You are on page 1of 12

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

VI კურსი, Xაჯგუფი

სტუდენტი: გიგა სახიაშვილი

პროფესორი: ბესარიონ ირემაშვილი

ავადმყოფობის ისტორია

საპასპორტო ნაწილი
სახელი გვარი: სესიკელაშვილი შოთა, ნუკრის ძე

ასაკი : 42 წლის

სქესი: მამრობითი

ოჯხური მდგომარეობა:დაოჯახებული

მისამართი:ქ.თბილისი გობრონიძის ქუჩა N27

პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ

ჰოსპიტალიზაციის სახე:გადაუდებელი

დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი:

ძირითადი დაავადება:ნაწლავთა მწვავე მექანიკური გაუვალობა

თანმხლები დაავადებები:პაციეტი რაიმე სახის ქრონიკურ პათოლოგიას არ


აღნიშნავს

ავადმყოფის ჩივილები: პაციენტი უჩივის შეტევითი ხასიათის,ძლიერ ტკივილს მუცლის შუა


მესამედში,პირის სიმშრალეს,მუცლის შებერილობას,გულისრევას,გაზებისა და განავლის
შეკავებას,ზოგად სისუსტეს.

Anamnesis Morbi: პაციენტს დილის საათებში დაეწყო უეცარი შეტევითი ხასიათის


ტკივილი მუცლის არეში იგი აღნიშნულ სიმპტომებს უკავშირებს წინადღეს საკვებად
დიდი ოდენობით გარგრის მიღებას(დაახლოებით 1 კილოგრამი) მიღებიდან გასულია
დაახლოებით 4-5 საათი,პაციეტმა აღნიშნული ტკივილი დაუკავშირა კუჭის მჟვიანობის
მომატებას და მიიღო ანტაციდური საშულება,თუმცა ტკივილის ინტენსივობა არ
შემცირებულა,პირიქით მას დაერთო მუცლის შებერილობა,მოუსვენრობა და
გულისრევა.მცირე ხნის შემდგომ დაეწყო ღებინება,თუმცა ღებინების შემდგომ
სიმპტომები კვლავ უგრძელდებოდა.ტკივილის ინტენსივობამ იმატა ღებინების
ეპიზოდები გახშირდა გახდა გაუსაძლისი და პაციეტმა მიმართა 112-ის ოფისს რის
შემდეგაც სიმპტომების გამოვლენიდან 16 საათის შემდეგ სასწრაფო დახმარების
ბრიგადის მიერ გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში.

ჰოსპიტალიზაციის უშუალო მიზეზი: მწვავე მუცელი

Anamnesis Vitae: ავადმყოფის ცხოვრების პირობები - დამაკმაყოფილებელი

შრომის პირობები:ოჯახის წევრების გადმოცემით,საშუალო განათლების მიღების


შემდგომ პაციენტმა დაწყო მუშაობა კალატოზად და დღემდე აგრძელებდა აღნიშულ
საქმიანობას შეუჩერებლად.აღნიშნავენ რომ ავადმყოფის საცხოვრებელი ბინის
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.მუშაობდა ზომიერად
კვირაში 48 საათის განმავლობაში ზომიერი ფიზიკური დატვირთვით
ავადმყოფი უარყოფს მავნე ჩვევებს. უარყოფს ყველანაირი ნარკოტიკული
ნივთიერებების მოხმარებას,თამბაქოს მოხმარებას,ხოლო ალკოჰოლს მოიხმარს იშვიათდ

გადატანილი დაავადებები, ტრავმები და ოპერაციები: ბავშვთა ინფექციური


დაავადებები(ჩუტყვავილა 8 წლის ასაკში), არ აღნიშნავს სერიოზულ
ტრამვებს,ჩატარებული აქვს აპენდექტომია 21 წლის ასაკში.

პაციენტი უარყოფს შიდსის,ჰეპატიტის,ტუბერკულოზის და ვენერიული


დაავადებების არსებობას.

ალერგიული რეაქციები და იმუნიზაცია:პაციენტი არ აღნიშნავს ალერგიისადმი


მიდრეკილებას,გადმოჩემით ჩატარებული აქვს ვაქცინაცია შემდგოი ინფექციების
საწინააღმდეგოდ:ტუბერკულოზი,წითელა,წითურა ,ყბაყურა,დიფტერია,ყივანახველა და
ტეტანუსი

ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა: არ აღნიშნავს რამე დაავადების


არსებობას;

Status Presens:
პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, დინამიკაში უარესდება. ტკივილი
სხეულში, კიდურებსა და სახსრებში - არ აღნიშნავს

ავადმყოფის არის 180 სმ სიმაღლის 69 კგ მასის BMI 21 ასთენიური კონსტიტუციის 42


წლის მამაკაცი.კვებიერება ნორმის ფარგლებშია

ავადმყოფის მდებარეობა საწოლში პასიური წევს ზურგზე და ხელები ულაგია მუცლის


წინა კედელზე,ტკივილის საპროექციოდ,

თვალის ლორწოვანი გამომშრალი,ცნობიერება ნათელი

კანის ფერი ღია, ტურგორი დაქვეითებული, გამონაყარი და სისხლჩაქცევები, ნაწოლები,


ნაწიბურები არ აღინიშნება, თმიანობა - სხელიზე ნორმისათვის დამახასიათებელია
თავზე აღენიშნება ალოპეცია თხემ-შუბლის არეში , კანქვეშა ვენები ქვემო კიდურზე
პათოლოგიური ცვლილების გარეშეა.

კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი სუსტადაა გამოხატული და თნაბრადაა გადანაწილებული.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა - კუნთოვანი ქსოვილი ნორმალურადაა


განვითარებული, სახსრების მოძრაობა შეუზღუდავია, ძვლების მთლიანობა დარღვეული
არაა.

პერიფერიული ლიმფური კვანძები: პათოლოგიის გარეშეა

ტემპერატურა - 37.4 °C

სასუნთქი სისტემა : სუნთქვა- R’-24, რითმული, გულმკერდის ტიპის,გამოხატულია


ტაქიპნოე. გულმკერდის ორივე ნახევარი თანაბრად მონაწილეობს სუნთქვის აქტში.
ინსპექციით:გულმკერდი ასთენული ტიპისაა.აღინიშნება გულმკერდის ტიპის
სუნთქვა,ტაქიპნოე

პალპაცით გულმკერდი უმტკინვეულო ,რეზისტენტობა ნორმის ფარგლებშია ბგერითი


რხევები სიმეტრიულია ფილტვის მთელ ზედაპირზე.

პერკუსია:ფილტვის პერკუტორული საზღვრები ნორმის ფარგლებშია.

აუსკულტაცია: აუსკულტაციით ფილტვის მთელ ზედაპირზე ისმის ვეზიკულური


სუნთქვა, პათოლოგიური ხმიანობები არ ვლინდება.

ბრონქოფონია:ყველა სიმეტრიულ წერტილში თანაბარია,ისმის სუსტი ხმა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა:

გულისცემის სიხშირე: 95 წუთში

არტერიული სისხლის წნევა: 100/54 მმ. ვერცხლისწყლის სვ.

რითმი: სინუსური ტაქიკარდია

პულსი:რითმულია,დაჭიმულობა რბილი,პულსის სავსეობა განლეული,ტალღები


სწორი,სიმეტრიული

ინსპექციით გულის არის დათვალიერებისას პათოლოგია არ ვლინდება

პალპაცია: მწვარვალის საძგერი მდებარეობს მეოთხე ნეკნაშორის სივრცეში მარცნივ


მკერდის ძვალთან 1-1.5 სმ ით დაშორებით.

პერკუსია: გულის მარჯვენა შედარებითი მოყრუების საზღვარი 1 სმ ით გარეთაა


გუკმკერდის მარჯვენა კიდიდან.აბსოლიტური მოყრუების საზღვარი განლაგებულია
მარცხენა სტერნალურ ხაზზე.

მარცხენა შედარებითი მოყრუების საზღვარი მარცხენა ლავიწშუა ხაზიდან 1,5


სანტიმეტრით მედიალურადაა.

შედარებითი მოყრუების ზემო საზღვარი მდებარებოს მე-3 ნეკნის ზემო კიდეზე

გულის გარდიგარდმო საზღვარი 8 სმ.სისხლძარღვოვანი კონის სიგრძე 5 სმ და


აბსოლუტური მოყრუების საზღვრები უცვლელია

აუსკულტაცია: მკაფიოდ მოისმინება გულის პირველი და მეორე ტონი, არ აღინიშნება


მათი ცვლილებები, დამატებითი ტონები, შუილები, პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა.

საჭმლის მომნელებელი სისტემა :

პირის ღრუ: ენა მშრალია დაფარული ყვითელი ნადებით.კბილები საკუთარი,ზედა ყბაზე


აკლია როგრც მარჯვნივ ისე მარცხნივ აკლია ყველა დიდი საღეჭი კბილი. სასა ღია
ვარდისფერი, ნუშურები არ გამოდის რკალებიდან,ყლაპა არაა დარღვეული
ინსპექციით მუცლი შებერილი,ასიმეტრიული,მუცლის შუა მესამედში აღინიშნება
პათოლოგიური პერისტალტიკა ,არ მონაწილეობს სუნთქვის აქტში გამობერილობა არ
აღინიშნება, არ ჩანს ვენური კოლატერალები ან ნაწიბურები მუცლის წინა
კედელზე,დადებითია ვალის სიმპტომი

მუცლის პალპაცია: ზადაპირული პალპაციით მუცელი დაჭიმულია,ღრმა პალპაციით


აღინიშნება მტკივნეულობა ჭიპის ირგვლივ,დადებითია ,,ვალის სიმპტომი“. ბლუმბერგის
სიმპტომის გამოწვევა ვერ ხერხდება, ღვიძლის და ელენთისა და თირკმელების პალპაცია ვერ
ხერხდება.თიაქრის კარის ტიპიური ადგილების გამოკვლევისას პათოლოგია არ აღინიშნება

მუცლის პერკუსია:ვალის სიმპტომის საპროექციოდ აღინიშნება ტიმპანური ხმიანობა


ლითონის ელფერით(კივულის დადებითი სიმპტომი) ღვიძლის და ელენთის
პერკუტორული საზღვრები ნორმის ფარგლებშია.არ აღინიშნება ფლუქტუაციის ფენომენი.

მუცლის აუსკულტაცია: აუსკულტაციით პერისტალტიკა გაძლიერებულია,აღინიშნება


ბუყბუყი,სითხის გადინების ხმა,წვეთის ვარდნის სიმპტომია. მუცლის აორტაზე არ
აღინიშნება შუილები და დამატებითი ტონები, თირკმლის არტერიებზე ტონები და შუილები
არ მოისმინება.

Per rectum: აღინიშნება სწორი ნაწლავის ამპულის ბალონისებრი


გაგანიერება.დადებითია ობუხოვის სიმპტომი.

შარდ-სასქესო სისტემა :

გარეთა სასქესო ორგანოები პათოლოგიური ცვლილებების გარეშე. თირკმლებისა და


შარდის ბუშტის საპროექციო არეების დათვალიერებისას კანზე გამობერილობა ან
შეწითლება არ აღინიშნება; ბიმანუალური პალპაციით თირკმელები არ ისინჯება.
პასტერნაცკის სიმპტომი ორივემხარეს უარყოფითი. შარდვა ნებითი, თავისუფალი.შარდის
რაოდენობა ბოლო 24 სათის განმავლობაში 700 მლ

ნერვული სისტემა : პაციენტის ცნობიერება ნათელი, ადეკვატური, დროსა და სივრცეში


ორიენტირებული. პაციენტი არ აღნიშნავს მეხსიერების პრობლემებს, ექიმის შეკითხვებს
პასუხობს ადეკვატურად და გამართულად, მოძრაობათა კოორდინაცია დარღვეული ან
შეზღუდული არ არის; პათოლოგიური რეფლექსები არ ვლინდება. მხედველობა, სმენა,
გემოვნება, ყნოსვა და ტაქტილური მგრძნობელობა ნორმის ფარგლებშია.

Status Locus:
წინასწარი დიაგნოზი : მწვავე ნაწლავური გაუვალობა გაუვალობა

პარაკლინიკური გამოკვლევის გეგმა : სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო


ანალიზი,გაზებისა და ელექტროლიტების განსაზღვარა,კრეატინინის განსაზღვრა სისხლის
შრატში.მუცლის ღრუს ექოსკოპია.მიმოხილვითი რენტგენოსკოპია და რენტგენოგრაფია,
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები : სისხლის საერთო
ანალიზი - ჰემოგლობინი 118 გ-ლ, ერითროციტები 4.3 × 1012 , ლეიკოციტები18 × 109 ,
თრომბოციტები 269.2 × 109 , ერითროციტების დალექვა 4მმ/სთ. სისხლის ბიოქიმიური
ანალიზი - ალბუმინი - 4,2 გ/დლ, კრეატინინი - 1 მგ/დლ. შარდის ანალიზში ნორმიდან
გადახრა არ აღინიშნებოდა.
რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა ვეტიკალურ და ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში:გამოვლინდა კლოიბერის ფიალები წვრილი ნაწლავის საპროექციოდ,ასევე
გამოვლინდა წვრილი ნაწლავის მარყუჟების ვერტიკალური და რკალისებური
განლაგება(ორგანოთა მილის სიმპტომი),წვრილი ნაწლავის კედელი გასქელებულია
კლიობერის ფიალები ზომით მცირე ზომისაა,სითხის ჰორიზონტალური
მდებარეობით,კარგად ჩანსი ლორწოვანის ნაოჭები.მსხვილი ნაწლავი კოლაფსირებულია.

ექოსკოპიურად ვლინდება სითხით და აირებით გადავსებული წვრილი ნაწლავის


მარჟუჟები.

დიფერენციალური დიაგნოზი:

ნაწლავის დინამიკური გაუვალობა: დინამიკური გაუვალობის დროს ტკივილი ძირითადად


მუდმივი,ყრუ ხასიათისაა,შეტევითი ხასიათის ტკივილი არ აღინიშნება,პარისტალტიკა
თავიდანვე არ აღინიშნება.

მეკელის დივერტიკული:ამ დროს უნდა აღინისნება წინამორბედი სიმპტომები და სისლის


წითელი უჯრედების არსებობა განავლაში,რაც არ ახასიათებს გაუვალობას

თირკმლის კოლიკა:უარყოფითია პასტერნაცკის სიმპტომი,შარდში არაა პათოლოგიური


ცვლილებები,და არ აღინიშნება ტკივილის ირადიაცა წელის უკანა არეში

პერფორაცია: არ აღინიშნება თვისუფალი სითხის არსებობა პერიტონიუმის ღრუში

პოსტოპერაციული პარალიზული გაუვალობა:ამ დროს ანამნეზში უნდა აღინიშნებოდეს


ირურგიული ჩარევა ახლო წარსულში და აუსკულტაციით არ მოისმინება პერისტალტიკა

ფსევდო ობსტრუქცია:ამ დროს აღინიშნება მწვავედ დილატირებული მსხვილი


ნაწლავი,სკლეროდერმია და ისტორია ნაწლავთა პარეზისა

მეზენტერიალური იშემია: ამ დღოს აღინიშნება ანამნეზში პერიფერიული სისხლძარღვოვანი


პათოლოგია,ამდომინალური ანგინა,ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა,ვაზოპრესორების
გამოყენება ახლო წარსულში

წინასაოპერაციო ეპიკრიზი
სახელი გვარი: სესიკელაშვილი შოთა

დაბადების თარიღი : 05/03/1981

ასაკი : 42 წ.

განყოფილება: ზოგადი ქირურგია

სისხლის ჯგუფი- AB (IV) RH(+)

ჩივილები- პაციენტი უჩივის შეტევითი ხასიათის,ძლიერ ტკივილს მუცლის არეში,პირის


სიმშრალეს,მუცლის შებერილობას,გულისრევას,გაზებისა და განავლის შეკავებას,ზოგად
სისუსტეს.

დაავადების დინამიკა - პაციენტს დილის საათებში დაეწყო უეცარი შეტევითი ხასიათის


ტკივილი მუცლის არეში ტკივილის ინტენსივობამ იმატა მას დაერთო მუცლის
შებერილობა,მოუსვენრობა და გულისრევა.გარკვეული დროის სემდეგ დაემატა
ღებინება,თუმცა ღებინების შემდგომ სიმპტომები კვლავ უგრძელდებოდა.ტკივილის
ინტენსივობამ იმატა ღებინების ეპიზოდები გახშირდა გახდა გაუსაძლისი და პაციეტმა
მიმართა 112-ის ოფისს რის შემდეგაც სიმპტომების გამოვლენიდან 16 საათში სასწრაფო
დახმარების ბრიგადის მიერ გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში.

ჩაუტარდა კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევები,სპეციალისტების


კონსულტაცია.დაწყებულ იქნა კონსერვატიული მკურნალობა,ჩატარდა კუჭნაწლავის
ტრაქტის დაცლა შიგთავსისაგან,დაწყებულ იქნა დეზინტოქსიკაციური
პროცესები,ელექტოროლიტური დისბალასნის აღმოსაფხვრელას,ჩატარდა გამწმენდი
ოყნა,ნაწლავის სტიმულაცია მედიკამენტოზური საშუალებით,თუმცა ერთი საათის გასვლის
შემდეგ,დადებითი დინამიკა არ აღინიშნერბა,საკონტროლო რენტგენოგრაფიაზე კვლავ
ვლინდება გაუვალობისათვის დამახასიათებელი რადიოლოგიური სურათი,რის შემდეგაც
გადაწყდა ქირურგიული ჩარევა.

ობიექტური მონაცემები - მუცელი შებერილი, ასიმეტრიული,სუნთქვაში


დაზოგვით მონაწილე,მტკივნეულია დიფუზურად.სწორი ნაწლავის ამპულა
ცარიელი.დადებითია ვალეს,სკლიაროვის სიმპტომები,ნაზოგასტრალური
ზონდიდან მიიღება წვრილი ნაწლავის შიგთავსი.რენტგენოლოგიურად
აღინიშნება მრავლობითი კლოიბერის ფიალები

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები : სისხლის


საერთო ანალიზი - ჰემოგლობინი 127 გ-ლ, ერითროციტები 6.3 × 1012 ,
ლეიკოციტები18 × 109 , თრომბოციტები 269.2 × 109 , ერითროციტების დალექვა
4მმ/სთ. სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - ალბუმინი - 4,2 გ/დლ, კრეატინინი - 1
მგ/დლ. შარდის ანალიზში ნორმიდან გადახრა არ აღინიშნებოდა.
რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა ვეტიკალურ და ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში:გამოვლინდა კლოიბერის ფიალები წვრილი ნაწლავის
საპროექციოდ,ასევე გამოვლინდა წვრილი ნაწლავის მარყუჟების ვერტიკალური
და რკალისებური განლაგება(ორგანოთა მილის სიმპტომი),წვრილი ნაწლავის
კედელი გასქელებულია კლიობერის ფიალები ზომით მცირე ზომისაა,სითხის
ჰორიზონტალური მდებარეობით,კარგად ჩანსი ლორწოვანის ნაოჭები.მსხვილი
ნაწლავი კოლაფსირებულია.

კლინიკური დიაგნოზი:ნაწლავთა მწვავე მექანიკური გაუვალობა

ოპერაციული მკურნალობის ჩვენება : კონსერვატიული მკურნალობის


უპერსპექტივობა.

ოპერაციული მკურნალობის მიზანი და ამოცანა:საჭმლის-მომნელებელი სისტემის


ნორმალურად ფუნქციონირების აღდგენა

ოპერაციის გეგმა:ენტეროტომია მექანიკური დაბრკოლოების ამოღება,ნეკრზული


უბნის ამოკვეთა და ენტერო-ენტერალური ანასტომოზის ფორმირება.

ოპერაციის მსვლელობისას მოსალოდნელი ტექნიკური სირთულეები - სისხლდენა

მოსალოდნელი პოსტოპერაციული გართულებები -


ინფექცია,თრომბოემბოლია,სისხლდენა,ჭრილობის ინფიცირება,ნაკერების
უკმარისობა

პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა ქირურგიულ ჩარევაზე

მე პაციენტმა სესიკელაშვილმა შოთამ მივიღე ინფორმაცია სამედიცინო


მომსახურების გაწევის შესახებ.

მკურნალმა ექიმმა მომაწოდა შემდეგი ინფორმაცია:

სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ

1.1 ჩემ დაავადებას სამედიცინო ენაზე ეწოდება ნაწლავთა მწვავე მექანიკური


გაუვალობა, რაც ნიშნავს რომ ამ დროს ნაწლავის სანათური დახშულია უცხო
სხეულით,დარღვეულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური
ფუნქციონირება.

1.2 დიაგნოზი დასმულია ჩემს მიერ ექიმისთვის მიწოდებული ინფორმაციისა და


ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე, კერძოდ:

1.2.1 მაწუხებს შეტევითი ხასიათის,ძლიერ ტკივილს მუცლის არეში,პირის


სიმშრალე,მუცლის შებერილობა,გულისრევა,გაზებისა და განავლის
შეკავება,ზოგად სისუსტე.
1.2.2 გასინჯვით P-95,რითმული,დაჭიმულობა რბილი,პულსის სავსეობა
განლეული,ტალღები სწორი,სიმეტრიული. წნევა 100/54 მმ. ვერცხლისწყლის სვ.

1.2.3 გამოკვლევით მუცელი შებერილი,სუნთქვაში დაზოგვით


მონაწილე,მტკივნეულია დიფუზურად.სწორი ნაწლავის ამპულა
ცარიელი.დადებითია ვალეს,სკლიაროვის სიმპტომები,ნაზოგასტრალური
ზონდიდან მიიღება წვრილი ნაწლავის შიგთავსი.რენტგენოლოგიურად
აღინიშნება მრავლობითი კლოიბერის ფიალები.

რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა ვეტიკალურ და ჰორიზონტალურ


მდგომარეობაში:გამოვლინდა კლოიბერის ფიალები წვრილი ნაწლავის
საპროექციოდ,ასევე გამოვლინდა წვრილი ნაწლავის მარყუჟების ვერტიკალური
და რკალისებური განლაგება(ორგანოთა მილის სიმპტომი),წვრილი ნაწლავის
კედელი გასქელებულია კლიობერის ფიალები ზომით მცირე ზომისაა,სითხის
ჰორიზონტალური მდებარეობით,კარგად ჩანსი ლორწოვანის ნაოჭები.მსხვილი
ნაწლავი კოლაფსირებულია.

ქირურგიული ჩარევის არსისა და საჭიროების შესახებ :

აღნიშნული კლინიკური დიაგნოზის(ნაწლავთა მექანიკური


გაუვალობა)მკურნალობის კონსერვატიული მეთოდის უშედეგობის შემდეგ
ერთადერთი მეთოდი არის ღია წესით ქირურგიული ჩარევა,ნაწლავის სანათურის
რეკანალიზაცია,შიგთვსის სანაცია,ნაწლავის ნეკროზული უბნის ამოკვეთა და
ენტრო-ენტერალური ანასთომოზიფ ფორმირება

ოპერაციულ მკურნალობაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ -


დაავადება პროგრესირებს და კლინიკური სურათი უარესდება,პაციეტის
მდგომარეობა მძიმდება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

პაციენტი თანახმაა შეთავაზებულ ქირურგიულ მკურნალობაზე, რასაც ადასტურებს


საკუთარი ხელის მოწერით

Cursus morbi:
პაციენტი ჩამოყვანილია პოსტოპერაციული პალატიდან. ზოგადი მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია, უჩივის დისკომფორტს ჭრილობის არეში და ზოგად
სისუსტეს.
პულსი - 75, რითმული, არტერიული წნევა-110/70 mmHg; სატურაცია O2-99%
ჟანგბადის ფონზე( კანულით). ტემპერატურა-36.7c. გულის ტონები სუფთა მკაფიო,
სუნთქვა ორივე მხარეს თანაბარი, ვეზიკულური, R’- 17. ენა სველი უნადებო, მუცელი
სუნთქვაში მონაწილე, პალპაციით რბილი, მტკივნეული ნაოპერაციები ჭრილობის
არეში. შარდვა თავისუფალი, დიურეზი -ადექვატური.დრენაჟიდან აღინიშნებამცირე
ოდენობით სეროზული გამონადენი.ჭრილობა სუფთა, ანთებადი მოვლენების გარეშე.
დამუშავდა და შეიხვა ასეპტიურა

გაწერის ეპიკრიზი:

სამედიცინო დაწესებულება-მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი -ინგოროყვას


საუნივერსიტეტო კლინიკა.

პაციენტის გვარი და სახელი - სესიკელაშვილი შოთა

დაბადების თარიღი - 05/03/1981

სტაციონარში მოთავსების თარიღი - 15/06/2023

გაწერის თარიღი - 19/ 06/2023

სრული დიაგნოზი - ნაწლავთა მექანიკური გაუვალობა

გადატანილი დაავადებები - ბავშვთა ინფექციური დაავადებები(ჩუტყვავილა 8 წლის


ასაკში), არ აღნიშნავს სერიოზულ ტრავმებს,ჩატარებული აქვს აპენდექტომია 21 წლის
ასაკში

ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები:

ობიექტური მონაცემები - მუცელი შებერილი, ასიმეტრიული,სუნთქვაში


დაზოგვით მონაწილე,მტკივნეულია დიფუზურად.სწორი ნაწლავის ამპულა
ცარიელი.დადებითია ვალეს,სკლიაროვის სიმპტომები,ნაზოგასტრალური
ზონდიდან მიიღება წვრილი ნაწლავის შიგთავსი.რენტგენოლოგიურად
აღინიშნება მრავლობითი კლოიბერის ფიალები

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები : სისხლის


საერთო ანალიზი - ჰემოგლობინი 124 გ-ლ, ერითროციტები 6.3 × 1012 ,
ლეიკოციტები18 × 109 , თრომბოციტები 269.2 × 109 , ერითროციტების დალექვა
4მმ/სთ. სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - ალბუმინი - 4,2 გ/დლ, კრეატინინი - 1
მგ/დლ. შარდის ანალიზში ნორმიდან გადახრა არ აღინიშნებოდა

რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა ვეტიკალურ და ჰორიზონტალურ


მდგომარეობაში:გამოვლინდა კლოიბერის ფიალები წვრილი ნაწლავის
საპროექციოდ,ასევე გამოვლინდა წვრილი ნაწლავის მარყუჟების ვერტიკალური
და რკალისებური განლაგება(ორგანოთა მილის სიმპტომი),წვრილი ნაწლავის
კედელი გასქელებულია კლიობერის ფიალები ზომით მცირე ზომისაა,სითხის
ჰორიზონტალური მდებარეობით,კარგად ჩანსი ლორწოვანის ნაოჭები.მსხვილი
ნაწლავი კოლაფსირებულია.
ავადმყოფობის მიმდინარეობა:

პაციენტს დილის საათებში დაეწყო უეცარი შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში
ტკივილის ინტენსივობამ იმატა მას დაერთო მუცლის შებერილობა,მოუსვენრობა და
გულისრევა.გარკვეული დროის შემდეგ თანდაერთო ღებინება,თუმცა ღებინების შემდგომ
სიმპტომები კვლავ უგრძელდებოდა.ტკივილის ინტენსივობამ იმატა ღებინების ეპიზოდები
გახშირდა გახდა გაუსაძლისი და პაციეტმა მიმართა 112-ის ოფისს რის შემდეგაც
სიმპტომების გამოვლენიდან 16 საათის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ
გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში.

ჩაუტარდა კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევები,სპეციალისტების


კონსულტაცია.დაწყებულ იქნა კონსერვატიული მკურნალობა,თუმცა დადებითი დინამიკის
არარსებობის გამო გადაწყდა ქირურგიული ჩარევა

ჩატარებული მკურნალობა :

ზედა შუა ლაპარატომიით გაიხსნა მუცლის ღრუ,აღინიშნება მცირე ოდენობით მღვრიე


უსუნო გამონადენი.ბაუგინიდან 80სმ-ით პროქსიმალურად აღინიშნება წვრილი
ნაწლავის მომტანი მარყუჟის გადაბერილობა,წამღები ჩაფუშულია.15 სმ ის სიგრძეძე
აღნიშნული ადგილის პროქსიმალურად და დისტალურად ნაწლავი
შავი,დანეკროზებული განიციდს განგრენოზულ ცვლილებებს.ამის შემდგომ
მობილიზდა წვრილი ნაწლავი ნეკროზული კიდიდან 50 სმ-ით პროქსიმალურად და
20სმ-ით დისტალურად ამოიკვეთა დაზიანებული უბანი.ჩატარდა ენტერო-ენტერალური
ანასტომოზის ფორმირება,მუცლის ღრუ ამოირეცხა ფიზიოლოგიური ხსნარით.მუცლის
ღრუში ჩატოვილ იქნა ორი სილიკონის დრენაჟი.მუცლის ღრუ დაიხურა შრეობრივად
კვანძოვანი ნაკერებით.

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უჩივის დისკომფორტს


ჭრილობის არეში პულსი - 74, რითმული, არტერიული წნევა-111/72 mmHg;
სატურაცია O2-97% ოთახის ჰაერზე. ტემპერატურა-36.5c. გულის ტონები სუფთა
მკაფიო, სუნთქვა ორივე მხარეს თანაბარი, ვეზიკულური, R’- 17. ენა სველი უნადებო,
მუცელი სუნთქვაში მონაწილე, პალპაციით რბილი, მტკივნეული ნაოპერაციები
ჭრილობის არეში. შარდვა თავისუფალი, დიურეზი -ადექვატური.დრენაჟები
ამოღებულიქნა.
პაციენტი აღარ საჭიროებს სტაციონარულ მეტვალყურეობას და შესაბამისი
დანიშნულებით ეწერება ბინაზე

მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენით

სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები:

ბაქტამედი1,5გ X2 7დღის განმავლობაში კუნთში


ფრაქსიპარინი 0,4მლ 1-ჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში

ჭრილობის დამუშავება ბეტადინით ყოველდღე

ნაკრების მოხსნა ოპერაციიდან 2 კვირაში

მკურნალი ექიმი: გიგა სახიაშვილი

You might also like