You are on page 1of 4

აპენდიციტი

აპენდიციტი არის ანთებითი პროცესი აპენდიქსში (ჭიაყელა დანამატში).

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა და სხვა დაავადება.

ეპდემიოლოგია
ბავშვთა ასაკში ჭიანაწლავის ანთება ანუ აპენდიციტი ყველაზე მეტად გავრცელებული
დაავადებაა,
აპენდიციტით ავადობენ უმთავრესად 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები. ის იშვიათად
გვხვდება 5 წლამდე და კიდევ უფრო იშვიათად - 2 წლამდე ბავშვებთან.

ეტიოლოგია
ჯანმრთელ ადამიანში ნაწლავის თხევადი შიგთავსი ხვდება აპენდიქსის შიგნით და
მისგან თავისუფლად გამოიყოფა. მაგრამ ზოგჯერ წანაზარდის სანათური შეიძლება
დაიხშოს მყარი ფეკალური მასებით, ხილის კურკით ან ნაწლავის კედელში
ლიმფოიდური ქსოვილის ანთებით.

როდესაც აპენდიქსში შიგთავსის უკუდენა ირღვევა, ის გუბდება და ჩირქდება.


ანთება სწრაფად გადადის წანაზარდის კედლებზე და ვითარდება აპენდიციტი.
ანთებითი პროცესი ვითარდება ძალიან სწრაფად, რადგან ნაწლავის შიგთავსში
ცხოვრობს მილიონობით ჩირქმბადი ბაქტერია (სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი,
სტრეპტოკოკი, კლებსიელა და ა.შ.). წანაზარდის დაზიანებულ, ანთებით კედელში
შეიძლება განვითარდეს პერფორაცია და ფეკალური მასები მოხვდეს მუცლის ღრუში,
რის შედეგად ვითარდება პერიტონიტი - სიცოცხლისთვის საშიში, სერიოზული
გართულება.

ფიზიოლოგია
მოზრდილებთან შედარებით მწვავე აპენდიციტი ბავშვებში კლინიკურად მიმდინარეობს უფრო
მძიმედ და დიაგნოსტიკა რთულია, რაც განპირობებულია მისი ანატომიურ ფიზიოლოგიური
თავისებურებებით. კერძოდ, ბავშვის დაბადებიდან პირველ თვეებში ჭიადანამატს ჩვეულებრივ
აქვს ძაბრისებური ფორმა, ფართე ფუძე და წვრილი მწვერვალი, თითქოს იგი ბრმა ნაწლავის
თავისებურ გამობერილობას წარმოადგენს და მხოლოდ მოგვიანებით იღებს იმ ფორმას, რაც
დამახასიათებელია მოზრდილთათვის. გარდა ამისა, ბრმა ნაწლავიდან ჭიანაწლავში შემავალი
ხვრელი, ე. წ. ჰერლახის სარქველი ახალშობილებში ღიაა, რომელიც 1 წლის ასაკიდან იწყებს
განვითარებას და საბოლოოდ ყალიბდება 6–7 წლის ასაკში, ამის გამო ამ ასაკში ჭიანაწლავის
დაცლისათვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი და მის სანათურში შიგთავსის შეგუბებას
ადგილი არა აქვს.
ბავშვთა ასაკში მწვავე აპენდიციტი შედარებით უფრო მწვავედ მიმდინარეობს, ვიდრე
მოზრდილებში, რომლის მიზეზია ზოგიერთი ასაკობრივი თავისებურებანი, კერძოდ, როგორც
ცნობილია, პერიტონიუმი იცავს მუცლის ღრუს ორგანოებს ერთმანეთთან შეხორცებისგან.
პერიტონიუმს აქვს ინფექციასთან ბრძოლის უნარიც. თუ ინფექციის პირველადი წყარო
დროულად იქნა მოცილებული, იგი სრულიად ახერხებს მისი შედეგების ლიკვიდაციას.
პერიტონიუმის ეს თვისება კარგად არის გამოხატული მხოლოდ მოზრდილებში, რაც უფრო
მცირე ასაკისაა ბავშვი, პერიტონიუმს ინფექციის მიმართ წინააღმდეგობის უფრო ნაკლები უნარი
აქვს, ამიტომ ბავშვებში ჩირქოვანი პროცესი მუცლის ღრუში შედარებით ადვილად და სწრაფად
ვრცელდება.

მუცლის ღრუში არის ასევე დიდი ბადექონი, რომელიც წინსაფარივით ჩამოკიდებულია ზემოდან
ქვემოთ და წინიდან ფარავს მუცლის ღრუს ორგანოებს. ცნობილია, რომ ბადექონი დიდ როლს
ასრულებს მუცლის ღრუს ორგანოების დაცვაში და მას მუცლის ღრუს "დარაჯს" უწოდებენ.
პატარა ბავშვებში ბადექონი სუსტად არის განვითარებული: იგი მოკლეა და თხელი, რის გამოც
ვერ იღებს მონაწილეობას ანთებადი პროცესის შემოფარგვლაში. ბადექონის არასრული
განვითარების შედეგად ამ ასაკში აპენდიკულარული ინფილტრატი გაცილებით იშვიათად
გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში და დაავადება თავიდანვე გავრცელებული ჩირქოვანი ანთების
სახეს იღებს.

სიმპტომები
მწვავე აპენდიციტის ტიპიური კლინიკური სურათი შედგება შემდეგი ძირითადი
სიმპტომებისაგან:

1. მუცლის ტკივილი;
2. ტემპერატურა;
3. პირღებინება;
4. მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა;
5. ლეიკოციტოზი.

ტკივილი უხშირესად ვითარდება თანდათან და აქვს მუდმივი ხასიათი. დაავადების პირველ


საათებში ტკივილი აღინიშნება მთელ მუცელში ან ეპიგასტრალურ არეში. შემდგომ
მტკივნეულობა ლოკალიზდება მარჯვენა თეძოს ფოსოში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის
დროს. შეტევების დროს ავადმყოფები იღებენ იძულებით მდგომარეობას, უფრო მეტად წევს
ზურგზე ან მარჯვენა გვერდზე, ვინაიდან ბრმა ნაწლავისა და ანთებადი ჭიაყელა დანამატის
გადაადგილება აძლიერებს ტკივილს. ტკივილი ზოგჯერ საკმაოდ ინტენსიური ხდება და
დაკავშირებულია ჩირქით სავსე აპენდიქსის გადაჭიმვაზე.

პირღებინება – ბავშვებში მწვავე აპენდიციტის საკმაოდ ხშირი სიმპტომია, რომელიც აღინიშნება


დაავადების პირველ დღეს, ძირითადად არის ერთჯერადი ან ორჯერადი. მოგვიანებით
პერიტონიტის განვითარებასთან ერთად, პირღებინებას აქვს უფრო მდგრადი ხასიათი და
პირნაღებ მასაში ერევა ნაღველი.

სხეულის ტემპერატურა, როგორც წესი, არ აღემატება –37,5 გრადუსს, მხოლოდ აპენდიციტის


გართულებული ფორმის დროს (დიფუზური პერიაპენდიკულური აბსცესი, ინფილტრატი
აბსცედირების სტადიაში) იგი აღწევს 39 გრადუსს და შესაძლოა მეტს. ამასთან ერთად უნდა
გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების ნებისმიერ სტადიაში ტემპერატურა
შეიძლება იყოს ნორმალური, ხოლო ოპერაციის დროს აღმოჩნდება ჭიაყელა დანამატის
დესტრუქციული ცვლილებები და პერფორაციაც კი.
კლინიკა
ადრეული ასაკის ბავშვებში (3 წლამდე) მწვავე აპენდიციტის კლინიკურ გამოვლინებას
ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებანი, რაც გამოიხატება პირველ რიგში იმით, რომ
კლინიკურ სურათში სჭარბობს ზოგადი სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ამ ასაკის
ბევრი სხვა დაავადებებისათვის. თუ უფროსი ასაკის ბავშვებში წამყვანი ადგილი უჭირავს
ჩივილს ტკივილზე მარჯვენა თეძოს ფოსოში, ადრეული ასაკის ბავშვებში პირდაპირი მითითება
ტკივილზე არ აღინიშნება და ამ სიმპტომის არსებობაზე უნდა ვიფიქროთ მხოლოდ
არაპირდაპირი ნიშნებით. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მათ შორის არის ბავშვის საქციელის
(ხასიათის) შეცვლა, კერძოდ, მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვი მოდუნებულია, ჭირვეულია, არ
შემოდის კონტაქტში. ბავშვის ჭირვეულობა უკავშირდება ტკივილის მომატებას, რომელიც იწვევს
ძილის დარღვევას და ა. შ.
საკმაოდ მუდმივი სიმპტომია მრავალჯერადი (3–5 ჯერ) პირღებინება, რაც ამ ასაკის ბავშვებში
აპენდიციტის კლინიკური მიმდინარეობის ერთ–ერთი თავისებურებაა. ტემპერატურის მომატება
აღინიშნება თითქმის ყოველთვის, რომელიც არა იშვიათად აღწევს 39 გრადუსამდე.

აღნიშნულ სიმპტომთა მუდმივობა პატარებში განპირობებულია არადიფერენცირებული


ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციით ანთებადი პროცესის ლოკალიზაციაზე და
ხარისხზე.
მწვავე აპენდიციტის დიფერენციალური დიაგნოსტიკა ბავშვებში რიგ შემთხვევებში რთულია,
განსაკუთრებით ჭიაყელა დანამატის ატიპიური მდებარეობის დროს, რამდენადაც ამ
შემთხვევაში კლინიკური სურათი მრავალ სხვადასხვა სომატურ, ინფექციურ და ქირურგიულ
დაავადებათა სიმულაციას იძლევა.

დიფ დიაგნოსტიკა
დიფერენციალური დიაგნოსტიკის გატარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტზე
დაკვირვებას სტაციონარის პირობებში (2–6 საათი) და ყველა საჭირო გამოკვლევის ჩატარებას,
ჩვენების მიხედვით პედიატრის, ინფექციონისტის, ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციას.
ჩვილ ბავშვებში დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება ოტიტთან, ინვაგინაციასთან, ბავშვთა
ინფექციებთან, პნევმონიასთან და სხვა. მოზრდილ ასაკში დიფერენციალური დიაგნოსტიკა
ძირითადად ტარდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან. ამასთან არის მთელი რიგი
დაავადებები, მაგ: მწვავე რესპირატორული დაავადებები, რომელთაც ახასიათებთ მუცლის
ტკივილი, რაც დაკავშირებულია ბავშვთა ორგანიზმის მთელ რიგ ანატომო–ფიზიოლოგიურ
თავისებურებებთან.

დიაგნოსტიკა
მწვავე აპენდიციტის დასადასტურებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკურ
კვლევას წარმოადგენს მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა, ანთებადი აპენდიქსის ზომების
დადგენა (დიამეტრი ნორმაში 6 მმ ზე ნაკლებია), თავისუფალი სითხის არსებობა. რთულ
შემთხვევებში შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება. სისხლის
ლაბორატორიული ანალიზი
მკურნალობა
დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში მკურნალობა ოპერაციულია.

აპენდიქსის ამოღების ოპერაციას ეწოდება "აპენდექტომია" და შეიძლება ჩატარდეს


როგორც ღია წესით ან ლაპაროსკოპიულად.

ლაპაროსკოპიული აპენდექტომიის დროს მუცლის (მუცლის) კედელში კეთდება მცირე


"ხვრელი" (დაახლოებით 5 მმ სიგრძის). ამ ხვრელების მეშვეობით სპეციალური
ინსტრუმენტები გამოიყენება აპენდიქსის გასათავისუფლებლად და ამოსაღებად . ეს
ყველაფერი ვიზუალიზდება ტელევიზორის ეკრანზე მინიატურული კამერით.

ზოგჯერ არის ისეთ მდგომარეობაში, რომელიც შეუძლებელს ხდის აპედენქტომიას


ლაპარასკოპიული მეოდით დასაჭრო ხდება ოპერაციის ღია წესით ჩატარება.
(მაგალითად, აპენდიქსი შეიძლება იყოს ბრმა ნაწლავის უკან ან ძალიან ღრმა მენჯში ) .

ღია წესის დროს მუცლის ქვედა მარჯვენა მხარეს კეთდება ჭრილობა (5-დან 10 სმ-მდე),
რომლის მეშვეობითაც ხდება აპენდიქსის ამოღება.

You might also like