You are on page 1of 18

ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე

შინაგანი მედიცინა 3 (ფინალური გამოცდის მასალა)


WebMedic ©2023

შინაგანი მედიცინა, დიფერენციული დიაგნოსტიკა; მე-5-ე კურსი.


საგამოცდო საკითხები. ვარიანტი 1.

საგამოცდო კითხვები. თითეული კითხვა ფასდება 0-დან 2 ქულამდე

1. კარდიალგია. ჩამოთვალეთ გულმკერდში ტკივილის არაკორონარული მიზეზები:


პასუხი: პერიკარდიტი, , აორტის განშრევება, სპონტანური პნევმოთორაქსი, ჰიპერვენტილაცია,
პულმონური ემბოლიზმი, რეფლუქს ეზოფაგიტი, ეზოფაგოსპაზმი, პლევრიტი, დეპრესია, პეპტიკური
წყლული, ჰერპეს ზოსტერი-ადრეულ სტადიაში, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი.

2. ჩამოთვალეთ რომელ ორგანოებს აზიანებს ათეროსკლეროზი და რა დაავადებების განვითარებას


იწვევს შესაბამისად:
პასუხი: ათეროსკლეროზული პროცესი ძირითადად ვითარდება აორტაში, ბარძაყის, მუხლქვეშ,
დიდი წვივის, გვირგვინოვან, შიდა და გარე საძილე და თავის ტვინის არტერიებში. გვირგვინოვანი
არტერიების დაზიანების დროს შეიძლება განვითარდეს სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის
კლინიკური სურათი ან უეცარი გულისმიერი სიკვდილი. ტვინის არტერიების დაზიანების როს
ვითარდება ტრანზიტორული იშემიური შეტევა ან ინსულტი, ქვედა კიდურების არტერიების
ათეროსკლეროზული დაზიანება იწვევა ხანგამოშვებით ოკჭლობას და განგრენის განვითარებას,
თირკმის არტერიების დაზიანება იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას, ჯორჯლის არტერიების
დაზიანებისას ვითარდება ნაწლავების იშემიის სიმპტომები

3. რა განსხვავებაა გულის აუსკულტაციით აორტული ნაკლოვანებასა და მიტრალურ


ნაკლოვანებას შორის:
პასუხი: მიტრალური ნაკლოვანების დროს პირველი ტონი არის შესუსტებული და მოისმინება
მწვერვალზე მბერავი ხასიათის სისტოლური შუილი ირადიაციით იღლიის მიმართულებით.
აორტული ნაკლოვანების დროს მოისმინება სუსტი მაღალი სისხშირის კლებადი დიასტოლური
შუილი რომელიც იწყება მეორე ტონის შემდეგ და უჭირავს მთელი დიასტოლა ან მისი საწყისი
ნაწილი.

4. რა განსხვავებაა ესენციურ არტერიული ჰიპერტენზიასა და მეორად არტერიული ჰიპერტენზიას


შორის:
პასუხი: ესენციური ჰიპერტენზია, ანუ პირველადი ჰიპერტენზია შეადგენს არტერიული
ჰიპერტენზიის შემთხვევათა დიდ უმრავლესობას. ესაა მულტიფაქტორული დაავადება, რომლის
პათოგენეზში წამყვანია : სიმპატიკური ნერვული სისტემის და რენინ -ანგიოტენზინის სისტემის
გაზრდილი აქტივობა, ვაზოაქტიური მეტაბოლიტების (აზოტის ოქსიდი და ენდოთელინი)
წარმოქმნის შეფერხება, უჯრედშიდა კათიონების მეტაბოლიზმის მოშლა, სხვა ფაქტორების
(მარილის ჭარბი მიღება, სტრესი, ჭარბი წონა) ზემოქმედება. მეორადი (სიმპტომური) არტერიული
ჰიპერტენზიები ეტიოლოგიურად დაკავშირებულია სხვა ორგანოების და სისტემების
დაზიანებასთან და დაავადებასთან.მას მიეკუთვნება: თირკმლისმიერი (რენული)
აჰ,რენოვასკულური არტ. ჰიპერტენზია, ჰემოდინამიკური არტერიული ჰიპერტენზია,
ენდოკრინული არტერიული ჰიპერტენზია, ცენტრალური არტერიული ჰიპერტენზია, სტრეს -
ინდუცირებული არტერიული ჰიპერტენზია, განსაკუთრებული ფორმები :
მარილდამოკიდებული და კვებითი არტერიული ჰიპერტენზია. არტერიული ჰიპერტენზია
ალკოჰოლიზმის დროს და მედიკამენტური ჰიპერტენზია
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე

5. რა სიმპტომები და ნიშნებია დამახასითებელი სასუნთქი გზების ობსტრუქციით


(ბრონქოობსტრუქციით) მიმდინარე დაავადებებისათვის.
პასუხი: სასუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე დააავადების ასთმის დროს დამახასიათებელია
ჰაერის უკმარისობა, გულმკერდის შებოჭილობა, მსტვენავი სუნთქვა, ღამის ხველა ნახველით,
დისპნოე; ფქოდის დროს ვლინდება დისპნოე, პროდუქციული ნახველი და ზოგადი სისუსტე,
ნახველის ხასიათი შეიძლება იყოს ჩირქოვანი. ორივე შემთხვევაში აღინიშნება ქოშინი
ამოსუნთქვისას.

6. დაასახელეთ და მოკლედ დაახასიათეთ პორტული ჰიპერტენზიის სინდრომის ძირითადი


ვარიანტები.
პასუხი: პორტული ჰიპერტენზია გულისხმობს წნევის მომატებას კარის ვენაში ან მის ტოტებში, მისი
ძირითადი ფორმებია: ღვიძლქვედა, ღვიძლზედა, ღვიძლშიდა. ღვიძლქვედა ფორმის ძირითადი
მიზეზებია:პორტული ან ელენთის ვენის თრომბოზი ან ოკლუზია, არტერიოვენური ფისტულა და
იზოლირებული სპლენომეგალია. ღვიძლსშიდა ფორმის მიზეზია:მწვავე ჰეპატიტები, ქრონიკული
ციროზი, მეტასტაზური კარცინომა, ჰემოქრომატოზი, ღვიძლის სარკოიდოზი, ღვიძლის კვანძოვანი
ჰიპერპლაზია და სხვ. ღვიძლზედა ფორმის მიზეზია:ბად-კიარის სინდრომი.

7. რა არის ღვიძლზედა, ქვიძლშიდა (ღვიძლისმიერი) და ღვიძლქვედა ჰიპერბილირუბინემია.


მოკლედ დაახასიათეთ თვითეული მათგანი:
პასუხი: ღვიძლზედა (ჰემოლიზური)სიყვითლე ვითარდება ერითროციტების გაძლიერებული
დაშლისა და არაპირდაპირი ბილირუბინის ჭარბი გამოყოფის შედეგად ,კლინიკურად
დამახასიათებელია-სიყვითლე, ანემია და ელენთის გადიდება.სიყვითლე ლიმონის ფერისაა, ზოგჯერ
ინტენსიური, განსაკუთრებით ჰემოლიზური კრიზების დროს. ღვიძლისმიერი
(პარენქიმული)სიყვითლე ვლინდება ღვიძლის დაავადებების დროს როდესაც აღინიშნება ღვიძლის
პარენქიმული უჯრედების დაზიანება, კლინიკურად დამახასიათებელია-ინტენსიური სიყვითლე,
ღვიძლის და არაიშვიათად ელენთის გადიდება, ქავილი, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა
დარღვეულია, აღინიშნება ღვიძლის მიკრო და მაკრომორფოლოგიური ცვლილებები. ღვიძლქვედა
სიყვითლე-ასევე მას უწოდებენ ობსტრუქციულ სიყვითლეს, დამახასიათებელი
ნიშნებია:ინტენსიური სიყვითლე მოშაო ელფერით, ჰიპერბილირუბინემია პირდაპირი
ბილირუბინის ხარჯზე, აქოლიური განავალი, სტეატორეა, ოსტეოპოროზი.

8. ჩამოთვალეთ ჰეპატომეგალიის შესაძლო მიზეზები:


პასუხი: მწვავე ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის აბსცესები, ღვიძლის
სიმსივნური დაზიანება, ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებები (კანის ვენის თრომბოზი, კარის
ვენის შეგუბების სინდრომი), ღვიძლის ცვლილებები გულის დაავადებების დროს(პერიკარდიტი,
მარჯვენამხრივი გულის უკმარისობა), ღვიძლის დაზიანება ჰემატოლოგიური დაავადებების დროს(
მწვავე ლეიკოზი, ქრ.მიელოლეიკოზი).

9. ჩამოაყალიბეთ შეშუპების სინდრომის ძირითადი პათოგენეზური მექანიზმები:


პასუხი:
1. ჰიდროდინამიური, რაც განპირობებულია ჰიდროსტატიკური წნევის სისტემური ან ლოკალური
მატებით და შესაბამისად მიკროცურკლატორულ კალაპოტში ფილტრაციის ფართობის გაზრდით
(სისტემური შეშუპება გუ-სას ან ლოკალური შეშუპება ვენური ჰიპერემიის, თრომბოზის ან ემბოლიის
ზონებში).
2. ონკოზური შეშუპება ყალიბდება სისხლძარღვებში ცილის შემცველობის დაქვეითებისას
ნეფროზული სინდრომის არსებობისას, ღვიძლის უკმარისობის ან კახექსიის დროს.
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე

3. ოსმოსური შეშუპება ჰიპეროსმიის ზონებში ვითარდება, რაც ლოკალურად უჯრედების


ალტერაციისას, ციტოლიზის სინდრომისას ან ნივთიერებათა ცვლის შუალედური პროდუქტების
დაგროვებისას იჩენს თავს.
4. . მემბრანოგენური შეშუპება- ამ შეშუპებას საფუძვლად უდევს პოხიერი უჯრედების
დეგრანულირება ვაზოაქტიური ნივთიერებების (ჰისტამინი, სეროტონინი, ჰეპარინი) და ახლად
სინთეზირებული მედიატორების (ლეიკოტიენები, პროსტაგლანდინები, თავისუფალი რადიკალები)
გამოთავისუფლება, რაც სისხლძარღვების განვლადობას ზრდის. 5. ლიმფოდინამიური შეშუპება
ვლინდება ლიმფური დრენაჟის თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევისას, რაც განპირობებულია
სისხლძარღვებისსტრუქტურის დარღვევით, მათი თრომბოზით, ექსუდატით, ტრანსუდატით,
სიმსივნით კომპრესიით ან შეხორცებითი პროცესებით.
6. შეშუპება, რომელიც წყალ/მარილოვანი ცვლის ნერვული ან ჰუმორული რეგულაციის დარღვევას
უკავშირდება(გუ-ის, სუნთქვის უკმარისობის, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის არსებობისას,
მთელი რიგი ენდოკროინოპათიებებისას, რაც რენინ-ანგიოტენზინის და სიმპათო- ადრენალური
სისტემის აქტივირებით ხასიათდება) 7. შეშუპება, რომელიც სითხის დადებით ბალანსთან არის
დაკავშირებული(თირკმლის უკმარისობის დროს ოსმოსურად-აქტიური ნივთიერებების ჭარბი
მიღებისას)
8. ალერგიული შეშუპება ყველაზე ხშირად ანაფილაქსიური (ატოპიური რეაქციების დროს
ვითარდება): კვინკეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტი.გამოიყოფა ჭარბი რაოდენობით ჰისტამინი,
რაც სისხლძარღვების მკვეთრ გაფართოებას და მათი კედლების განმვლადობის ზრდას იწვევს,
შედეგად სიხლის თხევადი ნაწილი გადაინაცვლებს ქსოვილებში. შეშუპება ჰუმორული ალერგიული
რეაქციის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ანაფილაქსიური შოკი როგორც წესი ფილტვის შეშუპებით
ვლინდება, რასაც თან ახლავს კანის საფარის და ლორწოვანი ქსოვილების შეშუპება.
9. კახექსიური შეშუპება. კახექსია- პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც მძიმე ტროფიკული
დარღვევებით , სხეულის მასის კარგვით და სითხის სისხლძარღვ- შიდა-გარე გადანაწილებით
ვლინდება.
კახექსიის ეთიოლოგია მოიცავს ალიმენტარულ ფაქტორს (შიმშილობა, ანორექსია), და ენდოკრინული
სისტემის დარღვევებს, ალკოჰოლიზმს, ონკოლოგიურ დაავადებებს. წამყვან პათოგენეზურ მექანიზმს
ამ შემთხვევაში ცილის სინთეზის დათრგუნვა და ონკოზური წნევის დაქვეითება წარმოადგენს.
ჰიპოპროტეინულ შეშუპებას რბილი, ცომისგვარი კონსისტენცია აქვს, კანი მშრალი, გამჭირვალე და
გათხელებულია.
შეშუპება სიმეტრიულია და ძირითადად წვივის, ტერფის და სახის მიდამოში ლოკალიზდება.
10. ტოქსიური შეშუპება.წამყვანი პათოგენეზური მექნიზმი არის სისხლძარღის კედლის
განვლადობის ზრდა ბაქტერიული, ტოქსიური, ალიმენტური პათოგენური ფაქტორების
ზემოქმედების შედეგად. ასევე შესაძლოა განვიხილოთ მწერის და გველის ნაკბენები.ტოქსინების
ირიტაციული ზემოქმედებით სიხლძარღვების კედლების განვლდობის ზრდის გარდა, ირღვევა
ქსოვილოვანი ცვლა და იზრდება ქსოვილოვანი სითხის ოსმოსური კონცენტრაცია.

11. დაასახეთ ასციტის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:


პასუხი: ციროზი, ღვიძლის ვენების ოკლუზია; ქვემო ღრუ ვენის ობსტრუქცია; გულის შეგუბებითი
უკმარისობა; კონსტრიქციული პერიკარდიტი; ღვიძლის დაავადებები; ნეფროზული სინდრომი;;
მალაბსორბციის სინდრომი; ალიმენტური ჰიპოპროტეინემია; მიქსედემა;
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე

ტესტები და კლინიკური შემთხვევები.სწორი პასუხი ფასდება 0.5 ქულით

1. 1. მიოკარდიუმის ინფარქტის დიფერენციული დიაგნოზი უნდა გატარდეს შემდგომ დაავადებებთან ,


გარდა ერთისა:
A. 🗹ე. კოლიტი
B. ☒დ. აორტის განშრევება
C. ☒გ. პნევმოთორაქსი
D. ☒ბ. ოსტეოქონდროზი
E. ☒ა. საყლაპავის სპაზმი
2. 2. სტენოკარდიული დისკომფორტი აღიწერება, როგორც:
A. 🗹4) სწორია ყველა ჩამოთვლილი;
B. ☒3) მკერდის ძვლის უკან ტკივილის შეგრძნება.
C. ☒2) მოხრჩობის ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
D. ☒1) გულმკერდის არეში მოჭერის ან ზეწოლის შეგრძნება;
E. ☒5) სწორია 1, 3;
F. ☒6) სწორია 2, 3.
3. 3. სტენოკარდიის შეტევა, ჩვეულებრივ:
A. 🗹8) სწორია 1, 2, 4.
B. ☒7) სწორია 2, 3, 4;
C. ☒6) სწორია 1, 2, 3;
D. ☒5) სწორია ყველა ჩამოთვლილი;
E. ☒4) იხსნება ნიტროგლიცერინის სუბლინგვალური მიღების შემდეგ.
F. ☒3) გრძელდება 30 წთ-ს და მეტ ხანს;
G. ☒1) აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის ფონზე;
H. ☒2) აღმოცენდება ემოციური სტრესის ფონზე;
4. 4. სტენოკარდიული ტკივილი შეიძლება ირადირდეს სხეულის ყველა ჩამოთვლილ ნაწილში, გარდა
A. 🗹4) მარცხენა ფეხში;
B. ☒3) ზურგში; დ) კბილებში;
C. ☒5) ეპიგასტრიუმში.
D. ☒2) ორივე ხელში;
E. ☒1) მარცხენა მხარში;
5. 5. გულმკერდის არეში ტკივილის აღმოცენების მიზეზი შეიძლება იყოს:
A. 🗹5) ყველა ჩამოთვლილი;
B. ☒4) ემოციური გადაღლა ან გადაძაბვა.
C. ☒2) პერიკარდიტი;
D. ☒3) პლევრიტი;
E. ☒1) აორტის განმშრევებელი ანევრიზმა;
F. ☒6) სწორია 2, 3;
G. ☒7) სწორია 2, 4;
H. ☒8) სწორია 1, 4.
6. 6. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელი არ არის დამახასიათებელი ქრონიკული ბრონქოოსტრუქციით
მიმდნარე დაავდებებისათვის:
A. 🗹ბ . ტიფნოს ინდექსის მატება ( >70%)
B. ☒ა . მსტვინავი ხიხინი
C. ☒გ . კასრისებრი გულმკერდი
D. ☒დ . სუნთქვაში დამატებიტი კუნთების ჩართვა.
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
7. 7 . ხველა, ქოშინი და მსტვინავი ხიხინი შეიძლება აღინიშნებოდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ
შემთხვევაში, გარდა ერთისა:
A. 🗹დ . ქრონიკული სინუსიტი
B. ☒გ . ალერგიული პნევმონიტი
C. ☒ბ . ფქოდ-ი
D. ☒ა . ბრონქული ასთმა
8. 8. ქრონიკული დილის ხველა ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ დაავადებას, გარდა ერთისა:
A. 🗹ა . კარდიული ასთმა (მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა);
B. ☒ბ . ბრონქოექტაზიური დაავადება
C. ☒გ . რეფლუქს-ეზოფაგიტი;
D. ☒დ . ფქოდ-ი.
9. 9. ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან ხველის გამოწვევა შეუძლია:
A. 🗹გ . პერინდოპრილი
B. ☒დ . ლოზარტანი
C. ☒ბ . დიაზეპამი
D. ☒ა . ნიფედიპინი
10. 10. მშრალი, არაპროდუქტიული ხველა ჩამოთვლილთაგან დამახასიათებელია მხოლოდ ერთ
შემთხვევაში :
A. 🗹ა . ექსუდაციური პლევრიტი
B. ☒ბ . ფილტვის აბსცესი
C. ☒გ . ბრონქოექტაზიური დაავადება
D. ☒დ . ქრონიკული ბრონქიტი.
11. 11. ქრონიკული ბრონქიტის წამყვან სიმპტომს, როდესაც ანთება მიმდნიარეობს უმეტესად მსხვილი
ბრონქების სანათურის დაზიანებით, წარმოადგენს:
A. 🗹გ . ქოშინი
B. ☒ბ . ხველა ნახველით
C. ☒ა . ძლიერი, მშრალი ხველა
D. ☒დ . სურდო
12. 12.ჰიპერნატრიემიისშემთხვევაში:
A. 🗹1)რენინის სეკრეცია მცირდება;
B. ☒2)ალდოსტერონის სეკრეცია იზრდება;
C. ☒3)ანგიოტენზინ II-ის სინთეზი იზრდება;
D. ☒4)ანგიოტენზინ I-ის სეკრეცია იზრდება.
13. 13. ერთ-ერთი ქვემო კიდურის იზოლირებული შეშუპება ვითარდება:
A. 🗹2)ქვედა კიდურების ვენების პათოლოგიების დროს;
B. ☒1) გულის უკმარისობის განვითარებისას;
C. ☒3) კონსტრიქციული პერიკარდიტის შემთხვევაში;
D. ☒4) ზემო ღრუ ვენის ობსტრუქციისას.
14. 14. შეშუპებასთანერთადპალპაციისდროს მტკივნეულობა ახასიათებს:
A. 🗹4) სწორია 1, 2;
B. ☒5) სწორია 1, 3;
C. ☒6) სწორია 2, 3.
D. ☒3) გულის უკმარისობას.
E. ☒2) ღრმა ვენების თრომბოზს;
F. ☒1) თრომბოფლებიტს;
15. 15 გულის შეგუბებით უკმარისობას შეგუბებითი მდგომარეობისაგან განასხვავებს:
A. 🗹4) პათოლოგიური ცვლილებები გულის კუნთში.
B. ☒3) ორგანიზმში ჭარბი რაოდენობის მარილებისა და სითხის დაგროვება;
C. ☒2) შეგუბების განვითარება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში;
D. ☒1) შეგუბების განვითარება სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში;
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
16. 15. საყლაპავის სიმსივნეების დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს შემდგომ დაავადებებთან:
ა. ეზოფაგოსპაზმი
ბ. კარდიის აქალაზია
გ. კრონის სინდრომი
დ. აორტის ანევრიზმა
ე. მსხვილი ნაწლავის კიბო
A. 🗹1. ა, ბ, დ
B. ☒2. ბ.დ.ე
C. ☒3. ა,დ, ე
D. ☒4. ბ,გ,დ
17. 16. კრონის დაავადებისას უნდა გამოირიცხოს შემდგომი დაავადებები:
A. 🗹ბ. იშემიური კოლიტი, უიპლის დაავადება, ნაწლავის დივერტიკულოზი
B. ☒ა. კუჭის წყლულოვანი დაავადება, საყლაპავის აქალაზია
C. ☒დ. გულის იშემიური დაავადება, ჰიდროთორაქსი
D. ☒გ. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ბარეტის საყლაპავი
18. 17. რა არის ჰიპერბილირუბიბემია. ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება სისხლში
A. 🗹ა.>20.5 მკმოლ/ლ
B. ☒ბ.> 15 მკმოლ/ლ
C. ☒ბ.>12.5 მკმოლ/ლ
D. ☒დ.>8.7 მკმოლ/ლ
19. 18. რა არის ფსევდო სიყვითლე
A. 🗹ბ. კაროტინის ჭარბი რაოდენობის მომატებით გამოწვეული სიყვითლე
B. ☒ა. არაპირდაპირი ბილირუბინის მომატება
C. ☒გ. ჭაღბი ალკოჰოლის მიღების ფონზე განვითარებული სიყვითლე
D. ☒დ. ყველა პასუხი სწორია
20. 19. ფსევდო სიყვითლის დროს შეფერილია
A. 🗹დ) შეფერილია მხოლოდ კანი ;ლორწოვანი გარსები და თვალის სკლერები შეგერილი არ არი ს
B. ☒გ. თვალის სკლერები და კანი
C. ☒ბ. კანი და ლორეოვანი გარსები
D. ☒ა. თვალის სკლერები და ლორწოვანი გარსები
21. 20 ღვიძლზედა სიყვითლე (ჰიპერბილირუბინემია)
A. 🗹ე. ყველა პასუხი სწორია
B. ☒დ. მისთვის დამახასიათებელია ანემიის განვითარება
C. ☒გ. მისთვის დამახასიათებელია თავისუფალი ბილიუბინის მატება
D. ☒ბ. მისთვის დამახასიათებელია არაპირდაპირი ბილირუბინის მატება
E. ☒ა. დაკავშირებულია ჰემოლიზთან
22. 21. ღვიძლშიდა ჰიპერბილირუნინემიას ახასიათებს:
A. 🗹დ. ყველა პასუხუი სწორია
B. ☒გ. პირდაპირიდა არაპირდაპირი ბილირუბინის მატება
C. ☒ბ. არაპირდაპირი ბილირუბინის მატება
D. ☒ა. პირდაპირი ბილირუბინის მატება
23. 22. ტემპერატურული მრუდებიდან, მუდმივი ტიპის ცხელება, ჩამოთვლილთაგან, რომელ დაავადებას
შეიძლება ახასიათებდეს?
A. 🗹ა . წილოვანი პნევმონია
B. ☒ბ . მალარია
C. ☒გ . ბრუცელოზი
D. ☒დ . ციტომეგალოვირუსი.
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
24. 23. ტემპერატურის მატების მიზეზი ჩამოთვლილთაგან შეიძლება იყოს :
A. 🗹დ . ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
B. ☒გ . მეტაბოლური დარღვევები
C. ☒ბ . ქრონიკული ბაქტერიული ინფექცია გამწვავებით
D. ☒ა . მწვავე ვირუსული ინფექცია
25. 24 რას ნიშნავს ბეტოლეფსიის სინდრომი:
A. 🗹ა . გახანგრძლივებული ხველის ფონზე ცნობიერების კარგვა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს
ეპილეფსიური ტიპის კრუნჩხვები, რაც განპირობებულია თავის ტვინის ტრანზიტორული
ჰიპოქსიით
B. ☒ბ . ხველას ჩირქოვან-ლორწოვანი ნახველის გამოყოფით
C. ☒გ . შეტევითი ხასიათის ხველა, რომელსაც თან არ ახლავს ნახველის გამოყოფა
D. ☒დ . აუსკულტაციის დროს წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინების მოსმენას ფილტვის ქვედა
ველებში, რომლებიც ჩახველების შემდგომ ქრება.
26. 25. კარდიულ ასთმას ახასიათებს:
A. 🗹3) ქაფიანი მოვარდისფრო ნახველი
B. ☒2) სქელი წებოვანი ნახველი ექსპირატორული ქოშინის ფონზე
C. ☒1) ,,სავსე პირით" ხველა დილით
D. ☒4) მშრალი ხველა ყივილის ხმით~
E. ☒5) არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი
27. 26. ღვიძლის შეგუბებითი ციროზის ყველაზე მძიმე გართულებად ითვლება:
A. 🗹1) საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენა;
B. ☒2) ასტერიქსისი;
C. ☒3) სიყვითლე;
D. ☒4) ასციტი;
E. ☒5) შეშუპებები.
28. 27. ავადმყოფიუჩივისყრუხასიათისტკივილსწელისმიდამოში, ოლიგურიას, ხველას, ქოშინის.
ობიექტურად აღინიშნება სახის შეშუპება, სიფერმკრთალე. შარდი "ხორცის ნარეცხის" შესახედავობისაა.
შარდის ანალიზით ვლინდება ჰემატურია და პროტეინურია. დაავადება განვითარდა ანგინის
გადატანიდან ორი კვირის შემდეგ. როგორია სავარაუდო დიაგნოზი:
A. 🗹1) მწვავე გლომერულონეფრიტი
B. ☒2) მწვავე პიელონეფრიტი
C. ☒3) ქრონიკული გლომერულონეფრიტი
D. ☒4) თირკმლების კენჭოვანი დაავადება
E. ☒5) ნეფროზული სინდრომი
29. 28.რევმატოიდული ართრიტის არასახსროვანი გამოვლინებებიდან რომელია უფრო ხშირი:
A. 🗹1) .რევმატოიდული კვანძები
B. ☒2) ფილტვების ინტერსტიციული დაზიანება
C. ☒3) ვასკულიტი
D. ☒4) ნეფროპათია
E. ☒5) პერიკარდიტი
30. 29. ანტინუკლეარული ანტისხეულები ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი დაავადების დროს:
A. 🗹1) სისტემური წითელი მგლურა
B. ☒2) დისკოიდური წითელი მგლურა
C. ☒3) რევმატოიდული ართრიტი
D. ☒4) დერმატომიოზიტი
E. ☒5) კვანძოვანი პოლიარტერიიტი
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
31. 30. მამაკაცებიგაცილებითუფროხშირად, ვიდრე ქალები ავადდებიან შემდეგი დაავადებით:
A. 🗹3. კვანძოვანი პოლიარტერიიტი
B. ☒4. დერმატომიოზიტი
C. ☒5. შეგრენის დაავადება
D. ☒2. სისტემური სკლეროდერმია
E. ☒1. სისტემური წითელი მგლურა
32. 31. დილის შებოჭილობა არის შემდეგი დაავადების ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი:
A. 🗹4) რევმატოიდული ართრიტი
B. ☒3) ფსორიაზული ართრიტი
C. ☒2) რეიტერის დაავადება
D. ☒1) ბეხტერევის დაავადება
E. ☒5) ჩონჩხის დიფუზური იდიოპათიკური ჰიპეროსტოზი
33. 32. ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი დაავადების დროს რეინოს სინდრომი აღენიშნება პრაქტიკულად ყველა
ავადმყოფს:
A. 🗹4) სისტემური სკლეროდერმია
B. ☒3) დერმატომიოზიტი
C. ☒2) სისტემური წითელი მგლურა
D. ☒1) რევმატოიდული ართრიტი
E. ☒5) შეგრენის დაავადება
34. 33. 48წლისმამაკაციარტერიული ჰიპერტენზიით უჩივის მოსვენეულ მდგომარეობაში მოჭერითი
ხასიათის ტკივილს გულმკერდის არეში. ეკგ-ზე აღინიშნება"ST"-სეგმენტის ტრანზიტორული ელევაცია.
სავარაუდო დიაგნოზია:
A. 🗹ა) პრინცმეტალისსტენოკარდია;
B. ☒ბ) მწვავეპერკარდიტი;
C. ☒გ) მიოკარდიუმისმწვავეინფარქტი;
D. ☒დ) აორტისგანშრევება;
E. ☒ე) ჰიპერტროფიულიკარდიომიოპათია.
35. 34. 44 წლის პაციენტს მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან ორი თვის შემდეგ განუვითარდა
ტკივილები გულმკერდის არეში ჩასუნთქვის დროს. გამოკვლევით აღინიშნება პერიკარდიუმის ხახუნი
როგორც სისტოლის, ისე დიასტოლის პერიოდში. ეკგ-ზე დაფიქსირდა ST სეგმენტის ელევაცია ყველა
განხრაში. სავარაუდო დიაგნოზია:
A. 🗹გ) დრესლერის სინდრომი;
B. ☒დ) კონსტრიქციული პერიკარდიტი.
C. ☒ბ) გულის შეგუბებითი უკმარისობა;
D. ☒ა) მწვავე პერიკარდიტი;
36. 35. კლინიკას მომართა 45 წლის ქალმა. ნორმოსთენიული კონსტიტუციის, არ მოიხმარს თამბაქოს.
დაახლოებით 3 დღის წინ გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია საკვერცხის კარცინომის გამო. ავად არის
მეორე დღეა. ავადმყოფბა დაწყო ტკივილით გულმკერდის არეში, მარჯვნივ. ამჟამად უჩივის ჰაერის
უკმარისობას მოსვენებულ მდგომარეობაში და მინიმალური ფიზიკური დატვირთვის დროს. ჰქონდა
სისხლიანი ხველის ეპიზოდი. თავს უკეთ გრძნობს წოლისას. ობიექტურად: პულსი 90 წუთში, რითმული,
გულის ტონები - მოყრუებული, მოისმინება ნაზი სისტოლური შუილი მწვერვალზე. ფილტვის მოსმენით
მარჯვნივ ქვემო წილში კრეპიტაცია, ხოლო მუცელი პალპაციით რბილი და უმტკივნეულოა, ღვიძლი არ
ცილდება ნეკნთა რკალს. ეკგ: გულის ელექტრული ღერძი გადახრილია მარჯვნივ, მარჯვენა პარკუჭის
ჰიპერტროფიის ნიშნებით. სავარაუდო დიაგნოზი:
A. 🗹ბ . ფილტვის არტერთრომბოემბოლია, ფილტვის ინფარქტი
B. ☒ა . მარჯვენამხრივილი ბრონქოპნევმონია
C. ☒გ . მიოკარდიუმის ინფარქტი
D. ☒დ . მწვავე პერიკარდიტი
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
37. 36. კლინიკას მომართა 25 წლის გოგონამ ,რომელსაც 1 კვირის წინ დაეწყო მწვავე რესპირატორული
ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორებიცაა ტემპერატურის მატება 39 გრადუსამდე,
ხველა, უმეტესად ნახველის გამოყოფით, ცხვირში გაჭედილობის შეგრძნება, რინორეა. პაციენტის
გადმოცემით ავადობენ მისი ოჯახის წევრებიც. ფიზიკალურად: აუსკულტაციით მკვრივი სუნთქვა,
ერთეული მსტვინავი ხიხინები, პერკუსიით, ნათელი პერკუტორული ხმიანობა. რენტგენოლოგიურად
სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერება
A. 🗹ა . გრიპის ვირუსი
B. ☒ბ . მიკოპლაზმა
C. ☒გ . მარტივი ჰერპეს ვირუსი
D. ☒დ . ციტომეგალოვირუსი
38. 37. 66 წლის მამაკაცს აღენიშნება სუნთქვის პროგრესული შესუსტება ფილტვების ქრონიკული
ობსტრუქციული დაავადების გამო. მას ამჟამად შეუძლია ყოველდღიური ფიზიკური აქტივობების
შესრულება, თუმცა გაუჭირდა კიბეზე ასვლა. ფიზიკური გამოკვლევით გამოვლინდა ბილატერალური
ექსპირაციული მშრალი ხიხინი. უტარდება მისი დაავადების (ფქოდი) სტადიის შესაბამისი მკურნალობა.
დამატებით რა ღონისძიებას გაატარებდით ასეთ შემთხვევაში:
A. 🗹ბ . ყოველწლიური ვაქცინაცია გრიპის ვირუსის მიმართ
B. ☒ა . მენინგოკოკური ვაქცინაცია
C. ☒გ . თუ მსუქანია წონის დაქვეითება
D. ☒დ . ვაქცინაცია ინფლუენცას ჩხირის მიმართ
39. 38. პაციენტი უჩივის ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც აღენიშნება უზმოდ და ღამის საათებში.
ტკივილი ექსხნება სოდის მიღების ან საკვების მიღების შემდეგ. სავარაუდო დიაგნოზია12 გოჯა
ნაწლავის წყლულოვანი დაავადება რა კვლევას დაუნიშნავთ პაციენტს დიაგნოზის დასაზუსტებლად:
A. 🗹დ. გასტროფიბროსკოპია
B. ☒ე. მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა
C. ☒გ. მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
D. ☒ბ. კუჭისა და საყლაპავის რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასტირების გარეშე
E. ☒ა. კუჭისა და საყლაპავის რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასიტირებით
40. 39. 32 წლის პაციენტი მოვიდა ამბულატორულ გასინჯვაზე; უჩივის გულძმარვას, პირწყალს, გულის
რევის შეგრძნებას, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ თქვენი სავარაუდო დიაგნოზია
A. 🗹დ. გასტროეზოფაგული რეფლუქს ავადმყოფობა
B. ☒ე. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილიდან
C. ☒გ კუჭის წყლულოვანი დაავადება
D. ☒ბ. კრონის დაავადება
E. ☒ა. ქრონიკული გასტრიტი
41. 40. 45 წლის ქალი შემოვიდა კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილით ძლიერ
ტკივილზე მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში რომელიც დაეწყო ცხიმიანი საკვების მიღების შედეგ.
სისხლის საერთო ანალიზში აღინიშნება ზონიერი ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით; დიასგნოზის
დასაზუსტებლად რა ინსტრუმენტულ კვლევას ჩაუტარებთ პაციენტს პირველ ეტაპზე:
A. 🗹ე. მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა
B. ☒დ. გასტროფიბროსკოპია
C. ☒გ. მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
D. ☒ბ. კუჭისა და საყლაპავის რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასტირების გარეშე
E. ☒ა. კუჭისა და საყლაპავის რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასიტირებით
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე

შინაგანი მედიცინა 3 (ფინალური გამოცდის მასალა)


WebMedic ©2023

შინაგანი მედიცინა, დიფერენციული დიაგნოსტიკა; მე-5-ე კურსი.


საგამოცდო საკითხები. ვარიანტი 2.

საგამოცდო კითხვები. თითეული კითხვა ფასდება 0-დან 2 ქულამდე

1. რა განსხვავებაა გულის აუსკულტაციით აორტული სტენოზსა და მიტრალურ სტენოზს შორის:


პასუხი: აორტული სტენოზის დროს მოისმინება უხეში სისტოლური შუილი და მნიშვნელოვანი
დიაგნოსტიკური ნიშნია აორტის ზემოთ პალპირებადი სისტოლური კანკალი (თრთოლვა). მიტრალური
სტენოზისთვის დამახასიათებელია მოგუგუნე დაბალსიხშირიანი დიასტოლური შუილი.

2. კარდიალგია. დაასახელეთ გულმკერდში ტკივილის არაკორონარული მიზეზები.


პასუხი: პერიკარდიტი, , აორტის განშრევება, სპონტანური პნევმოთორაქსი, ჰიპერვენტილაცია,
პულმონური ემბოლიზმი, რეფლუქს ეზოფაგიტი, ეზოფაგოსპაზმი, პლევრიტი, დეპრესია, პეპტიკური
წყლული, ჰერპეს ზოსტერი-ადრეულ სტადიაში, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი.

3. დაასახელეთ მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის ძირითადი მიზეზები.


პასუხი: მეორადი (სიმპტომური) არტერიული ჰიპერტენზიები ეტიოლოგიურად დაკავშირებულია სხვა
ორგანოების და სისტემების დაზიანებასთან და დაავადებასთან.მას მიეკუთვნება: თირკმლისმიერი
(რენული) აჰ,რენოვასკულური არტ. ჰიპერტენზია, ჰემოდინამიკური არტერიული ჰიპერტენზია,
ენდოკრინული არტერიული ჰიპერტენზია, ცენტრალური არტერიული ჰიპერტენზია, სტრეს -
ინდუცირებული არტერიული ჰიპერტენზია, განსაკუთრებული ფორმები : მარილდამოკიდებული
და კვებითი არტერიული ჰიპერტენზია. არტერიული ჰიპერტენზია ალკოჰოლიზმის დროს და
მედიკამენტური ჰიპერტენზია

4. რომელი დაავადებებისათვის არის დამახასითებელი ამოსუნთქვითი ქოშინი:


პასუხი: ბრონქული ასთმა, ფქოდი, ფილტვების ემფიზემა, ბრონქიოლიტი;

5. ჩამოთვალეთ რა ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებს მიმართავთ პლევრაში სითხის


გამოსავლენად. გამოყავით მათგან ყველაზე ზუსტი მეთოდი.
პასუხი: პირველ ეტაპზე ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა, რომელიც გამოავლენს
სითხის არსებობას პლევრის ღრუში, თუმცა მცირე რაოდენობით არსებული სითხე შესაძლოა
შეუმჩნეველი დარჩეს. უფრო ნათელ სურათს იძლევა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მისი
საშუალებით შესაძლოა გამოვლინდეს პნევმონია, პულმონური ემბოლიზმი, ფილტვის აბსცესი,
სიმსივნური წარმონაქმნი. ულტრაბგერითი კვლევა ეხმარება ექიმს განსაზღვროს მცირე რაოდენობით
არსებული სითხის ლოკალიზაცია.თუ აღნიშნული კვლევებით ვერ მოხერხდა დაავადების გამომწვევი
მიზეზის
დადგენა მიმართავენ დიაგნოსტიკის სხვა მეთოდებს. გამოკვლევის ყველაზე ზუსტ მეთოდს
წარმოადგენს თორაკოსკოპია (სპეციალური მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმს,
დაათვალიეროს პლევრის ღრუ და საჭიროების შემთხვევაში აიღოს ქსოვილოვანი მასალა პლევრიდან –
აღწერილ პროცედურას თორაკოსკოპია ეწოდება და იძლევა ფილტვის კიბოსა და ტუბერკულოზის
გამოვლენის შესაძლებლობას). თუ თორაკოსკოპია არ არის ხელმისაწვდომი, მიმართავენ პლევრის
ბიოფსიას ნემსით.
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე

6. რა სახის სიყვითლეები არსებობს (ჰიპერბილირუბინემიის სახეები)


პასუხი: არსებობს ცრუ და ჭეშმარიტი სიყვითლე რომელიც სამი ფორმისაა ესენია:ღვიძლზედა
(ჰემოლიზური)სიყვითლე ვითარდება ერითროციტების გაძლიერებული დაშლისა და არაპირდაპირი
ბილირუბინის ჭარბი გამოყოფის შედეგად ,კლინიკურად დამახასიათებელია-სიყვითლე, ანემია და
ელენთის გადიდება.სიყვითლე ლიმონის ფერისაა, ზოგჯერ ინტენსიური, განსაკუთრებით
ჰემოლიზური კრიზების დროს. ღვიძლისმიერი
(პარენქიმული)სიყვითლე ვლინდება ღვიძლის დაავადებების დროს როდესაც აღინიშნება ღვიძლის
პარენქიმული უჯრედების დაზიანება, კლინიკურად დამახასიათებელია-ინტენსიური სიყვითლე,
ღვიძლის და არაიშვიათად ელენთის გადიდება, ქავილი, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა
დარღვეულია, აღინიშნება ღვიძლის მიკრო და მაკრომორფოლოგიური ცვლილებები. ღვიძლქვედა
სიყვითლე-ასევე მას უწოდებენ ობსტრუქციულ სიყვითლეს, დამახასიათებელი ნიშნებია:ინტენსიური
სიყვითლე მოშაო ელფერით, ჰიპერბილირუბინემია პირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე, აქოლიური
განავალი, სტეატორეა, ოსტეოპოროზი.

7. რა არის ჰიპერსპლენიზმი და რომელი დაავადებების დროს შეიძლება ის შეგვხვდეს:


პასუხი: ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა რომლის დროსაც მომატებულია ელენთის
აქტივობა,ჰიპერსპლენიზმის მიმდინარეობისას შესაძლოა თავი იჩინოს ციტოპენიამ(ანემია,
ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია).
ჰიპერსპლენიზმი თავს იჩენს სპლენომეგალიისას ვინაიდან იზრდება ელენთის ზომები, იმატებს
მიდინებადი სისხლის მოცულობაც. ხშირი მიზეზები სპლენომეგალიისა რომელსაც თან ერთვის
ჰიპერსპლენიზმი, ესენია: ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ინფექციები(შიდსი,
მალარეა,ტუბერკულოზი) აუტოიმუნური დაავადებები(რევმატოიდული ართრიტი, სარკოიდოზი),
სიმსივნეები, სისხლის დაავადებები და სხვა.

8. დაასახელეთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედანაწილიდან სისხლდენის ძირითადი


მიზეზები:
პასუხი: საყლაპავის გახეთქვა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, საყლაპავის კიბო, საყლაპავის
შევიწროვება, ეროზია, წყლული, დივერტიკული, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი
დაავადება, დიაფრაგმის თიაქარი ეროზიულიგასტრიტი, კუჭის კარცინომა, პოლიპი.

9. რომელი სახის სიყვითლისათვის არის დამახასითებელი არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინემია


ანემიითა და რეტიკულოციტოზით:
პასუხი: ღვიძლზედა(ჰემოლიზური ) სიყვითლისთვის

10. ჩამოთვალეთ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოთ ტრანსუდატი პლევრის ღრუში:


პასუხი: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, მწვავე გლომელურონეფრიტი,
ღვიძლის ციროზი და ასციტი, მიქსედემა, საშრდე გზების ობსტრუქცია, მშობიარობა, ანემია,
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
ტესტები და კლინიკური შემთხვევები.სწორი პასუხი ფასდება 0.5 ქულით

1. 1. გულმკერდის არეში ტკივილის ინტენსივობის ცვალებადობა დაკავშირებული მოძრაობასთან,


სუნთქვასთან, ხველებასა და ყლაპვასთან, დამახასიათებელია:
A. 🗹6)სწორია 1, 2, 3;
B. ☒7) სწორია 2, 3, 4;
C. ☒8) სწორია 2, 3
D. ☒5)ყველა ჩამოთვლილი პათოლოგიისთვის;
E. ☒4). კისრისა და გულმკერდის ოსტეოქონდროზისთვის.
F. ☒3). პლევრიტისთვის;
G. ☒2) პერიკარდიტისთვის;
H. ☒1) სტენოკარდიისთვის:
2. 2. სტენოკარდიული ხასიათის მსგავსი ტკივილი შეიძლება აღინიშნოს შემდეგი პათოლოგიების
განვითარებისას:
A. 🗹4)ყველა შემთხვევაში;
B. ☒3). მწვავე პანკრეატიტის
C. ☒2) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის;
D. ☒1) აორტის განმშრევებელი ანევრიზმის;
E. ☒5)სწორია 1, 2;
F. ☒6) სწორია 1, 3;
G. ☒7) სწორია 2, 3.
3. 3. გულმკერდის არეში ტკივილი, ზურგში ირადიაციით, ყველაზე მეტად ახასიათებს:
A. 🗹3. აორტის განმშრევებელ ანევრიზმას;
B. ☒2.მიოკარდიუმის ინფარქტს;
C. ☒1.სტენოკარდიას;
D. ☒4. ბრონქოპნევმონიას;
E. ☒5. სეპტიურ ენდოკარდიტს.
4. 4. დაძაბვის სტენოკარდიით შეპყრობილი ავადმყოფების 24 საათიანი ეკგ მონიტორირებისას ხშირად
ვლინდება:
A. 🗹1. ST სეგმენტის დეპრესიის ეპიზოდები;
B. ☒2. ST სეგმენტის ელევაციის ეპიზოდები;
C. ☒3. სუპრავენტრიკულური არიტმიების ეპიზოდები;
D. ☒4. მარცხენა პარკუჭის სისტოლური გადაძაბვის ეპიზოდები.
5. 5.მიტრალური სტენოზის დიფრერენციული დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს შემდგომ დააავადებებთან
გარდა ერთისა:
A. 🗹გ. აორტის ანევრიზმასთან
B. ☒დ. მარცხენა წინაგულის მიქსომა
C. ☒ბ. ტრიკუსპიდული სტენოზთან
D. ☒ა. მცირე წრის პირველადი ჰიპერტენზიასთან
6. 6. ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად მიიჩნევა ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან ერთი:
A. 🗹გ . პროდუქტიული ხველა, უკანასკნელი 2 წლის მანძილზე წელიწადში 3-3 თვის განმავლობაში;
B. ☒ა . ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს
C. ☒ბ . პროდუქტიული ხველა, უკანასკნელი 1 წლის მანძილზე წელიწადში 3-3 თვის განმავლობაში
D. ☒დ . ქოშინის გაძლიერება ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად.
7. 7. ქვვემოთ ჩამოთვლილთაგან ბრონქულ ასთმას ახასიათებს შემდეგი სიმტომი:
A. 🗹დ . ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
B. ☒გ . ქოშინი, გახანგრძლივებული ამოსუნთვით
C. ☒ბ . მსტვინავი ხიხინი
D. ☒ა . შეტევითი ხასიათის ხველა, ნახველის გართულებული ევაკუაციით
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
8. 8. რა განასხვავებს ანგინურ ტკივილს მშრალი პერიკარდიტით გამოწვეული ტკივილისაგან?
A. 🗹გ . ტკივილის კავშირით სუნთქვასთან, მოძრაობასთან, ხველის ინტენსივობასთან და სხეულის
პოზასთან.
B. ☒დ . არცერთი პასუხი სწორი არ არის.
C. ☒ბ . ტკივილი ინტენსივობა
D. ☒ა . ტკივილის ლოკალიზაცია
9. 9. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს ნახველიანი ხველა მოწმობს
მუკოცილიარული ტრანსპორტის დარღვევებზე, რაც დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
A. 🗹დ . ყველა ჩამოთვლილზე
B. ☒გ . ფილტვის სურფაქტანტის სისტემის ფუნქციაზე
C. ☒ბ . ბრონქების ლორწოვანი ჯირკვლების სეკრეტის რაოდენობრივ და თვისობრივ
მახასიათებლებზე
D. ☒ა . ბრონქების ლორწოვანი გარსის წამწამოვანი ეპითელიუმის უჯრედების რაოდეობასა და
ფუნქციის აქტივობაზე
10. 10. ბრონქული ობსტრუქციის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი არის:
A. 🗹ა . გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა (სპირომეტრია)
B. ☒ბ . ბრონქოსკოპია
C. ☒გ . სისხლის გაზების გამოკვლევა
D. ☒დ . გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია.
11. 11. ბრონქოობსტრუქციის კლინიკური ნიშნებია:
A. 🗹დ . ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
B. ☒გ . ფილტვების ემფიზემატოზური ცვლილებები
C. ☒ა . ნახველის ევაკუაციის გართულება
D. ☒ბ . ექსპირატორული ქოშინი
12. 12 აგე ინჰიბიტორები გამოიყენებიან ყველა ჩამოთვლილი პათოლოგიის თერაპიისთვ ის, გარდა:
A. 🗹6) თირკმლის არტერიის ბილატერალური სტენოზი;
B. ☒7) დიაბეტური ნეფროპათია.
C. ☒5) პოსტინფარქტული პერიოდი;
D. ☒4) მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადია;
E. ☒2) არტერიული ჰიპერტენზია;
F. ☒3) მარცხენა პარკუჭის უსიმპტომო დისფუნქცია;
G. ☒1) გულის შეგუბებითი უკმარისობა;
13. 12 აგე ინჰიბიტორები გამოიყენებიან ყველა ჩამოთვლილი პათოლოგიის თერაპიისთვ ის, გარდა:
A. 🗹6) თირკმლის არტერიის ბილატერალური სტენოზი;
B. ☒7) დიაბეტური ნეფროპათია.
C. ☒5) პოსტინფარქტული პერიოდი;
D. ☒4) მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადია;
E. ☒2) არტერიული ჰიპერტენზია;
F. ☒3) მარცხენა პარკუჭის უსიმპტომო დისფუნქცია;
G. ☒1) გულის შეგუბებითი უკმარისობა;
14. 13. გულის უკმარისობა:
A. 🗹6) სწორია 1, 3, 4;
B. ☒7) სწორია 1, 3.
C. ☒5) მხოლოდ 1, 2, 4;
D. ☒4) ზოგჯერ გარდამავალი ხასიათისაა და ვლინდება მხოლოდ სხვადასხვა დამამძიმებელი
ფაქტორის ზეგავლენით (ემოციური სტრესი, ფიზიკური გადაძაბვა, ინფექცია და სხვ).
E. ☒3) შეიძლება განპირობებული იყოს ექსტრაკარდიალური პათოლოგიებითაც;
F. ☒2) ყოველთვის განპირობებულია კარდიალური პათოლოგიებით;
G. ☒1) შეიძლება განისაზღვროს, როგორც გულის ფუნქციის დარღვევა, როდესაც გული ვეღარ
ახერხებს ქსოვილების საჭირო რაოდენობით სისხლით მომარაგებას;
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
15. 14. რომელი ფიზიკალური ნიშნები და სიმპტომები მიუთითებენ მარცხენა პარკუჭის უკმარისობაზე?
A. 🗹4) ორთოპნოე;
B. ☒3) ანორექსია;
C. ☒1) კისრის ვენების დაბერვა;
D. ☒2) ასციტი;
16. 15. გულის შეგუბებით უკმარისობას შეგუბებითი მდგომარეობისაგან განასხვავებს:
A. 🗹4) 4პათოლოგიური ცვლილებები გულის კუნთში.
B. ☒3) ორგანიზმში ჭარბი რაოდენობის მარილებისა და სითხის დაგროვება;
C. ☒2) შეგუბების განვითარება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში;
D. ☒1) შეგუბების განვითარება სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში;
17. 16, ნაწლავის დივერტიკულიტიადიფერენცირება საჭიროა შემდგომ დაავადებებთან, გარდა ერთისა:
A. 🗹ბ. წყლულოვანი კოლიტი
B. ☒გ. გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებები
C. ☒დ. კუჭის წყლულოვანი დაავადება
D. ☒ა. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
18. 17. ღვიძლქვედა ჰიპერბილირუბინემიას არ ახასიათებს
A. 🗹ე. ჰიპერსპლენიზმი
B. ☒დ.ნაღვლის ჯავებისა და ტუტე ფოსფატაზას მომატება სისხლში
C. ☒ბ. არაპირდაპირი ბილირუბინის მატება სისხლში
D. ☒გ. ბილიბინურია
E. ☒ა. გამოსახულებითი მეთოდების გამოყენებისას (ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია,
ბირთვულ მაგნიკუტი რერზონასი) სანაღვლე სადირების დილატაცია
19. 18. ღვიძლის ფერმენტების აქტიობის გაზრდა (ალტ, ასტ) უპირასტესად დამახასიათებელია შემდეგი
ტიპის ჰიპერბილირბინემიისათვის
A. 🗹ა. ქვიძლშიდა (ღვიძლისმიერი)
B. ☒ბ. ღვიძლქვედა
C. ☒გ. ღვიძლზედა
D. ☒დ. სწორია ა,ბ,გ.
20. 19. მწვავე ქოლეცისტიტის დიფერენციული დიაგნოზი ტარდება, შემდგომ დაავადებებთან, გარდა
ერთისა:
A. 🗹დ. გასტრიტი
B. ☒ე. სტენოკარდია
C. ☒ბ. პნევმონია
D. ☒ა. პანკრეატიტი
21. 20. ქრონიკული პანკრეტიტის დიფერენციული დიაგნოზი ტარდება შემდგომ დაავადებებთან:
A. 🗹ა. ენტერიტი, კოლიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული,
B. ☒ბ. ინფექციური ენდოკარდიტი, კადიის სპაზმი
C. ☒გ. საყლაპავის სტენოზი, გასტრიტი,
D. ☒დ. სწორი ნაწლავის კიბო, პროსტატის ჰიპერპლაზია
22. 21. ღვიძლზედასიყვითლე (ჰიპერბილირუბინემია)
A. 🗹ე. ყველა პასუხი სწორია
B. ☒დ. მისთვის დამახასიათებელია ანემიის განვითარება
C. ☒გ. მისთვის დამახასიათებელია თავისუფალი ბილირუბინის მატება
D. ☒ბ. მისთვის დამახასიათებელია არაპირდაპირი ბილირუბინის მატება
E. ☒ა. დაკავშირებულია ჰემოლიზთან
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
23. 22 რას ნიშნავს ბეტოლეფსიის სინდრომი:
A. 🗹ა . გახანგრძლივებული ხველის ფონზე ცნობიერების კარგვა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს
ეპილეფსიური ტიპის კრუნჩხვები, რაც განპირობებულია თავის ტვინის ტრანზიტორული
ჰიპოქსიით.
B. ☒ბ . ხველას ჩირქოვან-ლორწოვანი ნახველის გამოყოფით
C. ☒გ . შეტევითი ხასიათის ხველა, რომელსაც თან არ ახლავს ნახველის გამოყოფა
D. ☒დ . აუსკულტაციის დროს წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინების მოსმენას ფილტვის ქვედა
ველებში, რომლებიც ჩახველების შემდგომ ქრება.
24. 23. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმი აკმაყოფილებს მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დავსვათ
უცნობი გენეზის ცხელების დიაგნოზი, გარდა ერთისა:
A. 🗹გ . დიაგნოზი ცნობილია
B. ☒ბ . ცხელების ხანგრძლივობა 3 კვირაზე მეტი, ან ტემპერატურის პერიოდული მატება ამ ხნის
განმავლობაში
C. ☒ა . ტემპერატურის მატება 38 გრადუსსა და მეტზე.
D. ☒დ . დიაგნოზი უცნობი რჩება (რუტინული კვლევებით: სტაციონარში ერთი კვირის მანძილზე
ჩატარებული გამოკვლევების მიუხედავად).
25. 24. ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, რომელს არ გააჩნია ანტიპირეტული მოქმედება?
A. 🗹ბ . ბისოპროლოლი
B. ☒ა . აცეტამინოფენი
C. ☒გ . მეტამიზოლი
D. ☒დ . ნაპროქსენი
26. 25. მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის დიფერენციული დიაგნოზი უნდა გატარდეს, ქვემო
ჩამოთვლილთაგან ყველა დაავადებასთან, გარდა ერთისა:
A. 🗹დ. ღვიძლის ციროზთან
B. ☒ე. გულის იშემიურ დაავადებასთან
C. ☒გ. ფქოდი
D. ☒ბ. პნევმონია
E. ☒ა. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
27. 26.40 წლის ქალი, რომელიც 2 წლის განმავლობაში დაავადებულია ბრონქული ასთმით, უჩივის მზარდ
სისუსტეს, ცხელებას, მიალგიას. აღენიშნება ამდომინალური კრიზები, წონის მნიშვნელოვანი კლება,
შესაძლო დიაგნოზია:
A. 🗹3. კვანძოვანი პოლიარტერიიტი
B. ☒4. სისტემური წითელი მგლურა
C. ☒5. რევმატული პოლიმიალგია
D. ☒2. შონლაინ-ჰენოხის დაავადება
E. ☒1. დერმატომიოზიტი
28. 27. სისხლისშრატშიშარდმჟავასმომატებამამაკაცებში0,42 მმოლ/ლ-ზე ზემოთ, ქალებში - 0,36 მმოლ/ლ-ზე
ზემოთ წარმოადგენს შემდეგი დაავადების ერთერთ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმს:
A. 🗹3) პოდაგრა
B. ☒4) ჰემოქრომატოზი
C. ☒5) პიროფოსფატური ართროპათია
D. ☒2) ალკაპტონურია
E. ☒1) ქონდროკალცინოზი
29. 28. მტევნების პროქსიმალური ფალანგთაშუა სახსრების დაზიანება მეტად დამახასიათებელია:
A. 🗹3) რევმატოიდული ართრიტი
B. ☒4) ბეხტერევის დაავადება
C. ☒5) რეიტერის დაავადება
D. ☒2) პოდაგრა
E. ☒1) ფსორიაზული ართრიტი
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
30. 29. პოდაგრის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
A. 🗹5. რძის ნაწარმის ჭარბი მიღება
B. ☒4. ალკოჰოლის ჭარბი მიღება
C. ☒3. სტრესული სიტუაციები
D. ☒2. ჰიპერლიპიდემია
E. ☒1. უმოძრაობა
31. 30 სისტემური წითელი მგლურას დროს ხშირად აღინიშნება:
A. 🗹5) ყველა ჩამოთვლილი
B. ☒4) „LE“- უჯრედები
C. ☒3) თრომბოციტოპენია
D. ☒2) ლეიკოპენია
E. ☒1) ჰემოლიზური ანემია
32. 31. ჩამოთვლილიდანერთ-ერთი დაავადების დროს რეინოს სინდრომი აღენიშნება პრაქტიკულად ყველა
ავადმყოფს:
A. 🗹3) დერმატომიოზიტი
B. ☒4) სისტემური სკლეროდერმია
C. ☒5) შეგრენის დაავადება
D. ☒2) სისტემური წითელი მგლურა
E. ☒1) რევმატოიდული ართრიტი
33. 32. 46 წლის ქალი უჩივის ტკივილს გულმკერდის არეში. ტკივილი ლოკალიზდება გულმკერდის ზედა
მარცხენა ნაწილში და მტკივნეული აშეხებით. ტკივილი ასევე ძლიერდება მძიმე საგნის აწევისა და
მარცხენა ხელის მკვეთრი მოძრაობისას. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
A. 🗹ე) ძვალ-კუნთოვანიტკივილი.
B. ☒დ) მიოკარდიუმისინფარქტი;
C. ☒გ) მიტრალურისარქვლისპროლაფსი;
D. ☒ბ) ოსტეოქონდროზი;
E. ☒ა) სტენოკარდია;
34. 33. პაციენტს აწუხებს დაძაბვის სტენოკარდიის ხშირი შეტევები, გულის უკმარისობის მოვლენები,
ზოგჯერ გულის წასვლის მოვლენები. ობიექტურად: პულსი აჩქარებული, აუსკულტაციით აორტის
მოსასმენდა 5-წერტილში მოისმინება სისტოლური შუილი. არტერიული წნევა ნორმის ფარგლებშია. ეკგ-
ზე, რენტგენოლოგიურად და ექოკარდიოგრაფიულად აღინიშნება მარცხენა პარკუჭის გამოხატული
ჰიპერტროფია. აღწერილი კლინიკური ნიშნების მიზეზი შეიძლება იყოს:
A. 🗹გ) აორტული სტენოზი;
B. ☒ბ) მიტრალური ნაკლოვანება;
C. ☒ა) კორონაროათეროსკლეროზი;
D. ☒დ) წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი;
E. ☒ე) ტაკაიასუს დაავადება.
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
35. 34. კლინიკას მომართა 62 წლის მამაკაცმა, რომელიც უჩივის ჰაერის უკმარისობას , ადვილად დაღლას და
ქოშინს, ასევე ზოგად საერთო სისუსტეს, ჩვეულზე ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვაზე, აქვს ხველა,
უმეტესად ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით. იგი აღნიშნავს, რომ ავად არის უკვე 1 წელია. მისი
გადმოცემით ხველა-ნახველით აღენიშნება უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. პაციენტის ანამნეზიდან
ირკვევა, რომ იგი რეგულარულად მოიხმარს თამბაქოს 14 წლის ასაკიდან. ამ ეტაპზე დღის განმავლობაში
საშუალოდ 35-40 ღერი. კანი და ლორწოვანი გარსები ციანოზური, გულმკერდი „კასრისებური“ ფორმის.
პულსი 84 წუთში, რითმული, სუსტი ავსების. არტერიული წნევა 120/80 მმ.ვწყ.სვ, გულის
აუსკულტაციით- გულის ტონები მოყრუებული, მოისმინება მეორე ტონის აქცენტი ფილტვის
არტერიაზე. გულმკერდის პერკუსიით კოლოფისებური ხმიანობა, აუსკულტაციით - მშრალი, მსტვინავი,
მოგუგუნე ხასიათის ხიხინები, ბილატერალურად. მუცელი რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი სცილდება
ნეკთა რკალს 5 - სმ ით. კარდიოგრამაზე მეორე განხრაში აღინიშნება მაღალი ამპლიტუდის მქონე P
კბილი (წვეტიანი P კბილი - p-pulmonale ). პაციენტთან დაიწყო ოქსიგენოთერაპია, ციანოზი
მნიშვნელოვნად შემცირდა. მოცემული კლინიკური შემთხვევის მიხედვით დასვით სავარაუდო
დიაგნოზი:
A. 🗹დ . ფქოდ (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება).
B. ☒გ . გულის შეგუბებითი უკმარისობა
C. ☒ბ . ფალოს ტეტრადა
D. ☒ა . მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა (კარდიული ასთმა)
36. 35. კლინიკას მომართა 30 წლის გოგონამ, რომელსაც აღენიშნება ზედა სასუნთქი გზების მწვავე
რესპირატორული ინფექცია. იგი აღნიშავს, რომ ავად არის 4 დღეა. დაავადების დაწყებისას აღენიშნა
ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე. ტემპერატურის მატების ეპიზოდი, ორ დღეზე მეტ ხანს არ
გაგრძელებულა. აწუხებს ხველა, რომელიც არაპროდუქტიულია (მშრალია). სხვა რაიმე ქრონიკულ
დაავადებას არ აღნიშნვს. ფილტვების აუსკულტაციით მოისმინება ვეზიკულური სუნთქვა. როგორი
იქნება თქვენს მიერ შერჩეული მკურნალობის ტაქტიკა:
A. 🗹გ . აზითრომიცინით მკურნალობის კურსი 5 დღის განმავლობაში.
B. ☒დ . ამოსახველებელი საშუალებით მკურნალობა 10 დღის განმავლობაში.
C. ☒ბ . ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, მოსვენება, სითხეების დიდი ოდენობით მიღება.
D. ☒ა . ციპროფლოქსაცინით მკურნალობის 7 დღიანი კურსი
37. 36 . 51 წლის მამაკაცმა მომართა კლინიკას ჩივილებით, რომ მას დაახლოებით 3 წელია აწუხებს ხველა,
ნახველის გამოყოფით. ნახველის გამოყოფა უმეტესად ხდება დილის საათებში და მისი შეფერილობა
არის ძირითადად თეთრი, ან გამჭვირვალე, პერიოდულად მოყვითალო ელფერით. უკანასკნელი 1
კვირის განმავლობაში ხველის ინტენსივობამ იმატა, რასაც თან დაერთო ნახველის სეკრეციის
გაძლიერებაც. პაციენტის გადმოცემით დაახლოებით 28 წელია მოიხმარს თამბაქოს რეგულარულად, ამ
ეტაპზე დღის განმავლობაში 40-50 ღერს. ობიექტურად, კანი და ლორწოვანი გარსები- ციანოზური
ელფერის. ფილტვების აუსკულტაციით აღინიშნება მშრალი, მსტვინავი, მოგუგუნე ხასიათის ხიხინები-
ბილატერალურად. პერკუსიითშემოკლებული პერკუტორული ხმიანობა, ბილატერალურად. ჩატარდა
გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა (სპირომეტრია). შედეგები: FVC(ფილტვების საციცოცხლო
ტევადობა) – 45%, FEV1 (ფორსირებული ამოსუნთვის მოცულობა 1 წამში)- 29%, FEV1/FVC (ტიფნოს
ინდექსი) – 0,68, SPO2 – 90%, შექცევითობა 10%. მოცემული ანამნეზური მონაცემების და
სპირომეტრიული კვლევის საფუძველზე დასვით სავარაუდო დიაგნოზი:
A. 🗹გ . ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
B. ☒დ . ალვეოლარული პროტეინოზი
C. ☒ბ . მწვავე ბრონქიტი
D. ☒ა . ფილტვების სარკოიდოზი
ტესტები დამზადებულია WebMedic-ზე
38. 37. 22 წლის მამაკაცი შემოვიდა განყოფილებაში ჩივილებით საერთო სისუსტეზე, აღენიშნება ზომიერად
გამოხატული სიყვითლე (მათ შორის სკლერებისა და ლორწოვანი გარსების შეფერვით), ისინჯება რბილი
კონსისტენციის გადიდებული ღვიძლი, ელენთა არ ისინჯება; სისხლის საერთო ანალიზში
მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება, სისხლის ბიოქიმიური კვლევისას აღინიშნება შერეული
ტიპის ჰიპერბილირუბინემია და ციტოლიზის ბიოქიმიური სინდრომი (ალტ, ასტ მატება), შარდში
გამოვლინდა ურობილინურია, და ბილიბინურია. ექოსკოპიით - ზომიერად გადიდებული,
სტრუქტურულად შეუცვლელი ღვიძლი, სანაღვლე სადინრების დილატაციის გარეშე. რომელი ტიპის
სიყვითლე აქვს პაციენტს? სწორო პასიხია:
A. 🗹ღვიძლშიდა (ღვიძლისმიერი) სიყვითლე
B. ☒პრეჰეპატური (ღვიძლამდელი) სიყვითლე
C. ☒პოსტჰეპატური (ღვიძლის შემდგომი) სიყვითლე
39. 38. 21 წლის ქალი შემოვიდა განყოფილებაში ჩივილებით საერთო სისუსტეზე, აღენიშნება მსუბუქად
გამოხატული სიყვითლე ღვიძლი და ელენთა არ ისინჯება; სისხლის საერთო ანალიზში ზიომიერი
ხარისხის ანემია და რეტიკულოციტოზი; სისხლის ბიოქიმიური კვლევისას ღვიძლის ფერმენტული
მაჩვენებლები (ალტ, ასტ,) არ არის შეცვლილი, აღინიშნება არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინემია.
ექოსკოპიით - ზომიერად გადიდებული, სტრუქტურულად შეუცვლელი ელენთა ღვიძლი და პანკრეასი
მნიშვნელოვანი ცვლიელებების გარეშე, სანაღვლე სადინრების დილატაციის გარეშე. რომელი ტიპის
სიყვითლე აქვს პაციენტს?
A. 🗹ღვიძლზედა (ჰემოლიზური)სიყვითლე
B. ☒ღვიძლშიდა (ღვიძლისმიერი) სიყვითლე
C. ☒პრეჰეპატური (ღვიძლამდელი) სიყვითლე
D. ☒პოსტჰეპატური (ღვიძლის შემდგომი) სიყვითლე
40. 39. 72 წლის მამაკაცი კლინიკაში შემოსვლისას უჩიოდა ქავილს, მეტად ღამის საათებში, სიმძიმის
შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევის შეგრძნებას, სიყვითლეს,
აქოლიურ (თეთრი თიხის ფერ) განავალს, შარდის მკვეთრ გამუქებას. ობიექტურად კანი, თვალის
სკლერები და ლორწოვანი გარსები შეფერილია ყვითლად. კანზე შეინიშნება ფხანით გამოწვეული
ნაკაწრები. ღვიძლი პალპაციით გადიდებულია, მომკვრივო კონსისტენციის, ელენთა არ ისინჯება.
ავადმყოფი მწეველია (თამბაქოს მოხმარების ანამნეზი 55 წელს აღემატება). სისხლის ბიოქიმიური
კვლევით აღინიშნება ჰიპერბილირუბინემია პირდაპრი ბილირუბინის მომატების ხარჯზე, ნაღვლის
მჟავებისა და ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაციის მომატება. სონოგრაფულად (ექოსკოპიით) გამოვლინდა
მკვეთრად გადიდებული ნაღვლის ბუშტი, ღვიძლშიუდა სანაღვლე სადინრების და სართო სანაღვლე
სადინრის დილატაცია. რომელი ტიპის სიყვითლე აქვს პაციენტს?
A. 🗹ღვიძლქვედა სიყვითლე
B. ☒ღვიძლზედა (ჰემოლიზური)სიყვითლე
C. ☒ღვიძლშიდა (ღვიძლისმიერი) სიყვითლე
41. 40. პაციენტი უჩივის ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც აღენიშნება უზმოდ და ღამის საათებში.
ტკივილი ექსხნება სოდის მიღების ან საკვების მიღების შემდეგ. სავარაუდო დიაგნოზია:
A. 🗹ა. 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანიდაავადება
B. ☒ბ. გასტროეზოფაგური რეფლუქს ავადმყოფობა
C. ☒გ. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომ
D. ☒გ. ქრონიკული ქოლეცისტიტი
42. 41. პაციენტი უჩივის ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც აღენიშნება უზმოდ და ღამის საათებში.
ტკივილი ექსხნება სოდის მიღების ან საკვების მიღების შემდეგ. სავარაუდო დიაგნოზია12 გოჯა
ნაწლავის წყლულოვანი დაავადება რა კვლევას დაუნიშნავთ პაციენტს დიაგნოზის დასაზუსტებლად:
A. 🗹ე. მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა
B. ☒დ. გასტროფიბროსკოპია
C. ☒გ. მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
D. ☒ბ. კუჭისა და საყლაპავის რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასტირების გარეშე
E. ☒ა. კუჭისა და საყლაპავის რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასიტირებით

You might also like