You are on page 1of 13

1

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი


განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა: მასწავლებლის


განათლება

Მეგი კაპანაძე
პედაგოგიური პრაქტიკის ანგარიში
(2023 წლის შემოდგომის სემესტრი)
ფაკულტეტის დეკანი: ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილი
პროგრამის ხელმძღვანელები: ასოც. პროფესორები: ლია ახალაძე, თამარ
შინჯიაშვილი, ლევან ჯინჯიხაძე.
პრაქტიკის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. Თამარ შინჯიაშვილი

პრაქტიკის ადგილი: მწვანე სკოლა


2

პრაქტიკის მენტორი სკოლაში:სალომე შონია


პრაქტიკის განხორციელების ვადები: 23.10.23-31.01.24

თბილისი -2023
რეზიუმე

მე ვარ მეგი კაპანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების


მეცნიერებათა ფაკულტეტის, სტუდენტი.2023 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრის განმავლობაში გავიარე პრაქტიკა, თანამედროვე განათლების
აკადემიაში,სადაც დავესწარი პასიურ პრაქტიკას და ვუსმენდი მენტორის მიერ
ჩატარებულ გაკვეთილებს, ასევე მქონდა საშუალება აქტიურ პრაქტიკაში
მიმეღო მონაწილეობა და ჩავატარე გაკვეთილი ქართული ენა და
ლიტერატურაში.ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის ანგარიშში წარმოდგენილია
სკოლის აღწერა,სადაც პრაქტიკას გავდიოდი, დირექტორთან და
მასწავლებლებთან შეხვედრა, სკოლის გაცნობა, ჩემი თავის მათთვის
წარდგენა, ბავშვებთან შეხვედრა, ასევე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის ანგარიშში
აღვწერ საგაკვეთილო პროცესს, რომელსაც ვესწრებოდი, წარმოვადგენ
პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის
ანალიზს, ვსაუბრობ ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილებისს შესახებ, სწავლების
რომელი მეთოდი გამოვიყენე, რამდენად მივიღე ის შედეგი, რომელიც სასწავლო
გეგმით მქონდა გათვალისწინებული, ასევე ყურადღებას ვამახვილებ ჩემს მიერ
ჩატარებული გაკვეთილების რეფლექსიაზე, რაც გულისხმობს საგაკვეთილო
პროცესში პრობლემის იდენტიფიცირებას. მისი გადაჭრის გზებსა და საშალებებზე
მსჯელობას.ზემოთ მოცემული საკითხების მიმოხილვის საფუძველზე ვწერ
დასკვნას, სადაც ვსაუბრობ მიღებულ გამოცდილებაზე, იმაზე თუ როგორ
წარმომიდგენია ჩემი შემდგომი მოღვაწეობა ამ სფეროში, როგორი სასარგებლო
გამოცდილება მომცა პედაგოგიური პრაქტიკის ამ ეტაპმა, რას შევცვლიდი და რას
გავითვალისწინებდი საკუთარ პედაგოგიურ საქმიანობაში.
3

სარჩევი

სარჩევი................................................................................................................................3
საწარმოს/ორგანიზაციის აღწერა ............................................................................ ....4
პრაქტიკის პროცესში განხორციელებული საქმიანობის ანალიზი ......................5
პრაქტიკის კვლევა..........................................................................................................10
პრაქტიკის რეფლექსია ........................................................... .....................................14
დასკვნა.............................................................................................................................16
4

სკოლის აღწერა
მწვანე სკოლა. დადიანის 37, Tbilisi, Georgia (ტელ:0322520 008;
ელფოსტა:info@greenschool.ge). შპს „თბილისის მწვანე სკოლა“დაარსდა 2011
წელს. პირველივე წლიდან სკოლაში სწავლება დაიწყო ყველა საფეხურზე:
დაწყებითი, საბაზო და საშუალო. 2014 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა წინასასკოლო
მოსამზადებელი ჯგუფები, ხოლო 2015 წლიდან გაიხსნა ბაღი, სადაც
აღსაზრდელები მიიღებოდნენ 3 წლის ასაკიდან. 2019 – 2020 სასწავლო წლის
დასაწყისში მწვანე სკოლასა და საინვესტიციო კომპანია – „საქართველოს
კაპიტალთან“გაფორმდა პარტნიორული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც
დაიგეგმა მზარდი ინფრასტრუქტურული ცვლილებები და ხარისხიან განათლებაზე
ორიენტირებული დინამიური პროექტები. სკოლა, მიუხედავად ცენტრალური
ლოკაციისა, პოზიციონირდება გამორჩეული ეკოლოგიური ინფრასტრუქტურით.
მწვანე სკოლა განთავსებულია 15000 მ2 ბუნებრივად გამწვანებულ ტერიტორიზე,
რაც ხელს უწყობს ბავშვებმა განათლება და სხვა საგანმანათლებლო სერვისები
მიიღონ სუფთა, ჯანსაღ სასკოლო გარემოში. სკოლის ეზოში განთავსებულია
სკვერები, ღია სასწავლო და სათამაშო სივრცეები – ფანჩატურები. მწვანე
სკოლაში მოწყობილია: ღია სტადიონი და დახურული სპორტული მოედანი;
სააქტო დარბაზი; ბიბლიოთეკა; ლაბორატორია; კომპიუტერული კლასი. 2021
წლის სექტემრიდან „მწვანე სკოლას“ ნაძალადევის რაიონში ახალი კამპუსი
შეემატა. ახალი სკოლის ტერიტორია ხუთ ჰექტარ ტყე-პარკს მოიცავს და
5

ამართლებს სკოლის მწვანე კონცეფციას. ნაძალადევის კამპუსში მოსწავლეებს


თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლო გარემო, შიდა და გარე სასწავლო
სივრცეები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა და მაღალტექნოლოგიური სასკოლო
რესურსები ელით.

პრაქტიკის პროცესში განხორციელებული საქმიანობის ანალიზი


მე მეგი კაპანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა 23.10.2023- 31.01.2024 მოცემულ ვადებში
გავიარე, როგორც პასიური ასევე აქტიური პრაქტიკა ქალაქ თბილისის „მწვანე
სკოლა“პრაქტიკა ძალიან მნიშვნელპოვანი პროცესია მომავალი მასწავლებლის
პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში. იგი სტუდენტს საშუალებას აძლევს
მთელი ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული რეალიზება
დაინახოს და აგრეთვე თავადაც მოახდინოს მიღებული ცოდნის ტრანსფერი
აქტიური პრაქტიკის დროს და გამოიყენოს ის მეთოდები და საშუალები,
რომლებიც შეისწავლა. მასწავლებლის პროფესიული წარმატების „გასაღები“,
სწორედ იმაში მდგომარეობს რომ მან შეძლოს მიღებული თეორიული ცოდნის
მაქსიმალურად ეფექტურად და სწორად გამოყენება პრაქტიკაშ დამამთავრებელი
კურსის სტუდენტს პედაგოგიური პრაქტიკა აძლევს საშუალებას, რომ
თავდაპირველად დაესწროს პასიურ პრაქტიკას, დააკვირდეს გამოცდილი
მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, თუ როგორ ხსნის ახალ
მასალას,როგორ ამოწმებს საშინაო დავალებას, როგორ იყენებს სხვადასხვა
მეთოდებსა და მიდგომებს სასწავლო პროცესში და ამ დაკვირვების საფუძველზე
უკვე თავად ჩაეთოს აქტიურ პრაქტიკაში, მიღებული თეორიული ცოდნა
გადაიტანოს უკვე პრაქტიკაში, ისწავლოს მოსწავლეებთან
6

ურთიერთობა,გამოსცადოს საკუთარი თავი და შესაძლებლობები. პედაგოგიური


პრაქტიკა საშუალებას აძლევს მომავალ მასწავლებელს რომ სრულიად
მოუმზადებელი არ შევიდეს კლაში და უკვე ჰქონდეს გარკვეული გამოცდილება,
გარდა ამისა გაკვეთილების ჩატარების შემდგომ კიდევ უფრო მეტად
აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას, რომ მასწავლებლის პროფესია მეტად
სერიოზულია, რომელიც მუდმივ განვითარებას,სიახლეების ძიებას,
შრომას,ძალისხმევას და საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს,რადგანაც ყოველი
შემდგომი გაკვეთილი წინაზე უკეთესი და მეტი შედეგის მომტანი იყოს.
პედაგოგიური პრაქტიკა მომავალ მასწავლებელს ეხმარება, მიღებული ცოდნისა
და უნარების გამოვლენაში, მოსწავლეებთან ურთიერთობაში სასწავლო
პროცესში, საკუთარი თავის შეფასებაში თუ რამდენად მზადაა ამ დიდი
პასუხისმგებლობისთვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა გადასცეს
არამხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ უნდა შეძლოს მოსწავლეებს
განუვითაროს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საშუალებას მისცემთ მომავალში
ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან პიროვნებებად და მოახდინონ საკუთარი თავის
საზოგადოებაში ინტეგრაცია.პედაგოგიური პრაქტიკა ემსახურება სწორედ ამ
მიზნების მიღწევას. ახლა კი ვისაუბრებ უშუალოდ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის
შესახებ, თუ რა ფუნქცია-მოვალეობებს ვასრულებდი პედაგოგიური პრაქტიკის
განმავლობაში. პირველ დღეს შევხვდი სკოლის დირექტორს და ასევე
მოადგილეს, რომლებმაც მომაწოდა მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ,თუ
როგორი განვითარებული და წარმატებული სკოლაა. ასევე გვითხრა ის,რომ
სკოლა არის გახანგრძლივებული და ბავშვები საშინაო დავალებას ამზადებენ
სკოლაშივე.თავიდან ცოტა გამიჭირდა რადგან პირველად ვიყავი პრაქტიკაზე,
თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერს მივეჩვიე. შემდეგ ერთგვარი
დამკვირვებლის როლში ვესწრებოდი გაკვეთილებს, ვაკვირდებოდი როგორ
ხსნიდა მასწავლებელი ახალ მასალას, როგორ ახდენდა წინარე მასალის
გამოკითხვას, სასწავლო პროცესში რომელ მეთოდ ხერხებსა და საშუალებებს
იყენებდა,რამდენად იყვნენ მოსწავლეები ჩართული სასწავლო პროცესში,
სწავლების რა მიდგომებს იყენებდა, როგორ მართავდა კლასს და ინარჩუნებდა
7

დისციპლინას. ამავდროულად ვაკვირდებოდი მოსწავლეებს, რამდენად იყვნენ


ჩართული საგაკვეთილო პროცესში, როგორი აქტივობები იყო მათთვის უფრო
საინტერესო და რომელში უფრო მეტად ერთვებოდნენ, როგორი იყო მათი
აკადემიური მოსწრება, ასევე როგორი ურთირთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.
აღნიშნული პრაქტიკიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის შესახებ საკმაოდ
მრავალმხრივი პრაქტიკული ინფორმაცია მივიღე. ჩემი მენტორ-მასწავლებლები
მუდმივად კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ ჩემთან და მაძლევდნენ რჩევა-
დარიგებებს თუ რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, რა ნიუანსები იყო უფრო
მეტად გასათვალისწინებელი, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე 8
შეიძლება დაავმდგარიყავი მომავალში და როგორ უნდა მომეხდინა ამ
პრობლემები იდენტიფიცირება და შემდგომ მისი გადაწყვეტა, როგორ დამეგეგმა
და წარმემართა ეფექტური და ნაყოფიერი გაკვეთილები. ვესწრებოდი ოთხ
გაკვეთილს : ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველებ, მათემატიკა
მეორე კლასი და მათემატიკა მესამე კლასი. თავდაპირველად რამდენიმე კვირის
განმავლობაში ვესწრებოდი პასიური პრაქტიკის ფორმით და ვაკეთებდი მხოლოდ
ჩანაწერებს მიმდინარე გაკვეთილების შესახებ მასწავლებელი გაკვეთილს ირე
მასალის გამოკითხვით და დამატებითი კითხვების საშუალებით კიდევ უფრო
მეტად ამტკიცებდა მოსწავლეთა ცოდნას, შემდგომ გადადიოდა ახალი მასალის
ახსნაზე, რისთვისაც იყენებდა სხვადასხვა სტრატეგიებს რათა მოსწავლეთა
ყურადღების მობილიზება და დაინტერესება გამოეწვია ახალ მასალასთან
დაკავშირებით, მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართული
საგაკვეთილო პროცესში და მსჯელობდნენ ყველა საკითხზე დიდი შემართებით.
საბოლოოდ კი რეფლექსიის ფაზაში აკეთებდნენ დასკვნას: რა იცოდნენ
მოცემული თემის შესახებ, რა გაიგეს ახალი, რაიმე გაუგებარი ხომ არ დარჩა და
კიდევ რისი გაგება სურდათ სამომავლოდ. რამდენიმე კვირის განმავლობაში
პასიური პრაქტიკის დაკვირვების შემდგომ გადავედი აქტიურ პრაქტიკაზე და
ჩავატარე გაკვეთილი, რომლებსაც ვესწრებოდი. ჩემი პირველი შეხვედრა
მოსწავლეებთან, მასწავლებლის ამპლუაში ძალიან ამაღელვებელი იყო და კიდევ
უფრო მეტად დამარწმუნა ამ ფაქტმა იმაში, რომ მასწავლებლის პროფესია
8

ძალიან საპასუხისმგებლოა და მასწავლებელს არ აქვს უფლება იმ მოციმციმე


თვალების წინაშე არასწორად მოიქცეს და არ ჩადოს მაქსიმალური შრომა თავის
საქმეში. პირველი გაკვეთილი ჩავატარე მეორე კლასში ქართული ენა და
ლიტერატურის გაკვეთილი „საბარგო მანქანა,,. ვიფიქრე როგორ შემეძლო
წამეყვანა გაკვეთილი ისე რომ ბავშვებისთვის მოსაწყენი არ ყოფილიყო, ჩვენ
ვისაუბრეთ რას მოელოდნენ ამ შესასწავლი მასალიდან,რას
მიანიშნებდათ მათ ტექსტის სათაური. აქტიური პრაქტიკის დროს ჩატარებული
გაკვეთილების შედეგად მიღებული გამოცდილება ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი
აღმოჩნდა. პირველ რიგში დავძლიე შიში და ის კომპლექსები, რომლებიც
თავდაპირველად მქონდა გაკვეთილის ჩატარებასთან დაკავშირებით, ვისწავლე
მოსწავლეებთან ურთიერთობა, გაკვეთილის დაგეგმვა, დროის
განაწილება,აქტივობების თემასთან შეესაბამისობის მოძებნა და იმის განსაზღვა,
მოსწავლეების საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე რომელი
აქტივობა და მეთოდი უფრო ეფექტურია სასწავლო პროცესში. მიღებული
ინფორმაციები და გამოცდილება საკმაოდ მყარი საფუძველია იმისათვის, რომ
სამომავლოდ განვვითარდე ჩემს პროფესიაში და ეს ყოველივე გამოვიყენო ჩემი
პროფესიული საქმიანობისას კიდევ უფრო ნაყოფიერად. კონკრეტულად ჩემი
პირადი დაკვირვების შედეგად, გაკვეთილების ჩატარების განმავლობაში
ყურადღება მივაქცე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს:
1. გაკვეთილის დაგეგმვამდე კარგად უნდა გავიაზროთ შესასწავლი თემა და
შემდგომ მოსწავლეთა ინტერესებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად
დავიწყოთ მისი დაგეგმვა,რათქმაუნდა წინასწარ ვადგენთ გაკვეთილის გეგმას,
რომელშიც გათვალისწინებული გვაქვს,როგორც ძირითადი ასევე სათადარიგო
აქტივობები.
2. გაკვეთილის დაგეგმვისას ვითვალისწინებთ დროის ფაქტორს და
ვცდილობთ მაქსიმალურად სწორად გავთვალოთ აქტივობებისთვის
განკუთვნილი დრო.
3. ყველა მოსწავლე აქტიურად უნდა იყოს სასწავლო პროცესში ჩართული და
ჩვენ უნდა ვეცადოთ ყოველთვის ავამაღლოთ მათი მოტივაცია.
9

4. მოსწავლეთა დისციპლინაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ პირველივე დღიდან


და ამისთვის უფრო მეტად ეფექტური იქნება თუ მოსწავლეები თავად იქნებიან
ჩართული კლასში ქცევის წესების შედგენაში.
5. მოსწავლეებთან უნდა გვქონდეს რათქმაუნდა მეგობრული
დამოკიდებულება,თუმცა უნდა არსებობდეს ზღვარიც, რადგან მოსწავლეები
გრძნობდნენ ჩვემს ავტორიტეტს.
6. სასწავლო პროცესში მუდმივად უნდა ვეცადოთ ვაკონტროლოთ ჩვენი
ემოციები, გაბრაზების დროსაც კი.
7. მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარ პროფესიულ
განვითარებაზე, ცდილობდეს რომ განაახლოს არსებული ცოდნა და
გამოცდილება და არასდროს დაივიწყოს, რომ იგი არ არის უბრალოდ
8. მოსწავლეებისთვის მხოლოდ ცოდნის გადამცემი,არამედ იგი მათი
აღმზრდელია, რომელიც მათ პიროვნულ განვითარებაზე ზრუნავს.

პრაქტიკის კვლევა
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე, რამდენიმე კვირა ვესწრებოდი
პასიურ პრაქტიკას, რომლის დროსაც ვაწარმოებდი სხვადასხვა ჩანაწერებს და
ვაკვირდებოდი სასწავლო პროცესს. დაკვირვებისა და მიღებული ცოდნის
შედეგად გადავედი აქტიურ პრაქტიკაზე, რაც ნიშნავს იმას რომ ჩემი მენტორ-
მასწავლებლის მითითებითა და მეთვლყურეობით ჩავატარე გაკვეთილი:ქართულ
ენასა და ლიტერატურაში.
პირველ რიგში გაკვეთილის ჩასატარებლად მევალებოდა გეგმის შედგენა,
ჩემმა მენტორ-მასწავლებელმა მომაწოდა ინფორმაცია რის შესახებ შემეძლო
გაკვეთილის ჩატარება,და ამის შემდგომ დავიწყე გაკვეთილის გეგმის შედგენა,
რომლის დროსაც გავითვალისწინე, რომ ჩემს მიერ დაგეგმილი აქტივობები
ყოფილიყო საინტერესო, სახალისო და შედეგის მომტანი,რათქმაუნდა ყურადღბა
გავამახვილე დროის ფაქტორზეც, რადგან ჩემს მიერ დაგეგმილი აქტივობები
ყოფილიყო მაქსიმალურად სწორად გაწერილი დროის თვალსაზრისით.
10

მე-5 კლასში ჩავატარე ქართულის გაკვეთილი თემაზე „სულხან საბა ორბელიანი


იგავ-არაკები“როდესაც გაკვეთილის ჩატარება დავიწყე მივესალმე
მოსწავლეებს,გავაცანი საკუთარი თავი და ამის შემდეგ გადავედი
გაკვეთილის თემაზე. გამოვიკითხე თუ ჰქონდათ რაიმე გაურკვეველი
დავალებებიდან, ამის შემდეგ კი დავიწყეთ ახალი მასალის ახსნა და
სავარჯიშოების გაკეთება.

ასევე ჩავატარე გაკვეთილი მე- კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში


თემაზე „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“ .რა თქმა უნდა, პირველ რიგში მივესალმე
ბავშვებს და
გავეცანი მათ,ხოლო შემდეგ გადავედი ახალი გაკვეთილის ახსნაზე.
ბავშვებს ვკითხე თუ ჰქონდათ ინფორმაცია ავტორის შესახებ, თუ
ჰქონდათ წაკითხული უკვე ეს მოთხრობა და შემდგომ დავიწყეთ ტექსტის
განხილვა. კითხვის დროს განვიხილავდით უცხო სიტყვებს და ვინიშნავდით
რვეულში, ა.გავაცანი მათ მცირეოდენი ინფორმაცია ავტორის შესახებ და შემდეგ
ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა
რამდენიმე პრობლემა, რომლის გაუმჯობესებაზე აუცილებლად ვიზრუნებ ჩემი
პროფესიული საქმიანობის დროს:
1. საგაკვეთილო დროის სწორად განაწილება
2. მოსწავლეთა დისციპლინაზე ზრუნვა
3. მასწავლებლის მხრიდან საკუთარი ემოციების მართვა

პრაქტიკის რეფლექსია
ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ყველა ადამიანს და
განსაკუთრებით მასწავლებელს უნდა ჰქონდეს განვითარებული, ეს არის
საკუთარი შეცდომების დანახვის, აღიარებისა და მათი გამოსწორებით გზებისა და
11

შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის


განმავლობაში აღმოვაჩინე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ხარვეზები,
რომლებიც აღმოვაჩინე ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე :
1. საგაკვეთილო დროის სწორად განაწილება
2. მოსწავლეთა დისციპლინაზე ზრუნვა
3. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
4. შეფასების სისტემის გაუმჯობესება
5. საგაკვეთილო პროცესის მაქსიმალურად მორეგება მოსწავლეთა
საჭიროებებზე და სხვა.
პირველი პრობლემა, რომელიც თვალსაჩინოდ გამოიკვეთა ეს იყო დროის
სწორად გამოყენება, ზოგჯერ ჩემს მიერ დაგეგმილი აქტივობები და გეგმით
გაწერილი დრო არ ემთხვეოდა ერთმანეთს და ხდებოდა გადაცდნა
გაკვეთილისთვის განკუთვნილი დროის, რაც საკმაოდ უარყოფითად აისახება
სასწავლო პროცესში,რადგანაც შესაძლოა ასახსნელი მასალა ვერ იქნეს
სათანადოდ შესწავლილი.
მოსწავლეთა დისციპლინაც ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემას
წარმოადგენს გაკვეთილზე, მოსწავლეები ზოგჯერ ერთდროულად იწყებენ
საუბარს ან ერთმანეთს ესაუბრებიან, ეს ყოველივე კი ხელს უშლით გაიგონ
შესასწავლი მასალა, ამიტომ მასწავლებელმა ამ საკითხზე საკამოდ ბევრი უნდა
იმუშაოს მოსწავლეთა ჩართულობაზე და მომავალში ყველანაირად ვეცდები ეს
საკითხი გავაუმჯობესო. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება წარმატებული და
შედეგიანი სწავლების მნიშვნელოვანი საფუძველია, მოსწავლეები ხშირად
გრძნობენ თავს გარიყულად, ისე თითქოს მათი აზრი უინტერესოა და ამის
შედეგად ხშირად ეკარგებათ სწავლისადმი ინტერესი, მასწავლებელი მუდმივად
უნდა ცდილობდეს შეიმუშავოს ისეთი აქტივობები და მიდგომები, რომლის
დახმარებითაც შეძლებს, რომ აამაღლოს მოსწავლეთა სასწავლო მოტივაცია.
ვფიქრობ, მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებში კიდევ უფრო მეტი უნდა
ვიმუშაო. შეფასების სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხია
სასწავლო პროცესში და განმსაზღვრელ როლს თამაშობს სწავლაში, ხშირად
12

ხდება რომ მასწავლებლის მხრიდან გაკეთებული თუნდაც ერთი არასწორი


ნათქვამი ფრაზა მოსწავლეებზე ძალიან დიდ კვალს ტოვებს ამიტომ, ვცდილობდი
მთელი გაკვეთილის პროცესში მაქსიმალურად სწორი შეფასებები გამეკეთებინა.
მართალია მაქსიმალურად ვეცადე გაკვეთილის დაგეგმვისას
გამეთვალისწინებინა მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები, თუმცა
გამოიკვეთა რომ ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი დაფიქრება და საკუთარ თავზე
მუშაობა მმართებს. ამრიგად, სასწავლო პროცესში არსებობს უამრავი პრობლემა
და ამისათვის მასწავლებელი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს რომ შეძლოს
გაუმკლავდეს ნებისმიერ სიტუაციას.

დასკვნა
პედაგოგიურმა პრაქტიკამ, რომელიც გავიარე მწვანე სკოლაში,ვფიქრობ
საკმაოდ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. თავდაპირველად, როდესაც უბრალოდ
დამკვირვებლის როლში ვესწრებოდი გაკვეთილებს, საშუალება მომეცა გამეგო
როგორ მიმდინარეობს გაკვეთილი და რა მახასიათებლები ახლავს. პირადმა
დაკვირვებამ და მენტორ-მასწავლებლის რჩევებმა საშუალება მომცა კიდევ უფრო
გამეფართოვებინა ჩემი ცოდნის თვალსაწიერი, აგრეთვე გავაცნობიერე თუ
როგორ უნდა დაიგეგმოს აქტივობები მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით,
როგორ ვმართო კლასი და დავიცვა დისციპლინა. მოსწავლეებთან ურთიერთობა
კი ერთი „დიდი ფუფუნებაა“, ამ დროს კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი საკუთარ
შესაძლებლობებში და შემემატა რწმენა,რომ კიდევ უფრო მეტს შევძლებ, რათა
საკუთარი პროფესიული საქმიანობით გარკვეული წვლილი შევიტანო მომავალი
13

თაობის აღზრდა-განათლების საკითხში. ვფიქრობ პედაგოგიურმა პრაქტიკამ


ნამდვილად მომცა შესაძლებლობა, მთელი ოთხი წლის განმავლობაში
შესწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკული რეალიზება დამენახა პასიური
პრაქტიკის დროს და თავადაც განმეხორიციელებინა აქტიური პრაქტიკის
პროცესში, რითაც საკმაოდ კმაყოფილი ვარ.

You might also like