You are on page 1of 38

ანატომია

II ლექცია

ნინო შუბითიძე
2024წ.
ძირითადი საკითხები
კორონარული სისხლძარღვები
გულის ინერვაცია
გამტარი სისტემა
 სისხლის მიმოქცევის მცირე წრე
გვირგვინოვანი არტერიები
• გულის სისხლმომარაგება
ხორციელდება მარჯვენა და
მარცხენა გვირგვინოვანი
(კორონარული) არტერიებით

• სისხლის მიმოქცევის დიდი წრის


მთავარი არტერიის-აორტის
პირველი ტოტებია

• სათავეს იღებენ აორტის ბოლქვის


სინუსებიდან
აორტის სარქველი
• მარჯვენა კორონარული (RCA) არტერია გამოდის აორტის ბოლქვის მარჯვენა სინუსის შუა ნაწილიდან
• წინა ზედაპირზე გამოჩნდება ფილტვის ღეროს მარჯვენა კიდის უკან
• გაჰყვება მარჯვენა ყურის კიდეს, წვება ვენურ ღარში
• შემოუვლის გულის მარჯვენა კიდეს და გადავა დიაფრაგმის ზედაპირზე
• აღწევს უკანა პარკუჭთაშუა ღარს და გრძელდება პარკუჭთაშუა უკანა ტოტის სახით (PDA)
მარჯვენა კორონარული არტერია
მარჯვენა კორონარულ
არტერიას გამოეყოფა ტოტები
• წინაგულების
• მარჯვენა ყურის
• პარკუჭთა წინა
• კონუსის ტოტი
• მარჯვენა მარგინალური
(სანაპირო)
• სინუსის კვანძის ტოტი
მარჯვენა კორონარული არტერია

მარჯვენა კორონარული
არტერია კვებავს:
• მარჯვენა წინაგულს და
მის ყურს
• მარჯვენა პარკუჭის უკანა
კედელს
• მარჯვენა პარკუჭის წინა
კედლის ნაწილს
• მარცხენა პარკუჭის უკანა
კედლის მცირე ნაწილს
• პარკუჭთაშუა აპკისებრ
ნაწილს
• მარჯვენა პარკუჭის ორივე
დვრილისებრ კუნთს
• მარცხენა პარკუჭის უკანა
დვრილისებრ კუნთს
მარცხენა კორონარული არტერია
• მარცხენა კორონარული არტერია
იწყება აორტის ბოლქვის მარცხენა
კორონარული სინუსიდან

• გაივლის ფილტვის ღეროსა და


მარცხენა წინაგულის ყურს შორის-
გვირგვონოვან ღარში

• დასაწყისიდან 1-2 სმ-ის


დაშორებით იყოფა პარკუჭთა შუა
წინა ტოტად(წინა დაღმავალი
არტერია LAD) და შემომხვევ
ტოტად (LCX)
მარცხენა კორონარული არტერია
• პარკუჭთაშუა წინა ტოტი
გვირგვინოვანი
ღარიდან ეშვება
ქვემოთ, გაჰყვება
თანამოსახელე ღარს
და აღწევს გულის
მწვერვალს

• მას გამოეყოფა ძგიდის


ტოტები და
დიაგონალური ტოტები
მარცხენა კორონარული არტერია
შემომხვევი ტოტი
აგრძელებს გზას
გვირგვინოვან ღარში
გულის უკანა კედელზე
მარცხენა კორონარული არტერია

მარცხენ გვირგვინოვანი
არტერიების ტოტებით იკვებება
• მარცხენა წინაგული და ყური
• მარცხენა პარკუჭის წინა
კედელი და უკანა კედლის
უმეტესი ნაწილი
• თითქმის მთლიანი
პარკუჭთაშუა ძგიდე
• მარჯვენა პარკუჭის წინა
დვრილისებრი კუნთი და
მარცხენა პარკუჭის ორივე
დვრილისებრი კუნთი
• გულის სისხლმომარაგების მარჯვენა ტიპი-თუ მარჯვენა
გვირგვინოვან არტერიას გამოეყოფა უკანა პარკუჭთაშუა ტოტი
(PDA)
• გულის სისხლმომარაგების მარჯვენა ტიპი-თუ მარცხენა
შემომხვევ არტერიას გამოეყობა უკანა პარკუჭთაშუა ტოტი
(PDA)
გულის გვირგვინოვანი არტერიები
თავისი საბოლოო ტოტებით
ერთმანეთს უკანშირდება -
ოპტიმალური პირობა ორგანოს
ყველა უბნის თანაბარი და უწყვეტი
სისხლმომარაგების
გულის ვენები
• გულის ორგანოსგარეთა ვენები კრებს
სისხლს გულის ყველა გარსიდან.

• საყურადღებოა! სხვა ვენებისაგან


განსხვავებით გულის ვენები არ
უერთდება ღრუ ვენებს და
დამოუკიდებლად ჩაერთვება გულს
გულის ვენები
• გულის ვენური ქსელი
ტევადობით ბევრად ჭარბობს
არტერიულ ქსელს.

• ორგანოსშიგა ინტრამურული
ვენები წყვილ-წყვილად მიჰყვება
არტერიებს, მიოკარდიუმის
ყოველ შრეში კუნთოვანი
ბოჭკოების შესაბამისად.

• შედარებით მსხვილ არტერიებს


თან სდევს თითო ვენა, მაგრამ
შედარებით დიდი სანათურის
მქონე.
გულის ვენები

გულის ვენური სისხლი


გულს სამი გზით
უბრუნდება:
1. გვირგვინოვანი სინუსი
2. გულის წინა ვენები
3. გულის უმცირესი ვენები
გვირგვინოვანი სინუსი

გვირგვინოვან სინუსს
უჭირავს გვირგვინოვანი
ღარის უკანა ნაწილი და
უერთდება
• გულის დიდი ვენა
• მარცხენა პარკუჭის უკანა
ვენა
• გულის შუა ვენა
• გულის მცირე ვენა
• მარცხენა წინაგულის ირიბი
ვენა
გულის წინა ვენები
გულის წინა ვენები მცირე ზომის,
არამუდმივი რაოდენობის
ვენები, განლაგებულია
მარჯვენა პარკუჭის წინა
ზედაპირზე და დამოუკიდებლად
ერთვება მარჯვენა წინაგულს.
გულის უმცირესი ვენები

• გვირგვინოვანი აუზის სისხლის 1/3 გულის უმცირესი ვენების


საშუალებით უბრუნდება გულს,
• ისინი გულის ზედაპირზე არ ჩანან,
• უშუალოდ გულის კედლის სიღრმიდან მიემართებიან
წინაგულებსა და პარკუჭებში
• თითოეულ წინაგულში დაახლოებიტ 15-მდე უმცირესი ვენა
იხსნება, პარკუჭებში 20-მდე.
გულის ინერვაცია
• გულს აქვს როგორც აღმავალი (აფერენტული), ასევე
დაღმავალი (ეფერენტული) ნერვული ბოჭკოები.
• აღმავალი ბოჭკოები გულიდან ცენტრისკენ ძირითადად
ატარებს ისეთ იმპულსებს, რომლებიც ინფორმაციას
აწვდიან ცენტრალურ ნერვულ სისტემას გულის მუშაობის
ხასიათის შესახებ.
• დაღმავალი - არეგულირებს გულის კუნთის მუშაობას. ამ
მიზნით გული ღებულობს 2 სახის ნერვულ ბოჭკოებს:
• სიმპათიკურს - სიმპათიკური წველის კისრის კვანძებიდან
(აჩქარებს გულის მუშაობას და აძლიერებს კუმშვადობას)
• პარასიმპათიკურს - თავის ტვინის X წყვილი ნერვიდან
(ცდომილი ნერვიდან).(ანელებს და აიშვიათებს
კუმშვადობას)

• ისინი გულში შეჭრამდე ქმნიან ზედაპირულ და ღრმა


ნერვულ წნულებს, რომელთა ბოჭკოები მიყვება
გვირგვინოვან სისხლძარღვებს და აღწევს გულის ყველა
უბანს.
• გულის გამტარი სისტემა იწყება SA კვანძიდან,
რომელიც მდებარეობს მარჯვენა წინაგულსა
და ზემო ღრუ ვენას შორის,
• SA კვანძი არის პირველი რიგის პეისმეიკერი,
სადაც ხდება იმპულსების გენერირება, აქ
წარმოქმნილი იმპულსები ვრცელდება
წინაგულებზე კვანძთაშორისი კავშირებით,
შემდეგ ეს იმპულსი წინაგულის კუნთოვანი
ბოჭკოების აგზნებით (დეპოლარიზაციით)
იწვევს წინაგულის შეკუმშვას, იმპულსი კი
მიდის AV კვანძამდე.
• AV კვანძი ახდენს იმპულსის გატარების
შენელებას და ქმნის მცირე დაყოვნებას
პარკუჭებში გადაცემამდე
• AV კვანძიდან იმპულსი ვრცელდება
პარკუჭებზე, ჯერ ვრცელდება პარკუჭთაშუა
ძგიდეზე, იწვევს მის აგზნებას, შემდეგ
ვრცელება პარკუჭის კედლებზე იწვევს
პარკუჭების მთლიან აგზნებას(ჰისის კონა,
პურკინიეს ბოჭკოები).
მცირე წრის სისხლძარღვები

• ფილტვის ღერო კუნთოვან


ელასტიური ტიპის
სისხლძარღვია
• სიგრძე 5-6სმ
• ¾ ნაწილი პერიკარდიუმითაა
დაფარული
• ¼ ჩანს გულის წინა ზედაპირზე
მისი ფუძის მარცხენა კუთხეში
მცირე წრის სისხლძარღვები

• აორტის რკალის ქვეშ


გულმკერდის IV მალის დონეზე
ფილტვის ღერო იყოფა მარჯვენა
და მარცხენა ფილტვის
არტერიებად
• ამ უბანზე აორტის რკალის
შედრეკილ ზედაპირზე
გაჭიმულია არტერიული იოგი-
ნაყოფის სისხლის მიმოქცევის
მნიშვნელოვანი ელემენტის
არტერიული ბოტალის სადინრის
ობლიტირებული ნაშთია
მარჯვენა ფილტვის არტერია ფილტვის კართან მიახლოებისას მონაწილეობს
ფილტვის ფესვის შექმნაში,

ფილტვებში შეჭრისას მიჰყვება ბრონქული ხის განშტოებას და იყოფა მათი


დატოტიანების შესაბამისად.
• https://youtu.be/ggj4OWNkBbw?si=fDt2jrbROTLrC_6d
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like