Professional Documents
Culture Documents
კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი - შავი ზღვის
აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს (ფაზისს). კოლხური თეთრის მნიშვნელობა
მეტად დიდია, საკმარისია აღინიშნოს, რომ იგი ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია ძვ.წ. VI საუკუნეში
თანამედროვე დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სამეფოს არსებობის დასამტკიცებლად . გარდა
ამისა, კოლხური თეთრი პირველხარისხოვანი მასალაა ძველი ქართული პანთეონის შესასწავლად.