You are on page 1of 3

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

IV ჯგუფი, V კურსი

სოფო ბალავაძე

კლინიკური შემთხვევის განხილვა

81 წლის ქალბატონი ტკივილით გულმკერდის არეში. პაციენტი აღნიშნავს


ტკივილს გულმკერდის არეში , მარცხენა მხარეს, ტკივილი აწუხებს მუდმივად 2
დღეა .
ფიზიკური გამოკვლევით , პაციენტს აღენიშნება , გულმკერდის კედელზე
მარჯვნივ , 8-9 ნეკნის გაყოლებაზე , სიწითლე დაჯგუფებული გამონაყარი :
ვეზიკულები და ბუშტები . კარდიოპულონალური გამოკვლევებით პათოლოგია არ
გამოვლინდა , წნევა: 160/80mm Hg, გულისცემა 80/წთ. ეკგ - ნორმაში ,რითმი
სინუსურია და რეგულარული. მოძრაობა შეზღუდული არ არის .
საეჭვო დიაგნოზი : ჰერპეს ზოსტერი ,
კლინიკა: სიმპტომები ტიპიურია , ტკივილი დერმატომის არეში ( TH8/9) და
მტკივნეული ერითრემა . თავიდან გვხვდება პაპულები , რომელსახ სწრაფად
ცვლის ვეზიკულები და ბუშტები , მოგვიანებით გვხვდება პუსტულები და საბოლოდ
ქერქი. ძირითადად გვხვდევა ასაკოვან ხალხში . გრძელდება ერთი კვირა .
გამომწვევი მიზეზი : ვირუსი - varicella zoster
დიაგნოზი : ძირითადად ისმევა კლინიკური გამოკვლვევით , იმუნოდეფიციტურ
პაციენტებში გვჭირდევა პსრ და სეროლოგიური ტესტი .
მკურნალობა : ვირუსსტატიკები : aciclovir ან famciclovir . ანალგეტიკები
(პარაცეტამოლი) პოსტჰერპესული ნეურალგიის დროს შეიძლება დაგვჭირდეს
Pregabalini ან Carbamazepine , თუ მედიკამენტებით ვერ ხერხდება მკურნალობა
შეიძლება მიმართონ ნეიროქირურგიულ პროცედურებს მაგალითად : Chordotomy
იას გართულებები : ენცეფალიტი , მიელიტი , ჰეპატიტი , ართრიტი , მიოკარდიტი ,
ოტიტი, შეიძლება თან დაერთოდ ბაქტერიული პროცესებიც
კლინიკური შემთხვევის განხილვა
60 წლის მამაკაცმა,ანამნეზში ჰიპერტენზიის, სიმსუქნის, ობსტრუქციული ძილის
აპნოეს და ჰიპერლიპიდემიის დიაგნოზით, მიმართა კლინიკას გენერალიზებული
წითელი/იასამნისფერი გამონაყრის, ქავილის და ენისა და პირის შეშუპების გამო,
რმელიც დაეწყო 2 კვირის წინ. გამონაყარი თავდაპირველად მოიცავდა ზედა და
ქვედა კიდურებს, შემდეგ კი პროგრესირდა ტორსზეც, რასაც თან ახლდა წვის
შეგრძნება და შეშუპება.
პაციენტი სიმპტომების გამოვლენიდან 6 კვირით ადრე აიცრა ჰერპეს ზოსტერის
საწინააღმდეგო ვაქცინით. იგი უარყოფს ანამნეზში აუტოიმუნურ, სისხლის,
შემაერთებელი ქსოვილის ან რევმატოლოგიურ დაავადებებს. ასევე უარყოფს
ბოლო პერიოდში მედიკამენტების შეცვლას, მოგზაურობას ან დაავადებულ
ადამიანთან კონტაქტს.
გამოკვლევა: ფიზიკალური გამოკვლევით გამოვლინდა წნევა 117/79 ვწყ.სვ.,
პულსი 87/წთ, ორალური ტემპერატურა - 36.7 °C და სხეულის მასის ინდექსი 55.55
კგ/მ2. ფიზიკალურმა გამოკვლევამ ასევე გამოავლინა პეტექიალური გამონაყარი
ოთხივე კიდურსა და ტანზე ანგიოედემასთან ერთად. მოგვიანებით, მას
განუვითარდა მარცხენა ფეხის შუაში წყლული კანის დაზიანების გამო თანმხლები
შეშუპებით. დანარჩენი ფიზიკური გამოკვლევა შეუმჩნეველი იყო. გამონაყარის
სწრაფი პროგრესირებისა და ანგიონევროზული შეშუპების გათვალისწინებით, იგი
მოემზადა შემდგომი მენეჯმენტისთვის.
პაციენტს ჩაუტაარდა ლაბორატორიული ტესტირება, რომლის მიხედვითაც
სისხლის საერთო ანალიზი და სრული მეტაბოლური პროფილი იყო ცვლილებების
გარეშე. სისხლის შემდგომი გამოკვლევებით, გამოვლინდა ც-რეაქტიული ცილის
მომატებული რაოდენობა (7.46 მგ/დლ) და ნორმალური ედს-ი(10 მმ/სთ). ტექსტი
ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე, კრიოგლობულინზე და ადამიანის
იმუნოდეფიციტის ვირუსზე იყო უარყოფითი. რადგან პაციენს არ აღენიშნებოდა
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის,კოაგულოპათიური ან ანტინეიტროფილური
ციტოპლაზმური ანტისხეულებით გაშუალებული ვასკულიტის კლინინკური ნიშნები ,
ლაბორატორიული ტესტები აღნიშნული დაავაებების გამოსავლენად არ
ჩატარებია.
დიფ.დიაგნოზი: ბიოფსიით გამოვლინდა ლეიკოციტოკლაზია, არანაირი სხვა
პათოლოგიური ცვლილებებით ANCA- ასოცირებულ ვასკულიტთან. დამატებით, ამ
დროის განმავლობაში პაციენტი არ იღებდა მედიკამენტებს, რის საფუძველზეც
გამოირიცხა მედიკამენტებთან ასოცირებული იმუნური კომპლექსებით
გაშუალებული ვასკულიტი. მარცხენა ფეხის კანის ბიოფსიამ გამოავლინა
შერეული ანთებითი ინფილტრატი დერმალური სისხლძარღვების შიგნით და მის
მიმდებარედ, თანდართული ლეიკოციტოკლაზიით, ფიბრინოიდური
ცვლილებებით სისხლძარღვების კედლებში და ერითროციტების
ექსტრავაზაციით, რომელიც ადასტურებს ჰიპერსენსიტიური ვასკულიტის
დიაგნოზს.
დიაგნოზი: ჰიპერსენსიტიური, ალერგიული ვასკულიტი, განვითარებული ჰერპეს
ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.
მკურნალობა: პაციენტს დაენიშნა მეთილპრედნიზოლონის 40 მგ-იანი
ინტრავენური ინექცია 8 საათში ერთხელ, რომელიც შეიცვალა პრედნიზონის
დღიურად 40 მგ-იანი დოზით, შემცირების ტენდენციით. მას ასევე დაენიშნა 0.05%-
იან კლობეტაზოლის კრემს, ორჯერ დღეში, დიფენჰიდრამინი 25 მგ, ყოველ 8
საათში ერთხელ და ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი (ტაბლეტი,160-800მგ)
ორჯერ დღეში, თანდართული ბაქტერიული ცელულიტის გამო, რომელიც
გამოწვეული იყო ე.კოლით და მეთიცილინ-სენსიტიური Staphylococcus aureus-ით,
რომელიც გამოვლინდა მარცხენა ფეხზე არსებული წყლულის კულტურალური
გამოკვლევით.
6-თვიანი შემდგომი ვიზიტებისა და მენეჯმენტის განმავლობაში მისი სიმპტომები
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გამონაყარმა დაიწყო გაფერმკრთალება და
საბოლოო ჯამში პაციენტი განიკურნა .

You might also like