You are on page 1of 4

რეანიმაცია - რეანიმაცია (ლათ.

„გაცოცხლება“) - არის ღონისძიებების კომპლექსი, მიმართული


სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების აღსადგენად, რომელიც ტარდება ტერმინალურ
მდგომარეობის დროს.
ტერმინალური მდგომარეობა - არის ორგანიზმის კვდომის ეტაპები, როდესაც სხვადასხვა
პათოლოგიური პროცესების მოქმედების შედეგად მკვეთრად ქვეითდება სასიცოცხლო
ფუნქციების კოორდინირებული მოქმედება.
ტერმინალური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა: მძიმე ტრავმები; მწვავე
სისხლნაკლებობა, მაღალი და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება, ელექტროტრავმა, მძიმე
მწვავე ინტოქსიკაცია, კორონარული სისხლის მიმოქცევის მოშლა და სხვ.
გულ-ფილტვის რეანიმაცია (გფრ) არის პროცედერა, რომელიც ტარდება გულის გაჩერებისა და
სუნთქვის შეწყვეტის დროს.
პირველი დახმარება
 სიცოცხლის შენარჩუნება
 გართულებების თავიდან აცილება
 უსაფრთხოების უზრუნველყოფა
დაზარალებულის შეფასება
გარემო უსაფრთხოების შემოწმებისა და, შეძლებისდაგვარად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის
შემდეგ შეამოწმეთ დაზარალებულის ცნიებიერების დონე:
 ფრთხილად შეარხიეთ დაშავებული
 დაუსვით კითხვა - „როგორ ხარ?“ ან უბრძანეთ „გაახილე თვალი !“
გახსოვდეთ DRABC
D (Danger) – საშიშროების შეფასება
R (Response) - ცნობიერების შეფასება
გფრ -ს ოთხი მთავარი ნაწილი:
A(Airway) - სასუნთქი გზების გამტარებლობა
B (Breathing) - სუნთქვის არსებობა
C (Circilation) - სისხლის ცირკულაციის/პულსის არსებობა
D (Defibration) - დეფიბრილაცია - მაღალი ძაბვის ელექტრული მუხტის გულის კუნთში
გატარებით გულის ნორმალური მუშაობის აღდგენის მცდელობა (ტარდება მხოლოდ იმ
მაშველების მიერ, ვინც დეფიბრილატორის სწორად გამოყენება იცის!)
პირველადი დათვალიერება:
1. დარწმუნდით შემთხვევის ადგილის უსაფრთხოებაში;
2. შეამოწმეთ პაციენტის ცნობიერების დონე;
3. ჩახედეთ პირში, თუ უცხო სხეული ჩანს, ამოიღეთ;
4. გახსენით სასუნთქი გზები;
5. შეამოწმეთ სუნთქვა (სიხშირე, სიღრმე, რიტმულობა);
6. შეამოწმეთ ცენტრალური პულსი საძილე არტერიაზე (სიხშირე, რიტმულობა, ავსებადობა);
7. დაათვალიერეთ კისრის მიდამო, მიაქციეთ ყურადღება, ხომ არ არის ტრავმის ნიშნები,
ჭრილობა.
8. დაათვალიერეთ გულმკერდი, მიაქციეთ ყურადღება ხომ არ არის ტრავმის ნიშნები -
ჭრილობა, დეფორმაცია, - სუნთქვისას გულმკერდი სიმეტრიულად მოძრაობს თუ არა.

დაზარალებული არ მოძრაობს და არაფერზე არ რეაგირებს.


გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან მეორე მაშველი გააგზავნეთ ამის გასაკეთებლად.

გახსენით სასუნთქი გზები და შეამოწმეთ სუნთქვა

თუ არ არის სუნთქვა, გააკეთეთ ორი საკონტროლო ჩაბერვა ისე, რომ დაშავებულის


გულმკერდმა აიწიოს

თუ არ არის რეაქცია, შეამოწმეთ პულსი 10 წამის განმავლობაში

პულსი არ არის პულსი არის


დაიწყეთ გულის არაპირდაპირი 1 ჩაბერვა ყოველ 5-6 წმ
მასაჟი, ზეწოლები ერთხელ; ყოველ 2წთ-ში
შეამოწმეთ პულსი.
სუნთქვის შეფასება - ხდება სამი ვ -ს პრინციპით - ვისმენ, ვხედავ, ვგრძნობ -5-10 წამის
განმავლობაში.
საერთო სამკურნალო ღონისძიებებს სუნთქვის მწვავე უკმარისობისას მიეკუთვნება ფილტვების
ხელოვნური ვენტილაცია: ჰაერის ჩაბერვა ავადმყოფის ფილტვებში პირით პირში ან პირით
ცხვირში. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარების წინ აუცილებელია უნდა
დავრწმუნდეთ სასუნთქი გზების გამტარიანობაში.სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა:
პაციენტი მოათავსეთ მყარ სწორ ზედაპირზე. დაიჩოქეთ დაზარალებულის თავთან, დაადეთ
ცალი ხელი შუბლზე, თავი გადაუწიეთ უკან; მეორე ხელის საჩვენებელი და შუა თითების
ბალიშები მოსდეთ ნიკაპის კუთხეს და წამოუწიეთ ქვედა ყბა წინ და ზემოთ.
დაათვალიერეთ პირის ღრუ. თუ დათვალიერებით პირის ღრუში გამოვლინდა მყარი უცხო
სხეული ამოიღეთ იგი თითით. თითების საშუალებით ჰაერგამტარი გზების გათავისუფლება
ნაჩვენებია მხოლოდ მაშინ, როცა ჰაერგამტარი გზების საეჭვო ობსტრუქციის შემთხვევაში პირ–
ხახში ჩანს ხილული მყარი ნივთიერება და პაციენტი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
თუ სუნთქვა არ არის ან არაადექვატურია ჩაბერეთ 2-ჯერ.
-ჯერ ერთი საკონტროლო ჩაბერვა, დააკვირდით აიწევს თუ არა გულმკერდი ჩაბერვისას, თუ
არ აიწევს - მეორე საკონტროლო ჩაბერვა.
დააკვირდით იწევა თუ არა გულმკერდი მაღლა ჰაერის ჩასვლისას- გამავალია თუ არა
სასუნთქი გზები.
ჩაბერვა შესაძლებელია განხორციელდეს პირით–ცხვირში და პირით–პირში მეთოდით.
პირით ცხირში სუნთქვა პირით–პირში სუნთქვის ეფექტური ალტერნატივაა. პირით-პირში
ჩაბერვისას სასუთქი გზების გამავლობა შეინარჩუნეთ თავის უკან გადაწევით და ნიკაპის
წამოწევით, დაუხშეთ პაციენტს ნესტოები თითებით, თქვენი პირით ჰერმეტულად დაფარეთ
პაციენტის პირი და ჩაბერეთ. ჩაბერვისას დააკვირდით გულმკერდის მოძრაობას. თუ
გულმკერდის მოძრაობა არ აღინიშნება, ეს მიუთითებს, რომ ჩაბერვა არაეფექტურია. ორი
ეფექტური ჩაბერვის შემდეგ შეამოწმეთ პულსი მინიმუმ 5, მაქსიმუმ - 10 წმ-ის განმავლობაში.
თუ პულსი არ აღინიშნება, დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია - 30 ზეწოლა 2 ჩაბერვა
მონაცვლეობით.
თუ სუნთქვა არ არის, პულსი ისინჯება - ტარდება ხელოვნური სუნთვა 1 ჩაბერვა 5-6 წმ-ში;
გადაამოწმეთ პულსის არსებობა 2 წთ-ში. პულსის გაქრობის შემთხვევაში - სასწრაფოდ გულის
მასაჟი ჩაბერვებთან.
ზეწოლები გულმკერდზე – ტექნიკა ხელების პოზიცია მოზრდილ პაციენტებსა და ერთ წელზე
მეტი ასაკის ბავშვებში გულმკერდზე ზეწოლების ჩასატარებლად - ერთი ხელი მოათავსეთ ძუძუს
დვრილების შემაერთებელი ხაზის ზუსტად შუა წერტილში, მეორე ხელი მოათავსეთ პირველის
ზემოთ, ჩვილებში მოძებნეთ ძუძუს დვრილების შემაერთებელი ხაზი და ზეწოლა
განახორციელეთ ორი თითით ამ ხაზის ოდნავ ქვემოთ. გულმკერდის კომპრესიის სიხშირე და
სიღრმე ზეწოლები აწარმოეთ სიხშირით - წუთში 100 ზეწოლა. მკერდის ძვალი ზეწოლისას
გადაადგილეთ ქვემოთ მოზრდილებში - 4-5 სმ-ით, ბავშვებში გულმკერდის წინა-უკანა ზომის ½
ან 1/3-ით. ყოველი ზეწოლის შემდეგ მიეცით საშუალება გულმკერდს აღიდგინოს საწყისი
მოცულობა.
1 წლის ქვემოთ და ახალშობილებში: ვაწვებით 2 თითით--- საჩვენებელი და შუა თითით და/ან
ცერა თითებით
1-8 წლის ასაკში –ორი ან ერთი ხელის პრინციპით
8 წლის ზემოთ:–2 ხელის პრინციპით
ლოკალიზაცია: 1 წლის ქვემოთ ძუძუს დვრილების შემაერთებელ ხაზს და მახვილისებრ მორჩს
შორის, მკერდის ძვლის ქვედა მესამედში
1 წლის ზემოთ ძუძუს დვრილების შემაერთებელ ხაზზე მკერდის ძვალზე ცენტრალურად.
რეანიმაციული ღონისძიებები მოიცავს გულის არაპირდაპირ მასაჟს და ხელოვნური სუნთქვის
ჩატარებას.
უფრო ეფექტურია ასეთი რეანიმაცია, როცა მას ატარებს ორი რეანიმატოლოგი: ერთი ატარებს
ხელოვნურ სუნთქვას, მეორე - გულის არაპირდაპირ მასაჟს. გულის მოქმედების აღდგენის
შემთხვევაში (პულსი ისინჯება, სახე ვარდისფერი) მასაჟს წყვეტენ, ხოლო ხელოვნურ სუნთქვას
აგრძელებენ დამოუკიდებელი სუნთქვის აღდგენამდე.
რეანიმაცია ტარდება მანამ, სანამ არ აღსდგება პულსი და სუნთქვა.
• დადექით პაციენტის გასწვრივ/გვერდზე
• დარწმუნდით, რომ პაციენტი წევს მყარ და სწორ ზედაპირზე. თუ პაციენტი წევს
მუცელზე, ფრთხილად გადმოაბრუნეთ (მორის ტრიალის პრინციპით) ზურგზე.
• მოათავსეთ ერთი ხელი პაციენტის გულმკერდზე დვრილებს შორის. ზუსტად შუა
წერტილში.
• მოათავსეთ მეორე ხელი პირველის ზემოთ. თითები გადააჭდეთ.
• ხელები გამართეთ იდაყვის სახსარში. გადმოიხარეთ ისე, რომ თქვენი მხრები იყოს
ზუსტად პაციენტის სხეულის ზემოთ.
• აწარმოეთ სწრაფი და ძლიერი ზეწოლები, ისე რომ ზეწოლის შედეგად
გულმკერდმა ჩაიწიოს 4-5 სმ სიღრმეზე
• თითოეული ზეწოლის შემდეგ გულმკერდი აღიდგენს საწყის მოცულობას.
გულმკერდის საწყისი მოცულობის სრული აღდგენა უზრუნველყოფს ზეწოლებს
შორის გულის მეტი რაოდენობის სისხლით შევსებას
• იდაყვები გაჭიმული და ხელები არ მოაცილოთ გულმკერდს; დაწოლებს შორის
გულმკერს მიეცით მოდუნების საშუალება.
• გფრ ბავშვებში ტარდება იგივე პროპორციით (30: 2);
რეანიმაციული ღონისძიებები დახრჩობისას დახრჩობის დროს სასუნთქ გზებში ხვდება სითხე,
რის შედეგადაც ფილტვებში ვეღარ აღწევს ჟანგბადი და ვითარდება ასფიქსია , რასაც თან სდევს
თავის ტვინის ფუნქციის მოშლა, სუნთქვისა და გულის გაჩერება.
პირველი დახმარების ხასიათი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება
წყლიდან ამოყვანილი. თუ დაზარალებული გონზეა, იგი უნდა დავამშვიდოთ, გავხადოთ სველი
ტანსაცმელი, გავამშრალოთ, ჩავაცვათ მშრალი ტანსაცმელი; დავალევინოთ თბილი სასმელი.
მძიმე შემთხვევაში, როცა წყლიდან ამოყვანილი უგონო მდგომარეობაშია, გულის მოქმედება
გაჩერებულია და სუნთქვა შეწყვეტილი, პირველი დახმარების აღმოჩენისას უპირველეს ყოვლისა
აუცილებელია პირის ღრუს გაწმენდა სხვადასხვა მასისაგან (ტალახი, სილა, ლორწო, უცხო
სხეული). სასუნთქი გზებისა და კუჭის გასათავისუფლებლად წყლისაგან დაზარალებულს
გადაიწვენენ მუცლით მოხრილ მუხლზე და ზურგზე რითმულად აწვებიან. სასუნთქი გზების
წყლისაგან გათავისუფლების შემდეგ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ხელოვნური სუნთქვისა და
გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება. პირველი დახმარება ტარდება ადგილზე ექიმის
მოსვლამდე.

You might also like