You are on page 1of 4

კოლხეთის (ეგრისის)სამეფო

სკვითების და კიმირიელების შემოსვების შედეგად განადგურებული კოლხას სამეფოს


მოსახლეობა ჩრდილოეთით გადასახლდა და მდინარე რიონის აუზში ახალი სახელმწიფო
კოლხეთი ჩამოაყალიბა. კოლხეთის სათავეში მეფე იდგა რომელიც ლეგენდარული აიეტის
შთამომავალი იყო. ცნობილი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი, ნაშრომი „ გეოგრაფია“
შენიშნავს, რომ კოლხეთი სახელოვანი ქვეყანა იყო, რასაც მოწმობს მითი არგონავტების
შესახებ, რომ შემდეგ ქვეყანა აიეტის შთამომავლებმა დაყვეს სკეპტუხიებად, სავარაუდოდ
სკეპტუხია ადმინისტრაციულ ერთეულს ეწოდებოდა კოლხეთში, რომელსაც ადგილობრივი
არისტოკრატია მართავდა. არისტოკრატიის არსებობას ადასტურებს არქეოლოგიური
მასალები. კოლხური ქალაქების ვანის, დაბლაგომის , საირხის გათხრების შედეგად
აღმოჩენილი დასახლებები , ტაძარები, ჭურჭელი და სამკაულები. ცნობილია ვანში
აღმოჩენილი კოლხი მეომრის, ასევე წარჩინებული ქალის სამარხი, რომელშიც 3 ათასზე მეტი
ოქროს და ვერცხლის ნივთია ნაპოვნი (ოქროს დაიდემები, გულსაკიდები, ვერძითავიანი
სამჯურები), ამიტომაც უწოდებდნენ ბერძნები კოლხეთს „ოქრომრავალს“. კოლხეთის
უძველესი ქალაქი იყო ბერძნულ წყაროებში მითითებული კუტაია ანუ დღევანდელი
ქუთაისი. კოლხეთში კარგად იყო განვითარებული მარცვლეული მეურნეობა , მევენახეობა ,
მეხილეობა, მესაქონლეობა. მაღალ დონეზე იდგა ბრინჯაოს და რკინის მეტალურგია,
ძვირფასი ლითონების დამუშავება. კოლხეთი ძვ,წ VI-Vსაუკუნეებში ეკონომიკურად და
კულტურულად დაწინაურებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, მრავალი ქალაქებით და
დასახლებებით.

კოლხეთს ურთიერთობა ჰქონდა ბერძნულ სამყაროსთან, ბერძნებმა ახალშენები დაარსეს


შავი ზღვის სანაპიროზე: ფაზისი(ფოთი), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი),
პიტიუნტი (ბიჭვინთა); ახალშენი იყო ასევე ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე. პირველი
ახალშენები საქართველოში ქალაქ მილეტიდან ჩამოსულმა ვაჭრებმა დააარსეს.
ახალშენებიდან ყველაზე დაწინაურებული ყოფილა ფაზისი, ამას ხელს უწყობდა აბრეშუმის
სავაჭრო გზა. კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ ხე-ტყე, ცვილი, ფისი, სელი და სელის
ნაწარმი (გემთსაშენი მასალა), თაფლი, ოქრო, რომელიც მდინარეებს ჩამოჰქონდა და
მოსახლეობა ვარცლებითა და ტყავებით აგროვებდა (აქედან მოდის კიდეც მითი ოქროს
საწმისზე, არგონავტებზე). კოლხეთიდან ასევე გაჰყავდათ მონებიც. საბერძნეთიდან
შემოდიოდა მაღალი ხარისხის ღვინო, ზეითუნის ზეთი, მაღალი ხარისხის კერამიკული და
მინის ნაწარმი, საიუვილერო ნაწარმი. კოლხეთში აქტიურ ვაჭრობაზე მეტყველებს
ადგილობრივი ვერცხლის ფული - კოლხური თეთრი, რომელიც ძვ.წ. VI-IIსაუკუნეებშია
მიმოქცევაში.

კოლხეთის სამეფოს ურთიერთობა ჰქონდა როგორც ბერძნებთან , ასევე მიდიელებთან და


აქემენიანთა სპარსეთთან. „ისტორიის მამად“ წოდებული ჰეროდოტე ( ნაშრომი „ ისტორია“ )
ახასიათებს კოლხებს და სასპერებს და აღნიშნავს , რომ სპარსეთმა მათი დაპყრობა
ბოლომდე ვერ შეძლო. ჰეროდოტეს ცნობით, კოლხები სპარსელებს „ნებაყოფლობით
ძღვენს აძლევენ, ყოველ მეხუთე წელს ას ყმას და ას ქალწულს“ ( ჰეროდოტე კოლხებს
ამსგავსებდა ეგვიპტელებს) . კოლხეთის ანუ ეგრისის სამეფო ჩამოყალიბდა ძვ.წ VI
საუკუნეში და ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროსთან.
სასპერები
აღმოსავლეთ საქართველოში სასპერების ქართველ ტომთა მსხვილი გაერთიანება წარმოიქმნა ,
რომელიც საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყო იყო განსახლებული, სამხრეთ დასავლეთით
იგი აღწევდა მდინარე ჭოროხს და მოიცავდა იმ უძველეს ოლქს, რომელმაც დღემდე
შემოინახა სასპერების სახელი , სპერი (ისპირი დღევანდელ თურქეთშია)მისგან უნდა
მომდინარეობდეს ბერძნულ-რომაულ წყაროებში ქართველების დასახელება „იბერი“ .
სპერი//ჰბერი//იბერი. ძვ. წ . VII საუკუნეში ასევე აქვე ჩამოსახლდნენ და შუაგულ ქართლში
დამკვიდრნენ ხეთურ კულტურას ზიარებული ქართველი ტომები მესხები , რომლებმაც
აქაურ ადგილებს თავისი სახელები მისცეს: მესხეთი , სამცხე, (სამესხე). მეცნიერთა აზრით
ქართლის ძველმა დედაქალაქმაც მათგან მიიღო სახელი, მცხეთა ანუ მესხთა ქალაქი.
სასპერებზე მოგვითხრობს ბერძენი ისტოროკოსი ჰეროდოტე. სასპერების გაერთიანება
სახელმწიფოდ არ იყო ჩამოყალიბებული , აერთიანებდა სხვადასხვა ტომობრივ-თემობრივ
ერთეულს და მართავდა მამასახლისი „ ქართლის ცხოვრების“ მიხედვით . მათ შორის
გამორჩეული იყო მცხეთის მამასახლისი, რომელიც „იყვის მაზავებელ და ბჭე სხვათა
ქართლოსიანთა“

You might also like