You are on page 1of 5

საკოორდიანაციო სისტემაში შედის:

● ნათხემი

● ვესტიბულარული აპარატი, ანუ კარიბჭე-ლოკოკინას (8წყვ.) ნერვის წონასწორობის


ნაწილი,ლაბირინთული ანუ ვესტიბულური აპარატი.
● ღრმა მგრძნობელობის აპარატი, ვინაიდან ღმა მგრძნობელობის, ანუ
პროპრიორეცეპტორებიდან იღებს ნათხემი იმპულსებს.

ნათხემი შედგება ორი ჰემისფეროსაგან, მოთავსებულია ქალას უკანა ფოსოში , მოგრძო


ტვინისა და ვაროლის ხიდის ზევით კეფის წილების უკან. კეფის წილები და ნათხემი
ერთმანეთისაგან გამომყოფილია ნათხემის კარავით.

ნათხემის ქერქი სამშრიანია:

● მოლეკულური შრე

● პურკინიეს უჯრედების შრე

● მარცვლოვანი შრე

ნათხემს აქვს სამი წყვილი ფეხი, რომელთა საშუალებით ნათხემი უკავშირდება ტვინის
ღეროს და მოპირდაპირე დიდ ჰემისფეროს.

ნათხემის გამტარი გზები --- 5 ნეირონიანია, ეს გზები აკეთებს 2 ან 4 ჯვარედინს,


ამიტომ კლინიკური პათოლოგია ყოველთვის დაზიანების მხარესაა.

პირველი ეს არის უკანა Spino-cerebellaris, ანუ ფლექსიგის გზა

მეორე ეს არის წინა Spino-cerebellaris , ანუ გოვერსის გზა

პირველი ნეირონი ორივესთვის საერთოა - მალთაშუა კვანძი.

უკანა Spino-cerebellaris / ფლექსიგის გზა - (2 ჯვარედინი)

უკანა ფესვის საშუალებით შედის უკანა რქაში სადაც მისი მეორე ნეირონია. შემდეგ
თავისივე მხარეზე შედის ზურგის ტვინის გვერდით სვეტში, გაივლის მთელ გვერდით სვეტს
და შედის ნათხემის ჭიაში, სადაც მისი მესამე ნეირონია მოთავსებული. მეოთხე ნეირონი -
ნათხემის ჰემისფერო. მეხუთე ნეირონი მოთავსებულია ნათხემის ჰემისფეროს ქერქში ,
დაკბილულ ბირთვში Nucleus dentatus- ში. მეხუთე ნეირონიდან ეს გზა აკეთებს პირველ
ჯვარედინს -- ვერნეკინგის ჯვარედინს და შედის წითელ ბირთვში Nucleus ruber- ში.
წითელი ბირთვიდან აკეთებს მეორე ჯვარედინს -- ფორელის ჯვარედინს და წითელი
ბირთვიდან გამოსულ ბოჭკოთა კონას ეწოდება მონაკოვის კონა, ანუ რუბროსპინალური
გზა და ბრუნდება ზურგის ტვინის გვერდით სვეტში, გაივლის მთელ გვერდით სვეტს და
მთავრდება ზურგის ტვინის წინა რქის მოტონეირონებში იმავე მხარეს საიდანაც დაიწყო .
ნათხემს 4 ძირითადი ბირთვი აქვს, აქედან სამი მოთავსებულია ნათხემის ჭიაში, ხოლო
ერთი, ყველაზე დიდი დაკბილული ბირთვი მოთავსებულია ნათხემის ჰემისფეროს ქერქში ,
რომელიც წარმოადგენს ნათხემის გამტარი გზების მთავას შემკრებს .

წინა Spino-cerebellaris / გოვერსის გზა (4 ჯვარედინი)

პირველი ნეირონი ორივესთვის საერთოა და მოთავსებულია მალთაშუა კვანძში .

მეორე ნეირონი - უკანა რქა (საერთოა.) აქედან აკეთებს ჯვარედინს , გადადის


მოპირდაპირე მხარეზე და შედის გვერდით სვეტში. გვერდითი სვეტიდან აკეთებს მეორე
ჯვარედინს, გადადის მოპირდაპირე მხარეზე და შედის ნათხემის ჭიაში სადაც მისი მესამე
ნეირონია (საერთო) , ჭიიდან გზა ზუსტად ისეთივეა, როგორც ფლექსიგის შემთხვევაში , ანუ
მეოთხე ნეირონი - ნათხემის ჰემისფერო, მეხუთე ნეირონი - დაკბილული ბირთვი ,
ვერნეკინგი აქ უკვე მესამე ჯვარედინია, შედის წითელ ბირთვში, წითელი ბირთვიდან
გამოდის უკვე მეოთხე ჯვარედინით - ფორელის ჯვარედინით , რუბროსპინალური გზით
ანუ მონაკოვის კონით გამოდის და შედის გვერდით სვეტში და საბოლოოდ მთავრდება
ზურგის ტვინის წინა რქებში.

პათოლოგიები

ნათხემისებური ატაქსია -

თუ ნათხემის ირიტაციას აქვს ადგილი -

ალკოჰოლი პირველ რიგში აღიზიანებს ნათხემის ბოჭკოებს, ამიტომ ნათხემისებური


ატაქსიის პირველი სიმპტომი არის მთვრალისებრი, ტანდემური სიარული.

მეორე სიმპტომი ეს არის დამარცვლითი, /ანუ დანაწევრებული, /ანუ ცერებელლარული ,/


ანუ სკანდირებული, /ანუ დიზართრიული მეტყველება.

მესამე სიმპტომი ეს არის ნისტაგმი - თვალის კაკლების უნებლიე მოძრაობა .

ნევროლოგიური პაციენტის გასინჯვა იწყება თვალის მამოძრავებელი ნერვებიდან . მესამე


, მეოთხე, მეექვსე წყვილი ნერვების ფუნქციის გამოკვლევისას ვიჭერთ პასტას და
ვეუბნებით ავადმყოფს, რომ თავის განძრევის გარეშე გაიხედოს მარჯვნივ , მარცხნივ ,
ზევით, ქვევით, დავუშვათ გავახედეთ მარჯვნივ , გავაჩერებთ ჩაქუჩს და ვაკვირდებით
თვალის კაკლებს მოძრაობს თუ არა, თუ მოძრაობს ამას ვუწოდებთ ნისტაგმს.

ნისტაგმი შეიძლება იყოს ჰორიზონტალური, ვერტიკალური და როტატორული, როცა


მთელ სიბრტყეში მოძრაობს კაკლები. გარდა ამისა ნისტაგმი შეიძლება იყოს
წვრილამპლიტუდოვანი და მსხვილამპლიტუდოვანი და ისინი შეესაბამება კაკლების
მოძრაობას. როტატორული ნისტაგმი დამახასიათებელია ალბინოსებისთვის .
შემდეგი სმპტომი

საკოორდინაციო ცდებს ვუტარებთ პაციენტებს:

ცხვირ-თითის და მუხლ-ქუსლის.

ცხვირ-თითის ცდა-

ავადმყოფს ვეუბნებით, რომ გვერდიდან წამოიღოს საჩვენებელი თითი და დაიდოს


ცხვირის წვერზე, ამ დროს ავადმყოფი იყურება პირდაპირ,

მუხლ-ქუსლის ცდა

ერთი ფეხის ქუსლს ვადებინებთ მეორე ფეხის მუხლზე, შემდეგ ვთხოვთ ჩააყოლოს წვივს .

პათლოგიის შემთხვევაში საკოორდინაციო ცდების შესრულებისას ვლინდება შემდეგი


პათოლოგიები:

დისმეტრია - ჰიპერ ან ჰიპომეტრიით.

ჰიპერმეტრია - როდესაც მაგალითად ცხვირის წვერის მაგივრად, მას გადააცილებს და


დაიდებს ცხვირის ზურგზე.

ჰიპომეტრია - ანუ ცხვირის წვერამდე თითის მიტანამდე რო გაჩერდება.

მიზანთან მიახლოებისას იწყება ინტენციური ტრემორი, ანუ კანკალი.

ქვედა კიდურებზე ინტენცია ფიქსირდება მაშინ, როდესაც პაციენტი წვივს სწორხაზოვნად


კი არ აყოლებს ქუსლს, არამედ ზიგზაგისებურად. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ
ვლინდება დისმეტრია ჰიპერ ან ჰიპომეტრიით და ინტენციური ტრემორით .

შემდეგი სიმპტომი ეს არის რომბერგის ცდა -

პაციენტს ვეუბნებით, რომ ფეხზე დადგეს, ქუსლები ერთმანეთს მიადგან , ხელები წინ
გამოწიონ და თვალები დახუჭონ. პათოლოგიისას ავადმყოფი ვერ ინარჩუნებს
წონასწორობას, ასეთ შემთხვევაში ვამბობთ, რომ რომბერგის წონაში არამდგრადია , ან
არამყარია და აღინიშნება ლატეროპულსიო მარჯვნივ ან მარცხნივ (გვერდზე
გადახრისას), პროკურსიო თუ წინ გადაიხრება და რეტროპულსიო უკან გადახრისას .

ადიადოხოკინეზიის დროს პროცესში მონაწილეობს სინერგიული კუნთები: წინამხრის


კუნთები და მტევნის წვრილი კუნთები, იმისთვის რომ განხორციელდეს სუპინაციო
პრონაციო. ნათხემის დაზიანების დროს ირღვევა რეციპროკული, ანუ შებრუნებითი
ინერვაცია სინერგიულ კუნთებს, ანუ აგონისტ და ანტაგონისტ კუნთებს შორის და
შესაბამისად ეს თანაბარზომიერი მოძრაობები ვეღარ ხორციელდება, ავადმყოფი
აკეთებს არათანაბარ მოძრაობებს.
ყიფშიძის ნიშანი - სუპინაცია პრონაციისას თუ ნეკი აკეთებს განზიდვას (ადუქციო) ,
ვიტყვით, რომ ყიფშიძის ნიშანი დადებითია, ეს კი არის ნათხემის დაზიანების ნაადრევი
დიაგნოსტირებისთის ძალიან კარგი ნიშანი.

პაციენტს ვაწვენთ ზურგზე, ვეუბნებით, რომ დაიკრიფოს გულზე ხელი და წამოჯდეს ,


ფეხების და ხელების დაუხმარებლად უნდა წამოჯდეს. ამ შემთხვევაში დუნდულა კუნთები
არის ანტაგონისტი, ხოლო მხრის კუნთები აგონისტი. ანუ დუნდულა კუნთები დროულად
ჩაერთო მოძრაობაში დავაწექით და ხელების დაუხმარებლად წამოვჯექით . პათოლოგიის
შემთხვევისას, დუდულა კუნთები დროულად ვერ ჩაერთო მოძრაობაში , ამას ვუწოდებთ
ასინერგიას, ანუ კომბინიური ფლექსიო.

ტაბესური/სპინალური ატაქსია

რადგანაც ნათხემი ღრმა მგრძნობელობის რეცეპტორებიდან იღებს იმპულსებს , ღრმა


მგრძნობელობის მოშლასთან ერთად გვექნება კოორდინაციის მოშლაც. ესეთი
ავადმყოფეფი საკოორდინაციო ცდებს თვალდახუჭულ მდგომარეობაში საერთოდ ვერ
სრულებენ. დამახასიათებელია მამლისებური, ანუ სტეპაჟური სიარული . ამ სტადიას უკვე
არაფერი აღარ შველის. პროცესი არის ზურგის ტვინის უკანა სვეტებში .

ცერებლური ატაქსია

ნათხემი თავისი ფეხების საშუალებით უკავშირდება ტვინის ღეროს და მოპირდაპირე


მხარის დიდ ჰემისფეროს.

შუა ფეხების საშუალებით ნათხემი უკავშირდება მოპირდაპირე დიდ ჰემისფეროს, თუ ეს


გზა დაზიანებულია ამ დროს ავადმყოფი ინვალიდია, ამ დროს ავადმყოფს კიდურებში
ნებისყოფით მოძრაობები აბსოლიტურად შენარჩუნებული აქვს , არ აღინიშნება არც
დამბლა, არც პარეზი, მაგრამ ფეხზე ვერ დადგება, რადგან მოშლილია წონასწორობა ,
ამას ეწოდება დგომისა და სიარულის შეუძლებლობა - (ასტაზია, აბაზია) იგივე
ბრუნსის სინდრომი.

თუ ნათხემისებური ატაქსიის დროს კლინიკური გამოვლინება გვაქვს პროცესის მხარეზე ,


ცერებრული ატაქსიის დროს ეს არის მოპირდაპირე მხარეზე , რადგან მოპირდაპირე
ჰემისფეროს უკავშირდება. ავადმყოფი კონტრალატერალურ მხარეზე დაცემისკენ არის
მიმართული.

იშემია - სისხლმომარაგების დაქვეითება, იშემიური ინსულტი ძირითადად


თანდათანობით გონების დაკარგვის გარეშე ვითარდება. ხოლო ჰემორაგია - უეცრად
და თან ახლავს გონების დაკარგვა. ნათხემში დიდი იშემიური კერის არსებობისას
ადამიანი მთელი ცხოვრება ინვალიდდება. (ჰემორაგიის შემთხვეაში გაიწოვება .)
ვესტიბულური ატაქსია

დაზიანებულია ვესტიბულარული აპარატი, ახასიათებს მენიერის სინდრომი - სისტემური


თავბრუსხვევა, ნისტაგმი და წონასწორობის მოშლა.

სისტემური თავბრუსხვევა ეს არის - პაციენტს აქვს სხეულის ან მის ირგვლივ არსებული


საგნების გარკვეული მიმართულებით მოძრაობის შეგრძნება.

You might also like