You are on page 1of 15

პალპაცია, პერკუსია,

აუსკულტაცია
პალპაცია
პალპაცია ავადმყოფის ფიზიკური კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია,
დამყარებული შეხებით შეგრძნებებზე. ავადმყოფის გასინჯვისას პალპაციით ხელის
თითების და ხელისგულის სხეულზე მოძრაობისას და დაწოლისას ვღებულობთ
გარკვეულ შეგრძნებებს, რის მიხედვითაც ვადგენთ გამოსაკვლევი ქსოვილების და
ორგანოების თვისებებს:

მდებარეობას, სიდიდეს, ფორმას, ზედაპირის ხასიათს, სიმკვრივეს, მოძრაობას,


პულსაციას, ტემპერატურას, სინოტივეს, ტოპოგრაფიულ
ურთიერთდამოკიდებულებას სხვა ორგანოებთან.
პალპაციის ტექნიკა
პალპაციის დროს ავადმყოფი უნდა იყოს მოსახერხებელ პოზიციაში , ისე , რომ მისი მუსკულატურა არ
იყოს დაჭიმული.
ექიმი უნდა იჯდეს ავადმყოფის საწოლთან მარჯვნივ და სახით ავადმყოფისაკენ, რაც საშუალებას
აძლევს მას დაათვალიეროს ავადმყოფი და შეაფასოს პალპაციის დროს აღმოცენებული
მტკივნეულობის რეაქცია.
ექიმის წინამხარი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ავადმყოფის ტანის დონეზე . ექიმის ხელები
უნდა იყოს თბილი, მოქნილი ფრჩხილები მოკლედ მოჭრილი

პალპაციური მოძრაობები უნდა იყოს მსუბუქი და ელასტიური


კანის პალპაციით ვმსჯელობთ მის სისქეზე, ელასტიურობაზე, ტემპერატურაზე , სინოტივეზე ,
ვაფასებთ გამონაყარს.
კანქვეშა ქსოვილის პალპაციით დგინდება მისი სისქე, შეშუპების, ემფიზემის არსებობა.
ლიმფური კვანძების პალპაციით მისი გადიდების, სიმკვრივის, მტკივნეულობის მოძრაობის
უნარის შეფასება.
კუნთების პალპაციით- მისი მოცულობა, ძალა, მტკივნეულობა, ტონუსი
სახსრების პალპაციით-მოძრაობა, ამპლიტუდა, კონტრაქტურა, მტკივნეულობა.
გამოიყენება სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და მუცლის ღრუს ორგანოების
პათოლოგიის შესასწავლად.
მუცლის ღრუს ორგანოების პალპაცია

არჩევენ მუცლის ღრუს ზერელე და ღრმა პალპაციას.


ზერელე პალპაცია წარმოებს ხელისგულით, ბრტყლად გაშლილი თითებით
მუცლის ღრუს ღრმა პალპაცია წარმოებს თითებით, საფუძვლად უდევს კუნთოვანი
და „სივრცითი“ შეგრძნებაც.
ღრმა პალპაციისას შეხებითი შეგრძნება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი
საპალპაციო ორგანოს სიმკვრივე გარემომცველი ქსოვილების სიმკვრივეზე მეტია .
მუცლის ღრუს ორგანოების
პალპაცია
ზერელე პალპაციით ვიკვლევთ: ბიძგისებური პალპაცია საშუალებას
იძლევა გაისინჯოს გადიდებული
მუცლის კედლის ზოგად და ღვიძლი, ელენთა, აგრეთვე სიმსივნური
ადგილობრივ დაჭიმულობას წარმონაქმნი, მაშინ როდესაც ღრუში
მტკივნეულობას დიდი რაოდენობით სითხეა
დაგროვილი.
კუნთების გათიშვას
ბიმანურალური პალპაცია ძირითადად
ამა თუ იმ ორგამოს მკვეთრ გადიდებას გამოიყენება თირკმლების
გამოსაკვლევად.
დიდი ზომის სიმსივნის არსებობას
არსებობს სამი განსხავავებული
ვიბრაცია
თრთოლვა- შეგრძნება რომელსაც ვგრძნობთ ხელისგულზე, ხშირად ადარებენ
კატის კრუტუნს და ახასიათებს გულის დაავადებებს
სითხის ფლუქტუაცია- იგრძნობა იქ სადაც ხდება სითხის აკუმულაცია
კრეპიტაცია- როდესაც ხდება ჰაერის ან აირების დაგროვება კანქვეშა ქსოვილეში.
თუ კრეპიტუსი იგრძNობა ძვლის მიდამოში, ეს მიუთეთებს მოტეხილობაზე
პერკუსია
პერკუსია ფიზიკური გამოკვლევის მეთოდია დარტმით, დაკვრით. დარტმის დროს
ხდება ქსოვილების რხევა, რაც გამოსცემს დამატებით ხმიანობას, რის მიხედვითაც
ვმსჯელობთ მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ადამიანის ორგანოები და ქსოვილები
პერკუსისს დროს იძლევიან სხვადასხვა ხასიათის ხმიანობას.
ქსოვილები და ორგანოები, რომლებიც არ შეიცავენ ჰაერს გამოსცემენ ჩუმ
ხმიანობას.
ჰაერის შემცველი ორგანოები გამოსცემენ ძლიერ ხმას.

ორგანოების ხმიანობის ამ სხვადასხვაობაზეა დამყარებული პერკუსიით ერთი


ორგანოს გარჩევა მეორისგან - ტოპოგრაფიული პერკუსია და ორგანოებში
პათ.ცვლილებების გარჩევა- შედარებითი პერკუსია.
პერკუსიის დროს მიღებული ხმიანობა დამოკიდებულია:

 ქსოვილებში ჰაერის არსებობაზე


 ჰაერის შემცველი ორგანოს სხვა ორგანოებთან სიახლოვეზე
 წარმოქმნილი ხმიანობის გარემომცველ ქსოვილებში გატარებაზე.

პერკუსიის დროს წარმოქმნილი ხმიანობის სიძლიერე დამოკიდებულია რხევის


სიდიდეზე, მის ამპლიტუდაზე.
ტექნიკა
 არჩევენ პირდაპირ (უშუალო) და არაპირდაპირ (მეოხებით) პერკუსიას.
პირდაპირი პერკუსიის დროს ერთი ან რამდენიმე შეერთებული თითით ან
სპეციალური საპერკუსიო ჩაქუჩით ხდება დარტყმა უშუალოდ ავადმყოფის
სხეულზე.
 არაპირდაპირია პერკუსია, თუკი დარტყმა წარმოებს არა უშუალოდ სხეულზე,
არამედ სხეულზე მოთავსებულ სპეციალურ ფირფიტაზე - პლესიმეტრზე ან მეორე
ხელის თითზე, რომელსაც ვიყენებთ როგორც პლესიმეტრს.
 ძალის მიხედვით, ვარჩევთ ღრმა და ზერელე პერკუსიას.
პერკუსიის ხმიანობები
ხმიანობას, რომელსაც ფილტვების პერკუსიის დროს ვიღებთ, ფილტვის ნათელი
ხმიანობა ეწოდება.
უჰაერო ქსოვილების და ორგანოების პერკუსიის დროს მიღებულს ყრუ.
ნათელ და აბსოლუტურად ყრუ ხმიანობას შორის არის გარდამავალი ხმიანობა,
მოყრუებული ხმიანობა.
კუჭის და ნაწლავების პერკუსიის დროს მიღებულ ხმიანობას ტიმპანური ეწოდება.
ზოგჯერ ფილტვების პერკუსიის დროს ვიღებთ ხმიანობას, რომელსაც
კოლოფისებური ეწოდება.
აუსკულტაცია
აუსკულტაცია ავადმყოფის გამოკვლევის მეთოდია მოსმენით. პერკუსიისაგან
განსხვავებით, როდესაც ამა თუ იმ ხმიანობას ჩვენ თვითონ ვიწვევთ ხელოვნურად,
აუსკულტაციით მოისმინება ის ხმიანობები, რომლებიც ორგანიზმში წარმოიშობა
თავისით ორგანოების ფუნქციონირების დროს. (ორგანოებში აირების და სითხის
მოძრაობის, მათი ზომის ცვლილების დროს წარმოქმნილი რხევების შედეგად). ამ
ხმიანობების მიხედვით, ვმსჯელობთ ამა თუ იმ ორგანოს ორგანოს ნორმალური თუ
პათოლოგიური მგომარეობის შესახებ.
აუსკულტაცია
აუსკულტაციას ვიყენებთ ნორმული და პათოლოგიური ხმოვანი მოვლენების
მოსასმენად, რომლებიც წარმოიქმნება ფილტვებში, ბრონქებსა და პლევრში
სუნქთვის (ვეზიკულური სუნთქვა, ბრონქული სუნთქვა, ხიხინი, კრეპტაცია, პლევრის
ხახუნი), გულის მუშაობის (გულის ტონები, შუილები), სისხლძარღვებში სისხლის
დინების, კუჭის და ნაწლავების მუშაობის დროს და სხვა.
აუსკულტაციით ვისმენთ აგრეთვე გატარებულ ხმიანობას (ბრონქოფონია,
ეგოფონია), აუსკულტაციას ვიყენებთ სისხლის არტერიული წნევის გასასინჯად
კოროტკოვის მეთოდით.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like