You are on page 1of 1

რეფლექსია

კლასი: XII
საგანი: ისტორია
მასწავლებელი: თეონა მენაფირე
თარიღი: 26.04.2021
სსიპ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ
წითელხევის საჯარო სკოლა
გაკვეთილი წარიმართა მშვიდ და საინტერესო სასწავლო გარემოში. რასაც
უზრუნველყოფდა მოსწავლეთა ორგანიზებული ქცევა გაკვეთილზე და მათი
მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. ურთიერთობა მოსწავლესა
და მასწავლებელს შორის იყო მზრუნველობაზე, ნდობაზე, კეთილგანწყობაზე
აგებული, რაც მნიშვნელოვანი ჩემი აზრით საბოლოო ჯამში მოსწავლეთა აქტიური
ჩართულობისათვის საგანმანათლებლო პროცესში. ბავშვები ინფორმირებული
იყვნენ თავიდანვე გაკვეთილის თემის,მიზნების, აქტივობებისა და შეფასების
ინსტრუმენტების შესახებ. მოსწავლეები სრულად იცავდნენ როგორც
ინდივიდუალური ისე საერთო მუშაობის წესებს. სასწავლო პროცესი
გეგმაზომიერად წარიმართა და დრო ფუჭად არ დამიკარგავს.
ჩემი მხრიდან იყო განმარტებული სხვადასხვა ცნებები თუ ტერმინები რაც
უკავშირდებოდა საგაკვეთილო თემას, ინფორმაცია ორგანიზებულად იქნა
მიწოდებული ჩემი როგორც მასწავლებლის მხრიდან . მათი მხრიდან დაისვა
დამაზუსტებელი კითხვები , რამაც განაპირობა მათი მაქსიმალური ჩართულობა
საგაკვეთილო პროცესში. ვეცადე გამემდიდრებინა მოსწავლეთა ლექსიკური
მარაგი საგნის ფარგლებში. საშჭიროების შემთხვევაში ვეხმარებოდი
მოსწავლეებს არგუმენტირებული მსჯელობის წარმართვაში. ხშირად კითხვის
დასმის ინიციატორები მოსწავლეებიც იყვენენ, შესაბამისად გაკვეთილი
დინამიურად წარიმართა. პროცესი ინტერაქტიულად
მიმდინარეობდა ,შესაბამისად ჩართული იყო ყველა მოსწავლე.
საინტერესო იქნებოდა უფრო მრავალფეროვანი და განსხვავებული სასწავლო
აქტივობების განხორციელება თუ ხელმისაწვდომი მექნებოდა სხვადასხვა
სასწავლო რესურსები, რათა სასწავლო პროცესი განვითარდეს და დროსთან
შესაბამისობაში იყოს. ასევე დავამატებდი რომ უფრო მეტი რაოდენობის
მოსწავლეს არსებობის შემთხვევაში კლასში შესაძლებელი იქნებოდა დებატებისა
და ჯგუფური მუშაობის წარმართვა , რაც ბავშვებს განივითარებდათ ბაზისურ
უნარებს. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ბავშვების მომზადების,
ორგანიზებულობის, ჩართულობის მზარდი დონით სასწავლო პროცესში.

You might also like