You are on page 1of 4

ნერვული სისტემა

ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური და პერიფერიული ნაწილებისგან.


ცენტრალური ნერვული სისტემა (Systema nervosum central) შედგება ზურგის ტვინისა
(Medula spinalis) და თავის ტვინისაგან (medulla encephalis).
ზურგის ტვინი მოთავსებულია ხერხემლის არხში. მას აქვს შებრტყელებული ზონრის
ფორმა (წინიდან და უკნიდან არის შებრტყელებული).
გააჩნია ორი შემსხვილება მხრის სახსრისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების დონეზე. (წიგნში
წერია, რომ არის 2 შემსხვილება: კისრისა და წელ-გავის - intumescendia cervicalis et lumbo-
sacralis).

ზრიგის ტვინს გაააჩნია საზღვრები როგორც ტვინოვანი ნივთიერების, ასევე ძვლოვანი


ნივთიერების დონეზე.

 ზურგის ტვინის ჩონჩხის დონეზე არსებული საზღვრებია: კრანიალური საზღავრი


(ზემოთ, ატლანტ-კეფის სახსრის დონეზე) და კაუდალური საზღვარი (ქვედა, წელის
III მალის დონეზე.
 ზურგის ტვინის საზღვრები ტვინოვანი ნივთიერების დონეზე: კრანიალური
საზღავრი (პირამიდების ჯვარედინი) და კაუდალური საზღავრი (ტვინოვანი კონუსი-
conus medularis).

ზურგისა და თავის ტვინს გააჩნიათ საკუტარი გარსები: მაგარი გარსი (ეხება


უშუალოდ ძვლოვან ქსოვილს), არაქნიოიდური სივრცე, რბილი გარსი,
სუბარაქნოიდულუ სივრცე და მის ქვეშ მდებარე ქსელისებური გარსი. ეს სამი გარსი
წელის III მალის დონიდან ერთმანეთს შეეზარდება და შეიქმნება საბოლოო ძაფი- Filum
terminale. მასში ტვინოვანი ნივთიერება არ გვხვდება, ის მოდის წელის III მალიდან და
კუდუსუნის II ან III მალას ძვლის საზარდელში შეერდება (უზრუნველყოფს ფიქსაციას).
ზურგის ტვინს ცენტრში, მთელ სიგრძეზე გასდევს ზურგის ტვინის არხი, რომელიც
იწყება მოგრძო ტვინიდან და მტავრდება ტვინოვან კონუსთან. ამ არხში მოტავსებულია
ცერებროსპინალური სითხე (თავზურგის სიტხე). ეს სითხე ასევე მოტავსებულია მაგარ და
რბილ გარსს შორის, არქნოიდულ სივრცეში.ცერებროსპინალური სითხის ანალიზის
შედეგად მიიღება ამომწურავი ინფორმაცია თავისა და ზურგის ტვინის მდგომარეობის
შესახებ. ლიმფური სისტემა( რომელსაც აქვს გამწენდი ფუნქცია) არ გვხვდება თავისა და
ზურგის ტვინში, აქ გამწმენდ ფუნქციას ასრულებს ცერებროსპინალური სითხე. ასევე იგი
ასრულებს საყრდენ ფუნქციას ზურგის ტვინისთვის.
ზურგის ტვინი წინა ცენტრალური ნაპრალით - Fissura centralis anterior- და უკანა
ცენტრალური ღარით - Sulcus centralis posterior- გაყოფილია მარჯვენა და მარცხენა
სიმეტრიულ ნაწილად, რომელნიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. თითოეული ეს
ნაწილი, თავის მხრივ, იყოფა წყვილ-წყვილ წინა და უკანა გვერდითი ღარების მეშვებოთ.
ზურგის ტვინი სიგრძეზე ერთი ნაპრალით და 5 ღარით დაყოფილია სვეტებად- წინა,
უკანა და გევრდით ლარებად -Funiculus anterior, posterior et lateralis.
ზურგის ტვინი სიგანეზე დაყოფილია ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვების
მეშვეობით სეგმენტებად. ნერვები გამოდიან მალთაშორისი ხვრელებიდან, რომლებსაც
სახსარზედა და სახსარქვედა ნაჭდევები წარმოქმნიან. ამ ნაჭდევიდან გამომავალ ნერვებს
შორის მოთავსებულ ტვინოვან ნაწილს სეგმენტი ეწოდება.
წელის უმეტესი დაგავა-კუდუსუნის სეგმენტების ფესევბი ზურგის ტვინის დამთავრების
შემდეგ (ტვინოვანი კონუსის შემდეგ) აგრძელებენ გზას ხერხემლის არხში, სადაც ქმნიან
ერთიან კონას- რაშის კუდს - Cauda equine spinalis.
ადამიანის ზურგის ტვინს გააჩნია 31 სეგმენტი. კისრის მიდამოში გვაქვს 8 სეგმენტი,
რადგან პირველი წყვილი ნერვი გამოვიდა არა პირველსა და მეორე მალას შორის, არამედ
პირველ მალასა და კეფას შორის. გულმკერდის მიდამოდან გამოდის 12 წყვილი, წელის
მიდამოდან 5 წყვილი, გავის მიდამოდან 5 და კუდუსუნის მიდამოდან 1 სეგმენტი.
ზურგის ტვინის ჰორიზონტალურ განივკვეთზე ჰგანირჩევა მისი ცენტრალური რუხი
ნივთიერება, რომელიც გარშემორტყმულია თეთრი ნივთიერებით.

რუხი ნივთიერება
Substantia grisea- რუხი ნივთიერების ერთგვაროვანი ნერვული უჯრედების მჭიდროდ
განლაგებითა და გაერთიანებით მიიღება ბირთვები, რომლებიც ლაგდებიან
განცალკევებულ სვეტებად და ქმნიან წინა სვეტებს, ანუ წინა რქებს - cornu anterior და
უკანა სვეტებს, ანუ უკანა რქებს- cornu posterior. ისინი გვხვდება კისრის, წელის, გავისა და
კუდუსუნის ყველა სეგმნტში, გულმკერდის სეგმენტებში კი წინა და უაკან რქებს ემატება
გევრდითი რქები- Cornu lateralis.
წინა რქებში თავმოყრილია მამოძრავებელი ბირთვები. ანუ აქედან წამოსული ნერვები
მოძრაობას უზრუნველყოფენ. უკანა რქებში თავმოყრილია სენსორული (მგრძნობიარე)
ბოლქვები. მათგან წამოსული ნერვების ფუნქცია-დანიშნულება არის შეიგრძნოს
გაღიზიანება. გვერდით რქებში გვხვდება ვეგეტატიური სიმპათიკური ბირთვები. ნერვები
სათავეს იღებენ ბირთვებიდან. ზურგის ტვინის მარჯვენა და ამრცხენა ნაწილების რუხი
ნივთიერება ერთამნეთს უერთდება და მას ეწოდება რუხი შესართავი- Commisura grisea.
 წინაში რქებში განლაგებულია მედიალური და ლატერალური ბირტვები
 უკანა რქებში ფუძეზე გვაქვს გულმკერდის საკუთარი ბირთვები, მათ მოჰყვება
საკუთარი ბირთვები, შემდეგ ჟელატინისებრი ნივთიერება- Substancia Gelatinosa.
შემდგომ რუხი ნივთიერება თეთრში შეიჭრება ხარიხების სახით და იქმნება
ბადებრივი ფორმაცია- Formatio reticularis.
თეთრი ნივთიერება- Substantia alba
აქ გვხვდება წინა ლარი- Funiculus anterior, გვერდითი ლარი- Funiculus lateralis და უკანა
ლარები- Funuculis posterior. ლარებში მოტავსებულია გამტaრი გზები, რომლებიც 2 სახის
ბოჭკოთი არიან წარმოდგენილი: გრძელი ასოციაციური ბოჭკოები (ერთმანეთთან
აკავშირებენ პერიფერიას და ტავის ტვინს) და მოკლე ასოციაციური ბოჭკოები
(ერთამნეთთან აკავშირებენ სეგმენტებს). ზურგის ტვინის მარჯვენა და მარცხენა
ნაწილების თეთრი ნივთიერება ერთამნეთს უერთდება თეთრი შესართავით- Commisura
alba.

ზურგის ტვინიდან გამოდის 31 წყვილი ნერვი. პირველი წყვილის გარდა, ყველა


დანარჩენი შერეული ტიპის არის.უკნიდან წამოვლენ მგრძნობიარე ნერვები. წინიდან-
მამოძრავებელი, გაერთიანდებიან მიელინის გარსის ქვეშ და მიიღება შერეული ნერვი.
სპინალური ნერვები მალთაშუა ხვრელებიდან გამოსვლისთანავე იყოფიან 4 ტოტად:
ramus anterior, posterior, meninge et cobisura.

 მენინგიალური ტოტი შებრუნდება ხერხემლის არხში და ახდენს თავისა და ზურგის


ტვინის გარსების ინერვაციას.
 შემაერთებელი ტოტი სომატურ ნაწილს აკავშირებს სიმპათიკურთან.
 უკანა ტოტი მიდის ტორსის უკანა ზედაპირზე და აქ განლაგებული კუნთებისა და
კანის ინერვაციას იწვევს.
 წინა ტოტი ქმნის 5 წნულს- კისრის, მხრის, წელის, გავისა და კუდუსუნის წნულებს.

კისრის - plexus cervicalis -მიდამოდან გამოდის 8 წყვილი ნერვი, რადგან პირველი ნერვი
გამოგის არა პირველსა და მეორე მალებს შორის, არამედ კეფასა და პირველ მალას შორის.
პირველი 4 წყვილის წინა ტოტები გვაძლევს კისრის წნულს მკერდლავიწდვრილისებრი
კუნთის მიდამოში, კისრის I-IV მალების დონეზე.
დანარჩენი 4 წყვილი და მკერდის 1-ლი წყვილი ნერვები ლავიწის ზემოთ და ქვემოთ
ქმნიან მხრის წნულს.
გულმკერიდიდან გამომავალი ნერვები 2-დან 11-ის ჩათვლით არ ქმნიან წნულებს. ისინი
უკავშირდებიან სიმპათიკურ წვეტს და მიდიან წინ, ახდენენ ტორსის კანის ინერვაციას.
გულმკერდის XII და წელის პირველი 4 წყვილი ნერვის მეშვეობით სუკის კუნთის
მიდამოში იქმნება წელის წნული.
წელის V და გავის I-IV წყვილი ნერვები მსხლისებრი კუნთის დონეზე ქმნიან გავის
წნულს.
გავის V და კუდუსუნის ნერვების მეშვებოთ იქმნება კუდუსუნის წნული.
კისრის წნულიდან გამოდის კანის, კუნთის და შერეული ტოტები.

კანის ტოტები:

1. კეფის მცირე ნერვი- Nervus occypitalis minor- მიდის დვრილისებრი მორჩისაკენ,


აქედან იტოტება კეფის გვერდითი ზედაპირის კანში.
2. ყურის დიდი ნერვი- Nervus auricularis magnus- გადაუვლის მკერდ-ლავიწ-
დვრილისებრ კუნთს და აღწევს ყურის ნიჟარას. აინვერირებს მის კანს, ყბაყურა
ჯირკვლის არეს და გარეთა სასმენ მილს.
3. კისრის განივი- Nervus transverses coli- მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ კუნთს გადაკვეთს
შუა ნაწილში, იტოტება ზევით და ქვევით და აინვერირებს კისრის კანს.
4. ლავიწზედა- Nervus subraclavicularis- 3-5 ცალია. იძლევა განშოტებებს საუღლე ვენისა
და პლატიზმის ქვეშ. აინვერირებს კისრის უკანა-გვერდითი ზედაპირის კანს, ლავიწის
არის კანს და გულმკერდის ზედა ნაწილის კანს.

კუნთების ტოტები:

1. წვრილი მრავლობითი ტოტები აინვერირებენ შემდეგ კუნტებს: თავის


წინა/გვერდითი სწორი კუნტები, კისრის გრძელი, ბეჭის ამწევი, განივმორჩთაშორისი
წინა, კიბისებრი, მკერდ-ლავიწ-დვრილიებრი და ტრაპეციული კუნტები.
2. კისრის მარყუჟის ქვედა ფესვის ტოტები- Radix inferior ansae cervicalis.
კისრის მარყუჟი იქმნება ქვედა და ზედა ფესვით. ზედა ფესვის დაღმავალ ტოტთან
დაკავშირებულია ენისქვეშა ნერვი. მარყუჟის ქვედა კიდიდან გამოდის ტოტები,
რომელიც აინვერირებს- ბეჭ-ინის, მკერდ-ინის, ფარ-მკერდის კუნთებს.

შერეული ტოტები:

1. დიაფრაგმის ნერვი- Nervus phrenicus- შეიცავს მამოძრავებელ ბოჭკოებს. მიემართება


დაკბილული კუნთის გასწვრივ, შემდეგ ეშვება წინა შუასაყარში.
მარჯვენა და მარცხენა ფესვები ექცევიან შუასაყრის პლევრისა და პერიკარდიუმს შროის
და მათ აწვდიან ტოტებს. როცა მიაღწევს დიაფრაგმას, შეიჭრება მის ფურცლებსა და
პარიესულ პლევრაში, ნერვის ტოტები გადის დიაფრაგმაში და ტოტებს აწვდის
პერიტონიუმს, ღვიძლის კაფსულას, იოგებს. დიაფრაგმის ენრვი კავშირს ამყარებს
დიაფრაგმის სიმპათიკურ წნულთან და ფაშვის წნულთან და აწდან შინააგნ
ორგანოებთან.

You might also like