You are on page 1of 12

გილენ

ბარის
სინდრომი
თამთა რაჭველიშვილი,
მე-6 კურსი, მე-8 ჯგუფი
•გილენ ბარის სინდრომი არის
მწვავე პოსტინფექციური
პოლინეიროპათია, რომელიც
ხასიათდება სიმეტრიული
აღმავალი დამბლის სწრაფი
განვითარებით. უფრო ხშირად
გვხვდება მოზრდილებში,
თუმცა არც ისე იშვიათია
პედიატრიულ პაციენტებშიც.
•სიცოცხლის ყოველ ახალ
ათწლეულთან ერთად 20% ით
იზრდება ამ სინდრომის
განვითარების რისკი.
•ეს დიაგნოზი ნაკლებ
სავარაუდოა 2 წლამდე ასაკის
პაციენტებში.
•Campylobacter jejuni
ეტიოლოგია •ციტომეგალოვირუსი
•ებშტეინ ბარის ვირუსი
•შეძენილი იმუნოდეფიციტი
•ზიკა ვირუსი
•კოვიდ 19
•იშვიათად ქირურგიული
მანიპულაციის გილენ ბარი
შესაძლოა განვითარდეს
ისეთ პაციენტებში
რომლებსაც მანამდე
აღენიშნებოდათ
რომელიმე აუტოიმუნური
დაავადება.
• თავდაპირველად პაციენტებს
აქვთ ზურგის და კიდურების
მსუბუქი ტკივილი, ჩხვლეტის
შეგრძნება, პარესთეზია და
სისუსტე, რომელიც სწრაფად
პროგრესირებს. შემდეგ
მალევე ვითარდება
ბილატერალური დამბლა,
რომელიც ვრცელდება ქვემო
კიდურებიდან და აქვს
აღმავალი ხასიათი.“stocking
glove sign”.
• მცირდება ან სრულიად ქრება
რეფლექსები, აღინიშნება
პარესთეზია, ნეიროპათიული
ტკივილი, ავტონომიური
დისფუნქცია.
კლინიკური
ფორმები
•მწვავე ანთებითი დემიელნიზებადი
პოლინეიროპათია-მწვავე დასაწყისი,
აღმავალი დამბლა.
•ქრონიკული ანთებითი დემიელინიზებადი
პოლინეიროპათია-ქრონიკულად მიმდინარე
დაავადება, მკურნალობაში იყენებენ
გლუკოკორტიკოიდებს და იმუნოსუპრესანტებს.
•მილერ ფიშერის სინდრომი-გილენ ბარის
ფორმა,რომელსაც ახასიათებს კრანიალური
ნერვების დაზიანება, ოფთალმოპლეგია,
ატაქსია და არეფლექსია
•მწვავე მოტორულ აქსონური ნეიროპათია,
ყველაზე ხშირი ფორმაა ბავშვებში, იწვევს
დამბლის სწრაფ პროგრესირებას, არ აზიანებს
სენსორულ ბოჭკოებს.
დიაგნოსტიკა
•ცერებროსპინალურ სითხეში აღინიშნება
ალბუმინოციტოლოგიური დისოციაცია-პროტეინების
დონე მომატებულია და ლეიკოციტების დონე ნორმაშია.
•სეროლოგიური სკრინინგი: პათოგენის
იდენტიფიცირების და აუტოანტისხეულების აღმოსაჩენად.
•ელექტრონეიროგრაფია-ნერვის გატარების სიჩქარე
დაქვეითებულია დემიელინიზაციის გამო
•ელექტრომიოგრაფიაზე ჩანს აქსონების დაზიანება
•რესპირატორული ფუნქციის შემოწმება აუცილებელია
სასუნთქი კუნთების პარალიზის დასადგენად.
•დიფ დიაგნოზი ტარდება განივ მიელიტთან. მას
ახასიათებს პარეზის და პარაპლეგიის განვითარება, არ
ზიანდება კრანიალური ნერვები. განივი მიელიტის დროს
ცერებროსპინალურ სითხეში აღინიშნება პლეოციტოზი ან
მაღალი IgG ინდექსი და არ არის შეცვლილი ნერვში
იმპულსის გატარების სიჩქარე.
მკურნალობა
•რესპირატორული ფუნქციების
მონიტორინგი (შესაძლოა საჭირო
გახდეს ინტუბაცია)
•თრომბოზის პრევენცია
•ინტრავენური იმუნოგლობულინი
•პლაზმაფერეზი(ბავშვებში მხოლოდ
მძიმე შემთხვევებში)
70% ში პროგნოზი კეთილსაიმედოა, 2-4
კვირაში დაავადების სიმპტომატიკა პიკს
აღწევს და თვეების შემდეგ იწყება
გამოჯანმრთელების პროცესი.
20% ში დაავადების დასაწყისიდან 6 თვის
თავზე პაციენტებს ისევ არ აქვთ სიარულის
უნარი.
შესაძლოა გართულდეს რესპირატორული
პარალიზით, ფილტვის თრომბოემბოლიით ან
კარდიული დისფუნქციით.
მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like