You are on page 1of 2

რეფლექსია N10

სტუდენტი:ნათია კვინიკაძე
საგანი: კლასის მართვა და ინტერპერსონალური კომუნიკაცია
თემა:კონფლიქტის აცილება; ჯანსაღი კონფლიქტის წაქეზება; კონფლიქტის მოგვარება. მოლაპარაკება: მე-შეტყობინება,
კომპრომისი, ყველა მხარის საჭიროებების განხილვა, როცა მოლაპარაკება წარუმატებელია. კონსტრუქციული კრიტიკა:
კრიტიკოსისა და რეციპიენტის ურთიერთობა; პიროვნული კრიტიკა; კრიტიკის მიღება.

სასწავლო დისწიპლინაში კლასის მართვა და ინტერპერსონალური


კომუნიკაცია ჩაშენებული პრაქტიკების ფარგლებში სსიპ-ნიკოლოზ
კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის N3 საჯარო სკოლაში დავესწარი
რამდენიმე გაკვეთილს.წარმოგიდგენთ გაკვეთილის რეფლექსიას

ზარის დარეკვის თანავე მოსწავლეები მერხებთან მოწესრიგდნენ,და


მასწავლებელიც შემოვიდა,რათქმაუნდა მეც იქ ვიყავი.
პირველი გაკვეთილი მათ ქონდათ ქართული, მასწავლებელმა
დავალების რვეულები ააგროვა და გულდასმით და სიზუსტისთვის
გადაწყვიტა დასვენებით შეემოწმებინა, ამით მან დაზოგა დრო.
მასწავლებელმა შემდგომ გამოიკითხა გაკვეთილი,ხოლო განვლილი
მასალის შესაკოწმებლად დასვა შეკითხვები, ხოლო ის მოსწავლეები
რომლის გამოკითხვაც ვერ შეძლო ჩართო საგაკვეთილო პროცესში
კითხვების საშვალებით.ყოველივე ამის შემდეგ მასწავლებელი გადავიდა
ახალ მასალაზე და ახსნის პროცესში მან ჩართო მოსწავლეები, რომლის
დროსაც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და მეტად
საინტერესო იყო მათვის ყოველივე ეს. მასწავლებელს ჰქონდა
რამოდენიმე აქტივობა ჩართული ახსნის პერიოდში ყველა
შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებლებისთვის,რომელოც ეხმარებოდა
ახალი მასალის უკეთ გაცნიბაში. მეორე კლასში მასწავლებელს ყავდა
ინკლუზიური შესაძლებლობის მქონე მოსწავლე,რომელსაც სპეიალური
მასწავლებელი ახლდა თან,თუმცა მასწავლებლისთ ის რაიმე პრობლემას
არ წარმოადგენდა ეს,პირიქით გაკვეთილი იმდემად კარგად ქონდა
დაგეგმილი ყველა შესაძლებლობის მქონე მოსწავლისათვის რომ
განურჩევლად ყველა ჩართული იყო შეძლებისდაგვარად.
შემდეგი გაკვეთილი კი იყო მათემატიკა, პირველი გაკვეთილის
მსგავსად მეორე გაკვეთილიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა ყველა
შესაძლებლობის მქონე მოსწავლე თანაბრად იყვნენ ჩართულნი
ყოველგვარი ხმაურისა და უინტეტესობის გარეშე ასევე იყო შემდეგი
გაკვეთილიც.
მე როგორც მომავალი პედაგოგი ძალიან ვაფასებ ამ მასწავლებლის
გაწეულ შრომას ყველა მოსწავლის თანაბარ სიყვარულს და მის
პროფესიულ უნარ-ჩვევებს,რა თქმა უნდა ამ ყოველივეს ჩემ პროფესიულ
ცხოვრებაში აუცილებლად გამოვიყენებ. ძალიან მნიშვნელოვანია
მასწავლებელმა ყველა შესაძლებლობის მქონე მოსწავლე
შეძლებისდაგვარად ჩართოს საგაკვეთილო პროცესში,რადგან ყველა
მოსწავლე განსაკუთრებულია.

You might also like