You are on page 1of 5

გიოს ბუთკემპი-კოლოქვიუმის საკითხები

იტალიელი მისიონერები საქართველოში

ევროპელთა მიერ ქართული სამყაროს თავიდან აღმოჩენა მეთექვსმეტე საუკუნიდან


ხდება.ამას ხელი შეუწყო ქართველთა მოღვაწეობამ ევროპის ქვეყნებთან
პოლიტიკური კონტაქტის დასამყარებლად.ბიზანტიის დაცემის შემდეგ საქართველო
მაჰმადიანური ქვეყნების გარემოცვაში აღმოჩნდა.ქართულმა სამეფო კარმა და
ეკლესიამ დაიწყო რეალური კავშირის ძიება ქრისტიანული დასავლეთისა და
აღმოსავლეთის ქვეყნებთან.

რომის პაპთან და ესპანეთის სამეფო კარზე დახმარების თხოვნის წერილებს


აგზავნიან ქართველი მეფეები:

კონსტანტინე მეორე (XVსაუკუნის დასასრული);

სიმონ პირველი (XVIსაუკუნის პირველი ნახევარი);

თეიმურაზ პირველი(XVII საუკუნის პირველი ნახევარი);

ამ ინიციატივას ევროპიდან რეალური პოლიტიკური დახმარება არ


მოჰყოლია,მაგრამ ევროპა დაინტერესდა საქართველოთი,მისი კულტურითა და
ეკლესიით.რომის პაპების ინიციატივით დაიწყო დიდი სამისიონერო მოღვაწეობა
საქართველოში.

1)ინტერესი საქართველოსადმი თავდაპირველად ევროპელ მოგზაურთა ნაწერებში


გამოიკვეთა,ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები იტალიელმა
მისიონერებმა გადადგეს.

პიეტრო დელა ვალეს დიდი რუდუნებითა და სიზუსტით შესრულებულმა ჩანაწერებმა


დიდი სიყვარულითა და ინტერესით განაწყო აღმოსავლეთით დაინტერესებული
ევროპელები საქართველოს მიმართ.

ჟან შარდენი- XVIIსაუკუნის უკანასკნელ მეოთხედში დაიწერა ჟან


შარდენის ,,მოგზაურობა სპარსეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში“,სადაც
საკმაოდ მოზრდილი ნაწილი გადმოსცემს შარდენის მიერ 1672-73 წლებში
საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.

პროპაგანდა ფიდეს წმინდა კონგრეციამ წამოიწყო საქართველოში მისიონერული


მიძნით მიმავალი ბერების მოსამზადებლად . მათ ქართულ ენას ასწავლიდა
საქართველოს მეფის თეიმურაზ პირველის ელჩი რომში ნიკოლოზ
ჩოლოყაშვილი(ნიკიფორე ირბაქი);აქვე პროპაგანდა ფიდეს კონგრეციის
ინიციატივით წმინდა კონგრეციის სტამბაში დამზადდა ქართული შრიფტი და
გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები.

,,იბერიული ანუ ქართული ანბანი ღვთის ლოცვანითურთ“

1929 წელი
,,ქართული და იტალიური ლექსიკონი“

,,ლიტანია ლაურეტანა“ -ნიკიფორე ირბაქის მიერ ლათინურიდან


ქართულად
როგორც ქართული შრიფტის დამზადებაში,ასევე პირველი წიგნების
ბეჭდვაში დიდი წვლილი მიუძღვის ნიკიფორე ირბაქს.
ეს იყო პირველი შეიფტი და წიგნები ევროპაში.

2)იტალიელ მისიონერთა მოღვაწეობას და წმინდა კონგრეციის საქმიანობას


კიდევ სხვა დიდი კულტურული შედეგი მოჰყვა . 1643 წელს იმავე წმინდა
კონგრეციის სტამბაში გამოქვეყნდა ფრანცისკო მარია მაჯოს ,,ქართული
გრამატიკა“.ეს იყო ქართული ენის პირველი გრამატიკა . ფრანცისკო მარია
მაჯო რომის პაპის დავალებით გაემგზავრა საქართველოში,აქ მან შეისწავლა
ქართული ენა,გაეცნო ქართულ დიალექტებს,შეადგინა ეთნოგრაფიული
ჩანაწერები.
3) პროპაგანდა ფიდეს კონგრეციის წარგზავნით პირველი მისიონერები
რომლებიც საქართველოში მოვიდნენ თეათინელი ბერები იყვნენ,უფრო
მოგვიანებით მათ მოჰყვნენ კაპუცინელი მისიონერები.მატი მრავალწლიანი
მოღვაწეობის შდეგად ბევრი ფასეული ცნობა შევიდა ევროპაში ქართველთა
ყოფის,ისტორიისა და რელიგიის შესახებ. ამ თვალსაზრისით უნდა
აღინიშნოს
დონ პიეტრო დელა ვალეს, არქანჯელო ლამბერტის, ჯუზეპე ჯუდიჩის ,
ანტონიო ჯარდინა , დონ კრისტოპერო დე კასტელის,ანდრეა ბორომეოს, ფრა
რეჯინალდო და ლენტინის მოღვაწეობა.
რომისა და ვატიკანის არქივებში შემონახულია მათი მოხსენებითი ბარათები
რომის პაპისადმი საქართველოს შესახებ. ფასდაუდებელია კრისტოფერო დე
კასტელის ჩანაწერები.
არქანჯელო ლამბერტის მიერ მეჩვიდმეტე საუკუნის 50-იან წლებში იტალიაში
წიგნებია: ,,სამეგრელოს აღწერა“; ,,წმინდა კოლხიდა“.
XVII საუკუნიდან საქართველოს თემა თანდათანობით ევროპულ
ლიტერატურაშიც შემოდის ანტიკური თქმულებებიდან. სწორედ ანტიკური
წყაროების თავისუფალი გადამუშავებით უნდა იყოს შექმნილი ინგლისელი
ინგლისელი დრამატურგების ფენსის ბომონტისა და ჯონ ფლიტჩერის ,,მეფე
და არა მეფე“
4)მეჩვიდმეტე საუკუნის 30-იან წლებში უკვე გახმაურდება შაჰ აბასის მიერ
ქეთევან დედოფლის წამების ამბავი. ამ ამბის შესახებ ოქსფორდში იბეჭდება
წერილი ,შედგენილი ბერი გრეგორიუსის მიერ.1657 წელს კი ანდრიას
გრიფუსი,გერმანელი დრამატურგი,გამოსცემს ხუთ მოქმედებიან გალექსილ
ტრაგედიას.საქართველოში მიმდინარეობს მოქმედება ფრანგი მწერლების
თხზულებებში: ჟელე დე ლა ტესონრის ,,ხუთი ვნების ტრიუმფი“ და კლოდ
პროსპიერ ჟოლიო დე ლა ტესონრის ,,რადამისტი და ზენობია“.
მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლების ევროპაში უკვე იწყება ქართული ლიტერატურის
მეცნიერული შესწავლა და ეს საქმიანობა უკავშირდება მეცნიერულ იმნტრესის
გაღვივებას,საზოგადოდ აზიისადმი ,რაც გამოიხატა უპირველესად 1822
წელს ,,პარიზის სააზიო საზოგადოებიის დაარსებით.სააზიო საზოგადოება
აქვეყნებს ყოველთვიურ ,,სააზიო ჟურნალს“,რომელშიაც უკვე ხშირად
იბეჭდება მასალები საქართველოს შესახებ. ამ საზოგადოების წევრად 1825
წელსაირჩევენ მარი ბროსეს,რომლის სახელთანაა დაკავშირებული
ევროპასა და რუსეთში ქართველოლოგიის მეცნიერული კვლევის დაწყება.
ახალგაზრდა მარი ბროსეს ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის
ინტერესი აღძვრია მას შემდეგ ,რაც გაცნობია რუსი მეცნიერის ,ევგენი
ბოლხოვიტინოვის მიერ 1802 წელს პეტერბურგში გამოცემული წიგნის
კრიტიკულ ანალიზს.
1830 წელს ბროსემ დაიწყო მიწერ-მოწერა დიდად განსწავლულ ქართველ
ბატონიშვილთან,თეიმურაზ ბაგრატიონთან.
მარი ბროსემ ქართული ლიტერატურის შესახებ წერილების გამოქვეყნება
დაიწყო პარიზში ,,ახალი სააზიოჟურნალის“ ფურცლებზე,მან გამოაქვეყნა
პუბლიკაცია ,,ქართული ლიტერატურის თანამედროვე
მდგომარეობა,რომელიც წაიკითხეს 1828წელს სააზიო საზოგადოების
გენერალურ სხდომაზე.

You might also like