You are on page 1of 6

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,

პროპედევტიკისა და შინაგან სნეულებათა დეპარტამენტი,


კათედრის გამგე - რევაზ თაბუკაშვილი,
ასისტენტ-პროფესორი - ხათუნა ჭაავა
მედიცინის ფაკულტეტის მე-3 კურსის მე-17ა ჯგუფის სტუდენტი,
ანა აბაშიძე

ავადმყოფობის ისტორია

კლინიკური დიაგნოზი

ძირითადი დაავადება: მწვავე ბრონქიტი;

ძირითადი დაავადების გართულება: არ აღინიშნება;

თანმხლები დაავადება: არ აღინიშნება;

წინასწარი დიაგნოზი: მწვავე ბრონქიტი;


PRAEFATIO
სახელი, მამის სახელი, გვარი: გიორგი ალექსანდრეს ძე, ზურაბიშვილი,

ასაკი: 22

სქესი: მამრობითი

ეროვნება: ქართველი

განათლება: სტუდენტი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი;

მისამართი: ქ.თბილისი; საირმის N11; პირველი კორპუსი; ბინა N17

ავადმყოფი კლინიკაში შემოვიდა თავისი ინიციატივით.

კლინიკაში შემოსვლის თარიღი: 05.10.2020; 10:45

EXAMEN SUBJECTIVUM
პაციენტის ჩივილები: პროდუქტიული ხველა; ცხელება 38.1 C , საერთო სისუსტე

ANAMNESIS MORBI - პაციენტი ამბობს რომ ხველა დაეწყო 1 კვირით ადრე.


ხველა თავიდან მშრალი იყო და 3დღის შემდეგ პროდუქტიული გახდა. 1 დღით
ადრე აუწია სიცხემ 38.5 C მდე, რის შემდეგაც დალია სიცხის დამწევი. მედიკამენტმა
დროებით იმოქმედა, თუმცა იმავე ღამეს ისევ აუწია სიცხემ 38.1 C მდე. დილით მან
გადაწყვიტა მიემართა ექიმისათვის.
ANAMNESIS VITAE - პაციენტი აღნიშნავს, რომ მისი საცხოვრებელი
პირობები დამაკმაყოფილებელია, კვება დაბალანსებულია. აცვია სეზონის
შესაფერისად. ამბობს რომ მუშაობს 20 წლიდან ქოლ ცენტრში ოპერატორად, სადაც
ყოველ დღე 8 საათი იმყოფება. აღნიშნავს, რომ სამსახური სტრესული და
დამღლელია. ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. მავნე ჩვევებიდან
აღინიშნება თამბაქოს მოხმარება. ბავშვობაში გადატანილი არ აქვს რაიმე ინფექცია.
მისი თქმით არის ალერგიულია მხოლოდ პენიცილინზე.
STATUS FUNCTIONALIS - პაციენტის გუნება განწყობა და
შრომისუნარიანობა დაქვეითებულია, აქვს საერთო სისუსტე, კუნთების
ტკივილი, მომატებული ძილიანობა და მადის დაქვეითება. იგი უჩივის
პროდუქტიულ ხველას, მკედის ძვლის უკან ჩახეხვის შეგრძნებას. პაციენტი
აღნიშნავს, რომ ნახველი მომწვანო ფერისაა და სისხლის გარეშე.

EXAMEN OBJECTIVUM
სიმაღლე: 1,81 მეტრი

წონა 75 კგ

BMI 22.9

კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი განვითარებულია ნორმალურად. არ აღინიშნება


შეშუპება, კანქვეშა ემფიზემა და მიქსედემა. ფარისებრი ჯირკვალი არაა
ჰიპერტროფირებული. სხეულის ტემპერატურა 38,1OC.
სასუნთქი სისტემა
ინსპექცია: გულმკერდის ფორმა - ნორმოსთენიური. სუნთქვაში ორივე მხარე
მონაწილეობს თანაბრად და არ აღინიშნება რომელიმე მხარის ჩამორჩენა. არ გვაქვს
ასიმეტრიულობა. სუნთქვის ტიპი - მუცლის.

პალპაცია: სუნთქვის სიხშირე R=22. არ აღინიშნება სუნთქვის რიტმის


დარღვევა.
რეზისტენტობა თანაბარია ორივე მხარეს. ბგერითი რხევა თანაბარია ორივე მხარეს.
ტოპოგრაფიული პერკუსია:
ფილტვის ზედა საზღვარები:
მარჯვენა მარცხენა

წინ ლავიწიდან 4 სმ-ით მაღლა ლავიწიდან 4 სმ.-ით ზემოთ

კისრის მე-7 მალის წარზიდული კისრის მე-7 მალის წარზიდული


უკან
მორჩის დონე მორჩის დონე

ფილტვების ქვედა საზღვრები:

მარჯვენა მარცხენა

სტერნალური V ნეკნი IV ნეკნი

პარასტერნალური VI ნეკნი IV ნეკნი

მედიოკლავიკულური VII ნეკნი VII ნეკნი

წინა აქსილარული VII ნეკნის ქვედა VII ნეკნის ქვედა


კიდე კიდე

შუა აქსილარული VIII ნეკნი VIII ნეკნი

უკანა აქსილარული VIII ნეკნის ქვედა VIII ნეკნის ქვედა


კიდე კიდე

სკაპულარული IX - X ნეკნი IX - X ნეკნი

ვერტებრალური გულმკერდის XI გულმკერდის XI


მალის დონე მალის დონე

შედარებითი პერკუსია: აღინიშნება ფილტვის ნათელი ხმიანობა, როგორც


მარჯვენა, ისე მარცხენა ფილტვში.

აუსკულტაცია: ძირითადი სუნთქვის ტიპი - ვეზიკულური სუნთქვა. მკვრივი


სუნთქვის ფონზე ორივე მხარეს სველი ხიხინი აღინიშნება ორივე ფილტვში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ინსპექცია: გულმკერდის ფორმა ნორმალურია, გულის კუზი არ


არის გამოხატული. გულის საპროექციო არე ცვლილების გარეშე, არ
აღინიშნება ეპიგასტრალური პულსაცია. სისხლძარღვეები
დათვალიერებით ნორმაშია.
პალპაცია: მწვერვალის საძგერი V ნეკნთაშუა სივრცეში 1,5 სმ-ით შიგნით
მარცხენა მედიოკლავიკულური ხაზიდან. არტერიული პულსი 72
დარტყმა წუთში. ის რიტმულია და ნორმალური ავსების და
დაჭიმულობისას. არ შეიგრძნობა პერიკარდიუმის ხახუნი.
პალპაციისას არ გამოიხატება ჰიპერესთეზია და ჰიპერალგეზია. პერკუსია
:

შედარებითი მოყრუების საზღვარი აბსოლუტური მოყრუების საზღვარი

გულმკერდის მარჯვენა კიდიდან 1 მკერდი ძვლის მარჯვენა სტერნალურ


მარჯვენა
სმით გარეთ ხაზზე
მარცხენა ლავიწშუა ხაზიდან 1-2 სმ-ით 0.5-1 სმ-ით შიგნით მარცხენა
მარცხენა
შიგნით ლავიწზედა ხაზიდან
ზემო III ნეკნის ზემო კიდე IV ნეკნთაშორისი სივრცე

გარდიგარდმო საზღვრები 11-13 სმ

აუსკულტაცია : გულის ტონები რიტმული, არ აღინიშნება შუილები


და დამატებითი ტონები, ტონების გაყოფა/გახლეჩა სამწვერა რიტმი,
ქანქარისებური რიტმი, პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა. არ
ვლინდება კაროტიდების ცეკვა, მიუსეს სიმპტომი, კვინკეს
ფენომენი. არ მოისმინება პათოლოგიური ტრაუბეს ორმაგი ტონი,
დიუროზიე- ვინოფრადოვის ორმაგი შუილი და ბზრიალას შუილი.

წინასწარი დიაგნოზი: მწვავე ბრონქიტი

You might also like