვევაში ზოგჯერ საჭირო ხდება დაბალი ნაკადით ჟანგბადის მიწოდება ან
სპციალური აპარატით დახმარება.
 კვებითი სტატუსის გამოსწორება - რადგან ასეთ პაციენტებში ქოშინის ხარისხი იმდენად მაღალია,
რომ ვერ ახერხებენ საჭირო კალორაჟის მიღებას. ამიტომ რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით
და ხშირ-ხშირად. საჭიროა კვებებს შორის შესვენება სასუნთქი კუნთების დასვენების მიზნით. თუ
პაციენტი წონაში იკლებს შეატყობინეთ ექიმს.
 ფილტვების რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვა - ანუ სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება.
 ემფიზემის შემთხვევაში ზოგჯერ კეთდება ქირურგიული ჩარევა, ფილტვის მოცულობის
შემცირების მიზნით.
 ინფექციების პრევენცია - გეგმიური ვაქცინაცია პნევმოკოკური პნევმონიის პრევენციის მიზნით.
რადგან სასუნთქი გზების ინფექციები ამწვავებს ფ.ქ.ო.დ-ს.
 თავიდან ავიცილოთ ანტიბიოტიკების ჭარბი გამოყენება - რადგან ინფექციების უმეტესობა
ვირუსული გენეზისაა.
 თავიდან აიცილეთ უცხო გაზებთან , მტვერთან და სასუნთქი სისტემის სხვა გამღიზიანებლებთან
კონტაქტი.
 იყავით კოოპერატიული ექიმის დანიშნულებასთან.
 მიიღეთ ყველა მედიკამენტი რომელსაც ექიმი დაგინიშნავთ
 სუნთქვის უკმარისობის გაღრმავებისთანავე დაუკავშირდით ექიმს.
 ფ.ქ.ო.დ-ის მქონე პაციენტებს ახასიათებთ დაბალი სატურაციის მაჩვენებლები 88-92%, რასაც მათი
ორგანიზმი აბსოლუტურად შეჩვეულია. არ არის საჭირო ამ დროს ჟანგბადის მიცემა, რადგან ეს
იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და აუარესებს პაციენტის მდგომარეობას.

შედგენილია ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის სამსახურის მიერ

You might also like