Professional Documents
Culture Documents
New Microsoft Word Document
New Microsoft Word Document
დაბალანსებული მულადჰარა
ადამიანი თავს იგრძნობს დაცულად, აღარ აქვს სხვადასხვა შიშები, ყოველდღიურობა
სასიამმომვნო და შედეგიანი იქნება. არ შეგაწუხებთ ეჭვები სამყაროში თქვენი
ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერი საქმეს, რომელსაც ადამიანი დაიწყებს
წარმატებამდე მიიყვანს, იქნება ეს ბიზნესი თუ პირადი ურთიერთობები. ადამიანი
იქნება ჰარმონიაში სამყაროსთან.
ზეაქტიური მულადჰარა
ამ დროს ადამიანი გრძნობს გამუდმებულ სიბრაზეს, ყველაფერი თავს აბეზრებს, აქვს
ხალხისა და მოვლენების მიმართ აგრესია, სიძუნწე და ადამიანების გაკონტროლების
მოთხოვნილება მძაფრდება. ადამიანი ხდება სხვადასხვა პირებსა თუ გარემოებზე
დამოკიდებული, და ვერ ეგუება ცვლილებებს.
დასუსტებული მულადჰარა
ამ შემთხვევაში ადამიანი თავს გრძნობს ეულად, ვერ ეგუება საკუთარ სხეულსა და
გარეგნობას. ვერ ახერხებს კონცენტრირებასა და საკუთარი ქმედებების
გაკონტროლებას. ადამიანს აქვს უმოქმედობის და უენერგიობის გამუდმებული
გრძნობა, შესაძლებელი დეპრესია და სუიციდალური აზრები.
მულადჰარას განკურნება
როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, არსებობს რადმდენიმე გზა, იმისთვის, რომ
მულადჰარა ამუშავდეს. ძიების შემდეგ მათ შორის ყველაზე ცნობილ ვარიანტებს
მივაგენი და მინდა გაგიზიაროთ.
ქოლოროთერაპია
ფუძის ჩაკრა ასოცირდება წითელ ფერთან, თუ ადამიანი დაანთებს წითელ სანთელს,
მასზე ფოკუსირდება და ვიზუალიზაციის მეთოდით წარმოიდგენს წითლად
განათებულ მულადჰარას ეს მას ფუძის ჩაკრის გააქტიურებაში დაეხმარება.
კრისტალოთერაპია
პირველ ჩაკრას ააქტიურებს ჰელიოტროპი, ობსიდიანი, შავი ტურმალინი, ჰემატიტი,
მუქი წითელი სარდიონი, (სერდოლიკი) წითელი იასპი, მუქი ძოწი, მუქი სარდონიქსი,
ონიქსი, შავი ან მუქი ფერის მქონე აქატი, ამონიტი, გიშერი და კვამლიანი კვარცი.
ჰემატიტი
ჰელიოტროპი
ძოწი
ტურმალინი
მუქი სარდონიქსი
მუქი სარდიონი
ონიქსი
ობსიდიანი ფიფქებიანი
წითელი ობსიდიანი
კვამლიანი კვარცი
წითელი იასპი
გიშერი
ბუნება
მულადჰარას ელემენტი მიწაა, უბრალოდ ბუნებაში გასვლა, ხეებისა და გარემოს ხმით
დატკბობა, ბალახთან შეხება და ხის ქვეშ მიწაზე დაჯდომა დაგეხმარებათ დედამიწის
ენერგიის შეთვისებაში.
ხმის თერაპია
მულადჰარაზე როგორც საწყის ჩაკრაზე განსაკუთრებით მოქმედებს ნოტი დო (C).
დაბალანსებული სვადიშტანა
ადამიანის გრძნობები თავისუფალია. შეგიძლიათ გამოხატოთ თავი ყოველგვარი
პრობლემის გარეშე! ადამიანს აქვს შესანიშნავი თვითდაჯერებულობა, იცის საკუთერი
ძალების შესახებ და მართავს მას, უმკლავდება ნებისმიერ დაბრკოლებას. ადამიანს არ
აქვს პრობლემები სექუალური განხრით. უყვარს ცხოვრება და სურს მისი გავლა
სრულყოფილად, სავსედ, უამრავი თავგადასავლებითა და ხალისიანი განწყობით.
ზეაქტიური სვადიშტანა
ადამიანი არის ზედმეტად ემოციური, ყველაფრის მიმართ აქვს დაძაბული
შეხედულება და მცირე დეტალზეც კი მართავს ისტერიკებს. ადამიანს აქვს არაჯანსაღი
დამოკიდებულება სხვადასხვა პიროვნებების მიმართ. მიუხედავად ემოციური
ხასიათისა ასეთი ადამიანის გაკონტროლება მარტივია.
დასუსტებული სვადიშტანა
ასეთი ადამიანი შეიძლება განიცდიდეს შიშს იმის მიმართ რაც ანიჭებს სიამოვნებას და
იკრძალავდეს ყველაფერს რაც თავს კარგად აგრძნობინებს მას. მცირე კრეატიულობა,
სიზარმაცე, ქრონიკული დაღლილობა, მუდმივად ძილისკენ მიდრეკილება.
კრისტალოთერაპია
სტაფილოსფერი სარდიონი (სერდოლიკი), ქარვა, სტაფილოსფერი კალციტი, მუქი
ციტრინი, მოყვითალო მოსტაფილოსფრო იასპი, მუქი ოქროსფერი ტოპაზი,
სტაფილოსფერი მზის ქვა, ძოწის სხვადასხვა სახეობა, სტაფილოსფერი ავანტურინი და
ა.შ.
ძოწი სტაფილოსფერი
მუქი ციტრინი
ქარვა
ფლუორიტი
ოქროსფერი ტოპაზი
სტაფილოსფერი სელენიტი
სარდიონი
სტაფილოსფერი ჟადეიტი
მზის ქვა
სტაფილოსფერი კალციტი
სტაფილოსფერი ავანტურინი
ბუნება
სვადიშტანას ელემენტი წყალია. მდინარესთან, წყაროსთან ზღვასთან ახლოს ყოფნა,
ნაპირთან სეირნობა ან წამოწოლა დაგეხმარებათ ბუნებისგან მიიღოთ ის ენერგია,
რომელიც თქვენს ორგანიზმს აკლია.
ხმის თერაპია
სვადიშტანაზე მოქმედებს ნოტი რე (D)
დაბალანსებული მანიპურა
ადამიანს აქვს სრული კონტროლი მის ემოციებსა და ფიქრებზე, იმპულსები არ
იმოქმედებენ მის გადაწყვეტილებებზე. ზუსტად იცის მისი ადგილი და ტკბება
ცხოვრებით. ასეთ ადამიანს უყვარს საკუთარი თავი, აფასებს იმ ადამიანებს,
რომლებიც მის ცხოვრებაში არიან და ხვდება, რომ ნებისმიერი პიროვნება სამყაროს
უნიკალური, განუმეორებელი ნაწილია. მზის წნულის ჩაკრა გასცემს სითბოს სხვების
მიმართ და ისინიც იმავე სითბოთი გეპყრობიან თქვენ.
ზეაქტიური მანიპურა
ამ შემთხვევაში ადამიანი ზედმეტად კრიტიკულია. ადვილად ნახულობს ნაკლს სხვა
ადამიანებში, არ იღებს ბრალს საკუთარ თავზე. აქვს მუდმივი წარმოდგენა რომ „ყველა
დამნაშავეა, მხოლოდ მე ვარ მართალი”. შესაძლებელია ქონდეს ზედმეტად ფეთქებადი
ხასიათი, ან ყველაფერი მისი გზით უნდა ხდებოდეს, ან საერთოდ არ უნდა მოხდეს.
ესეთიი ადამიანი შესაძლებელია ხშირად გეგმავდეს, მაგრამ არასოდეს
ანხორციელებდეს ამ გეგმებს.
დასუსტებული მანიპურა
ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს ეჭვი საკუთარი შესაძლებლობებისა და სხვების მიმართ.
ზედმეტად ღელავს იმაზე თუ რას იფიქრებენ მასზე, მუდამ ეჭვი ეპარება საკუთარ
სიკარგეზე და ელის როდის ეტყვიან ადამიანები კომპლიმენტს.
კრისტალოთერაპია
მოყვითალო იასპები, ვეფხვის თვალი, ციტრინი, ყვითელი ტურმალინი, ყვითელი
ტოპაზი, ყვითელი კალციტი, ყვითელი ავანტურინი. ნებისმიერი მოყვითალო ფერის
ქვა.
ციტრინი
ქრიზოლიტი
ქარვა
ფლუორიტი
ტოპაზი
პირიტი
კალციტი
იასპი
იასპი
უდაბნოს იასპი
ვცეფხვის თვალი
ყვითელი აქატი
ყვითელი ავანტურინი
ბუნება
მზის წნულის ჩაკრის ელემენტი ცეცხლია. მზეზე სეირნობა, ცეცხლის ყურება ან
მასთან ახლოს ყოფნა დიდ გავლენას იქონიებს მანიპურაზე.
დაბალანსებული ანაჰატა
ადამიანი გრძნობს დიდ სიყვარულს დედამიწის ყოველი ცოცხალი არსების მიმართ.
არის კეთილი, მზრუნველი, მხიარული და კომუნიკაბელური. ასეთი ადამიანი არ
განსჯის ან გააკრიტიკებს სხვის შეცდომებსა და ქმედებებს. თავთან განმარტოება არ
თრგუნავს და ურთიერთობებს შორის პაუზა არ აწუხებს, პირიქით ურჩევნია
დაიცადოს და სწორად შეარჩიოს ადამიანი, რომელთანაც სულიერ კავშირს იგრძნობს.
ზეაქტიური ანაჰატა
ასეთ ადამიანს მართავს ნეგატიური ემოციები, სევდა, სიბრაზე, წუხილი, სიძუნწე.
უმეტეს შემთხვევაში ვერ განიცდის სიხარულს. შესაძლებელია ადვილად
იმართებოდეს თუ ადამიანი გაკიცხავს და შენიშვნას მისცემს. ასეთი ადამიანის
სიყვარული არის არჩევადი „მე შეგიყვარებ მაშინ როდესაც შენ გააკეთებ ამას… ან
იქნები ესეთი როგორიც მე მინდა…“. შესაძლებელია ადამიანი იყოს იქ, სადაც სულ
გასცემს მაგრამ არაფერს იღებს. ადამიანების დაკარგვის შიშით პატიობს ყველაფერს და
მათ დანაშაულებსა თუ შეცდომებს იბრალებს საკუთარ თავზე, იქნება ეს ემოციური
თუ ფიზიკური კუთხე.
დასუსატებული ანაჰატა
ნებისმიერ საკითხში, ადამიანი არის ნეგატიური, ვერ ინარჩუნებს პოზიტიურ
განწყობას. მუდამ გონია რომ არავინ აფასებს, არავის უყვარსდა არავის სჭირდება. არ
აქვს სხვების მიმართ ნდობა, ვერ ინარჩუნებს ხანგრძლივ ურთიერთობებს, ყველა
ადამიანს აყენებს დისტანციაზე.
კრისტალოთერაპია
ვარდისფერი კვარცი, მწვანე ავანტურინი, მწვანე ტურმალინი, როდონიტი,
ქრიზოპრაზი, ვარდისფერი აქატი, კუნციტი, როდოქროზიტი. ნებისმიერი
მოვარდისფრო მომწვანო ქვა.
ზურმუხტი
ვარდისფერი მარჯანი
ცავორიტი
ცრიზოპრაზი
ფლუორიტი
მწვანე ტურმალინი
როდოქროზიტი
როდონიტი
ვარდისფერი ოპალი
მწვანე ოპალი
ნეფრიტ
კუნციტი
ვარდისფერი კვარცი
ვარდისფერი ბრილიანტი
ავანტურინი
ბუნება
ანაჰატას ელემენტი ჰაერია. ვერანდასა თუ სახლის სახურავზე გრილი ჰაერით
დატკბობა ადამიანის გულის ჩაკრას დაეხმარება. ასევე ბუნებაში გასვლა და მწვანე
ფერების გარემოცვაში ყოფნა.
ხმის თერაპია:
ანაჰატაზე გავლენას ნოტი სი ახდენს (B)
დაბალანსებული ვიშუდჰა:
ამ შემთხვევაში ადამიანს არ აქვს საკუთარი თავის გამოხატვის პრობლემა, არის
კრეატიული, დამხმარე და შეუძლია კარგი რჩევის გაცემა, თუ რა თქმა უნდა ამას
მისგან ითხოვენ. იცის რა სურს ცხოვრებისგან და მიზნების მისაღწევად ბრძოლის არ
ეშინია. აგრეთვე არ ერიდება საკუთარი სისუსტისა და ნაკლოვანებებისთვის თვალში
ჩახედვის.
ზეაქტიური ვიშუდჰა
ადამიანი ზედმეტად თავდაჯერებული და თავზე შეყვარებული ხდება. მის გარშემო
გარშემო ყველას აკრიტიკებს. შესაძლებელია ხშირად იყენებდეს სიტყვიერ
შეურაცჰყოფას. აგრეთვე ყვირის ისეთ დროსაც, როდესაც ეს საჭირო არ არის. არ
აძლევს სხვა ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას, აიძულებთ ყველას
თავისი სიმართლით იარონ.
დასუსტებული ვიშუდჰა
არ შეუძლია საკუთარი აზრების გამოხატვა. გარშემომყოფები ჩუმ, უცნაურ ადამიანად
მიიჩნევენ. არ შეუძლიაიყოთ გულწრფელები საკუთარი თავის მიმართ.
კრისტალოთერაპია
ლაზურიტი, ცისფერი კალციტი, კიანიტი, აკვამარინი, ფირუზი, ამაზონიტი,
ქრიზოკოლა, ლარიმარი, ტანზანიტი, ცისფერი ტურმალინი, ცისფერი აქატი
სოდალიტი. ნებისმიერი ცისფერი ან ლურჯი ქვა.
საფირონი
ტანზანიტი
ცირკონი
ქალცედონი
ფირუზი
ტოპაზი
სოდალიტი
ლაზურიტი
კიანიტი
კალციტი
ცისფერი ბრილიანტი
აკვამარინი
აპატიტი
ამაზონიტი
აზურიტი
ბუნება
ვიშუდჰას ელემენტი ეთერია, მაგრამ მას ხშირად წყალთანაც აიგივებენ, მიეცით
თქვენს თავს საშუალება დატკბეს ცით, ბუნებით და შეითვისოს ეს ენერგია.
დაბალანსებული აჯნა
ადამიანი არის ღია შემეცნებისთვის, გაცნობიერებული აქვს, რომ თავადვე არის
რეალობის შემქმნელი, აქვს ძლიერი ინტუიცია, მეხსიერება და შეუძლია შეიმეცნოს
პრობლემების გარეშე.
ზეაქტიური აჯნა
ამ ემთხვევაში აწუხებს ხშირი თავის ტკივილები, სტრესი. ადამიანებს თავისზე დაბლა
აყენებს და მიგაჩნია, რომ ყველაზე მეტი იცის.
დასუსტებული აჯნა
ამ შემთხვვევაში ადამიანს უჭირსსულიერი სამყაროს არსებობის გაგება, აქვს ცუდი
მეხსიერება და ინტუიცია. უჭირს რაიმეს შესწავლა და განათლების მიღება.
კრისტალოთერაპია
იისფერი ფლურიტი, მუქი ლაზურიტი, ამეთვისტო, აკვამარინი, მთის ბროლი,
იოლიტი, აზურიტი, ტანზანიტი, იისფერი ავანტურინი, აზურიტი.
ტანზანიტი
ჩაროიტი
ფლუორიტი
იასამნისფერი ჟადეიტი
იოლიტი
მუზი ლაზურიტი
ამეთვისტო
ალექსანდრიტი
იისფერი ავანტურინი
ბუნება
აჯნას სინათლესთან აიგივებენ, კარგია მზეში სეირნობა, ცით და მზის ამოსვლა-
ჩასვლით ტკბობა, სიმშვიდეში განმარტოვება.
ხმის თერაპია
აჯნას ნოტი არის ლა (A)
დაბალანსებული საჰასრარა
ადამიანი არის ბრძენი, ზრუნავს მის სულიერ მესა და სხვა ადამიანების
კეთილდღეობაზე.
დასუსტებული საჰასრარა
ამ შემთხვევაში ადამიანი ვერ პოულობს ცხოვრების მიზანს. ყველაფერი უაზრობად
მიგაჩნია. აქვს კოორდინაციის პრობლემები, შესამჩნევად მოუქნელია. არ გააჩნია
არანაირი სურვილი აღმოაჩინოს საკუთარი შინაგანი მე. პანიკურად ეშინიათ
სიკვდილის.
ფიზიკური სიმპტომები
კუნთოვანი სისტემის დაავადებები, ქრონიკული გადაღლილობა, მგრძნობიარეობა
სინათლისა და სხვადასხვა ხმების მიმართ.
ქოლოროთერაპია
საჰასრარას ფერია თეთრი, იასამნისფერი, მანათობელი ოქროსფერში გადასული
თეთრი.
კრისტალოთერაპია
ამეთვისტო, სელენიტი, მთის ბროლი, მოლდავიტი. ნებისმიერი თეთრი ან
მანათობელი ქვა.
ბრილიანტი
ჰოვლიტი
ცირკონი
მთის ბროლი
თეთრი ქალცედონი
სერაფინიტი
სელენიტი
თეთრი ჟადეიტი
ხავსიანი ოპალი
რძის ოპალი
მთვარის ქვა
კალციტი
თმიანი კვარცი
ალმასი
თეთრი აქატი
ამეთვისტო