You are on page 1of 9

ძლიერი ინტენსივობის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში წარმოდგენილია: 2

მწვავე პერიჰეპატიტის დროს; 1


ქრონიკული პერიჰეპატიტის დროს;
ღვიძლის ციროზის დროს;
ქრონიკული ჰეპატიტის დროს;

მექანიკური სიყვითლე ვითარდება: 2


ღვიძლშიდა ან საერთო სანაღვლე სადინრების ობტურაციის შედეგად; 1
ღვიძლის პარენქიმის დაზიანებით მიმდინარე დაავადებების შედეგად;
ერითროციტების გაძლიერებული დაშლის შედეგად;
კაროტინემიის შედეგად;

პარენქიმული სიყვითლისათვის დამახასიათებელია: 2


სისხლში პირდაპირი და არაპირდაპირი ბილირუბინის დონის მომატება; 1
სისხლში პირდაპირი ბილირუბინის დონის მომატება;
სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის დონის მომატება;
სისხლში პირდაპირი და არაპირდაპირი ბილირუბინის დონის შემცირება;

“სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები“ წარმოადგენს: 2

ობობის ფორმის გაგანიერებულ კაპილარებს გულმკერდის წინა-უკანა ზედაპირზე; 1


მედუზას ფორმის გაგანიერებულ ვენებს გულმკერდის წინა-უკანა ზედაპირზე;
ობობას ფორმის გაგანიერებულ კაპილარებს ქვემო კიდურებზე;
მედუზას ფორმის გაგანიერებულ ვენებს ქვემო კიდურებზე;

კერის სიმპტომი დადებითია თუ: 2


მარჯვენა ფერდქვეშა არეში ღვიძლის ქვემოთ თითების ღრმად დაწოლისას
ავადმყოფი ღრმად ვერ ჩაისუნთქავს;
ნაღვლის ბუშტის საპროექციო არის პალპაციისას ღრმად ჩასუნთქვისას ავადმყოფი
იგრძნობს ტკივილს; 2
ხელის კიდით მარჯვენა და მარცხენა ნეკნთა რკალის ქვედა ნაწილებზე დაკვრის
შემდეგ ავადმყოფი იგრძნობს ტკივილს მარჯვენა მხარეს;
მარჯვენა სწორი კუნთის გარეთა კიდის გაყოლებით ნეკნთა რკალთან ისინჯება
სუნთქვასთან ერთად მოძრავი, მომრგვალო ფორმის სხეული;

სად მდებარეობს პალპაციით მტკივნეული „დიაფრაგმის ნერვის წერტილი“ ნაღვლის


ბუშტის დაავადებების დროს? 2
მუცლის მარჯვენა სწორი კუნთის გარეთა კიდესა და ნეკნთა რკალის გადაკვეთის
ადგილზე;
ჭიპიდან ხუთი სანტიმეტრით ზემოთ და მარჯვნივ;
კისერზე, მარჯვნივ მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ კუნთის ფეხებს შორის; 3
სწორი კუნთის ზემო ნაწილისა და ეპიგასტრიუმის არეში;

პანკრეასის დაავადებების დროს წარმოდგენილია: 2


ჰემოლიზური სიყვითლე;
პარენქიმული სიყვითლე;
მექანიკური სიყვითლე; 3
პარენქიმულ-ჰემოლიზური სიყვითლე;
პანკრეასის ქრონიკული დაავადებების დროს წარმოდგენილია: 2
რუხი ფერის განავალი ცხიმის წვეთებით; 1
კუპრისფერი განავალი;
მუქი ფერის განავალი სისხლის წვეთებით;
მომწვანო ფერის განავალი;

ოლიგურია არის: 2
შარდის რაოდენობის შემცირება დროის 24 საათიან ინტერვალში; 1
შარდის რაოდენობის მომატება დროის 24 საათიან ინტერვალში;
შარდის გამოყოფის შეწყვეტა;
გახშირებული შარდვა;

ნიქტურია არის: 2
შარდის რაოდენობის შემცირება დროის 24 საათიან ინტერვალში;
შარდის რაოდენობის მომატება დროის 24 საათიან ინტერვალში;
შარდვის გახშირება ღამით; 3
გახშირებული შარდვა;

რას უკავშირდება მხედველობის დარღვევები თირკმლის დაავადებების დროს? 2


აზოტემიას; 1
ბილირუბინემიას;
კაროტინემიას;
ქოლესტერინემიას;

თირკმელების რომელი დაავადების დროს შეგვხვდება გამოდრეკა წელის არეში? 2


მწვავე გლომერულონეფრიტი;
ქრონიკული გლომერულონეფრიტი;
ჰიდროპიონეფროზი; 3
ქრონიკული პიელონეფრიტი;

პალპაციით ღვიძლის მთლიანად გადიდება დგინდება ყველა ჩამოთვლილი


დაავადების დროს, გარდა ერთისა: 2
მწვავე ჰეპატიტი;
ბილიარული ციროზი;
ღვიძლის ამილოიდოზი;
ღვიძლის აბსცესი; 4

პალპაციით ღვიძლის ზედაპირი მარცვლოვან-უსწორმასწორო ხდება: 2


პორტული ციროზის დროს; 1
ღვიძლის სიმსივნის დროს;
ღვიძლის ექინოკოკის დროს;
ღვიძლის აბსცესის დროს;

ელენთის რომელი დაზიანების დროს არის წარმოდგენილი ტკივილი მარცხენა


ფერდქვეშა არეში? 2
ელენთის ინფარქტი; 1
ღვიძლის ციროზით გამოწვეული ელენთის გადიდება;
ქრონიკული მიელოლეიკემიით გამოწვეული ელენთის გადიდება;
ქრონიკული ჰეპატიტით გამოწვეული ელენთის გადიდება;

თანდაყოლილი ჰემოლიზური სიყვითლის დროს თავი იღებს: 2


კვადრატის ფორმას, წამოწეული შუბლის ბორცვებით
რკოს ფორმას
კოშკისებურ ფორმას 3
თავის ზომები შემცირებულია

მეორადია თავის ტკივილია: 2


კლასტერული თავის ტკივილის დროს
შაკიკის დროს
ტვინის სიმსივნის დროს
არაქნოიდიტის დროს 4

ზედა მარჯვენა კვადრატის ჰომონიმური დეფექტი გამოწვეულია: 2


ცენტრალური არტერიის ზედა ტოტის ოკლუზიით
მარჯვენა ოპტიკური განსხივების ნაწილობრივი დაზიანებით
ოპტიკური ჰიაზმის დეფექტით 3
მარცხენა ოპტიკური ტრაქტის დაზიანებით

ქუთუთოზე მცირე ზომის უმტკივნეულო კვანძი არის: 2


პინგვეკულა
ქსანტელაზმა
ქალაზიონი 3
ჯიბლიბო

ტონური გუგა: 2
გუგა გაფართოებულია და ფიქსირებული

უნილატერალურად გუგა გაფართოებულია, რეაქცია სინათლეზე სუსტია ან არ არის 2


გუგა შევიწროებულია, კარგად რეაგირებს სინათლეზე და ახლოს მზერისას ქუთუთო
ფთოზირებულია
პატარა არათანაბარი გუგები, რომლებიც არ რეაგირებენ სინათლეზე

პრესბიოპია არის: 2
შორ მანძილზე მხედველობის დაქვეითება
ახლო მანძილზე მხედველობის დაქვეითება
ასაკში განვითარებული შორს მხედველობა 3
მხედველობის ველში განვითარებული დეფექტი

ჰორიზონტალურ დიპლოპიას განაპირობებს: 2


II წყვილი ნერვის დაზიანება
III ან VI წყვილი ნერვის დაზიანება 2
III ან IV წყვილი ნერვის დაზიანება
II ან IV წყვილი ნერვის ანთება
სმენის გამტარებლობითი დარღვევის მქონე პაციენტებში ვხვდებით შემდეგ
სიმპტომს: 2
აქვთ ლაპარაკის გაგების პრობლემა
ჩივიან, რომ სხვები გაურკვევლათ საუბრობენ
ხმაურიანი გარემო სმენას აუარესებს
ხმაურიან გარემოში უკეთ ესმით 4

ცხვირიდან სისხლდენას ჰქვია: 2


მეტრორაგია
ჰემატომეზისი
ეპისტაქსისი 3
ჰემოპტიზი

ჰიპერთირეოზს ახასიათებს: 2
ძილიანობა
წონაში მატება
კანკალი და გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება 3
მეხსიერების და სმენის დაქვეითება

ჭავლის ქონდროდერმატიტი არის: 2

მკვრივი ჰიპერტროფიული მასა, რომელიც ვითარდება კანის ნაწიბურის გასწვრივ


შარდმჟავა კრისტალების დაგროვება ნიჟარის ჭავლის არეში
ნიჟარის ჭავლის არეში მტკივნეული პაპულა 3
ერთი ან რამდენიმე კვანძი ჭავლის ან წინაჭავლის არეში

ტრაქეა იცვლის მდებარეობას შემდეგი პათოლოგიის დროს: 2


ფილტვის ათელექტაზი 1
ბრონქული ასთმა
ბრონქოპნევმონია
გულის იშემიური დაავადება

უეცრად დაწყებული შექცევადი თავბრუსხვევა, ნეიროსენსორული ტიპის სმენის


დაქვეითებით, ტინიტუსით და გულისრევა/პირღებინებით დამახასიათებელია:
2
შუა ყურის ანთებისთვის
მენიერის (Meniere) დაავადებისთვის 2
ეგზოსტოზისთვის
ჰიპოგლიკემიისთვის

მრავალკვანძოვანი ჩიყვის ტერმინში იგულისხმება: 2


დიფუზურად გადიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ყელი და ლატერალური
ნაწილები
გადიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ყელი
ფარისებრ ჯირკვალში ისინჯება კვანძოვანი წარმონაქმნი
გადიდებულ ჯირკვალში ისახება ორი ან მეტი კვანძი 4

კოპლიკის ლაქები არის: 2


შესქელებული თეთრი ლაქა პირის ღრუს ლორწოვანის ნებისმიერ ადგილას
მცირე ზომის სისხლჩაქცევები პირის ღრუს ლორწოვანზე
მარილის მარცვლების მსგავსი თეთრი ლაქები წითელ ფონზე პირის ღრუში 3
მოყვითალო ფერის ლაქები პირის ღრუს ლორწოვანზე ან ტუჩებზე, რომლებიც
ჩნდებიან მოულოდნელად

ვენტრომეტრიის განსაზღვრისას ყველა პასუხი სწორია, ერთის გარდა: 2


იზომება მანძილი მახვილისებრი მორჩის ფოსოდან ბოქვენამდე;
იზომება მუცლის გარშემოწერილობა ჭიპის დონეზე;
იზომება მანძილი თეძოს ზემო წინა წვეტებს შორის; 3
არის გულმკერდის ქვემო საზღვრის გარდიგარდმო ზომა.

ღრმა პალპაცის ჩატარებისას ხორციელდება: 2


2 მომენტად
3 მომენტად
4 მომენტად 3
5 მომენტად

სიგმოიდური კოლინჯის პალპაციის მეოთხე ეტაპი მოიცავს: 2


მარჯვენა ხელის დადება სიგმოიდური კოლინჯის საპროექციო არეში;
ჩასუნთქვისას მარჯვენა ხელის ოდნავ მოხრილი თითებით კანის ნაკეცის შექმნა
საპალპაციო არეში;
ამოსუნთვისას და სუნთქვის შეჩერებისას მარჯვენა ხელის თითების მუცლის ღრუში
ჩაღრმავება ;
ღრმა ჩასუნთქვისას და სუნთქვის შეჩერებისას თითის წვერების გაცურება ორგანოს
გასწვრივ.
4

ბოყინი( eructatio ) წარმოადგენს: 2


გაზის სწრაფ ამოსვლას კუჭიდან პირის ღრუში; 1
წვის შეგრძნებას საყლაპავში;
გემოს გაუკუღმართებას;
გულისრევას.

კუჭის კიბოსთვის უფრო დამახასიათებელია შემდეგი ხასიათის ტკივილი: 2


მწვავე:
მღეღნელი,მჭრელი:
მკვეთრი;
ყრუ. 4

რას ნიშნავს ტერმინი ანორექსია: 2


მადის მომატებას;
გემოს შეცვლას;
მადის დაქვეითებას;
მადის გაქრობას. 4

უძლიერესი ტკივილი მუცლის არეში ახასიათებს: 2


მწვავე ქოლეცისტიტს;
პილორუსის სტენოზს;
ნაღველკენჭოვან დაავადებას;
წყლულის პერფორაციას. 4

აუსკულტაციით მუცლის გამოკვლევისას ე.წ.“სამარისებული სიჩუმე“ ისადგურებს: 2


მეტეორიზმის დროს;
ენტერიტის დროს;
შიმშილის დროს;
ნაწლავების პერფორაციის დროს. 4

ნაწლავების ჩივილებს არ მიეკუთვნება: 2


პირღებინება საკვების მიღებისთანავე; 1
მეტეორიზმი;
ფაღარათი;
შეკრულობა.

დისპეპსიურ ჩივილებს არ მიეკუთვნება: 2


ტკივილი; 1
გულისრევა;
ღებინება;
გულძმარვა.

მწოლიარე მდგომარეობაში მუცლის ჩადრეკვა არ არის დამახასიათებელი: 2


მეტეორიზმისთვის; 1
კახექსიისთვის;
ნაწლავის რეფლექსური სპაზმისთვის;
ქრონიკული ენტეროკოლიტისთვის.

პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშანია: 2


მაქსიმალური მტკივნეულობა აღინიშნება არა პალპაციის,არამედ ხელის სწრაფად
აღების დროს. 1
მტკივნეულობა ჭიპის ქვემოდ მარჯვნივ გამჭოლი პალპაციისას.
ზერელე პალპაციისას ნორმაში;
მტკივნეულობა მაკ-ბერნის წერტილში.

პალპაციით პათოლოგიის დროს განივი კოლინჯის შემთხვევაში არასწორია ერთი


მტკიცებულება: 2
არის ელასტიური,მოძრავი,რკალისებურად მოხრილი: 1
არის მკვრივი,შებერილი:
არის ყურყურის მომცემი;
არის ხორკლიანი.

პერიტონიტის ნიშანი არ არის: 2


დადებითია ბლუმბერგის სიმპტომი;
გამოხატულია უძლიერესი ტკივილი;
აუსკულტაციით არის „სამარისებური სიჩუმე“.
მოისმინება ხმამაღალი,ხანგრძლივი ყურყური. 4

მუცლის ღრუში მცირე რაოდენობით ასციტური სითხის არსებობისას პერკუსიით: 2


პოზის შეცვლისას სითხე არ გადაადგილდება;
პაციენტი იმყოფება ორთოპნოეს მდგომარეობაში.პერკუტორულად-ყველგან ყრუ
ხმიანობაა.
პაციენტის ფეხზე დგომისას ბოქვენზედა მიდამოში პერკუსიით არის ყრუ ხმა,
ზურგზე წოლისას- ტიმპანიტი. 3
ფეხზე დგომისას პერკუსიით-მთელს ზედაპირზე არის ტიმპანიტი.

სხვისი ფრაზების და სიტყვების გამეორებას, რომელიც მანიაკალური ეპიზოდებისა


და შიზოფრენიის დროს გამოვლინდება, ეწოდება 2
ნეოლოგიზმი
კონფაბულაცია
აკატაფაზია
ექოლალია 4

კონფაბულაცია ეწოდება 2
ამნეზიის დროს დაქვეითებული მეხსიერების კომპენსაციის მიზნით ფაქტებისა და
მოვლენების შეთხზვას შეკითხვების მიხედვით 1
სიტყვების და ფრაზების ხშირ და ხანგრძლივ გამეორებას სხვადასხვა ფსიქოზური
დარღვევების დროს
სხვისი ფრაზების და სიტყვების გამეორებას, რომელიც მანიაკალური ეპიზოდებისა
და შიზოფრენიის დროს გამოვლინდება
ავადმყოფის მიერ ლაპარაკისას სიტყვების შერჩევას ჟღერადობისა და არა
მნიშვნელობის მიხედვით

ოპტიკური ნერვი არის 2


III კრანიალური ნერვი
II კრანიალური ნერვი 2
V კრანიალური ნერვი
IV კრანიალური ნერვი

სმენის ნერვი არის 2


IX კრანიალური ნერვი
VII კრანიალური ნერვი
VIII კრანიალური ნერვი 3
X კრანიალური ნერვი

IX- X კრანიალური ნერვების გამოსაკვლევად არ გვჭირდება: 2


ყლაპვაზე დაკვირვება
ხმაზე დაკვირვება-ჩახლეჩის ან ცხვირში საუბრის დასადგენად
ღებინების რეფლექსის შემოწმება
საფეთქლის და საღეჭი კუნთების პალპაცია 4

XII კრანიალური ნერვის გამოსაკვლევად საჭიროა: 2


შუბლის, ლოყების და ქვედა ყბის მგრძნობელობის დადგენა
საფეთქლის და საღეჭი კუნთების პალპაცია
ღებინების რეფლექსის შემოწმება
ავადმყოფის ენის დათვალიერება და სიტვების გამოთქმაზე დაკვირვება 4
განუსაზღვრელი შიში ან მოსალოდნელი ხიფათის ზოგადი შეგრძნება მიეკუთვნება 2
ძალდატანებას
აკვიატებულ აზრებს
ფობიებს
შფოთვებს 4

ილუზია არის 2
რეალური გარე სტიმულირების არასწორი ინტერპრეტაცია, რაც შეიძლება
გამოვლინდეს ძლიერი დარდის და დელირიუმის დროს
რეალური გარე სტიმულირების არასწორი ინტერპრეტაცია, რაც შეიძლება
გამოვლინდეს მწვავე და პოსტტრავმული სტრესის დროს
რეალური გარე სტიმულირების არასწორი ინტერპრეტაცია, რაც შეიძლება
გამოვლინდეს შიზოფრენიის დროს
ყველა ზემოთჩამოთვლილი 4

ჰალუცინაცია არ შეიძლება იყოს 2


სმენითი
მხედველობითი
სიზმრისეული 3
ყნოსვითი

პანიკური შეტევისას დამახასიათებელი არ არის 2


გულისრევა
გაგიჟების შიში
სიკვდილის შიში
ჰიპოგლიკემია 4

სამთავა კუნთის რეფლექსი მოიცავს ზურგის ტვინის 2


გავის 1 სეგმენტს
წელის 2,3,4 სეგმენტს
კისრის 5,6 სეგმენტს
კისრის 6,7 სეგმენტს 4

ზურგის ტვინის კისრის 5,6 სეგმენტს მოიცავს 2


აქილევსის მყესის რეფლექსი
მუხლის რეფლექსი
ორთავა კუნთის რეფლექსი 3
სამთავა კუნთის რეფლექსი

რომელი სიმპტომი არ მიუთითებს უშუალოდ ნევროლოგიური დარღვევების


არსებობაზე? 2
მგრძნობელობის დაკარგვა
ცნობიერების დაკარგვა
გულყრა
მუხლების სისუსტე 4

თავის ტკივილის არსებობისას ნაკლებად ინფორმაციულია 2


ტკივილის სიმძიმე
ტკივილის ლოკალიზაცია
ტკივილის ხანგრძლივობა
ყველა ზემოთჩამოთვლილი მნიშვნელოვანია 4

რომელი სიმპტომი არ მიუთითებს უშუალოდ ნევროლოგიური დარღვევების


არსებობაზე? 2
თავის ტკივილი
ყელის ტკივილი 2
თავბრუსხვევა
გენერალიზებული სისუსტე

You might also like