You are on page 1of 5

ქვიზი

უცხოელი მოგზაურები
თეონა ლაფაჩი

ჟან შარდენი

დაიბადა 1643წელს.პარზში მამამისი იყო მდიდარიიუველირი და ძვირფასი


ქვებით მოვაჭრე.ფრანგი იუველირი, ძვირფასიქვებით მოვაჭრე და
მოგზაური, ჟან შარდენი 1672 წლის სექტემბერში ჩამოვიდა საქართველოში
და1673 წლის 28 თებერვალს გაემგზავრათბილისიდან. ეს ის პერიოდია,
როცა ევროპელებიახალ სავაჭრო გზებსა და ქვეყნებს ეძებენ. ყველა, ვისაც
მცირე შესაძლებლობა მაინც აქვს, სამოგზაუროდ მიდის ან
წარმომადგენლებს გზავნის. შარდენი არ იყო უბრალო მოგზაური,
რომელსაცმხოლოდ გამდიდრების სურვილი ამოძრავებდა.
იმდროინდელი ევროპისთვის მნიშვნელოვანი იყოიმის ცოდნა, თუ
რამდენად ხელსაყრელიშეიძლებოდა ყოფილიყო საქართველო სავაჭრო-
სატრანზიტო თვალსაზრისით ევროპისთვის. წლებისგანმავლობაში
შარდენი მნიშვნელოვანი ფიგურა იყოჯერ საფრანგეთის, ხოლო
მოგვიანებით ინგლისისსავაჭრო კომპანიაში. ცნობილია, რომ
შარდენისსახელს, მის მოგზაურობას უკავშირდება შავი ზღვისრუკის
შედგენა [აღმოსავლეთ სანაპიროსმნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც
დღევანდელდასავლეთ საქართველოს წარმოადგენს]. ამჩანაწერებში
ასევე ნახავთ, მაგალითად, ჩანახატსმეგრელ მამაკაცზე თუ ქართლის
მეფის, ვახტანგ V-ისსასახლეში გამართულ ნადიმზე. და, რა თქმა უნდა,
თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატს.გრაფიკულჩანახატზე იმ
დროინდელ თბილისში არსებული 20-ზემეტი საზოგადოებრივი,
რელიგიური თუ სამეფოდანიშნულების ადგილია აღნიშნული.
ჩანახატზეიოლად იკითხება ტაძრები, სამეფო სასახლე, მეტეხისა და
ნარიყალას ციხეები, ასევე, სამეფობაღები და სავაჭრო სახლები, ბაზრები
დაქარვასლები. თბილისის აღწერის დროს შარდენი ვრცლადსაუბრობს
როსტომ მეფის მიერ აგებული სამეფოსასახლის შესახებ. მოგზაური ხაზს
უსვამს იმ ფაქტს, რომ არსად იმდენი უცხოელი არ უნახავს,
რამდენიცთბილისში. დეტალურად აღწერს მეფესთანაუდიენციას და მეფის
სასახლეში გამართულ ნადიმს. შარდენის მოგზაურობის ერთი საინტერესო
ნაწილისწორედ ვახტანგ V-თან გამართული ერთგვარიდიალოგია,
როდესაც მეფე შარდენს სთხოვს, დაარწმუნოს ფრანგები და სხვა
ევროპელები, რომმის სამეფოზე გამავალი სავაჭრო გზებითისარგებლონ
სპარსეთსა თუ ინდოეთისკენმიმავალმა ევროპელმა ვაჭრებმა. შარდენის
რჩევაა, რომ მეფემ შესაბამისი წერილი მისწეროს ევროპულსავაჭრო
კომპანიებს.შარდენი ქართველებზე ამბობდა ქართველებიმთელს
აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელმსოფლიოში, საუცხოო
ჯიშისხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთიუშნო ადამიანი,
კაცი იქნება ეს თუ ქალი,ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებ
სახეებს. საქართველო რომ ევროპისა და ზის გასაყარზე მდებარეობდა
ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი საქართველოსზე
გადიოდა და ამის მიმართ მე17-ს დასავლეთ ევროპაში ინტერესი
გამძაფრდა საქაღთველოში არსებული ვითარების შესასწავლად
მოავლინა საფრანგეთმა და ინგლისმა.

ჟან ფრანსუა გამბა

ჟაკ ფრანსუა გამბა დაიბადა 26 დეკემბერს 1763 წ ფრანგი მოგზაური და


ვაჭარი საფრანგეთის კონსული თბილოსში.დაიბადა ვაჭრის ოჯახში.
საშუალო განათლება ჟიუილის სამონასტრო კოლეგიუმში მიიღო,
უმაღლესი კი — პარიზსა და ლაიფციგში. მამის გარდაცვალების შემდეგ
სათავეში ჩაუდგა მის სავაჭრო ფირმას. ფირმა ხე-ტყეს აწვდიდა
საფრანგეთის გემთმშენებლობას.
ბურბონთა რესტავრაციის დროს გამბამ შეადგინა და მთავრობას
წარუდგინა ინდოედთან ვაჭრობის გაუმჯობესების პროექტი. პროექტი
ითვალისწინებდა კავკასიაზე გამავალი სატრანზიტო გზის გამოყენებას. ამ
პროექტმა დააინტერესა მინისტრი რიშელიე, რომელიც მანამდე ოდესის
გუბერნატორი იყო. რიშელიეს წინადადებით 1817-1818 წლებში გამბამ
იმოგზაურა სამხრეთ რუსეთში,მოიარა ქალაქები — ოდესა, ნიკოლაევი,
ნახჭევანი, ხერსონი,ნოვოცერკასკი აჰყვა დონს კალაჩამდე და შემდეგ
ვოლგით ახტრახანამდე ჩავიდა. აქედან თერგის სანაპიროებით მივიდა
მოზდოკს,შემდეგ კი ყუბანის გავლით ტამანს მიაღწია. ამ მოგზაურობის
ბოლო ტაპი იყო ქერჩი,ფეოდოსია,სიმფეროპოლი და ოდესა. 1818 წელს
გამბა პარიზში დაბრუნდა.
რიშელიეს აზრით საფრანგეთის სავაჭრო ფირმებს ეტი ყურადღება უნდა
მიექციათ საქართველოსთვის რომელიც მისი აზრით შეიძლება
გამხდარიყო ევროპა-აზიის ვაჭრობის მთავარი სატრანზიტო ღერძი.ამ
თვალსაზრისის და ამიერკავკასიის სავაჭრო ინტერესებისთვის გამოყენების
შესაძლებლობის შესასწავლად რიშელიემ მეორედ გაუშვა გამბა
მოგზაურობაში 1819-24 წლებში. 1820 წელს გამბა კვლავ ოდესაში ჩავიდა,
აქედან ნოვოჩერკასკაზე გავლით მოზდოკამდე მივიდა და შემდეგ
საქართველოს სამხედრო გზით თბილისში ჩავიდა.
გამბა იყო კახეთსა და ქუთაისში.1821 წლის 8 ოქტომბერს ამიერკავკასიაში
გარკვეული ვადით დაწესდა შეღავათიანი ვაჭრობა და ტრანზიტი. გამბა იყო
ამ კანონის კანონის მთავარი ინიციატორი. რუსეთის მთავრობამ აჯამედთან
მას გამოუყო 16 ათასი დესეტინა სახნავი მიწა და ტყე მეურნეობის
მოსაწყობად. გამბა მიწას გასცემდა იჯარით და ხე-ტყითა და შეშით
ამარაგებდა ადგილობრივ სამხედრო უწყებას. შეღავათიანი ვაჭრობის
შემოღებისთანავე საფრანგეთის მთავრობამ გამბა დანიშნა კონსულად
თბილისში. ის ეხმარებოდა ფრანგ ვაჭრებსა და მრეწველებს, რომლებიც
ამიერკავკასიაში ცდიდნენ ბედს, მაგალითად კასტელს. ნაყოფიერი
მოღვაწეობისთვის ის დააჯილდოეს საპატიო ლეგიონის ორდერით.
1824-1826 წლები გამბამ პარიზში გაატარა და იქ გამოსცა თავისი
მოგზაურობის აღწერა ორ ტომად, რომლის სრული სათაური იყო
„მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში, კერძოდ მაიერკავკასიაში, რომელიც
განახორციელა 1820-24 წლებში შევალიე გამბამ, მეფის კონსულმა
თბილისში. ოთხი გეოგრაფიული რუკით“. ნაშრომში გადმოცემული არის
ეკონომიურ, ეთნოგრაფიული და ისტორიული ხასიათის ცნობები
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე, ჩრდილოეთ კავკასიაზე.
მოცემული აქვს აგრეთვე თბილისის,
ქუთაისის,სოხუმის,რედუტკალეს,გელათის,სიღნაღის,თელავის,წინანდალის
და სხვა ადგილების აღწერა;აფხაზეთის, სამეგრელოს,იმერეთის
რუკები;ეკლესიების და ციხეების ჩანახატები.
ბარონი დე ბაი
დე ბაი პირველად 1897 წელს ჩამოვიდა საქართველოში, რათა
საფრანგეთის სახალხო განათლების სამინისტროს დავალებით კავკასიის
ხალხთა კულტურები შეესწავლა. ილია ჭავჭავაძის „ივერია“ 1897 წლის 24
ოქტომბრის ნომერში იუწყებოდა: „ამჟამად თფილისში იმყოფება
საფრანგეთის საერთო განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი
არქეოლოგი ბარონი დე ბაი. ბარონმა ჯერ თურმე ციმბირი დაიარა და
შემდეგ კი გრაფ შერემეტიევთან ერთად, რომელსაც კახეთში აქვს
მამულები, ჩამოვიდა კავკასიაში. ბარონ დე ბაის უკვე დაუთვალიერებია
ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილები,
პატივცემული არქეოლოგი დიდის ყურადღებით ისმენს და იკვლევს თურმე
ყველაფერს, რაც კი შეეხება თამარ დედოფალსა და წმინდა ნინოს“
(ციტირებულია წიგნიდან: შალვა გოზალიშვილი, „ილია ჭავჭავაძე და
ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები“, თბ., 1973).
ფრანგმა სწავლულმა დიდი ღვაწლი დასდო საქართველოსა და მისი
უძველესი კულტურის ევროპაში პოპულარიზაციის საქმეს. ურთიერთობა
ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან. ბარონი დე ბაი
საქართველოში თავისი მოგზაურობების ანგარიშებს საფრანგეთის
სამეცნიერო საზოგადოებების საჯარო სხდომებზე კითხულობდა, ხოლო
შემდეგ წიგნებადაც სცემდა. დიდი ინტერესით იკითხება მისი წიგნები:
„საქართველო“ (1898), „კავკასიონის ქედის სამხრეთით“ (1899),
„კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით“ (1899), „თბილისი“ (1900), „იმერეთში“
(1902), „აფხაზეთში“ (1904) და სხვ. თარგმნა ქართული ხალხური
ფილოსოფიური ზღაპარი „მიწა თავისას მოითხოვს“ და 1900 წელს ცალკე
წიგნად გამოსცა პარიზში სახელწოდებით „მშვენიერება“, აქედან იგი
ინგლისურად გადაიღო ბელ კოლბი კარინგტონმა და ეს წიგნიც პარიზში
გამოვიდა 1932 წელს.
საქართველოში დიდ ყურადღებას იჩენდნენ ბარონ დე ბაის მიმართ.
ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების მკვლევარის დავით
ფანჩულიძის სიტყვით, „ქართველი საზოგადოებრიობა მუდამ გულითადად
და ხელგაშლად ხვდებოდა სასურველ ფრანგ სტუმარს. ქართულ
პერიოდიკაში სისტემატურად ქვეყნდებოდა ცნობები, წერილები ბარონ დე
ბაის საქართველოში მოგზაურობის შესახებ, ბიბლიოგრაფიები მის
წიგნებზე“.ბარონი დე ბაი საქართველოზე, ქართველებზე შეყვარებული
მკვლევარია. იგი მოხიბლულია საქართველოს ბუნებით:

You might also like