You are on page 1of 3

კუნთოვანი ჯავშანი ნეგატიური ემოციების ფონზე წარმოქმნილი ბლოკების

ზონები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ფსიქიკურ და


ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

თვალის ზონა- შიშის ემცოია, თავის ტკვილები, უძილობა, მხედველობის უეცარი


დაქვეითება. ადამიანი ხშირად ვერ ხედავს გამოსავალს სიტუაციიდან.

ყბა, კეფა- განრისხება, ყვირილის სურვილი, ემოცია, რომლის გამოხატვაც ხმამღლა


გვინდოდა და ვერ გამოვთქვით/ კეფის ტკივილი, კბილების ხშირი დაზიანება.

ყელის ზონა-წყენა, სიბრაზე, ტირილის სურვილი. ყველა სიტყვა რომლის თქმაც


გვინდოდა და ვერ ვთქვით. გახლეჩილია სხეული და გონება. ადამიანს არ ესმის
სხეულის იმპულსების. ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს. ფარისებრის ჯირკვლის
დაავადებები, ქრონიკული დაავადებები.

გული, მხრები, ხელები- ღრმა მწუხარება, სიყვარულის ნაკლებობა. გულ


სისხლძარღვთა დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა, ტაქიკარდია.

დიაფრაგმის ზონა- შიში, განრისხება, სიძულვილი. ირღვევა სისხლის და ლიმფის


მიმოქცევა. შინაგან ორგანოებს არ მიეწოდება ჟანგბადი საკმარისი რაოდენობით.
მასთან დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის დაავადებები.

მუცლის და წელის ზონა- სირცხვილი, სიძულვილი, თავდასხმის შიში. საჭმლის


მონელების სისტემის დარღვევა, კოლიტი, ტკივილები წელის არეში.

მენჯი, გავა, კუდუსუნი- ყველა ცხოვრებისეული შიში, ბლოკების არსებობის


შემთხვევაში დათრგუნულია ცხოვრებისეული სიამოვნების მიღების უნარი.

I ზონა-მენჯის, გავა კუდუსნი. მასში თავმოყრილია ყველა ცხოვრებისეული შიში,


აგრესია, ადამიანს უჭირს მიზნების დასახვა. ფიზიოლოგიურ დონეზე მივყავართ
ისეთ პრობლემებამდე როგორის არის უშვილობა, რთული ორსულობა,
ვარიკოზული გაგანიერება, მენჯის შიდა შეგუბებები და შეხორცებები. ბლოკის
მოხსნის შემდეგ გარდა ჯანმრთელობის და კოორდინაციის გაუმჯობესებისა
ადამიანი ხდება თვდაჯერებული, მიზანდასახული, აქვს წინ სვლის სრული
მზაობა, უბრუნდება ცხოვრებისეული სიამოვნების შეგრძნების უნარი. ბლოკის
მოხსნა შესაძლებელი ბიოენერგო თერაპიის, სხეულზე ორიენტირებული, ცეკვის
და მოძრაობითი თერაპიის სპეციალურად შექმნილი ტექნიკებით, მყარად დგომის
პრაქტიკებით და სხვა.

II ზონა მუცლის და წელის ზონა. ზედმეტად წინ გამოწეული ან შეწეული მუცელი.


მუდმივად დაძაბული წელი, გვერდებში გაგანიერებული მუცლის ზონა. ბლოკი
დაკავშირებულია სირცხვილი, სბირაზის და სიძულვილის ემოციებთან. ასევე
მუდმივი თავდასხმის შიშთან. ფიზიოლოგიურ დონეზე იწვევს კუჭის
გაღიზიანების სინდრომს, საჭმლის მონელების დარღვევას, ხშირ ფაღარათს ან
პირიქით შეკრულობას. წელის კუნთის ტკივილებს. ეს ერთ ერთი ყველაზე
მარტივად მოსახსნელი ბლოკია.უნარი. ბლოკის მოხსნა შესაძლებელი ბიოენერგო
თერაპიის, სხეულზე ორიენტირებული, ცეკვის და მოძრაობითი თერაპიის
სპეციალურად შექმნილი ტექნიკებით, რეკომენდირებულია ასევე ნებისმიერი
ფიზიკური სახის ვარჯიში.

III ზონა- დიაფრაგმის ბლოკი. წარმოქმნილია შიშის, სიბრაზისა და სუძილვილის


ემოციების დათრგუნვის ფონზე. აქ იმალება ასევე ფინანსური წარუმატებლობისა
და სოციალური ადაპტაციის ბლოკები. ადამიანს უჭირს სუნთქვა, ჩასუნტქვა და
ამოსუნთქვა ხდება ზედაპირული. იყინება ემოციები, დადებითიც და
უარყოფითიც, ტირილი, სიცილი და სხვა. ფიზიოლოგიურ დონეზე იწვევს კუჭის
პრობლემებს, წყლულს, გასტრიტს, კოლიტებს, პირღებინებას, ბულემიას,
ანორექსისას, სხეულის ფორმების დარღვევას. ეს ბლოკი ხელს უშლის შიდა
ორგანოებსა და ფეხებში ჟანგბადისა და სისხლის მიწოდებას. უნარი. ბლოკის
მოხსნა შესაძლებელი ბიოენერგო თერაპიის, სხეულზე ორიენტირებული, ცეკვის
და მოძრაობითი თერაპიის სპეციალურად შექმნილი ტექნიკებით.

IV ზონა- გულის ზონა. აქ გარეთიანებულია მკერდის ზონის კუნთები, მხრები,


ზურგი, ხელები. ეს ბლოკი ჩნდება ღრმა მწუხარების განცდის შემდეგ. იგი
ფორმირდება ასევე სიყვარულის ნაკლებობით ბავშვობაში ან ახლა, მაგალითად
დაკარგული სიყვარული. ბლოკის შედეგად ადამიანი გაუცნობიერებლად
თრგუნავს სიხარულის, სიყვარულის ემოციას. ვეღარ იცინის გულიანად, ხშირად
მოწყენილია. გამოიხატება ზედმეტად მოხრილი წინ გამოწეული მხრებით, ან
პირიქით ადამიანი მუდმივად დაჭიმულია. აქვს ცივინი და ნესტიანი ან
მოუხერხებელი ხელები. მაღლა აწეული მხრები. მოუხეშავი მოძრაობები. ამ
ბლოკის დროს შესაძლოა განვითარდეს ტაქიკარდია, გულის ნებისმიერი
ჩივილები, სუნთქვის უკმარისობა, სქოლიოზი. ბლოკის მოხსნა შესაძლებელი
ბიოენერგო თერაპიის, სხეულზე ორიენტირებული, ცეკვის და მოძრაობითი
თერაპიის სპეციალურად შექმნილი ტექნიკებით, მყარად დგომის პრაქტიკებით და
სხვა.

V ზონა- ყელის ზონა. ამ ბლოკში შედის ყელის კუნთები და ენა, ასევე ლიმფური
კვანძები და ფარისებრი ჯირკვალი. მასში დაფარულია ისეთი ემოციები
როგორიცაა წყენა, სიბრაძე, ტირილის სურვილი. ყველა ის სიტყვა რისი თქმაც
გვინდოდა და ვერ ვთქვით. ხშირად გვხვდება შემთხვევა, როდესაც ადამიანს აქვს
ყელში გაჩხერილი ბურთის შეგრძნება. ასეთ ადამიანებს ძალიან უჭირთ
საკუთარი ინტერესების დაცვა, ასევე ასეთ დროს ყელის ბლოკი ყოფს ჩვენს
სხეულს ორ ნაწილად, თავი და დანარჩენი სხეული, რის გამოც ადამიანს აღარ
ესმის საკუთარი სხეულის იმპულსების. ხშირი გაციება ყელის არეში, ქრონიკული
ტონზილიტი, ბრონქიალური ასთმა, აუტოიმუნური დაავადებები, ფარისებრი
ჯირკვლის ყველა პრობლემა. ბლოკის მოხსნა შესაძლებელი ბიოენერგო თერაპიის,
სხეულზე ორიენტირებული, ცეკვის და მოძრაობითი თერაპიის სპეციალურად
შექმნილი ტექნიკებით, ასევე რეკომენდირებულია სიმღერა, ყვირილის თერაპია
განტვირთვის მიზნით.
VI ზონა-ყბის ბლოკი. მასში გაერთიანებულია ყბები, ნიკაპის კუნთები, კეფა. მასში
დაფარულია განრისხების და სიბრაზის ემოცია. აზრი რომლის გამოხატვაც
გვინდოდა ხმამაღლა და ყვირილით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რაც იწვევს ყბის
ბლოკის ფორმირებას. ამ დროს შესაძლებელია ადამიანს ზედმეტად ქონდეს ყბა
ყბაზე მიჭერილი, ან ზედმეტად მოდუნებული. თავის ტკივილები, უმეტესად
კეფის არეში. კბილების დაზიანების ხშირი პრობლემები.ბლოკის მოხსნა
შესაძლებელი ბიოენერგო თერაპიის, სხეულზე ორიენტირებული, ცეკვის და
მოძრაობითი თერაპიის სპეციალურად შექმნილი ტექნიკებით, ასევე
რეკომენდირებულია სიმღერა, ყვირილის თერაპია განტვირთვის მიზნით.

VII ზონა- თვალის ზონა. ამ ზონაში შესულია თვალები, შუბლი, შეჭმუხნული


წარბები, შუბლზე მიმიკური ნაოჭები, ასევე ნაოჭები თვალების ირგვლივ.
ზედმეტად მოძრავი თვალები, ან პირიქით გაყინული მზერა, ეს ბლოკი მალავს
წარსულ, ან ახლანდელ შიშებს. შიში უარყოფითი შეფასების, მიუღებლობის, რომ
ვინმე ვერ გაგვიგებს, გაგვკიცხავს, დაგვცინებს. გამოიხატება თავის ხშირი
ტკივილით, მხედველობის უეცარი დაქვეითებით. ფსიქოლოგიურ ასპექტში კი
ადამიანი ამ ბლოკის ფონზე ხშირად ვერ ხედავს გამოსავალს სიტუაციებიდან.

You might also like