You are on page 1of 24

დექსამეტაზონი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
გლუკოკორტიკოსტეროიდები

თსსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი, 15 ჯგუფი


აკაკი ვერულიძე
 აქტიური ნივთიერება: დექსამეტაზონის ფოსფატი ნატრიუმის მარილის სახით – 4
მგ.
 დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, დინატრიუმის ედეტატი, დინატრიუმის
ჰიდროგენი ფოსფატ დიჰიდრატი, საინექციო წყალი
პრეპარატი დექსამეტაზონი წარმოადგენს ხანგრძლივი
მოქმედების სინთეტიკურ გლუკოკორტიკოსტეროიდს,
რომელსაც არ გააჩნია მინერალკორტიკოიდური ეფექტი.
პრეპარატი ახდენს ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და
მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას, გააჩნია
იმუნოდეპრესიული აქტივობა.

ვენაში შეყვანის შემდეგ პრეპარატი სწრაფად იწყებს


მოქმედებას, ხოლო კუნთში შეყვანის შემდეგ
კლინიკური ეფექტი 8 საათში მიიღწევა. პრეპარატის
მოქმედება პროლონგირებულია და კუნთში შეყვანის
შემდეგ 17-დან 18 დღემდე მოქმედებს და
ლოკალური გამოყენების (დაზიანების არეში) შემდეგ
3 დღიდან 3 კვირამდე..
გამოყენების ჩვენებები
- დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ:
თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მწვავე უკმარისობა; ქირურგიული ჩარევები, მძიმე ტრავმები ან
დაავადებები პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ცნობილი ან სავარაუდო უკმარისობით.
- სხვადასხვა გენეზის შოკი:
სტანდარტული თერაპიის მიმართ რეზისტენტული შოკი; ანაფილაქსიური შოკი; შოკი პაციენტებში
თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობით.
- თავის ტვინის შეშუპება:
თავის ტვინის შეშუპება, განპირობებული თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნეებით,
ნეიროქირურგიული ჩარევით ან ქალა-ტვინის ტრავმით.
- ავთვისებიანი დაავადებები:
ლეიკოზისა და ლიმფომის პალაიტური მკურნალობა მოზრილებში, მწვავე ლეიკემია ბავშვებში;
ჰიპერკალციემია პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ავთვისებიანი სიმსივნეები პერორალური
მკურნალობის შეუძლებლობის დროს.
- ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის გამწვავება, ასთმური სტატუსი.
- ალერგიული მძიმე რეაქციები.
- სახსარში შეყვანა:
სახსრის გამოხატული ანთების შემთხვევებში (ინფექციურის გარდა), როდესაც
ჩვეულებრივი თერაპია არაეფექტურია, ასევე სხვა მდგომარეობებში
სინოვიტით (სინოვიალური სითხის ასპირაციის შემდეგ).
- ლოკალური გამოყენება (დაზიანების არეში) ნაჩვენებია ფიბროზულ-
გამკვრივებული ფოლიკულიტის, რგოლისებრი გრანულომისა და
სარკოიდოზის შემთხვევებში.
- სუბკონიუნქტივალური, რეტრობულბარული ან პარაბულბარული შეყვანა:
ინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საშიშროება
მხედველობისათვის თვალების ანთებითი ან ალერგიული დაავადებების,
სისტემური იმუნოდეფიციტის, თვალის ბუდის პროლიფერატული
ცვლილებების დროს, სიმპაზური ოფთალმიის და რქოვანას ტრანსპლანტაციის
შემდეგ იმუნოსუპრესიული მკურნალობის შემდეგ.
დექსამეტაზონის ინექციის შემდეგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი
განიცდის სწრაფ ჰიდროლიზს და გარდაიქმნება დექსამეტაზონად. 20 მგ
დექსამეტაზონის ინექციის შემდეგ პლაზმის კონცენტრაცია პიკს 5 წუთში
აღწევს. დექსამეტაზონი უკავშირდება (77%-მდე) პლაზმის ცილებს,
ძირითადად - ალბუმინს. დექსამეტაზონი დიდი ოდენობით გროვდება
ღვიძლში, თირკმლებსა და თირკმელზედა ჯირკვლებში. მეტაბოლიზმი
ღვიძლში ნელია, ხოლო გამოყოფა, ძირითადად, შარდით ხდება,
უმეტესწილად - არაკონიუგირებული სტეროიდების სახით.
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5-4.5 საათს, მაგრამ
პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა აჭარბებს სტეროიდების
მნიშვნელოვან კონცენტრაციებს პლაზმაში, შესაბამისად უფრო
მნიშვნელოვანია ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი.
დექსამეტაზონის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 36-
54 საათს, შესაბამისად, დექსამეტაზონი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ
შემთხვევებში, როდესაც სასურველია უწყვეტი გლუკოკორტიკოსტეროიდული
მოქმედება.
დექსამეტაზონით მკურნალობის შეწყვეტა
ხანგრძლივი მკურნალობის დროს ვითარდება ადრენალურ-კორტიკული ატროფია
და, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შეიძლება წლების განმავლობაში
გაგრძელდეს. ამიტომ, კორტიკოსტეროიდების შეწყვეტა ხანგრძლივი მკურნალობის
შემდეგ ყოველთვის საფეხურეობრივად უნდა მოხდეს მწვავე ადრენალური
უკმარისობის პრევენციის მიზნით - დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს კვირეების ან
თვეების განმავლობაში, მკურნალობის დღიური დოზების და ხანგრძლივობის
მიხედვით.
პაციენტებში, რომლებსაც მიღებული აქვთ სისტემური
კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები 3 კვირაზე ხანგრძლივად,
შეწყვეტა მკვეთრად არ უნდა მოხდეს. მაღალი დოზის შემცირება
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია დაავადების
განახლება სისტემური კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებისას. თუ
დაავადების განმეორების ალბათობა დაბალია სისტემური
კორტიკოსტეროიდების შეწყვეტისას, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი
HPA სუპრესიის შესახებ, სისტემური კორტიკოსტეროიდის დოზა სწრაფად
შეიძლება შემცირდეს ფიზიოლოგიურ დოზამდე. დღეში 1 მგ
დექსამეტაზონის დოზის მიღწევის შემდეგ დოზა ნელ-ნელა უნდა
შემცირდეს HPA-სისტემის აღდგენის მიზნით.
სისტემური კორტიკოსტეროიდული მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტა, თუ
მკურნალობა გრძელდებოდა 3 კვირამდე, შესაძლებელია, თუ ითვლება,
რომ დაავადება არ განმეორდება. 3 კვირის განმავლობაში
დექსამეტაზონის 6 მგ-მდე დღიური დოზით მკურნალობის შემდეგ
მკვეთრი შეწყვეტისას ნაკლებად სავარაუდოა კლინიკურად
მნიშვნელოვანი HPA-სისტემის სუპრესიის განვითარება.
კორტიკოსტეროიდული მკურნალობის საფეხურეობრივი შეწყვეტა უნდა
მოხდეს პაციენტების შემდეგ ჯგუფებში (იმ შემთვევაშიც კი, თუ
მკურნალობის კურსი იყო 3 კვირაზე ნაკლები):
• კორტიკოსტეროიდების მიღება აღემატებოდა 3 კვირას ან
მკურნალობის რამდენიმე კურსის ჩატარების შემთხვევაში.
• როდესაც მკურნალობის მოკლევადიანი კურსი იქნა
დანიშნული გრძელვადიანი თერაპიის (თვეები ან წლები)
შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში.
• პაციენტები ადრენოკორტიკალური უკმარისობის განვითარების
სხვა მიზეზით, გარდა ეგზოგენური კორტიკოსტეროიდული
თერაპიისა.
• პაციენტები, რომლებიც იღებენ დღეში დექსამეტაზონს
დოზით>6 მგ.
• პაციენტები, რომლებიც იყენებენ პრეპარატს დღეში ორჯერ.
ხანგრძლივი თერაპიის დროს ყველა დაავადება, ტრავმა ან
ქირურგიული პროცედურა დოზის დროებით გაზრდას მოითხოვს;
თუ კორტიკოსტეროიდების მიღება შეწყდა ხანგრძლივი
მკურნალობის შემდეგ, შეიძლება საჭირ
პაციენტებმა უნდა ატარონ „სტეროიდებით მკურნალობის“ ბარათი, რომლის საშუალებით
შესაძლებელია რისკების შემცირება და რომელშიც მითითებულია ინფორმაცია მკურნალი
ექიმის, წამალის დასახელების, დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
ანთების საწინააღმდეგო/იმუნოსუპრესიული ეფექტები და ინფექცია
ანთებითი პასუხის და იმუნური ფუნქციის სუპრესია ზრდის ინფექციებისადმი
წინასწარგანწყობას და მათი სიმწვავის ხარისხს. კლინიკური სურათი ხშირად შეიძლება
ატიპიური იყოს და მოხდეს ისეთი სერიოზული ინფექციები, როგორიცაა სეპტიცემია და
ტუბერკულოზი, შენიღბული გამწვავება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ოსტეოპოროზი, მწვავე
ვირუსული, ბაქტერიული და სისტემური სოკოვანი ინფექციები (როდესაც
შესაბამისი მკურნალობა არ ტარდება), კუშინგის სინდრომი, ლაქტაცია.
შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან უკუჩვენებებს წარმოადგენს თირკმლის
ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი, მწვავე
ფსიქოზები.
კუნთში შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებსაც იდიოპათური
თრომბოციტოპენური პორფირი აწუხებთ.
ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში გამოსაყენებლად: თვალების ვირუსული და
სოკოვანი დაავადებები, თვალის ჩირქიანი ინფეციის მწვავე ფორმა
სპეციფიური თერაპიის არარსებობის დროს, რქოვანას დაავადებები
ეპითელიუმის დეფექტებთან კომბინაციაში, ტრაქომა, გლაუკომა.
ორსულობა და ლაქტაცია
დექსამეტაზონი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ
სასიცოცხლო მაჩვენებლებით, თუ დედის ან ნაყოფის ორგანიზმზე
პრეპარატის პოტენციური დადებითი მოქმედება აღემატება
მკურნალობასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკს.
ვინაიდან შესაძლებელია პრეპარატის მოქმედება ბავშვის ზრდასა
და ენდოგენური გლუკოკორტიკოსტეროიდების სეკრეციაზე,
დექსამეტაზონის გამოყენების დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს
გამოყენების წესი და დოზები
გამოყენება პარენტერალურად
პრეპარატი შეიყვანება კუნთში, ვენაში ნაკადად ან წვეთებად (გლუკოზასთან ან ფიზიოლოგიურ ხსნართან
ერთად). დექსამეტაზონი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პრეპარატებს ერთიდაიგივე შპრიცში ან
საინფუზიო ფლაკონში. ვენაში ან კუნთში შესაყვანი რეკომენდებული საწყისი საშუალო სადღეღამისო
დოზები დღეში 0.5-დან 9 მგ-მდე შეადგენს ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტს. დღის განმავლობაში
შეიძლება 4-20 მგ დექსამეტაზონის 3-4-ჯერ შეყვანა. პარენტერალური შეყვანის ხანგრძლივობა
ჩვეულებრივ 3-4 დღეს შეადგენს, შემდეგ პრეპარატის პერორალური ფორმით შემანარჩუნებელ თერაპიაზე
გადასვლა ხდება.
ლოკალური გამოყენება (დაზიანების არეში)
განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც
აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი,
ეპილეფსია, თრომბოემბოლია, მძიმე მიასთენია და გლაუკომა.
გლუკოკორტიკოიდების მოქმედება ძლიერდება იმ პაციენტებში, რომლებსაც
ღვიძლის ციროზი ან ჰიპოთირეოზი აწუხებთ.
დექსამეტაზონით მკურნალობას შეუძლია შენიღბოს არსებული ან ახალი
ინფექციის ნიშნები.
დექსამეტაზონმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური სოკოვანი ინფექციის,
ლატენტური ამებიაზის, ფილტვების ტუბერკულოზის გამწვავება.
დექსამეტაზონით მკურნალობის პერიოდში უკუნაჩვენებია ცოცხალი ვირუსული
ვაქცინით ვაქცინაციის ჩატარება. მოკლული ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინით
იმუნიზაცია არ იწვევს ანტისხეულების მოსალოდნელ გამომუშავებას და არ ახდენს
მოსალოდნელ პროფილაქტიკურ მოქმედებას. ჩვეულებრივ დექსამეტაზონი არ
ინიშნება 8 კვირით ადრე და 2 კვირის განმავლობაში ვაქცინაციის შემდეგ.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პაციენტების მკურნალობისას ქირურგიული
ჩარევის ან ძვლების მოტეხილობის შემდეგ, ვინაიდან დექსამეტაზონმა შეიძლება
შეანელოს ჭრილობის შეხორცება და ძვლის კორძის წარმოქმნის პროცესი.
ბავშვებში დექსამეტაზონით მკურნალობის ჩატარება მხოლოდ აბსოლუტური
ჩვენებებით შეიძლება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დექსამეტაზონის ეფექტურობა მცირდება რიფამპიცინთან, კარბამაზეპინთან,
ფენობარბიტონთან, ფენიტოინთან (დიფენილჰიდანტოინთან), პრიმიდონთან,
ეფედრინთან ან ამინოგლუტეტიმიდთან ერთად გამოყენების დროს.
დექსამეტაზონი ამცირებს მაჰიპოგლიკემიზირებელი პრეპარატების,
ჰიპოტენზიური საშუალებების, შედედების საწინააღმდეგო კუმარინის რიგის,
პრაზიქვანტელის და ნატრიურეზულების თერაპიულ ეფექტს. იგი ზრდის
ჰეპარინის, ალბენდაზოლისა და კალიურეზულების აქტივობას.
დექსამეტაზონისა და გლუკოკორტიკოიდების ან β2-რეცეპტორების აგონისტების
დიდი დოზების ერთად გამოყენება ზრდის ჰიპოკალიემიის განვითარების
რისკს. საგულე გლიკოზიდების უფრო მაღალი არითმოგენობა და
ტოქსიკურობა აღენიშნებათ პაციენტებს, რომლებსაც ჰიპოკალიემია აწუხებთ.

პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად


გამოყენებისას გლუკოკორტიკოიდების
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს,
რაც იწვევს მათი მოქმედების გაძლიერაბას და
გვერდითი ეფექტების რაოდენობის მომატებას.
რიტოდრინისა და დექსამეტაზონის ერთად
გამოყენება უკუნაჩვენებია, ვინაიდან შეიძლება
სიკვდილი გამოიწვიოს
გვერდითი მოქმედება
გლუკოკორტიკოიდების არენტერალურად ან ადგილობრივი ინექციების
სახით დანიშვნა ამცირებს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების
რისკს. მაგრამ, სისტემური და ადგილობრივი გვერდითი ეფექტების
განვითარების რისკი არებობს და იზრდება ხანგრძლივი თერაპიის და
ინექციათა სიხშირის გაზრდის დროს.
ადგილობრივი: ინექციის ადგილას გაწითლება, შესიება, ტკივილი ან
ანთების ან ალერგიული რეაქციის სხვა ნიშნები უფრო იშვიათ გვერდით
მოვლენებს განეკუთვნებიან. ხანგრძლივი გამოყენებისას ინექციის
ადგილას შეიძლება აღინიშნოს სტრიები, კანის ან კანქვეშა ბადურას
ატროფია.
სისტემური: პრეპარატის დიდი დოზების ვენაში სწრაფად შეყვანისას
შესაძლოა აღინიშნოს გენერალიზირებული ანაფილაქსია, სახისა და
ლოყების გაწითლება, ამოვარდნები გულის მუშაობაში, კრუნჩხვები.
დექსამეტაზონის ხშირი გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის
პრობლემები
• გულისრევა
ნერვული სისტემის ცვლილება • ღებინება
• ხასიათის ცვლილება • მადის ცვლილებები
• შფოთვა • მუცლის დისკომფორტ
• დეპრესია
სითხისა და ელექტროლიტების დარღვევები
• თავბრუსხვევა
• არტერიული წნევის მომატება
• თავბრუსხვევა
• სითხის შეკავება (შეშუპება)
• თავის ტკივილი
• ნატრიუმის შეკავება
• დაბალი კალიუმი
ჰორმონის დარღვევები
კანის პრობლემები • არარეგულარული მენსტრუალური პერიოდები
• მუწუკები • გლუკოზის ტოლერანტობის შემცირება
• გამონაყარი • კუშინგის სინდრომი (გრძელვადიანი
• სახის სიწითლე გამოყენებისას)
• თხელი კანი • კუნთებისა და ძვლების პრობლემები
• კანის პიგმენტაციის ცვლილებები • კუნთების მასის დაკარგვა
• გაიზარდა ოფლიანობა
• თმის არასასურველი ზრდა
• სისხლდენის პრობლემები კანის ქვეშ
იშვიათ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება
გენერალიზირებული კანის ალერგიული რეაქცია, უცაბედი
დაბრმავება, წვის, დაბუჟების შეგრძნება, ტკივილი ან
ჩხვლეტის შეგრძნება ინექციის ადგილას ან მასთან ახლოს,
ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა დელირი (გონების
დაბინდვა, აგზნება, შფოთვა), დეზორიენტაცია, ეიფორია,
ჰალუცინაციები, მანიაკალურ-დეპრესიული ეპიზოდები,
დეპრესია ან პარანოია, გლაუკომა, კატარაქტა, თვალშიდა
წნევის მომატება და ეგზოფტალმი.
ჭარბი დოზა
ჭარბმა დოზამ, რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება პრეპარატის
დიდი დოზებით რამოდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობის
შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების
უმრავლესობა, რომლებიც უკვე ვახსენე ზემოთ” და კუშინგის
სინდრომი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზის
შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ან მისი
გამოყენება დროებით უნდა შეწყდეს. მკურნალობა
სიმპტომატურია. ჰემოდიალიზი არ წარმოადგენს ორგანიზმიდან
დექსამეტაზონის გამოყოფის დაჩქარების ეფექტურ მეთოდს.
დექსამეტაზონი ალერგიისთვის: დანიშვნa და
უკუჩვენებები პრეპარატის გამოყენების ძირითადი მაჩვენებლები
შემდეგი სიტუაციებია:

ჰორმონალური ანტიჰისტამინი ინიშნება ალერგიული


ალერგია შოკის, შეშუპების, ბრონქოსპაზმის
რეაქციების მკურნალობისთვის, როდესაც სხვა
სახით;
მედიკამენტების გამოყენება შეუძლებელია ან ara
ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია;
ეფქტურია. ყველაზე ხშირად, "დექსამეტაზონი"
მწვავე croup, ადრენალინის ქერქის უკმარისობა;
მწვავე პირობების განვითარებაში გამოიყენება,
დერმატიტი, ერითემა, ლიქენი და ურტიკარია;
მაგალითად, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური
ალერგიული კონიუნქტივიტი, iritis, ოპტიკური
შოკი, ბრონქოსპაზმი. ამ პრეპარატის დაგეგმილი
ნერვის ანთება
გამოყენება დადგენილია, როდესაც აუცილებელია
პაციენტის გამოყვანა მძიმე მდგომარეობიდან
პრეპარატი ასევე გამოიყენება კომპლექსური
თერაპიის დროს სხვადასხვა სახის ანთებითი
პროცესების მკურნალობაში: ართრიტი, ბურსიტი,
ბრონქიტი, სისხლის დაავადებები და ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ სწორად გამოიყენოთ


"დექსამეტაზონი" ალერგიისთვის. პრეპარატის დოზა
თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად
იწარმოება. თუ ექიმი ინდივიდუალურ
რეკომენდაციებს არ აძლევს, მაშინ მედიკამენტები
ინსტრუქციის შესაბამისად მიიღებს.
მოზრდილთათვის სადღეღამისო დოზა არის 1-2
ტაბლეტი (0.5-1 მგ აქტიური ნივთიერება).
საჭიროების შემთხვევაში, ნაწილი გაიზარდა, მაგრამ
არ უნდა აღემატებოდეს 30)
COVID19 და დექსამეტაოზონი

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად,


რომლის წინასწარი პასუხებიც უკვე
გამოქვეყნებულია, პრეპარატ დექსამეტაზონს COVID-
19-ით კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში
სიკვდილიანობის შემცირება შეუძლია.
მიუხედავად ამისა, მისი თვითნებურად მიღება დიდ
რისკებთანაა დაკავშირებული.
მომატებული გაღიზიანებულობა, მადის მატება,
ინსომნია – ეს იმ უკუჩვენებათა მცირე
ჩამონათვალია, რომელიც პრეპარატის თვითნებურმა
მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს. იშვიათ შემთხვევაში
კი, შესაძლოა, ლეტალური შედეგიც დადგეს.
(, თვითნებურად ამ წამლის მიღება საერთოდ არ
შეიძლება. კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა, ამბობს,
რომ დექსამეტაზონი მოქმედებს მხოლოდ იმ
შემთხვევებში, როდესაც პაციენტი არის აპარატზე,
ინტუბირებულია ან ჟანგბადს საჭიროებს, საშუალო ან
მსუბუქ შემთხვევაში დექსამეტაზონის გამოყენებას
არანაირი შედეგი არ მოაქვს,. დადებითი ეფექტი
დგება იმ ოპაციენტებთან ვისთნაც დაავადების
მიმდინარეობა მძიმე იყო)
დაბალფასიანი პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-
ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში
სიკვდილიანობას დაახლოებით 1/3-ით ამცირებს – ამ
დასკვნამდემივიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის
მკვლევრები, რომლებიც COVID-19-ის თერაპიის
რანდომიზებულ კვლევას (RECOVERY) ატარებენ
კვლევაში მონაწილეობა მიიღო11500 პციენტმა
კვლევის ფარგლებში, საერთო ჯამში, 2 104
პაციენტი, 10 დღის განმავლობაში, დღეში ერთხეელ
6 მგ დექსამეტაზონს იღებდა. მათი შედეგები
შედარებული იყო 4 321 პაციენტის შედეგებთან,
რომლებიც დექსამეტაზონს არ იღებდნენ.
კვლევის თანახმად, სასუნთქ აპარატზე მიერთებულ
პაციენტებში დექსამეტაზონმა სიკვდილის რისკი
40%-დან 28%-მდე შეამცირა, ხოლო პაციენტებში,
რომლებიც ჟანგბადის თერაპიას გადიოდნენ – 25%-
დან 20%-მდე. პრეპარატს შეუძლია ორგანიზმის
იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქციის, ე.წ. მკვლევრების შეფასებით, დექსამეტაზონი
ციტოკინური შტორმის კონტროლი. კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდანვე რომ
გამოეყენებინათ, დიდ ბრიტანეთში 5 000 პაციენტის
სიცოცხლე გადარჩებოდა.
მადლობა
ყურადღებისათვის

You might also like