You are on page 1of 1

ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის ინგლისური ენის

მასწავლებლის ანანო აბზიანიძის


გაკვეთილის რეფლექსია
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი,
აგრეთვე დაწყებით კლასებშივე დაუფლებოდნენ როგორც ჯგუფურ ასევე
დამოუკიდებლად მუშაობას სხვადასხვა საკლასო აქტივობებზე. გაკვეთილი ჩავატარე
გეგმის მიხედვით. ვფიქრობ რომ ჩატარებული გაკვეთილი შეიძლება შევაფასო
დადებითად. გამოვიყენე მრავალარიცხოვანი აქტივობები, საკმაოდ ბევრი სასწავლო
რესურსი მათ შორის ციფრული რესურსებიც. გაკვეთილის მსვლელობის დროს
ვცდილობდი მქონოდა ფასილიტატორის როლი და მთელი კლასი ჩამერთო სასწავლო
პროცესში. გაკვეთილის განმავლობაში მუდმივად მქონდა უკუკავშირი.
გაკვეთილის დასაწყისშივე გავაცანი ბავშვებს შეფასების კრიტერიუმები და გაკვეთილის
მიზანი. წინარე ცოდნის გააქტიურება განვახორციელე მათ შორის ციფრული რესურსის
დახმარებით, აგრეთვე გარკვეული მინიშნებაც მივეცი გაკვეთილის თემასთან
დაკავშირებით. მათ იოლად ამოიცნეს გაკვეთილის თემა. ამის შემდეგ ჯგუფებში
განაწილებულ ბავშვებს დავურიგე ტექსტი და ვთხოვე ინფორმაციის გააზრება,
დახარისხება. . ვფიქრობ კლასმა წარმატებით გაართვა თავი თავიანთ მოვალეობებს რაშიც
რა თქმა უნდა ვუწევდი მუდმივად დახმარებას. ნათლად ჩანდა რომ მოსწავლეებმა
შეძლეს ჩემს მიერ განსაზღვრული მიზნის მიღწევა . ტექსტი გაანალიზეს და ამის
მიხედვით გააკეთეს უმარავი ზეპირი თუ წერილობითი აქტივობა.
ვფიქრობ, გაკვეთილის ყველა ფაზა იყო სათანადოდ დაგეგმილი და განხორციელებული.
დროშიც კარგად მოვთავსდით . არ დამჭირდა გაკვეთილის მოდიფიცირება. თუმცა
გაკვეთილის მიმდინარეობამ დამანახა რომ წარმოთქმაში იყო საკმაოდ ბევრი შეცდომები
რის გამოც ვაპირებ მომდევნო გაკვეთილი უკვე მოსმენასა და წარმოთქმის უნარების
გასავითარებლად დავგეგმო. ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული გაკვეთილი
ესადაგებოდა მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის მთავარ პრინციპს _ სწავლა
აქტიური პროცესია და მოსწავლემ თავად უნდა ააგოს ცოდნა მასწავლებლის დახმარებით.
რაც შეეხება ხარვეზებს ვერ ვიტყვი რომ შინაარსობრივი ხარვეზები დავინახე , მაგრამ
ვფიქრობ მომავალი გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი იყოს, სხვადასვა აქტივობებით
როგორც ჯგუფურ ასევე ინდივიდუალ მუშაობაში.

You might also like