You are on page 1of 2

ძეგლის ანკეტა

1.ობიექტის სახელწოდება და ტიპი - წმ. გიორგის სახელობის (ე.წ დევიძეების )


ეკლესია

2.მდებარეობა - ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი წითელხევი

3.თარიღები - პირველადი ეკლესიიის ნაშთები შესაძლოა X-XI საუკუნეებს


ეკუთვნოდეს, ხოლო თანამედროვე ფრესკებსა და ქვის გამოსახულებებს
ხელოვნებათმცოდნეები XVI საუკუნით ათარიღებენ.

4.ძეგლთან დაკავშირებული პიროვნებები - ფრესკებზე გამოსახულნი არიან


თურმანიძეთა გვარის წარმომადგენლები, ხოლო მოგვიანებით დევიძეების და
დემეტრაძეების საგვარეულო ეკლესიად ქცეულა. ეს ისტორიული ფაქტი
გამოწვეული უნდა იყოს ამ სოფლიდან თურმანიძეთა ქართლში გადმოსახლება-
დამკვიდრებით. ეკლესიაში შესრულებული ფრესკების ავტორის ვინაობა
უცნობია.

5.ძეგლზე არსებული წარწერები - ქარაგმული წარწერა ხელოვნებათმცოდნე იუზა


ხუსკივაძეს შემდეგნაირად აქვს გაშიფრული: ,,გეორგის თურმანიძეს, მეუღლესა
გულფიქრიას შეუნდონ ღმერთმან ამინ. ძე მათი თურმანი’’.

6.სხვა მონაცემები - ეკლესიაში ჯვრის სამკლავებზე ტალღისებური ზიგზაგებია


გველის მსგავსი გამოსახულებით. ლეგენდის მიხედვით, ეს ალბათ წმინდა ნინოს
თმებია, რომლითაც მან დაწნა ჯვარი ვაზისა. მეორე თქმულების მიხედვით, ამ
ჯვრით გველი აიყვანა და ნინოს გველმა არ უკბინა. სავარაუდოა, რომ ამ ჯვარზე
ეს ეპიზოდია აღბეჭდილი. სხვა მოსაზრებით, ჯვარზე გველის გამოსახულება
თურმანიძეების სამკურნალო ტრადიციებს ესადაგება. გველის თავი თვალითურთ
ჯვარზე აშკარად შეიმჩნევა. უფრო დაზუსტებული მოსაზრებისთვის სიტყვა
ხელოვნებათმცოდნეებსა და მკვლევარებს ეკუთვნით.

7.დაზიანებების აღწერა - ეკლესია საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია.


სავარაუდოა კონუნისტების დროს გარედან შეუთეთრებიათ ეკლესია. ფრესკები
შავი ჭვარტლითაა დაფარული, ასევე სჭირდება სასწრაფო რესტავრირება, რათა
არსებული ფრესკებიც არ ჩამოიყაროს და დაზიანდეს.

8. ძეგლის შესახებ არსებული ლიტერატურა - ,,ქართული ეროვნული მედიცინა და


თურმანიძეები’’ - ავტორები: ნანა თურმანიძე, რამაზ შენგელია. გამომცემლობა -
მედეა - თბილისი 1992 წ.

გაზეთი -,, წიგნის სამყაროში’’ – 1986 წლის 12 მარტი, პუბლიკაცია ეკუთვნის


წამალთმცოდნე სოკრატ სალუქვაძეს.

ასევე როგორც მითხრეს არსებობს წიგნი იუზა ხუსკივაძის


ავტორობით ,რომელშიც სწორედ აღნიშნულ ეკლესიაზეც საუბრობს, თუმცა ვერ
შევძელი ამ წიგნის პოვნა.

სსიპ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ


წითელხევის საჯარო სკოლა , ისტორიის მასწავლებელი თეონა მენაფირე

მოსწავლეები: მარიამ გელაშვილი, ზაურ დევიძე, ხვიჩა ცინცაძე, მარიამ ჭელიძე,


ქრისტინე ფაიქიძე, ავთანდილ ფაიქიძე, ლუკა ჭელიძე, ლანა ცინცაძე, დაჩი
ლომინაძე, გიორგი ხურცილავა, მარი სანიკიანი და მარი კვესტაძე

You might also like