You are on page 1of 20

არტერიულ წნევაზე დაკვირვება

რა არის სისხლის წნევა


 ორგანიზმის ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრია. ესაა ძალა, რომლის
მეშვეობითაც ორგანიზმში მოცირკულირე სისხლი აწვება სისხლძარღვების
კედლებს.
 არტერიული წნევის სიმაღლე დაკავშირებულია მარცხენა პარკუჭის
შეკუმშვის ძალასთან, არტერიების ელასტიურობასთან, ცირკულირებადი
სისხლის რაოდენობასა და არტერიოლების ტონუსთან.
 არტერიულ წნევას ორი მაჩვენებელი აქვს:
• სისტოლური წნევა, რომელიც წარმოიქმნება პარკუჭების შეკუმშვისას, რის
საშულებითაც გული სისხლს უმსხვილეს სისხლძარღვებში გადაისვრის.
• დიასტოლური წნევა, რომელიც იქმნება პარკუჭების მოსვენებისას. ამ
დროს სისხლი გულის მოდუნების პერიოდში მოქმედებს არტერიათა
კედლებზე. დიასტოლური წნევა მუდმივად არსებობს არტერიებში.
• სისტოლურ და დიასტოლურ წნევას შორის სხვაობას პულსური წნევა
ეწოდება.
.
 ნორმალური პულსური წნევა უტოლდება 40 მმ.ვცხ.სვ.-ს, მაგრამ ფიზიკური
დატვირთვის დროს 100 მმ.ვცხ.სვ.-მდეც ადის. მუდმივად მაღალი პულსური
წნევა ვითარდება აორტისა და მაგისტრალური სისხლძარღვების
ათეროსკლეროზის დროს, ხოლო დაბალი პულსური წნევა ახასიათებს
ისეთი მდგომარეობებს, როგორიცაა აორტის ხვრელის სტენოზი, გულის
მწვავე უკმარისობა.
არტერიული წნევის
რეგულაცია
•რენინ-ანგიოტენზინური სისტემა - რენინი ნივთიერებაა და გამომუშავდება თირკმელში, მისი
გამოყოფა დამოკიდებულია თირკმელების ნორმალურ სისხლმომარაგებაზე. სისხლში გადასული რენინი
ანგიოტენზინად გარდაიქმნება, რომელიც ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს. თუ თირკმელებში
სისხლმომარაგება დარღვეულია, რენინის გამოყოფა ძლიერდება, შესაბამისად, სისხლში იმატებს
ანგიოტენზინის კონცენტრაცია, ძლიერდება სისხლძარღვთა ტონუსი და იმატებს არტერიული წნევა, რასაც
თირკმლისმიერ ანუ რენულ ჰიპერტენზიას უწოდებენ.

•ბარორეცეპტორული რეფლექსები - ბარორეცეპტორები სისხლის წნევის ცვლილებაზე მორეაგირე


რეცეპტორებია, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა ორგანოში და რეაგირებს როგორც წნევის
ცვლილებაზე, ისე გულის შეკუმშვათა სიხშირესა და ძალაზე, რაც განაპირობებს წნევის ცვლილებას.
ბარორეცეპტორთა გაღიზიანებისას, როდესაც იმატებს არტერიული წნევა, თავის ტვინი იღებს სიგნალს და
სისხლში მცირდება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის - ალდოსტერონის კონცენტრაცია (იგი
ორგანიზმში სითხეს აკავებს), ძლიერდება სითხის გამოყოფა და იკლებს წნევა, ანდა პირიქით: წნევის
.
დაქვეითებისას იმატებს ალდოსტერონის კონცენტრაცია, სისხლში სითხე მეტად კავდება და შესაბამისად
იზრდება არტერიული წნევის მაჩვენებელიც.
•ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები - ეს ჰორმონები არეგულირებენ ზოგად ცვლას ორგანიზმში, მათ
შორის - სისხლის წნევასაც.
 დღე- ღამის დარღვევა ნორმაში მისი
მაჩვენებელი მაქსიმალურია დილით ადრე,  სისხლის წნევა იზომება ვერცხლისწყლის
შედარებით დაბალია შუადღისას, სვეტის მილიმეტრებში.
მინიმალურია ძილის წინ; • ნორმალური სისხლის წნევა ჯანმრთელ
 არტერიული წნევის მაჩვენებელზე გავლენას ადამიანში არის 120/80 მმ.ვცხ.სვ.
ახდენს : • სისტოლური წნევის ნორმა 100-140
• თანმხლები დაავადებები; მმ.ვწყ.სვ
• მოცირკულირე სისხლის მოცულობა; • დიასტოლური წნევის ნორმა 60-90 მმ.ვწყ.სვ
• საკვებისა და სითხის მიღება;  ნორმიდან გადახრა:
• თამბაქო; • ჰიპერტენზია
• ალკოჰოლი; • ჰიპოტენზია
• ასაკი
• ორთოსტატიული ჰიპოტენზია
• სქესი
 გაზომვის ორი ხერხი:
• რასა
• მანუალური სფიგმომანომეტრი
• სტრესი
• სტეტოსკოპი ავტომატური
• სიმსუქნე
სფიგმომანომეტრით
• მედიკამენტი
• ტემპერატურა;
• გენეტიკური ტავისებურებანი;
• ემოცია;
• ფიზიკური დატვირთვა;
• და სხვა....
სისხლის არტერიულ წნევაზე მოქმედი
ფაქტორები

სისხლის წნევა ორთოსტატიკური სისხლის წნევა

 აგზნებული პაციენტი- გაზომეთ წნევა თავიდან, როცა  ზურგზე მწოლიარე


პაციენტი დამშვიდდება;  მჯდომარე
 მსუქანი პაციენტი- იხმარეთ დიდი ზომის მანჟეტი, ან  ფეხზე მდგომი
ბარძაყის მანჟეტი  წნევის ვარდნა 20მმ.ვწყ.სვ-ზე მეტად მიუთითებს
 არითმიები-შეიძლება მიიღოთ არაზუსტი შედეგები ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიაზე
 აიღეთ რამოდენიმე შეფასების საშუალო შედეგი და  შეიძლება საჭირო იყოს განმეორებით გაზომვა 1-5
მიუთითეთ შესაძლო უზუსტობის შესახებ წუთით ფეხზე დგომის შემდეგ, იმის გასარკვევად, ხომ
 გაზომეთ სისხლის წნევა ორივე ხელზე ერთხელ მაინც არ იქნა გამორჩნილი ადრინდელი შფასების
დღოს(გასაკუთ. ხანდაზმულებში)
 ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
 ასთენია
 პოსტურალური თავბრუსხვევა
 ჰიპოვოლემია
 დეჰიდრატაცია
არტერიულ წნევაზე მოქმედი ფაქტორები
• ასაკი ‒ ახალშობილების საშუალო არტერიული წნევაა 75 მმ.ვცხ.სვ. წნევა იმატებს ასაკთან ერთად და
კონკრეტული ადამიანის ნორმის მაქსიმუმს აღწევს პუბერტატულ ასაკამდე;
• ფიზიკური დატვირთვა ზრდის გულის წუთმოცულობას და შესაბამისად სისხლის წნევაც იმატებას. სწორი
მონაცემების მიღებისთვის აუცილებელია წნევის მაჩვენებლები შეფასდეს დატვირთვიდან 20-30 წუთის
შემდეგ;
• სტრესი ‒ სიმპატიკური ნერვული სისტემის სტიმულაციის შედეგად, იზრდება გულის წუთმოცულობა.
პერიფერიული სისხლძარღვოვანი შევიწროვების გამო იზრდება სისხლის წნევაც. ძლიერი ტკივილის
შედეგად თავის ტვინში ითრგუნება ვაზომოტორული ცენტრი, რის შედეგადაც ხდება სისხლძარღვების
გაფართოვება და წნევის დაწევა;
• სქესი ‒ ერთსა და იმავე ასაკში, პუბერტატული ასაკის შემდეგ, ქალებს უფრო დაბალი წნევა აქვთ ვიდრე
მამაკაცებს. ამის მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია. მენოპაუზის შემდეგ კი ქალებში წნევა მატულობს;
• მედიკამენტები ‒ ბევრი მედიკამენტი ცვლის წნევის მაჩვენებლებს მაგ.,კოფეინი, დექსამეტაზონი;
• სიმსუქნე როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში ჰიპერტენზიის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ფაქტორია;
• დღე-ღამის რითმის ცვლილება ‒ მეტაბოლური პროცესების სიჩქარის მიხედვით, სისხლის წნევა დილით
დაბალია, ხოლო საღამოს მაღალი;
• ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ‒ ნებისმიერი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულის
წუთმოცულობის ცვლილება (სისხლის სიბლანტე და წებოვნება, არტერიების ელასტიურობა) პირდაპირ
მოქმედებს სისხლის წნევის ცვლილებაზეც.
• ტემპერატურა ‒ მაღალი ტემპერატურის დროს, მეტაბოლიზმის სიჩქარის მომატების გამო სისხლის წნევაც
არტერიული წნევის შეფასების ადგილები კატეგორია სისტოლური დიასტოლური
წნევა წნევა
 სისხლის წნევის შესაფასებლად გამოიყენება (მმ.ვცხ.სვ.) (მმ.ვცხ.სვ.)
მხრის არტერია და ბარძაყის არტერია; ნორმა <120 <80
 ბარძაყს სისხლის წნევის შესაფასებლად
პრე ჰიპერტენზია 120-139 80-89
ვიყენებთ, როცა:
 შეუძლებელია ზედა კიდურზე წნევის გაზომვა; ჰიპერტენზია 1-ლი
სტადია 140-159 90-99
 სასურველია არტერიული წნევის შემოწმდეს
ჰიპერტენზია მე-2 >160 >100
ორივე კიდურზე, დაფიქსირდეს მაღალი სტადია
მაჩვენებელი;
 წნევის გაზომვა ვერ ხერხდება ერთ რომელიმე
კონკრეტულ კიდურზე:
 თუ კიდური დაზიანებულია (მხარი, ბარძაყი,
მუხლი);
 როდესაც კიდურზე დადებულია რაიმე მჭიდრო
ნახვევი;
 სარძევე ჯირკვლისა და იღლიის (საზარდულის)
მიმდებარე ლიმფური კვანძების ქირურგიული
ამოკვეთის შემთხვევაში;
 კიდურზე ინტრავენური ინფუზიის ან
ჰემოტრანსფუზიის დროს;
 კიდურზე არტერიო-ვენური ფისტულის
არსებობის დროს (თირკმლის დიალიზი).
კოროტკოვის მეთოდი
შეფასების მეთოდები
I ფაზა ‒ პირველი სუსტი ტონების გამოჩენა, ინტენსიობის
 პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდი თანდათანობით მომატება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ
 გაზომვის არაინვაზიური მეთოდი: არის გარე ტონი. პირველი ასეთი ტონის მოსმენისას, რომელიც
აუსკულპტაციური და პალპაციური; ისმის ბუშტიდან ჰაერის გამოშვებით, უნდა დაფიქსირდეს
სისტოლური წნევა;
 სისხლის წნევის სტეტოსკოპით II ფაზა ‒ ტონების ინტენსიობის შერბილების მოკლე ფაზა;
შეფასების კოროტკოვის ტონების 5 ფაზა III ფაზა ‒ ტონების ინტენსიობის ხანმოკლე გაძლიერებაა,
რომლის დროს სისხლი უფრო თავისუფლად მიედინება
არტერიაში და ტონიც უფრო მძლავრია. უფრო სუფთაა ვიდრე I
 სისტოლური წნევის პირველი ტონი, ფაზაში არსებული ტონი;
რომელიც I ფაზაში ისმინება არის IV ფაზა ‒ წყვეტილი მოყრუებული ტონები, რბილი და
სისტოლური წნევა, ხოლო V ფაზის ტონი „მბერავი“;
განსაზღვრავს დიასტოლურ წნევას. V ფაზა ‒ წნევის დონე, როდესაც ბოლო ხმა მოისმინება. ამას
მოჰყვება დუმილის პერიოდი, ტონების სრული გაქრობა.
ზოგჯერ V ფაზის ტონი ნულის ტოლია, სწორედ ეს არის მოზრდილებში დიასტოლური არტერიული
რადგან ამ პერიოდში მანჟეტში უკვე წნევა.
წნევა აღარ არის, ამიტომ IV და V ფაზის
ტონები უნდა იქნას ჩანიშნული
არტერიული წნევის შეფასებისას დაშვებული შეცდომები

შეცდომა ეფექტი
ძალიან მოკლე მანჟეტი; მაღალი ცდომილება;
ძალიან ფართე მანჟეტი; დაბალი ცდომილება;
პალპაციის არასწორი ტექნიკა; მაღალი ცდომილება;
შეფასებამდე არასაკმარისი მაღალი ცდომილება
დასვენება;
განმეორებითი შეფასების მაღალი ცდომილება სისტოლურის
განხორციელება დროის შეფასების დროს და დაბალი
ცდომილება დიასტოლური შეფასების
შუალედის გარეშე; დროს;

მანჟეტის მოშვებულად მაღალი ცდომილება;


დამაგრება.
არტერიული წნევის შეფასებისას დაშვებული
შეცდომები
შეცდომა ეფექტი
მანჟეტის ძალიან სწრაფად ჩაფუშვა; დაბალი ცდომილება სისტოლურის
შეფასების დროს და მაღალი ცდომილება
დიასტოლური შეფასების დროს;
მანჟეტის ძალიან ნელა ჩაფუშვა; მაღალი ცდომილება დიასტოლურის
შეფასებისას;
გაზომვისას სხვა კიდურის გამოყენება; არათანმიმდევრული მაჩვენებელი;
კიდურის მდებარეობა გულის საპროექციო დაბალი ცდომილება;
არეზე მაღლა;
თამბაქოს მოხმარების და საკვების მიღების მაღალი ცდომილება;
შემდეგ ან ტკივილის დროს დაუყოვნებლივ
გაზომვა;

აუსკულპტაციის პაუზის იდენტიფიცირების დაბალი ცდომილება სისტოლური შეფასების


პრობლემა. დროს და დაბალი ცდომილება დიასტოლური
შეფასების დროს.
ჩატარების ტექნიკა
• პროცედურის ჩატარებამდე გაეცანით პაციენტს;
• გააცანით პროცედურის მნიშვნელობა, არსი და გამოყენება;
• ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა პროტოკოლის შესაბამისად;
• დაიცავით პაციენტის კონფიდენციალობა;
• წნევის გასაზომად გამოიყენეთ შემოწმებული და ტექნიკურად
გამართული აპარატი;
• გაზომვის დაწყებამდე მიეცით პაციენტს საშუალება
დაისვენოს, მშვიდად იჯდეს სულ მცირე 2- 3 წუთის
განმავლობაში;
• მხარი, რომელზეც წნევის გაზომვას აპირებთ პაციენტის
გულის დონეზე მოათავსედ, შეარჩიეთ მისთვის შესაფერისი
ზომის მანჟეტი;
• სასურველია კიდური იყოს შიშველი, ან არ უნდა უჭერდეს
ტანსაცმელი;
• აპარატის მანჟეტის ქვემო კიდე იდაყვის ფოსოდან 2-5სმ-ით
ზევით უნდა იყოს;
• გასინჯვამდე შეამოწმეთ, რომ მანჟეტში არ იყოს ჰაერი;
• მანჟეტი თანაბრად შემოახვიეთ.
შესრულება
• ტონომეტრი ან სფიგმომანომეტრი მოხერხებულად დაიდეთ წინ;
• შეამოწმეთ ბუშტის ხრახნი;
• მოძებნეთ მხრის ან სხივის არტერია და მოათავსედ ფონენდოსკოპი;
• მანჟეტში წნევა გაზარდეთ პულსაციის შეწყვეტიდან 30 მმ-ით ზევით;
• ბუშტიდან ნელა გამოუშვით ჰაერი - 2მმ.ვწყ.სვ სიჩქარით;
• დააფიქსირეთ პულსის გაჩენის და გაქრობის მაჩვენებელი სიზუსტით;
• თუ საჭიროა პროცედურის გამეორება, მოიცადეთ 2-3 წუთი;
• თუ გიწევთ პროცედურის გამეორება, მანჟეტი ჩაფუშეთ ბოლომდე;
• შეიძლება საჭირო გახდეს ბილატერალურად წნევის გადაზომვა. სხვაობა მათ შორის
არ უნდა აღემატებოდეს 10-15 მმ.ვცხ.სვ.-ს;
• წნევის მაჩვენებლად მიჩნეული უნდა იქნას ორ კიდურს შორის უმაღლესი
მაჩვენებელი;
• არტერიული წნევის ზღრუბლის დასადგენად საჭიროა მისი გაზომვა ოთხ სხვადასხვა
ვიზიტზე. თითოეული ვიზიტისას არტერიული წნევის , სულ მცირე ორჯერ გასინჯვით;
• მოახდინეთ მაჩვენებლის დოკუმენტირება.
ახალშობილი
• გამოიყენეთ ახალშობილებისათვის განსაზღვრული სტეტოსკოპი შესაბამისი დიაფრაგმით ;
• მანჟეტის ქვედა კუთხე უნდა იყოს იდაყვის ფოსოსთან რაც შეიძლება ახლოს;
• სტეტოსკოპის ჩანაცვლება შეგიძლიათ პალპაციის მეთოდით;
• ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ხელზე და ფეხზე გაზომილი წნევის ერთნაირი მაჩვენებელია ;
• ახალშობილებში სისტოლური წნევის მაჩვენებელი მერყეობს 50-80 ზ მმ.ვცხ.სვ.-ს შორის,
ხოლო დიასტოლური წნევა 25-55 მმ.ვცხ.სვ.-ს შორის.
ბავშვები
• არტერიული წნევის გაზომვა აუცილებელია სამი წლის ასაკის ზემოთ, ხოლო სამ წლამდე
ბავშვებში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როგორიცაა, გულის თანდაყოლილი
დაავადებები, თირკმლის მალფორმაცია, მედიკამენტების მიღება, რომელიც ცვლის წნევას;
• წნევის გაზომვამდე ბავშვს აჩვენეთ წნევის გაზომვის თითოეული საფეხური თოჯინაზე ;
• 3 წლამდე ასაკის ბავშვთან გამოიყენეთ პალპაციის ტექნიკა;
• მანჟეტის სიფართე უნდა იყოს ბავშვის ხელის 40 %-ის ტოლი, ხოლო გარშემოწერილობის
80 % ‒ დან 100% ‒ მდე;
სისხლის წნევა ასაკობრივი თავისებურებების დროს
ბავშვები
 არსებობს ერთი მარტივი ფორმულა, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვის წნევის შესაფასებლად :
ნორმალური სისტოლური წნევა=80 + (2X ბავშვის ასაკზე)
ხანდაზმულები
 კანის დაქვეითებული ელასტიურობის გამო, სიფრთხილით დაიცავით მანჟეტის დამაგრების
წესები.
ზედმეტი დაწოლით შესაძლოა დაზიანდეს კანი;
 გაარკვიეთ იღებს თუ არა პაციენტი ანტიჰიპრტენზიულ მედიკამენტებს და რომელს;
 ხანდაზმულ ადამიანებში, როგორც წესი, დაქვეითებულია ბარორეცეპტორების მგრძნობელობა;
 ვაზოდილატატორმა მედიკამენტებმა, რომელიც ჰიპერტენზის დროს გამოიყენება, შეიძლება
გამოიწვიოს ორთოსტატული ჰიპოტენზია;
 ამის გასარკვევად მნიშვნელოვანია წნევა შეაფასოთ დაწოლილ, მჯდომარე და მდგომარე
პოზიციაში;

 თუ პაციენტს მოტეხილი აქვს ხელი, ხელის მაქსიმალურად მოდუნების პირობებში წნევის


შეფასება შესაძლებელია პალპაცით. თუ პალპაციით ვერ აფასებთ წნევას, გამოიყენეთ ბარძაყის
მიდგომა.
არტერიული ჰიპოტენზია
 კლინიკური ნიშნები:
• საერთო სისუსტე;
• თავბრუსხვევა;
• თვალების დაბინდვა;
• ყურებში ხმაური;
• თავის სხვადასხვა ლოკალიზების, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ტკივილი;
• ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება);
• კიდურების დაბუჟება და გაციება;
• გულის წასვლა.
 ეტიოლოგია:
• გულ-სისხლძარღვთა
. სისტემის დაავადებები (მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია, გულის
უკმარისობა და სხვა);
• ჰიპოვოლემია (ორგანიზმში ცირკულირებადი სისხლის რაოდენობის შემცირება);
• ენდოკრინული დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის უკმარისობა,
ჰიპოთირეოზი);
• ინფექციური დაავადებებისა და ინტოქსიკაციების (მოწამვლა) შემდგომი მდგომარეობა.
არტერიული ჰიპოტენზია
არტერიული ჰიპოტენზია შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული:
 მწვავე ჰიპოტენზია:
• მიოკარდიუმის ინფარქტი
• არითმია
• ტრავმული შოკი
• სისხლდენა
• მწვავე პერიტონიტი

 ქრონიკული ჰიპოტენზია:
• ფიზიოლოგიური. ჰიპოტენზია (სპორტსმენების, ფიზიკური შრომის მქონე ადამიანების,
რომელთა სხეული ფიზიკური შრომის დროს ჟანგბადის ეკონომიურ ხარჯვას ეჩვევა);
• პირველადი (სტრესის, ფსიქიკური ან ფიზიკური დაძაბულობის შედეგი);
• მეორეული, რომელიც სხვადასხვა დაავადების ნიშანს წარმოადგენს (თავის ქალისა და
ტვინის დაზიანება, ოსტეოქონდროზი, ღვიძლის ციროზი,ანემია).
პირველადი ჰიპერტენზიის რისკ-ფაქტორი
რისკ- აღწერილობა
ფაქტორი
ასაკი • სისტოლური არტერიული წნევა პროგრესულად იმატებს ასაკის მატებასთან
ერთად;
• 50 წლის ასაკის შემდეგ, სისტოლური წნევა > 140 მმ ვცხ. სვ. უფრო მნიშვნელოვანი
კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორია, ვიდრე დიასტოლური არტერიული
სისხლის წნევა.
ალკოჰოლი • ალკოჰოლის ჭარბად მიღება ძლიერ კავშირშია ჰიპერტენზიასთან;
• ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებმა უნდა შეზღუდონ ალკოჰოლის დღიური მიღება
30 მლ-მდე
თამბაქო • თამბაქოს მოხმარება ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს;
• ჰიპერტენზიის მქონე ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს, გულსისხლ-
ძარღვთა დაავადების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
შაქრიანი • ჰიპერტენზია უფრო ხშირია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში;
დიაბეტი • როდესაც ჰიპერტენზია და დიაბეტი ერთდროულად ვლინდება, გართულებები
(მაგ: სამიზნე ორგანოები) უფრო მწვავეა.
პირველადი ჰიპერტენზიის რისკ-ფაქტორი
რისკ- აღწერილობა
ფაქტორი
მომატებული • ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დონეების მატება ათეროსკლეროზის
ლიპიდები პირველადი რისკ-ფაქტორებია;
• ჰიპერლიპიდემია უფრო ხშირია ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებში.
საკვებში • ჰიპერნატრემია მაპროვოცირებელია ჰიპერტენზის ზოგიერთ პაციენტში;
ჭარბი • ამცირებს სხვადასხვა ანტიჰიპერტონული მედიკამენტების ეფექტს.
მარილის
მიღება
სქესი • ჰიპერტენზია უფრო პრევალენტურია ახალგაზრდა მამაკაცებში და ადრეული
შუახნის ასაკის ადამიანებში (< 55 წელი);
• 64 წლის ასაკის შემდეგ ჰიპერტენზია უფრო პრევალენტურია ქალებში.
ოჯახური • პირველი რიგის ნათესავების ჰიპერტენზია ანამნეზში (მაგ.,პაციენტის
ანამნეზი დედმამიშვილები) დაკავშირებულია ჰიპერტენზიის განვითარების მომატებულ
რისკთან.
პირველადი ჰიპერტენზიის რისკ-ფაქტორი
რისკ- აღწერილობა
ფაქტორი
სიმსუქნე • წონაში მატება დაკავშირებულია ჰიპერტენზიის მომატებულ სიხშირესთან;
• ცენტრალური აბდომინალური სიმსუქნის დროს რისკი ყველაზე მაღალია.
უმოძრაო • რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს წონას და გულსისხლძარღვთა
ცხოვრების დაავადების რისკს;
სტილი • ფიზიკურმა აქტივობამ შესაძლოა შეამციროს არტერიული სისხლის წნევა.
სოციოეკონო • ჰიპერტენზია უფრო პრევალენტურია დაბალ სოციოეკონომიკურ ჯგუფებში და
მიკური ნაკლებად განათლებულ ინდივიდებში.
მდგომარეობ

სტრესი • ადამიანებს, რომლებიც მუდმივად სტრესის ქვეშ არიან შესაძლოა განუვითარდეთ
ჰიპერტენზია უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს;
• ადამიანებს, რომლებსაც უვითარდებათ ჰიპერტენზია, შესაძლოა სხვაგვარი რეაქცია
ჰქონდეთ სტრესზე.
არტერიული ჰიპერტენზია
 კლინიკური ნიშნები:  ეტიოლოგია:
• თავის ტკივილი • გენეტიკური განწყობა
• ხმაური ყურებში
• ჭარბწონიანობა
• თავბრუსხვევა
• საერთო სისუსტე • ფიზიკური აქტივობების

შეზღუდვა
გულის ფრიალი ქოშინი
• ჰაერის უკმარისობა • თამბაქოს მოწევა
• ტკივილი გულის არეში • სუფრის მარილის ჭარბი
• ზოგჯერ, სისხლდენა ცხვირიდან მოხმარება
• პულსაციის შეგრძნება კეფის • ალკოჰოლის ჭარბი
მიდამოში მოხმარება
• კანის სიწითლე

You might also like