You are on page 1of 5

ისტორიული დოკუმნეტის გააზრება

1. წყაროში მოხსენიებულია ბაგრატ III.

2. ივანე მარუშისძემ მიმართა დავით კურაპალატს, რადგანაც


კახელები მიადგნენ უფლისციხეს. ივანეს უნდოდა, რომ
ქართლი ან დავით კურაპალატს დაეკავებინა ან ბაგრატ
გურგენის ძეს.

3. დავით კურაპალატის სიტყვებით, ბაგრატი იყო ქართლის,


აფხაზეთისა და ტაოს მემკვიდრე.

4. კახელებმა გაათავისუფლეს დატყვევებულები იმ პირობით,


რომ უფლისციხეს მიატოვებდნენ, თუმცა წირქოლისა და გრუის
ციხეებს თავისთვის დაიტოვებდნენ.

5. მემატიანე ბაგრატს ადარებს ბაბუამისს, დიდ გიორგი მეფეს


(გიორგი II, აფხაზთა მეფე 922-957 წლებში), ასევე ვახტანგ
გორგასალსაც.

6. ბერძენთა მეფე განაგებდა სახელმწიფოს, რომელსაც


ისტორიაში მოიხსენიებენ, როგორც ბიზანტიას.

7. ფადლონმა შესთავაზა ბაგრატს, რომ სიცოცხლის ბოლომდე


ემსახურებოდა, ხარკს გადაუხდიდა და თავისი ლაშქრით
იბრძოლებდა მისი მტრების წინააღმდეგ, სანაცვლოდ კი
შეწყალებას ითხოვდა.

8. ივანე მარუშისძე იყო ინიციატორი ბაგრატის ჯერ ქართლსა


და აფხაზეთში გამეფების, შემდეგ კი საქართველოს
გაერთიანებისა და ერთი მეფის ძალაუფლების ქვეშ მოქცევის.
9. იმ დროს ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო უფლისციხე,
რადგანაც დავით კურაპალატმა უფლისციხეში დასვა გურგენი
და ბაგრატი, რაშიც იგულისხმებოდა, რომ ისინი ქართლის
მმართველები იქნებოდნენ. ასევე კახელებისთვისაც მთავარი
სამიზნე სწორედ უფლისციხე იყო (წყაროდან გამომდინარე),
რაც ამ ქალაქის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

10. ქართლის აზნაურთა ნაწილს არ სურდა ბაგრატის გამეფება,


რადგანაც ქართლის საქმეებს ისინი თავისი
შეხედულებებისამებრ განაგებდნენ, ბაგრატი კი მათ ამის
უფლებას არ მისცემდა. ბაგრატმა შეკრიბა ჯარი და ეს
აზნაურები ქართლიდან გაყარა.

11. ბერძენთა მეფეს ჰქონდა განზრახვა, რომ იგი გურგენსა და


ბაგრატს შორის მტრობას ჩამოაგდებდა. ამისათვის, მან ბაგრატს
კურაპალატობა უბოძა, გურგენს კი მაგისტროსობა, თუმცა
ბასილმა თავისი საწადელს ვერ მიაღწია, რადგანაც "...გურგენი
წრფელი იყო. ამ მიზეზით ვერ აღუძვრა მას გულში ზაკვა და
ვერ მიაღწია მიზანს".

ტამპლიერთა ორდენი

ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები, აგრეთვე


ცნობილი, როგორც ტამპლიერები ან ტამპლიერთა ორდენი —
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ
ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ
ორდენებს შორის. ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის
მანძილზე შუა საუკუნეებში (XII-XIV სს.).
ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I
ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლ. 1118-19). ორდენის
მიზანი იყო სალოცავად მიმავალთა დაცვა
და პალესტინასა და სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების
განმტკიცება-გაფართოება. ტამპლიერები ეწოდათ ორდენის
დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების
მიხედვით. ეს რეზიდენცია იმყოფებოდა ეკლესიის
მახლობლად, რომელიც გადმოცემით სოლომონის
ტაძრის ადგილას იყო აგებული. ტამპლიერები ატარებდნენ
თეთრ მოსასხამს, რომელზედაც წითელი ჯვარი ჰქონდათ
გამოსახული. 1128 წელს შემუშავებული წესდებით (დაამტკიცა
პაპმა ჰონორიუს II-მ) ორდენი მკაცრ ცენტრალიზებულ
ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1139 წელს პაპმა ინოკენტი II-მ
ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა. ტამპლიერები
აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII სს ჯვაროსნულ
ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და
მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო
აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამლიერების ორდენი უდიდესი
სიმდიდრის მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების
წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა.
ტამპლიერთა სახლი პარიზში ფართო საბანკო ოპერაციების
ცენტრი ხდება. 1291-დან ტამპლიერები ჯერ კვიპროსზე, მერე
კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ. XIV
საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი
იწყებს ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი
დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში და
1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი
დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე
მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას სამეფო
ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო ავინიონის პაპმა, კლემენტ
V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა.

1099 წელს, იერუსალიმის აღების შემდეგ, პირველი
ჯვაროსნული ლაშქრობის ბევრი მონაწილე დაბრუნდა
დასავლეთში ან დაიღუპა, ხოლო აღმოსავლეთში მათ მიერ
შექმნილ ჯვაროსნების სახელმწიფოს არ ჰქონდა საკმარისი
სამხედრო ძალა და ჭკვიანი სარდლობა, რომელიც დაიცავდა
მათ სახელმწიფოს სხვა მტრებისგან. ამის შედეგი იყო ის, რომ
წმინდა მიწაზე მიმავალ მომლოცველებს ხშირად თავს
ესხმოდნენ მძარცველები და ძარცვავდნენ, ჯვაროსნებს კი მათი
დაცვის უზრუნველყოფა არ შეეძლოთ.
დაახლოებით 1119 წელს ფრანგმა დიდგვაროვანმა ჰიუგ დე
პეინმა შეკრიბა რვა თავის ნათესავი რაინდი გოდფრუა დე
სენტ-ომერის ჩათვლით და დააარსა ორდენი, რომლის მიზანიც
იყო პილიგრიმების დაცვა ახლო აღმოსავლეთში და წმინდა
მიწაზე. ამ ორდენს ეწოდებოდა „მათხოვარი რაინდები“. ისინი
იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ ორ რაინდს მხოლოდ ერთი
ცხენი ჰყავდა. სწორედ ამიტომ მათ მეხსიერებაში დიდხანს
რჩებოდა სურათი - ერთ ცხენზე მჯდარი ორი კაცი. ორდენის
საქმიანობის შესახებ, ისევე, როგორც თვით ორდენზე ძალიან
ცოტა რამ იყო ცნობილი 1128 წლამდე, ტრუას საბჭომდე,
რომელზეც ორდენი ოფიციალურად წარადგინეს, ხოლო
მღვდელს-ბერნარს დაავლეს შეექმნა ორდენის წესდება.
თავისი არსებობის დასაწყისში ორდენს ევალებოდა მხოლოდ
მომლოცველების დაცვა და პირველი რაინდები
წარმოადგენდნენ რაღაც "სასულიერო ძმობის" მსგავსს. ორდენი
ასევე იცავდა ქრისტეს საფლავს.
იერუსალიმის სამეფოს მმართველმა ბოლდუინ II-მ რაინდებს
გამოუყო ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთით, ალ-აქსას მეჩეთში
შტაბ-ბინის ნაცვლად. იმ დროიდან ორდენი იწოდებოდა,
როგორც „ტაძრის ორდენი“, ხოლო რაინდები, როგორც
ტამპლიერები. ტამპლიერები, რომლებიც ესწრებოდნენ ტრუას
საბჭოს, წავიდნენ ინგლისში და საფრანგეთში ხალხის მათი
ორდენისკენ გადმობირების მიზნით. მათ მიბაძეს გოდფრუა
დე სენტ-ომერის მაგალითს და დაბრუნდნენ სამშობლოში.
ჰიუგ დე პეინმა მოიარა შამპანი, ანჟი, ნორმანდია, ფლანდრია,
ასევე ინგლისი და შოტლანდია. გარდა იმისა, რომ ორდენმა
მიიღო დიდი შემოწირულობა ნეოფიტებისაგან, ასევე მათ
მიიღეს საკმაოდ დიდი მიწის ფართობები, რამაც უზრუნველყო
მათი ეკონომიკური მდგრადობა დასავლეთში, განსაკუთრებით
კი საფრანგეთში და განამტკიცა მათი "ეროვნული"
კუთვნილება, ორდენი ითვლებოდა ფრანგულად. ძალიან მალე
ამ სასულიერო-რაინდული ორდენის წევრობის იდეამ დაიპყრო
ლანგედოკისა და პირენეის ნახევარკუნძულის მოსახლეობა.
1139 წლის 29 მარტს რომის პაპმა ინოკენტი II-მ
გამოსცა ქარტია სახელწოდებით „Omne Datum Optimum“,
რომელშიც ეწერა, რომ ტამპლიერს შეეძლო თავისუფლად,
ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გადაელახა ნებისმიერი
ქვეყნის საზღვარი. ის თავისუფლდებოდა ყოველგვარი
გადასახადისაგან და არ ემორჩილებოდა არავის.

You might also like