You are on page 1of 47

ზოგადი ფარმაკოლოგია

ლექცია 11
პირდაპირი მოქმედების ადრენერგული
აგონისტები
ადრენომასტიმულირებელი საშუალებები
მოქმედების მექანიზმი: ადრენერგული რეცეპტორების
აგზნება
ეფექტები: ავტონომიური ნერვული სისტემის სიმპათიკური
განყოფილების სტიმულირება
გამოყენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის შოკის დროს,
სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა მძიმე ჰიპოტენზიით,
გულის გაჩერება, ჰიპოგლიკემიური კომა, ბრონქოსპაზმი,
ადგილობრივი ვაზოკონსტრიქტორი.
დოზა გვერდითი მოვლენები
პრეპარატი
  არტერიული წნევის მომატება, გულის მწვავე
  სისუსტე, არითმიები, ჰიპერგლიკემია,
1 მლ 0.2% ხსნარი აგზნებადობა, უძილობა, კანკალი, თავის
ტკივილი, ქსოვილის ნეკროზი
ნორადრენალინი

 
0.5-1 მლ 0.1% ხსნარი
ცნს ის გაღიზიანება, შფოთვა, თავის ტკივილი,
ადრენალინი ტრემორი, არითმიები, ფილტვის შეშუპება,
არტერიული წნევის მომატება
პირდაპირი მოქმედების ადრენერგული აგონისტები
ეპინეფრინი

• ეპინეფრინის ჰიდროქლორიდი (ადრენალინი), მიეკუთვნება


ადრენომიმეტურ საშუალებას
• ხასიათდება მასტიმულირებელი ზემოქმედებით სხვადასხვა
ლოკალიზაციის ალფა და ბეტა-ადრენორეცეპტორების მიმართ.
• პრეპარატს გააჩნია გამოხატული სისხლძარღვების შემავიწროვებელი.
• პრესორული, ბრონქოლიზური და ჰიპერგლიკემიური მოქმედება.
• მისი კარდიოტროპული ეფექტი, გამოწვეული ბეტა1-
ადრენორეცეპტორების სტიმულაციით
იგი ზრდის:

•გულის სისტოლურ და წუთმოცულობას,


• ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას,
•სინუსური კვანძის ავტომატიზმს,
• კორონარულ სისხლძარღვებში პერფუზიულ წნევას,
• ცენტრალურ ვენურ წნევას და პერფუზიულ წნევას,
• ცენტრალურ ვენურ წნევას და პერიფერიული სისხლძარღვების
წინააღმდეგობას
•მიოკარდის ჟანგბადის მიმართ მოთხოვნილებას
• თირკმელებსა და მეზენტერიულ სისხლძარღვებში ამცირებს
სისხლმიმოქცევას,
• ავიწროვებს მუცლის ღრუს ორგანოების, კანის, ლორწოვანი გარსის
სისხლძარღვებს,
• აფართოვებს ჩოჩხის კუნთების სისხლძარღვებს.
• მაღალ დოზებში იწვევს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული
წინააღმდეგობის მომატებას.
• პრეპარატი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტონუსს და პერისტალტიკას,
• იწვევს მიდრიაზს, აქვეითებს თვალშიდა წნევას
• ამასთან ერთად ზრდის სისხლში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების
შემცველობას.
ფარმაკოკინეტიკა

•ეპინეფრინის მოქმედების ეფექტი მისი ვენაში შეყვანისას


აღინიშნება 1 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 5 წთ-ის განმავლობაში.
•ეპინეფრინი ორგანიზმში სწრაფად განიცდის ფერმენტულ
დეგრადაციას მონოამინოქსიდაზას და კატექოლ-O-
მეთილტრანსფერაზას მეშვეობით.
•მეტაბოლიტები და ეპინეფრინის უმნიშვნელო რაოდენობა
გამოიყოფა თირკმელებით.
გამოყენების ჩვენებები
• ანაფილაქსიური შოკი და ზოგიერთი დაუყოვნებელი ტიპის სხვა
ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ხორხის შეშუპება), მათ შორის
გამოწვეული სამკურნალო საშუალებებით, შრატებით ან სხვა ალერგენებით;
• გულის უეცარი გაჩერების შემთხვევაში
• პრეპარატი გამოიყენება ბრონქული ასთმის კუპირებისათვის;
• ინსულინის ჭარბი დოზირებისას, სისხლდენის შეჩერებისათვის.
• ადგილობრივი საანესთეზიო სამკურნალო საშუალების მოქმედების
პროლონგირებისათვის;
• ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს (ადგილობრივად) თვალისშიდა წნევის
შესამცირებლად
გვერდითი მოვლენები

• ეპინეფრინის კუნთებში ან კანქვეშ მოხვედრისას არსებობს ნეკროზის


განვითარების საშიშროება.
• შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა,
დისპეფსიური მოვლენები, სისუსტე, ტრემორი, თავის ტკივილი, სახის
სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, ტკივილი გულის არეში, არითმიები,
პარკუჭების ფიბრილაცია.
• ეპინეფრინით გამოწვეული არითმიების დროს რეკომენდებულია ბეტა-
ადრენობლოკატორების გამოყენება.
უკუჩვენებები

• არტერიული ჰიპერტენზია,
• გამოხატული ათეროსკლეროზი,
• თირეოტოქსიკოზი,
• ანევრიზმა,
• შაქრიანი დიაბეტი,
• დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
• ნარკოზი, გამოწვეული ფტოროტანით, ციკლოპროპანით,
ფლოროფორმით (არითმიის განვითარების რისკის გამო);
• ორსულობა.
•არ შეიძლება ეპინეფრინის შეყვანა კარდიოგენული, ჰემორაგიული
შოკის მძიმე ფორმის დროს (პერიფერიულ სისხლძარღვებზე მისი
სპაზმოგენური მოქმედების პარკუჭოვანი არითმიის განვითარების
საშიშროების და მიოკარდის ჟანგბადის მიმართ მოთხოვნილების
გაზრდის გამო).
• პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ინტრაკარდიულად გულის
გაჩერების შემთხვევაში.
•პრეპარატისა და საგულე გლიკოზიდების, ქინიდინის,
ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას
მოსალოდნელია არითმიის განვითარება.
ნორეპინეფრინი
• მოქმედების მექანიზმით არის ნეირსოტიმულატორი
• ახდენს მხოლოდ ალფა ადრენორეცეპტორზე ზეგავლენას
• მისი ეფექტებია გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე - ვაზოკონსტრიქცია
• ბარორეცეპტორებზე ზეგავლენით ახდენს არტერიული წნევის ზრდას,
ცდომილი ნერვის ჰიპერტონუსის გამო
• გამოიყენება შოკის სამკურნალოდ (არტერიული წნევის გაზრდის გამო და
ბარორეცეპტორული აქტივის )
• ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებიდან სწრაფი ეფექტი აქვს, ვენაში შეყვანიდან
1 წუთში ავლენს, არა აქტიური მეტაბოლიტი გამოიფა შარდთან
• გვერდითი მოვლენები: კანის გაფერმკრთალება, ქსოვილის ნეკროზი ( გაჟონვის
შემთხვევაში ვენიდან ქსოვილში)
იზოპროტერენოლი

• ასტიმულირებს ბეტა 1 და ბეტა 2 ადრენორეცეპტორებს


იზოპროტერენოლი არის ძლიერი არასელექტიური ბეტა-ადრენერგული
აგონისტი, რომელსაც აქვს ალფა-ადრენორეცეპტორებისადმი ძალიან
დაბალი დამოკიდებულება.
• იზოპროტეერენოლის ინტრავენური ინფუზია ამცირებს პერიფერიულ
სისხლძარღვთა რეზისტენტობას, პირველ რიგში ჩონჩხის კუნთებში, ასევე
თირკმლისა და მეზენტერიულისისხლძარღვებში.
• გულიდან გადატყორცნა სისხლის იზრდება მედიკამენტის დადებითი
ინოტროპული და ქრონოტროპული ეფექტის გამო, პერიფერიული
სისხლძარღვების შემცირებული რეზისტენტობის ფონზე.
თერაპული გამოყენება

•გულის ბლოკირების მსუბუქი ან გარდამავალი ეპიზოდებისთვის,


რომლებიც არ საჭიროებს ელექტროშოკის ან
კარდიოსტიმულატორის თერაპიას.
•გულის ბლოკირების სერიოზული ეპიზოდებისთვის და ადამს-
სტოკსის შეტევები (გარდა პარკუჭოვანი ტაქიკარდიით ან
ფიბრილაციით გამოწვეული შემთხვევებისა).
•გულის გაჩერების დროს გამოსაყენებლად,
•ელექტროშოკის ან კარდიოსტიმულატორის თერაპიის
ჩატარებამდე
•ანესთეზიის დროს მომხდარი ბრონქოსპაზმისთვის
•სითხისა და ელექტროლიტების ჩანაცვლებითი თერაპიის და სხვა
პრეპარატებისა და პროცედურების დამხმარე საშუალება
ჰიპოვოლემიური და სეპტიური შოკის,
• გულის დაბალი გამოყოფის (ჰიპოპერფუზია) მდგომარეობების,
• გულის შეგუბებითი უკმარისობის და კარდიოგენული შოკის
სამკურნალოდ
გვერდითი მოვლენები

• ნერვიულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, მხედველობის


დაბინდვა.
• ტაქიკარდია, გულისცემა, სტენოკარდია, ადამს-სტოქსის შეტევები,
ფილტვის შეშუპება, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, პარკუჭოვანი არითმიები,
ტაქიარითმიები.
• კანის გაწითლება, ოფლიანობა, მსუბუქი ტრემორი, სისუსტე,
სიფერმკრთალე.
უკუჩვენებები
• ტაქიარითმია ან გულის ბლოკადა,
• პარკუჭოვანი არითმიები და სტენოკარდია.
დოფამინი
• ქიმიური აგებულებით დოფამინი ნორადრენალინის ბიოსინთეზის
წინამორბედს წარმოადგენს
• გააჩნია სპეციფიკური მასტიმულირებელი ზემოქმედება დოფამინურ
რეცეპტორებზე,
• ხოლო დიდ დოზებში ასევე ასტიმულირებს α- და β-ადრენორეცეპტორებს.
• მისი ზემოქმედებით მატულობს სისხლძარღვების საერთო პერიფერული
წინაღობა და სისტოლური არტერიული წნევა,
• ძლიერდება გულის შეკუმშვები,
• მატულობს გულის წუთმოცულობა.
• გულის შეკუმშვათა სიხშირე შედარებით ნაკლებად იცვლება.
• მატულობს მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე, თუმცა
კორონარული სისხლის დინების მომატების ხარჯზე ჟანგბადის
მომატებული მიწოდება უზრუნელყოფილია
• ამცირებს თირკმლის სისხლძარღვების წინააღმდეგობას მათში
სისხლისდინების გაძლიერებით,
• ზრდის გორგლოვან ფილტრაციასა და ნატრიუმის ექსკრეციას.
• ფარმაკოლოგიური ეფექტები დამოკიდებულია სისხლში მოქმედი
ნივთიერების კონცენტრაციაზე.
• დაბალ კონცენტრაციებში (0,5-2 მკგ/კგ წუთში) ზეგავლენას ახდენს
ძირითადად დოფამინურ რეცეპტორებზე.
• აფართოებს მეზენტერულ, თავის ტვინის, კორონარულ სისხლძარღვებს,
•ამცირებს თირკმლის სისხლძაღვების წინაღობას, ზრდის
გორგლოვან ფილტრაციას, აძლიერებს დიურეზს და
ორგანიზმიდან ნატრიუმის გამოყოფას.
•საშუალო დოზებში (2-10 მკგ/კგ წუთში) ასტიმულირებს β1-
ადრენორეცეპტორებს,
• რითაც იწვევს დადებით ნოოტროპულ ეფექტს, ზრდის გულის
წუთმოცულობას.
•10 მკგ/კგ წუთში და მეტ დოზბეში ზეგავლენას ახდენს α1-
ადრენორეცეპტორებზე,
• რითაც ზრდის სისხლძარღვების საერთო პერიფერულ წინღობას,
ავიწროებს თირკმლის სისხლძარღვებს,
•ზრდის არტერიულ წნევას, ამცირებს დიურეზს.
• შეყვანის შეწყვეტის შემდეგ ეფექტი არა უმეტეს 5-10 წუთისა გრძელდება.
• ვენაში შეყვანის შემდეგ ნახევრად დაშლის პერიოდი (თ1/2) 5 წთ-მდე
შეადგენს (საშუალოდ 2 წუთი).
• მეტაბოლიზდება პრაქტიკულად ყველა ქსოვილში. შეყვანილი დოზის 75%-
მდე გამოიყოფა ორგანიზმიდან პირველი დღეების განმავლობაში
თირკმლების მიერ არააქტიური მეტაბოლიტების სახით.
• შეყვანილი დოფამინის 25%-მდე ნეიროვეზიკულებში უკუმიტაცების
მექანიზმის გზით გამოიყენება ნორადრენალინის სინთეზისათვის.
• მოქმედების დასაწყისი – 5 წუთის ფარგლებში შეყვანის დაწყებიდან,
დასრულება –ინფუზიის დამთავრებიდან 5-10 წუთში
გამოყენების ჩვენებები

• კარდიოგენული,
•ტრავმული,
• პოსტოპერაციული,
•ენდოტოქსიური,
• ჰიპოვოლემიური (მხოლოდ სისხლის ცირკულაციის აღდგენის
შემდეგ) შოკი,
•გულის მწავე და სისხლძარღვოვანი უკმარისობა
•“გულის დაბალი გადმოსროლის” სინდრომი.
გვერდითი მოვლენები
•ტაქიკარდია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, არტერიული წნევის
მომატება, პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას –
არითმიები.
•გულისრევა, ღებინება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
•თავის ტკივილი, შფოთვა, ტრემორი.
•ავადმყოფებში ბრონქული ასთმით – ბრონქოსპაზმი, ცნობიერების
შეცვლა, შოკი.
•პრეპარატის კანზე მოხვედრისას – კანის, კანქვეშა ქსოვილის
ნეკროზი.
უკუჩვენებები

• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.


•ფეოქრომოციტომას, ჰიპერთირეოზის დროს.
•არ შეიძლება დანიშვნა არითმიების და პარკუჭების ფიბრილაციის
დროს, ასევე მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან ახლავს
პარკუჭების ავსების მექანიკური წინაღობები.
•ხსნარების შერევა არ შეიძლება სხვა პრეპარატების ტუტე
ხსნარებთან.
დობუტამინი
ფარმაკოლოგიური თვისებები

• პრეპარატი წარმოადგენს ბეტა1-ადრენომიმეტურ საშუალებას.


• იგი მიოკარდზე ავლენს დადებით ინოტროპულ მოქმედებას, ზომიერად
ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირეს, ზრდის გულის სისტოლურ
წუთმოცულობას,
• აქვეითებს სისხლმიმოქცევას მცირე წრეში და პერიფერიული
სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობას სისტემური არტერიული წნევის
მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე.
• პრეპარატი იწვევს გულის პარკუჭების ავსების წნევის დაქვეითებას, ზრდის
კორონარულ სისხლმიმოქცევას და ხელს უწყობს მიოკარდის ჟანგბადით
მომარაგების გაუმჯობესებას.
•გულის სისტოლური მოცულობის მომატებამ შესაძლებელია
გამოიწვიოს თირკმელების პერფუზიის გაუმჯობესება
• ნატრიუმისა და წყლის ექსკრეციის მომატება.
• ბავშვებში წუთმოცულობის მომატებას თან ახლავს პერიფერიული
სისხლძარღვების შედარებით ნაკლებად გამოხატული საერთო
წინააღმდეგობის დაქვეითება
• პარკუჭების ავსების წნევის შემცირება.
•უფრო მეტად აღინიშნება გულისცემის სიხშირის და არტერიული
წნევის მომატება.
ჩვენებები

• გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა (დეკომპენსაციის დროს,


როგორც დროებითი დამხმარე საშუალება ტრადიციული
თერაპიის ფონზე);
•გულის დაბალი წუთმოცულობა - როგორც ფილტვების
ხელოვნური ვენტილაციის გვერდითი მოვლენა დადებითი ნარჩენი
წნევით ამოსუნთქვისას.
•გულის იშემიური დაავადების დროს დიაგნოსტიკური საშუალების
სახით.
გვერდითი მოვლენები

• ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია,


მოციმციმე არითმია (ტაქისისტოლური ფორმა)
• გულმკერდში ტკივილი, ტკივილი მკერდის ძვლის უკან
• ქოშინი, არტერიული წნევის დაქვეითება
• გულისრევა, თავის ტკივილი
• ჰიპოკალიემია
• შეყვანის ადგილას შესაძლებელია ფლებიტის განვითარება
უკუჩვენებები
• იდიოპათური ჰიპერტროფული სუბაორტული სტენოზი პრეპარატის მიმართ
მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
• ჰიპოვოლემიის არსებობისას მისი კომპენსაცია უნდა ვაწარმოოთ
დობუტამინის შეყვანამდე.
• დობუტამინის შეყვანა უნდა ვაწარმოოთ გულის შეკუმშვის სიხშირის, ეკგ-ს
არტერიული წნევის, აგრეთვე დიურეზის სიდიდის კონტროლის
შესაბამისად.
• გულის სისტოლური და წუთმოცულობის, პარკუჭების ავსების წნევის,
ცენტრალური ვენური წნევის, ფილტვის არტერიის წნევის კონტროლი.
• პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში და ბავშვებში.
ოქსიმეტაზოლინი

• სინთეზური ადრენომიმეტური საშუალებაა


• ალფა ადრენორეცეპტორების სტიმულაციის ხარჯზე, მას გააჩნია
გამოხატული ხანგრძლივი ვაზოკონსტრიქციული თვისებები
• მისი სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტი ხასიათდება ცხვირის და
დამატებითი წიაღების, აგრეთვე ევსტაქის მილის ლორწოვანის შეშუპების
შემცირებაში.
• ამით აღდგება ცხვირით სუნთქვა, რომელიც დარღვეულია გრიპის,
გაცივების და ალერგიული დაავადებების დროს.
• ცხვირის და დამატებით წიაღების ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების
ლოკალური შევიწროება აღინიშნება ნაზოლის ცხვირის ღრუში
შესხურებიდან 5-10 წუთში,
• რაც აიხსნება პრეპარატის სწრაფი შეწოვით ლორწოვანი გარსიდან.
• შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი გრძელდება 10-12 საათი.
• მისი t1/2 შეადგენს 5-8 დღეს
• გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით შარდთან და განავალთან ერთად
ჩვენებები
• პრეპარატი ნაჩვენებია ცხვირის ჰიპერემიის სიმპტომების სწრაფი,
დროებითი (12 საათი) შემცირებისათვის, რომლებიც გამოწვეულია
• გაცივებით,
• სინუსიტით,
• თივის ცხელებით,
• ევსტაქიტით,
• ალერგიული რინიტით
გვერდითი მოვლენები

• პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენების დროს (3 დღეზე მეტი)


შეიძლება აღინიშნებოდეს ტაქიფილაქსია - სისხლძარღვების
შემავიწროვებელი ეფექტის თანდათანობითი შესუსტება,
• ხანდახან ვაზოდილატაციის მოვლენებით, სურდოს გაახლებით ან
გაძლიერებით.

განსაკუთრებული მითითებები

• არ გამოიყენება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში


• პრეპარატი არაეფექტურია ქრონიკული გაცივების დროს, ცხვირის
ძგიდის დევიაციის დროს.
უკუჩვენებები

• ჰიპერტონული დაავადება;
• გამოხატული ათეროსკლეროზი;
• გულის რითმის დარღვევა;
• შაქრიანი დიაბეტი;
• ჰიპერთირეოზი;
• თირეოტოქსიკოზი;
• თირკმლების დაავადება, მისი გამომყოფი ფუნქციის დარღვევით;
• შარდის გამოყოფის შეფერხება პროსტატის ჰიპერტროფიისას;
.
ფორმოტეროლი

•ფორმოტეროლი β2-რეცეპტორების სელექციური აგონისტია


• მას გააჩნია ბრონქოდილატაციური მოქმედება პაციენტებში
სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციით
• პრეპარატის მოქმედება იწყება სწრაფად (1-3 წუთში)
• ნარჩუნდება 12 საათის განმავლობაში ინჰალაციის შემდეგ
• აფერხებს ჰისტამინის და ლეიკოტრიენების გამოთავისუფლებას
უჯრედებიდან
ჩვენებები

• ბრონქოსპაზმის მკურნალობა და პროფილაქტიკა ბრონქული ასთმით


დაავადებულებში;
• ალერგენების, ცივი ჰაერის შესუნთქვით ან ფიზიკური დატვირთვით
გამოწვეული ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკა;
• ბრონქების გამტარობის დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა
პაციენტებში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით,
• როგორც შექცევადი, ასევე შეუქცევადი ბრონქული ობსტრუქციისას,
• პაციენტებში ქრონიკული ბრონქიტით და ფილტვების ემფიზემით
უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის
მიმართ;
• ლაქტაცია.
გვერდითი მოვლენები
• თავის ტკივილი, ტრემორი; აჟიტაცია, შფოთვა, ნერვული აგზნებულობა,
უძილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა.
• გულისცემის შეგრძნება; ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპებები,
არტერიული ჰიპოტენზია,
• კუნთების სპაზმი, მიალგიები, გემოს შეგრძნების დაქვეითება
• მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ბრონქოსპაზმი.
• ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ხორხის და ხახის
ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
განსაკუთრებული მითითებები

• განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პაციენტებთან, რომელთაც აქვთ


გულის იშემიური დაავადება,
• გულის რიტმის დარღვევები,
• განსაკუთრებით მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა,
• გულის მწვავე უკმარისობა,
• იდიოპათიური სუბაორტული სტენოზი,
• მძიმე ჰიპერტენზია, ანევრიზმა, ფეოქრომოციტომა,
• ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია,
• თირეოტოქსიკოზი ან გულ-სისხლძარღვთა სხვა მძიმე დაავადებები,
როგორიცაა ტაქიარითმიები ან გულის მწვავე უკმარისობა.
• პაციენტებმა, რომელთაც პრეპარატის მიღების ფონზე უვითარდებათ
თავბრუსხვევა ან სხვა დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ,
• თავი უნდა შეიკავონ ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვისაგან
პრეპარატის მიღების პერიოდის მანძილზე.
• β-ადრენობლოკატორებმა შესაძლოა შეასუსტოს ფორმეტეროლის
მოქმედება,
• სასურველია, რომ პრეპარატის მიღება არ მოხდეს β-
ადრენობლოკატორებთან ერთად (მათ შორის, თვალის წვეთებთან ერთად),
• გარდა იმ შემთხვევებისა, თუ პრეპარატების ასეთი კომბინაციის გამოყენება
არ არის განპირობებული განსაკუთრებული აუცილებლობით.
ალბუტეროლი
• ალბუტეროლი ხანმოკლე მოქმედების ბეტა 2 აგონისტია
• მისი ძირითადი მოქმედებაა ფერმენტ ადენილციკლაზის გააქტივება,
• რომელიც ბეტა - ადრენორეცეპტორებზე მოქმედებით ხელს უწყობს
ადენოზინ ტრიფოსფატის ციკლურ -3´,5´- ადენოზინ მონოფოსფატად
(ციკლური AMP ) გარდაქმნის კატალიზს
• ამის შედეგად წარმოქმნილი ციკლური AMP წარმოადგენს უჯრედული
პასუხების მედიატორს.
• ციკლური AMP- ის მომატებული რაოდენობა იწვევს ბრონქული გლუვი
უჯრედების მოდუნებას დათრგუნავს
• ალერგიული მედიატორების გამოყოფას (განსაკუთრებით პოხიერი
უჯრედებიდან)
გამოყენების ჩვენებები

• ალბუტეროლის საინჰალაციო ხსნარი გამოიყენება ბრონქოსპაზმის


მოსახსნელად
უკუჩვენება
• ალერგია ალბუტეროლის ან მისი ნებისმიერი კომპონენტების მიმართ

გვერდითი მოვლენები
• კანკალი, თავბრუსხვევა, ნევროზი
• თავის ტკივილი, უძილობა
• გულისრევა, დისპეპსია
• ტაქიკარდია, ჰიპერტენზია
• ბრონქოსპაზმი, ხველა
წამლათა შორისი ურთიერთქმედება

•არ შეიძლება სხვა ხანმოკლე მოქმედების სიმპათომიმეტური


ბრონქოდილატატორი აეროზოლების ან ადრენალინის
გამოყენება ალბუტეროლთან ერთად
•ბეტა- ბლოკატორები: ბეტა ადრენორეცეპტორის ბლოკატორები
არა მხოლოდ თრგუნავენ ისეთი ბეტა -აგონისტების პულმონურ
ეფექტებს ,
• როგორიც არის ალბუტეროლ სულფატის საინჰალაციო ხსნარი,
არამედ ასევე იწვევენ ძლიერ ბრონქოსპაზმს ასთმიან
პაციენტებში
•შესაბამისად ასთმიან პაციენტებს ჩვეულებრივ არ მკურნალობენ
ბეტა - ბლოკატორებით
•გარკვეულ შემთხვევებში, მაგ: მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ
პროფილაქტიკის მიზნით ბეტა - ადრენორეცეპტორების
ბლოკატორის გამოყენებას შესაძლებელია სხვა ალტერნატივა არ
გააჩნდეს ასთმიან პაციენტებშიც
• ამ შემთხვევაში კარდიოსელექტიური ბეტა - ბლოკატორების
გამოყენება დასაშვებია , თუმცა ისინი ინიშნება გარკვეული
სიფრთხილით
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

You might also like