You are on page 1of 8

პნევმონია

პნევმონია ქვედა სასუნთქი გზების და ალვეოლების ანთებაა, რომელიც გამოწვეულია ინფექციური


აგენტის ფილტვებში მოხვედრით დახასიათდება რესპირაციული სიმპტომებით, ინტოქსიკაციითა და
სუნთქვის უკმარისობის ნიშნებით და გულმკერდის რენტგენოგრამაზე ინფილტრაციით. არჩევენ
საზოგადოებაში შეძენილ და ნოზოკომურ პნევმონიას. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია ეს არის
პნევმონია, რომელიც ვითარდება ჯანმრთელ ბავშვებში საზოგადოებაში (და არა საავადმყოფოში)
შეძენილი ინფექციის შედეგად. ნოზოკომური პნევმონია გამოწვეულია საავადმყოფო შტამებით და
ვლიდნება ჰოსპიტალიზებულ ბავშვებში.

ეპიდემიოლოგია. პნევმონია ყველაზე გავრცელებული და ლეტალობის წამყვანი მიზეზია ბავშვებში.


ევროპაში პნევმონიის გავრცელების სიხშირე შეადგენს 0–დან 5 წლამდე ასაკში დაახლოებით 36
შემთხვევას10.000–ზედა 16,2 შემთხვევას 10.000 0–დან 16 წლამდე ასაკში. ვაჟებში შემთხვევათა
სიხშირე მეტია, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკში. ვირუსულ პნევმონიას სეზონური ხასიათი აქვს,
მისი პიკი ზამთრის ბოლოს აღინიშნება.

ეტიოლოგია.პნევმონიის გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსი, ბაქტერია, ატიპური გამომწვეები, ასევე


სოკოები, რიკეტსიები, პარაზიტები.შესაძლებელია პნევმონია იყოს შერეულივირუსულ–
ბაქტერიული. 5 წლამდე ასაკში პნევმონიის ყველაზე ხშირ გამომწვევს ვირუსული ინფექცია
წარმოადგენს (განსაკუთრებით ხშირია ვირუსული პნევმონია 1 წ-მდე) ყველაზე ხშირი ბაქტერიული
გამომწვევი კი S pneumoniae. ვირუსებსშორისწამყვანიადგილიუკავიარესპირაციულ–
სინციტიურვირუსს, პარაგრიპისდაგრიპისვირუსს, ახლადაღმოჩენილიგამომწვევებიდან
აღსანიშნავია - მეტაპნევმოვირუსი, ბოკავირუსი; პნევმონიისშემთხვევათა 8-40%
განპირობებულიაშერეული ე.წ მიქსტ–ინფექციით. 5 წლის შემდეგ იმატებს ქლამიდური და
მიკოპლაზმური პნევმონიის სიხშირე. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის (სშპ) ეტიოლოგიური
ფაქტორი მაღალი ალბათობით Streptococus pneumonia, ასევე შეიძლება იყოს Haemophilus influenza
Mycoplasmae pneumoniae, Chlamydia trachomatis-სიცოცხლის პირველ თვეებში და Chlamydia
pneumoniae - შემდეგი ასაკის ბავშვებში. ჰოსპიტალური პნევმონიის უხშირესი მიზეზი ნოზოკომური
ფლორაა-Pseudomonas aerogenosa, Staphylococcus aureus-ის პოლირეზისტენტული შტამები, Klebsiella
pneumonia, Esherichia coli და სხვა.

პათოგენეზი. ფილტვის დაზიანება პნევმონიის დროს განპირობებულია უშუალო და/ან


არაპირდაპირი დამაზიანებელი მოქმედებით ერთის მხრივ, გამომწვევი მიკროორგანიზმის ან სხვა
აგენტის და მეორეს მხრივ, პაციენტის დამცავი სისტემის შეუსაბამო საპასუხო რეაქციით. ეს
უკანასკნელი ხშირად უფრო მნიშვნელოვნად აზიანებს ქსოვილს ვიდრე გამომწვევი აგენტი.
გამომწვევის უშუალო დამზიანებელი მოქმედება ვლინდება მიკრობებისა და ვირუსების მიერ
გამომუშავებული ტოქსინების ზემოქმედებით, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს. ზიანდება
სასუნთქი გზების ლორწოვანი და ეპითელური და ენდოთელური საფარის მთლიანობა, მატულობს
სასუნთქი გზების გლუვი მუსკულატურის ტონუსი და რეზისტენტობა, ანთებითი უჯრედების,
ლორწოს შემცველობა, რაც იწვევს სასუნთქი გზების წინააღმდეგობის მატებას და აირთა ცვლის
შეფერხებას. ალვეოლური ეპითელის მთლიანობის დარღვევა განაპირობებს სურფაქტანტის
ინაქტივაციას, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს ობსტრუქცია, ალვეოლების ატელექტაზი,
ჰიპოპერფუზია, რაც კიდევ უფრო არღვევს ჟანგბადის მიწოდების და აირთა ცვლას.
კლინიკა.

ბავშვთა ასაკში პნევმონიის კლინიკური სურათი დამოკიდებულია გამომწვევ პათოგენზე, ბავშვის


ასაკსა და დაავადების სიმძიმეზე. პნევმონიის კლინიკური სურათი შეიძლება იყოს არამკაფიო,
განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშებში. პნევმონიისა თვის დამახასიათებელია ზოგადი
ინტოქსიკაციის სიმპტომები-სისუსტე, შემცივნება, უმადობა, ცხელება, შეიძლება აღინიშნებოდეს
მუცლის ტკივილი, ღებინება და თავის ტკივილი. ამავე დროს გამოხატულია სუნქთვის გაძნელება და
გახშირება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა და გულმკერდის ტკივილი.ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანზიაციის (ჯანმო)-ს მონაცემებით პნევმონიის წამყვანი სიმპტომებია ხველა, ტაქიპნოე და
გულმკერდის რეტრაქცია.

 ხველა - შეიძლება დაიწყოს მშრალი შემაწუხებელი ხველით, რომელიც იღებს პროდუქციულ


ხასიათს. ხველის და ცხელების შემთხვევაში საჭიროა პნევმონიის გამორიცხვა, რაც უფრო
ხანგრძლივია ხველა, ცხელება და რესპირაციული დისტრესის ნიშნები,
მითმაღალიაპნევმონიისალბათობა;
 ცხელება - პნევმონიისერთ-ერთიხშირი, მაგრამარააუცილებელისიმპტომია.
მცირეასაკისბავშვებშიპნევმონიაშეიძლებამიმდინარეობდესუსიცხოდ;
 რესპირაციულიდისტრესი (რდ)—ისნიშნებიატაქიპნოე (სუნთქვის გახშირება), ჰიპოქსემია
(ციანოზი, და ჟანგბადის სატურაციის SpO 2დაქვეითება), გულმკერდის რეტრაქცია,
სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა (ნეკნთაშუა, ლავიწზედა,
ლავიწქვედაფოსოებისჩაზნექასუნთქვასთანერთად, გულმკერდისქვედამესამედისრეტრაქცია,
ცხვირისნესტოებისვიბრაცია), მკვნესარესუნთქვა, ქოშინი, შესაძლებელია გამოხატული იყოს
ვიზინგი - გაძნელებული და ხმაურიანი ამოსუნთქვა
 ტაქიპნოე– პნევმონიის დამახასიათებელისიმპტომია.სუნთქვისსიხშირეითვლება 1
წუთისგანმავლობაში, ბავშვის მშვიდ მდგომარეობაში. ჯანმო-ს მონაცემებით
პნევმონიისთვისდამახასიათებელტაქიპნოედ ითვლებასუნთქვისსიხშირე
 2 თვემდეასაკში 60–ზემეტი,
 2 თვიდან 12 თვემდე- 50-ზემეტი,
 12 თვიდან 5 წლამდე 40-ზემეტი
 5 წლის ზემოთ 30-ზემეტი

გასინჯვა– ინსპექციით შესაძლებელია ყურადღება მიიპყროს ციანოზმა, ცხვირის ნესტოების


ვიბრაციამ და დამხმარე კუნთების მონაწილეობამ სუნთქვაში, აგრეთვე მკვნესარე სუნთქვამ.
შემთხვევათა ნაწილში მსტვინავმა სუნთქვამ. პნევმონიისდროსპერკუსიითვლინდებამოყრუება
(ჩვილებსადაადრეულასაკშიშეიძლებაარგამოვლინდეს), აუსკულტაციით - შესუსტებულისუნთქვა,
კრეპიტაციაან ბრონქულისუნთქვა (ჩვილებსადაადრეულასაკშიშეიძლებაარგამოვლინდეს. ჩვილებში
შესაძლებელია აუსკულტაციით გამოვლინდეს ლოკალური სველი
ხიხინი. .მსტვინავიხიხინიდამახასიათებელიაატიპურიგამომწვევებისთვის (ქლამიდია, მიკოპლაზმა).
ფილტვისაუსკულტაციითსუნთქვითიხმიანობისარარსებობადაპერკუტორულადყრუხმამიუთითებსპ
ნევმონიისშესაძლოგართულებაზე.

დაავადების მიმდინარეობის მიხედვით პნევმონია შეიძლება იყოს მსუბუქი და მძიმე.


პნევმონიისსიმძიმისშეფასება

მსუბუქი მძიმე
ჩვილები  ტემპერატურანაკლები38,50  ტემპერატურამეტი 38,50
 R ნაკლები 50-ზეწთ–ში  R მეტი 70-ზეწთ–ში
 მსუბუქირეტრაქცია  ზომიერი ან გამოხატული
 საკვებს სრულადიღებს რეტრაქცია
 ცხვირის ნესტოების ბერვა
 ციანოზი, სატურაცია<92 %
 გარდამავალი აპნოე
 მკვნესარესუნთქვა
 ტაქიკარდია (ცხელებისდაასაკის
გათვლისწინებით)
 კაპილარულიავსება >2წმ-ზე
 არიღებს საკვებს

უფროსი ასაკის  ტემპერატურანაკლები38,50 ტემპერატურამეტი 38,50


ბავშვები  R ნაკლები 50-ზეწთ–ში
R მეტი 50-ზეწთ–ში
მსუბუქი ქოშინი
/სუნთქვისგაძნელება სუნთქვისგამოხატულიგაძნელება
 არ არის ღბინება
ცხვირის ნესტოების ბერვა

 ციანოზი, სატურაცია<92 %
 გარდამავალი აპნოე
 მკვნესარესუნთქვა
 ტაქიკარდია (ცხელებისდაასაკის
გათვლისწინებით)
 კაპილარულიავსება >2წმ-ზე
 დეჰიდრატაციის ნიშნები
დიაგნოზი.

პნევმონიის დიაგნოზი ეფუძნება

1. პნევმონიისთვის დამახასიათებელი კლინიკურისურათი (განსაკუთრებით ტაქიპნოე და


რეტრაქცია) დაფილტვისგასინჯვისმონაცემები, ჯანმო-ს რეკომენდაციით განვითარებად
ქვეყნებში პნევმონიის ძირითადი სადიაგნოსტიკო ნიშნებია ინსპექციით გამოვლენილი
რესპირაციული სიმპტომები, სუნთქვის სიხშირე და გულმკერდის რეტრაქცია, უპირატესად 5
წლამდე ასაკის ბავშვებში.

2. დამახასიათებელი რადიოლოგიური მონაცემები. სხვადასხვა ზომის და ლოკალიზაციის


ინფილტრაცია.რენტგენოლოგიური კვლევა არ არის რუტინული კვლევის მეთოდი. პნევმონიის
კლინიკური დიაგნოზის რენტგენოლოგიური დადასტურება საჭიროა მხოლოდ მძიმე
რესპირაციული დისტრესის მქონე პირებში, ატიპიურ შემთხვევებში, გართულებებზე ეჭვის ან
ჩატარებული მკურნალობის უეფექტობის დროს. გულმკერდის რენტგენოგრაფია უნდა
ჩაუტარდეს 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს, რომელსაც აღენიშნება უცნობი ეტიოლოგიის
ცხელება და მაღალი ლეიკოციტოზი, მიუხედავად იმისა, გამოხატულია თუ არა სასუნთქი
სისტემის დაზიანების ნიშნები

პნევმონიის შემთხვევაში შესაძლებელია საჭიროა გახდეს ლაბორატორიული კვლევა.

 სისხლის საერთოანალიზი, ანთების მწვავეფაზისრეაგენტები(ედს,C-


რეაქტიულიცილადაპროკალციტონინი)იზოლირებულადარიძლევა
პნევმონიისეტიოლოგიისდადგენის
საშუალებას,თუმცა,გარკვეულწილად,შესაძლებელია,ბაქტერიულიდავირუსულიპნევმონიის
დიფერენცირება.მოცემულიმაჩვენებლებიგამოიყენება მხოლოდკლინიკურ,რადიოლოგიურ
და სხვალაბორატორიულმაჩვენებლებთან კომბინაციაში. ბაქტერიული პნევმონია
ხასიათდება ლეიკოციტების და ნეიტროფილების მომატებით,ე ედს-ის, C-რეაქტიული ცილის
აჩქარებით
 ეტიოლოგიური აგენტის დეტექცია.ბაქტერიული აგენტების გამოყოფა შესაძლებელია
სისხლის, ნახველის, პლევრალური სითხის, ბრონქოსკოპიით მიღებული მასალის
ბაქტერიოლოგიური კვლევის (კულტურა) საფუძველზე.
 სეროლოგიური კვლევა - ვირუსულ პნევმონიაზე ეჭვის დროს შესაძლებელია ჩატარდეს
გრიპის და სხვა ვირუსების სადიაგნოსტიკო სპეციფიური და სენსიტიური ტესტები. ვირუსის
დეტექციისთვის გამოიყენება ნაზოფარინგული სეკრეტის და/ან ცხვირ-ხახის ნაცხის PCR
ანიმუნოფლუორესცენტულიკვლევა,ასევეგამოიყენებაწყვილშრატებში სეროლოგიური
(ანტისხეულების განსაზღვრა) კვლევა.
 პულსოქსიმეტრია (ჟანგბადის სატურაციის განსაზღვრა) და სისხლის აირების განსაზღვრა -
პულსოქსიმეტრია არის ჰიპოქსიისგანსაზღვრის საუკეთესო და არაინვაზიური მეთოდი,
მისი მაჩვენებლით შესაძლებელია პნევმონიის სიმძიმის შეფასება. მძიმე შემთხვევებში
გამოიყენება არტერიული სისხლის გაზების განსაზღვრაც.
 დეჰიდრატაციის არსებობისას გამოიყენება ელეტროლიტების განსაზღრა
მკურნალობა.

ბავშვთა ასაკში პნევმონიის მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია

1. ეტიოლოგიურითერაპია - გამომწვევი აგენტის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება

2. პათოგენეზურითერაპიაგულისხმობსჰიპოქსიისდაძლევას.
ამმიზნითმიმართავენოქსიგენოთერაპიას

4. სიმპტომურიდახმარება: რეჰიდრატაციულითერაპია, ანტიპირეტულიდაანალგეზიურითერაპია


(ტემპერატურისდატკივილისმართვა), ხველისშემსუბუქებადასხვა.

მსუბუქიდაზომიერირესპირაციულისიმპტომებისშემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა ბინის


პირობებში.

 პნევმონიის დროს რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპია, ვინაიდან ვირუსული და


ბაქტერიული პნევმონიისდიფერენცირებაძნელია. ანტიბიოტიკის შერჩევა ხდება პნევმონიის
ტიპის, მდგომარეობის სიმძიმის, ასაკის, სავარაუდო ეტიოლოგიური აგენტის და მისი
რეზისტენტობის გათვალისწინებით. ბინის პირობებში 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არჩევის
პრეპარატად ითვლება ამოქსიცილინი, ხოლო 5 წლის შემდეგ მაკროლიდები, მეორე რიგის
პრეპარატებს წარმოადგენენ ცეფალოსპორინები. დადგენილია, რომ ორალური
ანტიბიოტიკოთერაპია ისევე ეფექტურია, როგორც ინტრამუსკულური. ინტრამუსკულური
ანტიბიოტიკოთერაპიის ჩვენებაა ბავშის ზოგადი მძიმე მდგომარეობა და შეუჩერებელი
ღებინება. თუ ანტიბიოტიკოთერაპიის 48-72 სთ-ის შემდეგ არ ვლინდება კლინიკური
ნიშნების გაუმჯობესება მიზანშეწონილია ანტიბიოტიკის შეცვლა და მეორე რიგის
პრეპარატებზე გადასვლა. სტაციონარის პირობებში შესაძლებელია გამოიყენებოდეს
ინტრავენური და იმნტრამუსკულური ანტიბიოტიკოთერაპია - სასტარტო ანტიბიოტიკის
შერჩევა დამოკიდებულია გამომწვევი მიკრობსა და ბავშვის ასაკზე.

შუა ყურის ანთება - მწვავე ოტიტი

ოტიტი შუა ყურის ანთებაა და ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში. პიკური ასაკია 6 თვე-2
წელი, აღნიშნული განპირობებულია ბავშვთა ასაკში შედარებით განიერი და ჰორიზონტალურად
მდებარე ევსტაქის მილით, რაც აადვილებს ინფექციის გავრცელებას ცხვირიდან შუა ყურის
მიმართულებით

ეტიოლოგია.

შუა ყურის ანთება უხშირესად ბაქტერიოლოგიური გენეზისაა, ეტიოლოგიური სტრუქტურა


ბავშვებსა და მოზრდილებში იდენტურია და უპირატესად განპირობებულია

 Streptococcus pneumonia- 30-40%


 Haemophilus influenzae -20-30%
 Moraxella (Branhamella) catarralis- 12-20%

ახალშობილებში ხშირია გრამ-უარყოფითი ფლორით გამოწვეული ოტიტები.

კლინიკურისურათი.

მწვავე ოტიტისთვის დამახასიათებელია ვირუსული ინფექციის ფონზე განვითარებული მწვავე


ანთების სურათი. მწვავე ოტიტის ლოკალური ნიშნებია:

 ზოგადი სიპტომები: ცხელება, ჭირვეულობა, აგზნება, მადის დაქვეითება, შესაძლებელია


ვლინდებოდეს ღებინება და სხვა.
 ოტალგია (ყურისტკივილი) - ჩვილებში ტკივილი ვლინდება ჭირვეულობთ, ძლიერი
ტირილით ჩაბჟირებამდე, საკვების მიღების შეუძლებლობით რამდენიმე წოვით მოძრაობას
მოყვება ძლიერი ტირილი. (წოვითი მოძრაობებისას იზრდება წნევა შუა ყურში ამავე დროს
მოძრაობს დაფის აპკი, რაც ტკივილს აყენებ სპაციენტს).
 ოტორეა_ გამონადენი ყურიდან. გამონადენი ვითარდება დაფის აპკის პერფორაციის
შემთხვევაში. მწვავე ოტორეა არ უნდა გახანგრძლივდეს 6 კვირაზე მეტად, მეტი
გახანგრძლივება მიუთითებს პროცესის ქრონიზაციაზე.

შუაყურისანთებაგამონადენითშესაძლოასაერთოდსიმპტომებისგარეშემიმდინარეობდესდაგამოვლენ
ილიყოსმხოლოდურთიერთობის, ქცევის, სწავლისდამეტყველებისპრობლემებით.

გასინჯვისას ვლინდება ოტოსკოპიური ცვლილებები: დაფის აპკი ჰიპერემიულია, დაჭიმული, არ


მოძრაობს, შესაძლებელია გამოხატული იყოს დაფის აპკის პულსაცია.

დიაგნოზი

ეფუძნება დაავადების კლინიკურ სურათს დ ოტოსკოპიურად დადგენილ ცვლილებებს. მხოლოდ


ტრაგუსების მგრძნობელობა არ მიუთითებს ოტიტის არსებობაზე.

მკურნალობა

 ანტიბიოტიკოთრაპია რეკომენდებულიაყველა 2 წლამდე ასაკის ბავშვთან, რომელსაც


უვლინდება ოტოსკოპიურად დადასტურებული ოტიტი. ვინაიდან 2 წლამდე ასაკში მაღალია
ბაქტერიემიის და სხვა სერიოზული გართულებებისგანვითარების რისკი. 2 წლის და მეტი
ასაკის ბავშებში ანტიბიოტიკების გამოყენება მიზანშეწონილია ორმხრივი ოტიტის ან ზოგადი
მძიმე მდგომარეობის და გართულებების შემთხვევაში. გაურთულებელ შემთხვევებში მწვავე
ოტიტის სამკურნალოდ არჩევის პრეპარატია ამოქსიცილინი, რომელიც ეფექტურია სამი
წამყვანი ეტიოლოგიური აგენტის მიმართ, უსაფრთხოა და ეკონომიური. თუ არ არის 48-72 სთ-
ში კლინიკური ნიშნების გაუმჯობესება ხდება ანტიბიოტიკის შეცვლა ამოქსიცილინ
კლაულონატით ან ცეფალოსპორინებით. ანტიბიოტიკოთრაპიის ხანგრძლივობაა 5-10 დღე.
გაურთულებელ შემთხვავში საკმარისია 5 დღიანი კურსი
 ანალგეტიკები / ანტიპირეტული საშუალებები. - ძლიერი ტკივილის შემთხვევაში და მაღალი
ცხელების დროს (>38,5) გამოიყენება ტკივლგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი მედიკამენტები
- აცეტამინოფენი ან იბუპროფენი. პირველი რიგის პრეპარატად მიჩნეული ააცეტამინოფენი.
კრუპი
კრუპიკლინიკურისინდრომია, რომელსაცახასიათებსტრიადა: ხმისტემბრისცვლილება,
მყეფავიხასიათისხველადაინსპირაციულისტრიდორი.
მისიუხშირესიგამომწვევივირუსულიინფექციაა,
რომელიციწვევსხორხისდატრაქეისლორწოვანიგარსისანთებითცვლილებასდააქედანგამომდინარე,
აძნელებსჰაერისგამავლობასზედასასუნთქგზებში.

ეპიდემიოლოგია. კრუპისსინდრომიმცირეასაკისბავშვთასაკმაოდხშირიპათოლოგიაა,
რომელიცუპირატესადვითარდება 6 წლამდეასაკისბავშვებში, პიკით 6 თვიდან 3 წლამდე,
თუმცაშეიძლებაშეგვხვდესუფრომოზრდილასაკშიც. დაავადებისსიხშირემეტიავაჟებში,
ვიდრეგოგონებში.

ეტიოლოგია.კრუპისუხშირესიგამომწვევიაპარაგრიპისვირუსი - ტიპი 1, 2 ან 3,
თუმცაშეიძლებაგამოწვეულიიყოსგრიპის, ადენოვირუსის, ბოკავირუსის, რინოვირუსის,
რესპირაციულ-
სინციტიურიდასხვარესპირაციულივირუსებით.იშიათადკრუპისსინდრომიშესაძლებელიაგანვითარ
დესწითელასდროს.კრუპისსინდრომიიშვიათადშეიძლებაგამოწვეულიიყოსბაქტერიულიინფექციით -
Mycoplasma pneumoniae და Corynebacterium Diptheriae-თი.

კრუპის განვითარება ბავშვთა ასაკში განპირობებულია ანატომიურ-ფიზიოლოგიური


თავისებურებებით:ხორხის ვიწრო სანათურით და კონუსისებრი ფორმით, უხვი ვასკულარიზაციით,
რბილი ხრტილებით.

პათოგენეზი. ადრეული ასაკის ბავშვებში და ბავშვებში სასუნთქი გზების სანათურის მნიშვნელოვანი


სივიწროვის და მაღალი რეზისტენტობის პირობებში ვირუსული ინფექციით განპირობებული
ლორწოვანის შეშუპება და ანთება იწვევს სასუნთქი გზების დიამეტრის მკვეთრად შემცირებას,
სასუნთქი გზების წინააღმდეგობის და რესპირაციული მუსკულატურის ძალისხმევის მატებას, რაც
იწვევს ჰაერის ნაკადის ტურბულენტურ დინებას და ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის
განვითარებას. ობსტრუქციის განვითარების ხელშემწყობია ასევე ხორხის ანატომია, კერძოდ, ხორხის
შემადგენელი ოთხი ხრტილიდან ყველაზე ვიწრო ბეჭდისებრი ხრტილი მდებარეობს ხმის იოგების
ქვემოთ, სადაც ზედა სასუნთქი გზის ყველაზე ვიწრო ნაწილია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.

კლინიკა.

კრუპისთვის დამახასიათებელია კლინიკური ტრიადა -

 სტრიდორი- გაძნელებული და ხმაურიანი ინსპირაცია უხეში ხასიათის ხმით.


 ხმის ჩახლეჩა
 მყეფავიხასიათისხველა.

კრუპის სინდრომის დროს ვლინდება სხვა და სხვა ხარისხის რესპირაციული დისტრესი (ტაქიპნოე,
ციანოზი, გულმკერდისქვედანაწილისრეტრაქცია, დამხმარეკუნთებისმონაწილეობასუნთქვაში).
დაავადებაიწყებარესპირაციულივირუსულიინფექციისთვისდამახასიათებელინიშნებით:ერთეულიხ
ველით, რინორეითდადაბალიცხელებით (<380C) რომელსაც 12-72 სთ-
ისშემდეგმოსდევსკრუპისთვისდამახასიათებელისიმპტომები. მსუბუქი კრუპისდროს სტრიდორი
გამოხატულია მხოლოდ დატვირთვისას, ბავშის ზოგადიმდგომარეობადამაკმაყოფილებელია, არ
ვლინდება გულმკერდის რეტრაქცია და ციანოზი. საშუალო სიმძიმისა და მძიმე კრუპის დროს
სტრიდორი ისმის მშვიდ მდგომარეობაში,. ბავშვი აგზნებულია, მოუსვენარი, ყურადღებას იპყრობს
გულმკერდის რეტრაქცია, დამხარე კუნთების მონაწილეობა სუნთქვაში, ციანოზი. ქვეითდება
ჟანგბადის სატურაცია.

დიაგნოზი. კრუპის დიაგნოზი ეფუძნება დამახასიათებელ ტრიადას (მყეფავი ხველა, ხმის ჩახლეჩა,
სტრიდორი). ვირუსული კრუპის დროს რუტინულად გამოკვლევების ჩატარება არ არის
რეკომენდებული. დიაგნოზიისმებაანამნეზისდაობიექტურიმონაცემებისსაფუძველზე.
ჟანგბადისსატურაციაუნდაგანესაზღვროსსტაციონარსადაგადაუდებულიდახმარებისგანყოფილებაში
მისულყველაპაციენტს, რომელსაცაღენიშნებასაშუალოდამძიმერესპირაციულიდისტრესი.
კრუპისსადიაგნოსტიკოდრუტინულადარგამოიყენებარადიოლოგიურიკვლევა,
კისრისპირდაპირირენტგენოგრამაშესაძლებელიაჩატარდეს,თუპაციენტთანკრუპისსათანადომკურნა
ლობაზეარარისადეკვატურიპასუხიდა/ანსტრიდორისმქონეპაციენტთანარარისდადგენილიდიაგნოზ
ი. კრუპის შემთხვევაში კისრის პირდაპირ რენტგენოგრამაზე ვლინდება სოლის ნიშანი.
რუტინულადარარისსაჭიროჰემოგრამისჩატარება, თუმცა ხშირად ლეიკოპენია და ლიმფოციტოზი
მიუთიტებს დაავადების ვირულ ეტიოლოგიაზე

მკურნალობა.კრუპის მკურნალობის დროს მეტად მნიშვნელოვანიამინიმალურიჩარევა -


ბავშვმათავადუნდაშეარჩიოსმისთვისყველაზემეტადმისაღებიდაკომფორტულიპოზიცია,
შეიძლებამშობლისკალთაში. ბავშვის მშვიდი მდგომარეობა ამცირებს რესპირატორული დისტრესის
მოვლებს. კრუპისსინდრომისმკურნალობა მოიცავს

 კორტიოკოსტეროიდებს - რომელიც ინიშნება დაავადების ნებისმიერისიმძიმისდროს.


არჩევისპრეპარატსწარმოადგენსდექსამეტაზონი,
თუმცაშესაძლებელიამისიჩანაცვლებაპრედნიზოლონითანბუდეზონიდისაეროზოლით.უპირა
ტესობაენიჭებაკორტიკოსტეროიდის per os მიღებისგზას,
რადგანნაკლებადსტრესულიაბავშვისთვის, თუმცაპარენტერულიშეყვანაასევეეფექტურია,
მითუმეტესიმპაციენტებში, რომლებსაცაქვთღებინებაანვერიღებენწამალსპერორულად
 ეპინეფრინის აეროზოლი გამოიყენება საშუალო სიმძიმის და მძიმეკრუპისდროს, როდესაც
ვლინდება სტრიდორი მოსვენებულ მდგომარეობაში.
 ოქსიგენოთერაპია - მძიმეკრუპისდროსნაჩვენებიაოქსიგენოთერაპია

You might also like