You are on page 1of 11

დასახელება კოდი

ნოზოლოგია, მდგომარეობა ICD 10

მწვავე მუცელი R10.1

მუცლის სხვა ქვედა ნაწილებში ლოკალიზებული ტკივილი R10.3

სხვა და დაუზუსტებელი ტკივილი მუცლის არეში R10.4

მუცლის რიგიდობა (დაჭიმულობა) R19.3

მანიპულაციები, ინსტრუმენტული კვლევა NCSP

პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში კატეთერის შეყვანა (საჭიროებისამებრ) PHXA

ელექტროკარდიოგრაფია FXF000

მუცლის კედლის და ღრუში მდებარე ორგანოების სადიაგნოსტიკო


რადიოლოგია, საჭიროებისამებრ (რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასტით
და კონტრასტის გარეშე, ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია)

ლაბორატორია LAB tests

სისხლის საერთო ანალიზი BL.6

ჰემატოკრიტის მაჩვენებლების განსაზღვრა სისხლში BL.2.3.4

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში და სისხლის შრატში BL.12.1

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ტესტი (BhCG) ?

ლიპაზის განსაზღვრა ტესტი +

რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის მუცლის ღრუს ექოსკოპია

დეფინიცია და ძირითადი საკითხები

 მუცლის ტკივილი ამჟამადაც კრიტიკული მედიცინის სადიაგნოსტიკო გამოწვევად


რჩება. მუცლის ტკივილი გადაუდებელი მომართვების 5-10% -ს შეადგენს. აქედან
ამბულატორიულად გაწერილ პაციენტთა 25% ში და სტაციონარში მოთავსებულ
პაციენტთა 35-40% ში დიაგნოზი არადიფერენცირებულია
 დიფერენციალური დიაგნოზის არეალი ძალზე ფართო და მრავალფეროვანია,
მოიცავს ინტრააბდომინურ და ექსტრააბდომინურ ქირურგიულ თუ არაქირურგიულ
პათოლოგიებს. ასოცირებული სიმპტომები ხშირად მოკლებულია სპეციფიკურობას
 განსაკუთრებულ ჯგუფს განეკუთვნება ხანდაზმული, იმუნოკომპრომეტირებული,
რეპროდუქციული ასაკის ქალი პაციენტები, ასევე თანხმლები (მაგ. შაქრიანი
დიაბეტი) და სისტემური დაავადების მქონე პაციენტები. ასეთ შემთხვევებში ხშირია
არასპეციფიკური ჩივილები, ატიპური სიმპტომები და მიმდინარეობა, რაც
დაგვიანებულ დიაგნოსტირებას განაპირობებს

მუცლის ტკივილის კლასიფიკაცია მდგომარეობის სიმძიმის და ნოზოლოგიების მიხედვით

1. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები


1.1. მუცლის აორტის ანევრიზმა
1.2. მეზენტერული იშემია
1.3. პერფორაცია კუჭ - ნაწლავის ტრაქტის რომელიმე სეგმენტში
1.4. წვრილი ნაწლავის მწვავე ობსტრუქცია
1.5. მსხვილი ნაწლავის გაუვალობა (ინვაგინაცია და სტრანგულაცია)
1.6. ექტოპური (საშვილოსნოს გარე) ორსულობა
1.7. პლაცენტის აშრევება
1.8. მიოკარდიუმის ინფარქტი
1.9. ელენთის რუპტურა
2. გავრცელებული მდგომარეობები
2.1. გასტრო ინტესტინური
2.1.1. აპენდიციტი
2.1.2. ქოლეცისტიტი
2.1.3. პანკრეატიტი
2.1.4. დივერტიკულოზი
2.1.5. წყლულოვანი დაავადება
2.1.6. ჩაჭედილი თიაქარი
2.1.7. ინფექციური გასტროენტერიტი
2.1.8. საკვებისმიერი ინტოქსიკაციები
2.1.9. ბარიატრიული ოპერაციების შემდგომი გართულებები
2.1.10. ნაწლავთა ანთებითი დაავადებები
2.1.11. ჰეპატიტები
2.1.12. სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი
2.1.13. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
2.2. უროგენიტალური
2.2.1. საშარდე გზების ინფექციები
2.2.2. ნეფროლითიაზი
2.2.3. საშვილოსნოს დანამატების შემოგრეხა
2.2.4. ოვარიული კისტის რუპტურა
2.2.5. პრეეკლამფსია
2.2.6. მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები
2.2.7. ტუბო - ოვარიული პროცესი
2.2.8. Fitz –hugh Curtis -ის სინდრომი
2.2.9. ენდომეტრიოზი
2.2.10. სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა
2.3. ტრავმა - ასოცირებული
2.3.1. ღრუ ორგანოს დაზიანება
2.3.2. პარენქიმული ორაგნოს დაზიანება
2.3.3. ჯორჯლის დაზიანება
2.3.4. ბადექონის დაზიანება
2.3.5. ჰემატომები
2.4. ხშირი ექსტრააბდომინური
2.4.1. დიაბეტური კეტოაციდოზი
2.4.2. ალკოჰოლური კეტოაციდოზი
2.4.3. პნევმონია
2.4.4. პულმონური ემბოლიზმი
2.4.5. ჰერპეს ზოსტერი
3. სხვა მდგომარეობები
3.1. ტოქსინთან/მედიკამენტთან დაკავშირებული
3.2. ნეოპლაზმა
3.3. ნამგლისებრ -უჯრედოვანი ანემია
3.4. ტოქსიკური მეგაკოლონი
3.5. მეზენტერული ლიმფადენიტი
3.6. ინფექციური მონონუკლეოზი
3.7. ტოქსიური შოკის სინდრომი
3.8. ლაქოვანი ცხელება
3.9. პორფირია
3.10. აუტოიმუნური სინდრომები
3.11. ანგიოშეშუპება
3.12. მუცლის სწორი კუნთების ბუდის ჰემატომა
3.13. სისტემური წითელ მგლურა
3.14. შონლაინ - ჰენოხის პურპურა
3.15. კვანძოვანი პოლიარტერიიტი
3.16. ეოზინოფილური ენტერიტი
3.17. ჰიპერკალცემია
3.18. შხამიანი მწერის ნაკბენი
3.19. გულმკერდის ნერვის ფესვის დისფუნქცია
3.20. გლაუკომა
3.21. ფეოქრომოციტომა
3.22. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი

მუცლის ტკივილის მიზეზების კლასიფიკაცია მუცლის რეგიონების მიხედვით

1. ეპიგასტრიუმი
1.1. გული
1.1.1. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
1.1.2. პერიკარდი
1.2. საყლაპავი, კუჭი, ნაწლავები
1.2.1. ეზოფაგიტი
1.2.2. გასტრიტი
1.2.3. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
1.2.4. კუჭის კიბო
1.2.5. დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი და მისი გართულებები
1.2.6. საყლაპავის პერფორაცია - ბურჰავეს სინდრომი
1.2.7. კარდიის ახალაზია
1.3. პანკრეასი
1.3.1. მწვავე პანკრეატიტი
1.3.2. კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეები
1.4. სხვა მიზეზი
1.4.1 აპენდიციტი (კოხერის სინდრომი აპენდიციტის დებიუტში)
1.4.2 მკერდის ძვლის მოტეხილობა
1.4.3 ტიტცეს სინდრომი (ნეკნების ხრტილოვანი ნაწილის დეგენერაციულ
ანთებით ცალმხრივი დაავადება)
2. მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური მიდამო/მარცხენა ფერდქვეშა და
ლატერალური მიდამო
2.1. ფილტვები, გულმკერდის ყაფაზი
2.1.1. პნევმონია ქვედა წილები
2.1.2. ფილტვის აბსცესი
2.1.3. პლევრიტი
2.1.4. პულმონური ემბოლიზმი, გულმკერდის ყაფაზის დაჟეჟილობა, ნეკნების
მოტეხილობა
2.1.5. გასტრიტი
2.1.6. კუჭის წყლული
2.1.7. კუჭის წყლულის პერფორაცია
2.1.8. კუჭის მწვავე გაგანიერება (მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური
მიდამო)
2.1.9. კუჭის სიმსივნეები (მარცხენა ფერდქვეშა და ლატერალური მიდამო)
2.2. პანკრეასი
2.2.1. მწვავე პანკრეატიტი
2.2.2. პანკრეასის თავის სიმსივნეები (მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური
მიდამო)
2.2.3. პანკრეასის კუდის სიმსივნეები (მარცხენა ფერდქვეშა და ლატერალური
მიდამო)
2.2.4. პანკრეასის კისტა და ფსევდოკისტა (მარცხენა ფერდქვეშა და
ლატერალური მიდამო)
2.3. თირკმელები
2.3.1. შარდკენჭოვანი დაავადება
2.3.2. პიელონეფრიტი
2.3.3. თირკმლის ჭვალი
2.4. გული
2.4.1. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
2.4.2. სტენოკარდია
2.4.3. პერიკარდიტი
2.5. ნაწლავები
2.5.1. აპენდიციტი აპენდიქსის ღვიძლქვეშა მდებარეობისას (მარჯვენა
ფერდქვეშა და ლატერალური მიდამო)
2.5.2. განივი კოლინკის მარჯვენა ნახევარი სიმსივნეები (მარჯვენა ფერდქვეშა და
ლატერალური მიდამო)
2.5.3. განივი კოლინჯის მარცხენა ნახევრის სიმსივნეები (მარცხენა ფერდქვეშა
და ლატერალური მიდამო)
2.6. ღვიძლი
2.6.1. მწვავე ჰეპატიტი (ნებისმიერი ეტიოლოგიის) (მარჯვენა ფერდქვეშა და
ლატერალური მიდამო)
2.6.2. ჰეპატომეგალია (ნებისმიერი ეტიოლოგიის) (მარჯვენა ფერდქვეშა და
ლატერალური მიდამო)
2.6.3. სეკვესტრული კრიზი სისხლის ღვიძლში დეპონირებით
(ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია) (მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური
მიდამო)
2.6.4. ღვიძლის სიმსივნეები (მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური მიდამო)
2.6.5. ღვიძლის აბსცესი(მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური მიდამო)
2.6.6. ღვიძლის ტრავმა (მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური მიდამო)
2.7. სანაღვლე გზები
2.7.1. მწვავე ქოლეცისტიტი(მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური მიდამო)
2.7.2. ნაღვლოვანი კოლიკა (მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური მიდამო)
2.7.3. ქრონიკული ქოლეცისტიტი(მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური
მიდამო)
2.7.4. სანაღვლე გზების დისკინეზია (მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური
მიდამო)
2.7.5. ნაღველ კენჭოვანი დაავადება (მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური
მიდამო)
2.8. თორმეტგოჯა ნაწლავი
2.8.1. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავება (მარჯვენა ფერდქვეშა და
ლატერალური მიდამო)
2.8.2. მწვავე დუოდენიტი(მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური მიდამო)
2.8.3. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია(მარჯვენა ფერდქვეშა და
ლატერალური მიდამო)
2.9. სხვა მიზეზი
2.9.1. სუბდიაფრაგმული აბსცესი
2.9.2. მუცლის კედლის ტრავმა
2.9.3. ჰერპეს ზოსტერი
2.9.4. ღვიძლქვეშა აბსცესი (მარჯვენა ფერდქვეშა და ლატერალური მიდამო)
2.9.5. ელენთის დაზიანება (მარცხენა ფერდქვეშა და ლატერალური მიდამო)
3. მუცლის ცენტრალური არე (პერიუმბილიკალური)
3.1. პანკრეასი - მწვავე პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეები
3.2. ნაწლავები
3.2.1. ნაწლავთა ობსტრუქცია
3.2.2. მეზენტერული იშემია (არტერიული ემბოლიზმი 50%, არტერიული
თრომბოზი 15%, არაინკლუზიური მეზენტერული იშემია 20%, ვენური
თრომბოზი 15%,) ნაწლავის ინფარქტი (ადრეული ეტაპი)
3.2.3. მუცლის აორტის ანევრიზმა (განშრევება, გასკდომა)
3.2.4. დივერტიკულიტი (წვრილი და მსხვილი ნაწლავის)
3.2.5. გასტროენტერიტი
3.2.6. დიდი ბადექონის შემოგრეხა
3.3. სხვა მიზეზი
3.3.1. ენდოკრინული დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი და
სხვ
3.3.2. ურემია და სხვა მეტაბოლური დარღვევა
3.3.3. ლეიკოზი
3.3.4. ტკივილის კრიზი - ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია
3.3.5. თიაქრები : ჭიპის, პოსტოპერაციული, თეთრი ხაზის, პარაუმბილიკალური
3.4. ქალის სასქესო ორგანოები (მარჯვენა თეძოს ფოსო)
3.4.1. მწვავე სალპინგიტი
3.4.2. პიოსალპინქსი
3.4.3. ექტოპური ორსულობა
3.4.4. საკვერცხის კისტის შემოგრეხა
3.4.5. ენდომეტრიოზი
3.4.6. ოვულაციური ტკივილი (მარჯვენა თეძოს ფოსო)
3.5. სისხლძარღვები - თეძოს არტერიის ანევრიზმა
3.6. ნაწლავები
3.6.1. პელვიორექტული პარაპროქტიტი
3.6.2. ბრმა ნაწლავის პერფორაცია(მარჯვენა თეძოს ფოსო)
3.6.3. აპენდიციტი(მარჯვენა თეძოს ფოსო)
3.6.4. მწვავე მეზოადენიტი(მარჯვენა თეძოს ფოსო)
3.6.5. ტერმინალური ილეიტი(მარჯვენა თეძოს ფოსო)
3.6.6. მეკელის დივერტიკული, მწვავე ანთება(მარჯვენა თეძოს ფოსო)
3.6.7. ტიფლიტი(მარჯვენა თეძოს ფოსო)
3.6.8. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მიფარებული პერფორაცია(მარჯვენა
თეძოს ფოსო)
3.6.9. განივი კოლინჯის მარცხენა ნახევრის დივერტიკულიტი(მარცხენა თეძოს
ფოსო)
3.6.10. დაღმავალი კოლინჯის პერფორაცია (ახალწარმონაქმნი, უცხო სხეული)
(მარცხენა თეძოს ფოსო)
3.6.11. დოლიქოსიგმა (მარცხენა თეძოს ფოსო)
3.7. სხვა მიზეზი
3.7.1. საზარდულის თიაქრის ჩაჭედვა
3.7.2. სპიგელის თიაქარი
3.7.3. შარდკენჭოვანი დაავადება
3.7.4. ფსოას აბსცესი
3.7.5. ჰერპეს ზოსტერი
3.7.6. პოსტოპერაციული ვენტრალური თიაქარი (მარჯვენა თეძოს ფოსო)
3.7.7. კოლინჯის ციცხვის შემოგრეხა (მარცხენა თეძოს ფოსო)
მუცლის ტკივილის დროს მეტად მნიშვნელოვანია ტკივილის ზუსტი დახასიათება

 ტკივილის ლოკალიზაცია - რომელიმე კვადრანტი ან ნახევარი ან რეგიონი


 ტკივილის ირადიაციის დაზუსტება - მაგ: მხრის, ბეჭის, საზარდულის ან სხვა
მიმართულების
 დასაწყისი - მაგ. უცაბედი ან თანდათანობით, დაწყების დრო
 ხანგრძლივობა- რამდენიმე საათი ან კვირა
 ხასიათი - მაგ. მუდმივი ან წყვეტილი, ყრუ ან მკვეთრი, ჭვალი და სხვა
 მაპროვოცირებელი ფაქტორები - მაგ. ტკივილი ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას ან
მოძრაობისას
 შემამსუბუქებელი ფაქტორები - მაგ. ტკივილი მცირდება საკვების მიღების შემდეგ ან
გარკვეულ პოზაში
 ქალებში აუცილებელია მენსტრუალური ანამნეზის დაზუსტება
 ტკივილთან ასოცირებული სიმპტომების დაზუსტება - მაგ. გულისრევა და
პირღებინება, დიარეა, მელენა, მტკივნეული შარდვა, ქოშინი, გონების დაკარგვის
ეპიზოდი და სხვ.

მუცლის ტკივილის მაღალი რისკის კრიტერიუმები

1. ანამნეზი
1.1. 65 წელზე მეტი ასაკი
1.2. იმუნოკომპრომეტირებული - მაგ. აივ, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი
მკურნალობა
1.3. ალკოჰოლიზმი - მაგ. ჰეპატიტის, ციროზის, პანკრეატიტის რისკი
1.4. გულ - სისხლძარღვთა დაავადებები - მაგ. გულის იშემიური დაავადება,
ჰიპერტენზია და სხვ
1.5. მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებები - მაგ. ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები,
შაქრიანი დიაბეტი და სხვ.
1.6. ადრე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია ან ბოლო პერიოდში კუჭ-ნაწლავის
ტრაქტთან დაკავშირებული ინსტრუმენტული ჩარევა - ობსტრუქციის და
პერფორაციის მაღალი რისკი
1.7. ორსულობის ადრეული ვადები - საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკი
2. ტკივილის მახასიათებლები
2.1. უცაბედი ტკივილი
2.2. მაქსიმალური ინტენსივობა დაწყებისთანავე
2.3. ტკივილს ახლავს გულისრევა და პირღებინება
2.4. 48 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის მუდმივი ტკივილი
3. ფიზიკალური გასინჯვის მონაცემები
3.1. დაჭიმული ან რიგიდული მუცელი
3.2. მუცლის წინა კედლის კუნთების უნებლიე დაცვითი დაჭიმვა
3.3. შოკის ნიშნები
ლაბორატორიული კვლევები

1. სისხლის საერთო ანალიზი


2. ჰემატოკრიტის განსაზღვრა სისხლში
3. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში
4. ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ტესტი
5. ლიპაზას განსაზღვრა სისხლში

განახგრძლივებული მონიტორინგის პირობებში აუცილებელია დამატებით შემდეგი


ლაბორატორიული მონაცემების შეფასება

1. კოაგულოგრამა
2. INR საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების განსაზღვრა
3. ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების განსაზღვრა სისხლში
4. ALT
5. AST
6. ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლების განსაზღვრა სისხლში Na, K, Cl
7. კალციუმის განსაზღვრა სისხლში
8. საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში
9. ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში
10. შარდოვანას განსაზღვრა სისხლის შრატში
11. კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში
12. ლაქტატის განსაზღვრა სისხლში, სისხლის პლაზმაში
13. არტერიული სისხლის აირების განსაზღვრა
14. შარდის საერთო ანალიზი
15. სხვა საჭიროებისამებრ

სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტული კვლევები

1. რენტგენოლოგიური კვლევა - მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოსკოპია,


რენტგენოგრაფია - რუტინულად არ კეთდება, მიმოხილვითი რენტგენოლოგიური
კვლევა ინფორმატიულია მუცლის ტკივილის მიზეზების ვიწრო სპექტრისას:
ნაწლავის ობსტრუქცია ან პერფორაცია კუჭ - ნაწლავის ტრაქტში ან
რენტგენოკონტრასული უცხო სხეულის არსებობა, თუმცა ამ შემთხვევებშიც მისი
ინფორმატიულობა 70-75% ს არ აღემატება
2. ულტრასონოგრაფია, მას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: მისი
ჩატარება შესაძლებელია სწრაფად, პაციენტის საწოლთან, იგი უსაფრთხოა
ორსულთათვის. ულტრასონოგრაფია არის პირველი რიგის კვლევა მუცლის აორტის
ანევრიზმაზე ან ბილიარული ტრაქტის დაავადებებზე ეჭვის დროს. იგი
ინფორმატიულია მრავალი პათოლოგიური პროცესის დროს. მაგ: ექტოპური
ორსულობა, ჰემოპერიტონეუმი, თირკმლის ჭვალი, პანკრეატიტი, ვენური თრომბოზი
და სხვა
3. კომპიუტერული ტომოგრაფია - ტარდება მხოლოდ ნეგატიური ან არადამაჯერებელი
ულტრასონოგრაფიის შემდეგ. იგი წარმოადგენს არჩევის კვლევა
არადიფერენცირებული მუცლის ტკივილის დროს. მისი ინფორმატიულობა მწვავე
მუცლის დიაგნოზის მქონე შემთხვევებში 90%-ს, ხანდაზმულ პაციენტებში 75 %-ს,
ურგენტული ქირურგიული მდგომარეობისას კი 85%-ს.
4. ანგიოგრაფია. ინფრომატიულია და მიზანშეწონილია მისი გამოყენება მეზენტერული
იშემიის დიაგნოსტირებისას, თუმცა მას არანაირი როლი არ აქვს მუცლის აორტის
ანევრიზმის სასწრაფო შეფასებაში.

მკურნალობა

1. ანალგეზია
1.1. მუცლის ტკივილის შემთხვევაში დამკვიდრებულია შეხედულება, რომ ანალგეზია
ხელს უშლის მუცლის ტკივილის შეფასებას და დიაგნოზის დაზუსტებას.
მრავალი რანდომიზებული კვლევის საფუძველზე ეს მოსაზრება მაღალი
სანდოობით უარყოფილია
1.2. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტები, რომელთაც აქვთ
მუცლის ტკივილი და მიმდინარეობს ტკივილის მიზეზის დიფერენცირება, უნდა
იღებდნენ ადეკვატურ ანალგეზიურ მკურნალობას
1.3. ანალგეტიკების, მათ შორის ოპიოიდების გამოყენების მიზანია ტკივილის
მართვად დონემდე შემცირება და პაციენტის მართვა თანამშრომლურ რეჟიმში,
რათა მან ხელი შეუწყოს ექიმს მუცლის გასინჯვისას
1.4. ანალგეზიის მიზანი არ არის ტკივილის სრული აღმოფხვრა და პაციენტის
ნახევრადმძინარე მდგომარეობაში გადაყვანა
2. მართვის საფრთხეების თავიდან აცილების გზები
2.1. აუცილებელია ხანდაზმულ პაციენტებშ მწვავე პროცესის აშკარა ნიშნების არ
არსებობისას მუცლის ტკივილის ფრთხილი, ადეკვატური და დროული შეფასება
2.2. აუცილებელია მუცლის ტკივილის მაღალი რისკის კრიტერიუმების შეფასება
2.3. დაუშვებელია ლაბორატორიული კვლევების შედეგების ბრმა ნდობა და ღრმა
რწმება
2.4. აუცილებელია მაღალი რისკის პაციენტებში, უცნობი ეტიოლოგიის ტკივილისას
პაციენტის განმეორებითი გასინჯვა და კვლევა

პაციენტის შიდა ან გარე რეფერალი

1. პაციენტის მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის შემდეგ, დიაგნოზის


ვერიფიკაციის ან მის გარეშე ექიმმა უნდა გადაწყვიტოს და განახორციელოს შიდა ან
გარე რეფერალი
2. პაციენტს ან მის ნათესავებს უნდა მიეცეს სათანადო ახსნა - განმარტება მუცლის
ტკივილის მიზეზების და/ან სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობის შესახებ

მოსალოდნელი შედეგები - მუცლის ტკივილის მიზეზის დროული ამოცნობა, პაციენტების


უკეთ მართვა, სიკვდილიანობის შემცირება

You might also like