You are on page 1of 6

                სისხლდენის შეჩერების ზოგადი პრინციპები

ექიმის მოსვლამდე ან დაშავებულის საავადმყოფოში წაყვანამდე


სისხლდენის შეჩერება ყველას უნდა შეეძლოს, რადგან ხშირად ამაზეა
დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე.ადამიანის ორგანიზმში
დაახლოვებით 3,5 დან 5,5 ლიტრამდე სისხლია,ეს დამოკიდებულია
ორგანიზმის წონასა და ასაკზე.

სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა საკმაოდ საშიშია,რადგან ამ


დროს ადამიანის სხეულს აკლდება ჟანგბადი და საკვები
ნივთიერებები,რის შედეგადაც დგება ცოცხალი ორგანიზმის სიკვდილი.

გულის მეშვეობით სისხლი გადაეცემა მთლიან ორგანიზმს,რათა ყველა


ორგანო უზრუნველყოს ჯანგბადით და საკვები ნივთიერებებით.

სისხლი შედგება,სისხლის პლაზმისგან და მასში არსებული ფორმიანი


ელემენტებისგან.სისხლდენის შეჩერებისათვის უმთავრეს როლს
თრომბოციტები ასრულებენ,რომელიც სისხლის ცირკულაციის დროს
სხვა კომპონენტებტან ურტიერქმედებით ჭრილობის ადგილას
წარმოქმნიან კოლტს და ხელს უწყობენ სისხლის შედედებას.

კანის ან სხეულის საფარველის ნებისმიერ დაზიანებას ჭრილობა


ეწოდება.არსებობს ღია და დახურული ჭრილობები.ღია ჭრილობის
დროს აღინიშნება კანის საფარველის მთლიანობის
დარღვევა.ამასთანერთად ხშირად ზიანდება კანქვეშმდებარე
სისხლძარღვები და იწყება სისხლდენა.დახურული ჭრილობის დროს
სისხლი იკარგება სისხლძარღვებიდან,მაგრამ კანის მთლიანობა
დარღვეული არ არის,ასეთი მდგომარეობა ცნობილია შინაგანი
სიხლდენის სახელწოდებით.

სისხლის დაკარგვას რაოდენობის და სირთულის მიხედვით ყოფენ ოთხ


კლასად: - პირველი კლასი:როდესაც სისხლის 15% მდეა დანაკარგი ასეთ
დროს სისხლის გადასხმა არარის საჭირო. - მეორე კლასს მიეკუთვნება
სისხლდენა როდესაც იკარგება სისხლის 15-30%.ამ დრო პაციენტს
აღენიშნება გულის ცემის მომატება.კანის გაფერმკრთალება.როგორც წესი
გამონაკლისი შემთხვევის გარდა სისხლის გადასხმა არ არის საჭირო. -
მესამე კლასს მიეკუთვნება: -    როდესაც იკარგება სისხლის 30-40-%.ასეთ
დროს პაციენტს აღენიშნება გულის ცემის მომატება სახეზე ციანიდური
ფერი,შესაძლოა განვითარდეს შოკი.ამ შემთხვევაში აუცილებელია
სისხლისგადასხმა. - მეოთხე კლასს მიეკუთვნება ისეთი შემთხვევა
როდესაც ადამიანის ორგანიზმი კარგავს სისხლის 40% ზე მეტს,ამ
შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო რეანიმაციული
ღონისძიებები,წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის მდგომარეობა
ლეტალობით დარულდება.

სისხლძარღვები და შესაბამისად სისხლდენაც იყოფა სამ ტიპად:


არტერიული,ვენური და კაპილარული.

არტერიული ეს არის სისხლძარღვები რომელთაც სისხლი მიაქვთ


გულიდან სხეულის ყველა ორგანოსა და ქსოვილში,ის გახლავთ ღია
ალისფერი და მოპულსირე,შესაბამისად ამ სისხლძარღვის დაზიანებას
უწოდებენ არტერიულ სისხლდენას,რომელიც სწრაფად მოედინება და
თუ დროზე არ მოხდა სისხლდენის შეჩერება პაციენტი მოკვდება.

ვენური სისხლძარღვი ეს არის რომელსაც ცოცხალი ორგანიზმის


ორგანოებიდან და ქსოვილებიდან მოაქვს ჯანგბადით ღარიბი სისხლი
და ჩაედინება ფილტვებში.შესაბამისად მისი ფერი მუქი შინდისფერია
და მდორედ მოედინება.მის დაზიანებას მედიცინაში უწოდებენ ვენურ
სისხლდენას.თუ დაზიანდა მთავარი ვენა და არ იქნა სასწრაფოდ
სისხლდენის შეჩერება შესაძლოა ჯერკიდევ ცოცხალი ორგანიზმი
მოკვდეს.

კაპილარულს უწოდებენ სისხლძარღვებს,რომელიც არის არტერიულიც


და ვენურიც მაგრამ მისი დაზიანების შემთხვევაში არ გამოიწვევს
ცოცხალი ორგანიზმის სიკვდილს.
სისხლდენის შეჩერება.

1.პირადი უსაფრთხოების დაცვა - თუ თქვენ სხეულზე(ხელებზე)გაქვთ


მცირე ზომის ჭრილობები ან ნაკაწრები სასურველია ვიდრე დაიწყებთ
ჭრილობის დამუავებას ის დაიფაროს წყალგაუმტარი საფენით ან
რეზინის ერთჯერადი ხელთათმანით.სასურველია და ამავდროულად
აუცილებელი,დახმარების გაწევის წინ და შემდეგ დაიბანოთ ხელები
საპნით.

2. ABC(BCA) შეფასება.მიუხედავად იმისა,რომ ძლიერი გარეგანი


სისხლდენისას საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს სისხლდენის შეჩერება,თუ
დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია,პირველ რიგში ჩაატარეთ ABC
(BCA)- ს კონტროლი - შეამოწმეთ ცირკულაცია,სასუნთქი გზების
გამავლობა და სუნთქვა.

არსებობს გარეგანი სისხლდენის რამოდენიმე მეთოდი, პირდაპირი


ზეწოლა - მოაშორეთ დაზიანებულ არეს ტანსაცმელი. დაათვალიერეთ
ჭრილობა. დარწმუნდით, რომ ჭრილობაში არ არის მახვილი საგნები
(მაგალითად მინის ნამსხვრევები), რომლებითაც შეიძლება თქვენ
დაზიანდეთ. მოახდინეთ ზეწოლა ჭრილობაზე თითებით ან მტევნით.
სასურველია ჭრილობა წინასწარ დაფაროთ სუფთა საფენით. მაგრამ ნუ
დაკარგავთ დიდ დროს ამ საფენის მოსაძებნად. თუ ჭრილობაში არის
უცხო სხეული, არ ამოიღოთ (უცხო სხეულის ამოღებისას შეიძლება
გაძლიერდეს სისხლდენა ან გაღრმავდეს დაზიანება). სისხლდენის
შეჩერების მიზნით მიიტანეთ ჭრილობის კიდეები უცხო სხეულთან და
მოახდინეთ ზეწოლა უცხო სხეულის გარშემო.

თუ შესაძლებელია, ასწიეთ დაზარალებულის დაზიანებული კიდური


გულის დონეზე ზემოთ. ამით შემცირდება სისხლის ნაკადი
დაზიანებულ არეში, რაც შეუწყობს ხელს კოლტის განვითარებას და
სისხლდენის შეჩერებას. კიდურების მაღლა აწევა არ არის
რეკომენდირებული თუ კიდური შეშუპებულია, დეფორმირებულია ან
მტკივნეულია, რაც მიუთითებს მოტეხილობის ან ამოვარდნილობის
შესაძლებლობაზე.

დამწოლი ნახვევის დადება

ჭრილობაზე დადებული სუფთა საფენის ზემოთ დაადეთ დამწოლი


ნახვევი. ნახვევი უნდა დაადოთ მჭიდროდ, მაგრამ ისე, რომ არ
დაირღვეს სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ. თუ სისხლი ჟონავს
დამწოლი ნახვევიდან, ზემოდან დაადეთ მეორე ნახვევი. თუ ჭრილობაში
არის უცხო სხეული, მოათავსეთ რამოდენიმე საფენი უცხო სხეულის
გარშემო მანამ, სანამ დამწოლი ნახვევის დადებისას ზეწოლა უცხო
სხეულზე არ მოხდება დამწოლი ნახვევის დადების შემდეგ
აუცილებელია შეამოწმოთ პულსი და მგრძნობელობა (შეეხეთ
დაზარალებულის კანს ნახვევის ქვემოთ და კითხეთ, გრძნობს თუ არა
ამას დაზარალებული). პულსისა და მგრძნობელობის შემოწმება
აუცილებებლია ყოველ 10 წუთში ერთხელ სამედიცინო სამსახურის
მოსვლამდე, შესაძლებელია სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ
დაირღვეს; თუ ნახვევის ქვემოთ პულსი და მგრძნობელობა არ არის და
განვითარდა შეშუპება, კანი გახდა მკრთალი და ცივი, დამწოლი ნახვევის
ქვემოთ სხეულის ნაწილი დაუბუჟდა, გაქრა პერიფერიული პულსი,
შეხსენით ნახვევი და დაადეთ ის ნაკლებმჭიდროდ.

არაპირდაპირი ზეწოლა სპეციალურ ზეწოლის წერტილში.

თუ პირდაპირი ზეწოლა და კიდურების აწევა შედეგს არ იძლევა,


შეიძლება არაპირდაპირი ზეწოლის გამოყენება სპეციალურ ზეწოლის
წერტილებში. ამ დროს მცირდება სისხლის მიწოდება დაზიანებული
არეს ქვევით. თუ სისხლდენა არის ხელიდან, მოძებნეთ პულსი მხრის
შიგნითა ზედაპირის შუა მესამედში, იღლიასა და იდაყვს შორის.
პულსის მოძებნის შემდეგ, მოახდინეთ ზეწოლა თითებით ამ წერტილზე.
თუ დაზიანება ფეხზეა, მოძებნეთ პულსი ბარძაყის არტერიაზე
საზარდულის მიდამოში, მუცელსა და ბარძაყს შორის. ზეწოლა
მოახდინეთ ხელისგულით. ბარძაყის არტერიის ზომის და გარშემო
ქსოვილების გამო, ამ მიდამოზე ზეწოლა მოითხოვს გაცილებით დიდ
ძალას. ზეწოლის წერტილებში ზეწოლა მოახდინეთ მხოლოდ 10 წუთის
განმავლობაში. არ გამოიყენოთ ლახტი სისხლდენის გასაჩერებლად.
ლახტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანების და სისხლდენის
გაძლიერება.

დაზარალებულის მდებარეობა

სისხლდენის გასაჩერებლად დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და


აუწიეთ ფეხები (ჩაუდეთ ფეხებს ქვეშ ბალიში). ამ მდებარეობაში
მცირდება სისხლის დინება ფეხებისკენ და სისხლი მეტი რაოდენობით
მიედინება ადამიანის სხეულის მნიშვლელოვანი ნაწილებისაკენ
(მაგალითად, ტვინში, გულში). ამით თქვენ აიცილებთ დაზარალებულის
ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას.           

დააფიქსირეთ კიდური, ისე როგორც


მოტეხილობის შემთხვევაში.სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე
სასურველია დაზარალებული იწვეს ზურგზე და ფეხები ზემოთ ჰქონდეს
აწეული. 10 წუთში ერთხელ შეამოწმეთ, ხომ არ დაირღვა სისხლის 
მიმოქცევა დამწოლი ნახვევის ქვემოთ.

            

გახოვდეთ!

1.    განსაკუთრებით საშიშია არტერიული სისხლდენა, რადგან ადამიანი


სწრაფად კარგავს დიდი                რაოდენობით სისხლს.

2.    არ არის რეკომენდირებული დაზიანებული კიდურის ზემოთ აწევა,


თუ კიდური შეშუპებულია, დეფორმირებულია ან მტკივნეულია, რაც
მიუთითებს

შესაძლო  მოტეხილობის ან ამოვარდნილობის

არსებობაზე.

3. სისხლდენის შეჩერებისას ზეწოლის წერტილებში ზეწოლა მოახდინეთ


არაუმეტეს 10 წუთისა.

4. დამწოლი ნახვევის დადების შემდეგ, აუცილებელია ნახვევის ქვემოთ


პულსისა და მგრძნობელობის შემოწმება ყოველ 10 წუთში ერთხელ
სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე.

You might also like