You are on page 1of 1

1 კლინიკური რეკომენდაცია

სტრესული წყლულების პროფილაქტიკა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში


 კრიტიკულად მძიმე პაციენტებში სტრესული დაწყლულება ყველაზე ხშირად გვხდება კუჭის
ფუძესა და სხეულზე, შედარებით იშვიათად – ანტრალურ ნაწილში, თორმეტგოჯა ნაწლავსა და
საყლაპავის დისტალურ ნაწილში.
 ამ გენეზის წყლულები, ძირითადად, აზიანებენ ლორწოვანის ზედაპირს და იწვევენ სისხლნაჟღენ-
თებს ან მცირე კაპილარულ სისხლდენას. ზოგჯერ შესაძლოა უფრო ღრმა, ლორწქვეშა დაზიანებები,
რაც მასიური სისხლდენების და პერფორაციის, ან ორივესი ერთად, მიზეზი ხდება.
 კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პტი), ჰისტამინ-2 რეცეპ-
ტორების ანტაგონისტები (H2 ბლოკერი) და ანტაციდები, ამცირებენ გასტრო-ინტესტინური (გ/ი)
სისხლდენების შემთხვევებს.
 სტრესული წყლულების განვითარების რისკის მქონე კრიტიკულად მძიმე პაციენტებში ნაჩვენებია
კუჭის მჟავიანობის დაქვეითებისკენ მიმართული პროფილაქტიკა (მაგ., პტი, H2 ბლოკერი, ანტა-
ციდი).
სტრესული წყლულის განვითარების რისკ-ფაქტორები:
1. მექანიკური ვენტილაცია 48 სთ-ზე მეტი ხანგრძლივობით;
2. კოაგულოპათია – თრომოციტების რაოდენობა <5000მმ3; საერთაშორისო ნორმალიზებული ფარდო-
ბა (INR) > 1,5 პარციალური თრომბოპლასტინის დროის (PPT) 2-ჯერ და მეტად მომატება;
3. გ/ი სისხლდენის ან წყლულის არსებობა ბოლო 1 წლის ანამნეზში;
4. თავის ქალას და ხერხემლის ტრავმა;
5. სხეულის 35% -ზე მეტი ფართის დამწვრობა;
6. ქვევით ჩამოთვლილი ფაქტორებიდან 2 ან მეტი რისკის ერთობლივი არსებობა:
a. სეფსისი,
b. ინტენსიურ თერაპიაში 1 კვირაზე მეტი ხნით დაყოვნება,
c. ფარული გ/ი სისხლდენა 6 დღის განმავლობაში,
d. გლუკოკორტიკოიდოთერაპია (250მგ ჰიდროკორტიზონით ან მისი ექვივალენტით).
 კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ზემოთ მოყვანილი არცერთი რისკ-ფაქტორი,
სტრესული წყლულის პროფილაკტიკა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად. მაგ.: ენტერალური კვების,
ძირითადი დაავადების სიმძიმის ან თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით.
 კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, ვისთანაც შესაძლებელია ენტერალური კვება და ნაჩვენებია
სტრესული წყლულის პროფილაქტიკა, ყველაზე ოპტიმალურია დაინიშნოს პერორალურად
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები:
ომეპრაზოლი - 40მგ პერორალურად ან ნაზოგასტრალური ზონდით, დღეში 1-ჯერ.
 კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, ვისთანაც შეუძლებელია ენტერალური კვება მიზანშეწონილია H2
ბლოკერის ი.ვ ინექცია.
რანიტიდინი – 50მგ ი.ვ., ყოველ 8 სთ-ში ან წვეთოვნად 6,25 მგ/სთ.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. Gerald L Weinhouse, Stress ulcer prophylaxis in the intensive care unit, May. 2014; იხ. <www.UpToDate.com>.
2. Omeprazole: drug informations. იხ. <www.UpToDate.com>.
3. Ranbitidine: drug informations. იხ. <www.UpToDate.com>.

კლინიკური რეკომენდაცია მომზადებულია


„ჯეოჰოსპიტალს“-ის კლინიკური მხარდაჭერის
ჯგუფის მიერ:
ი.მგალობლიშვილი (პასუხისმგებელი პირი)

You might also like