You are on page 1of 4

ბილეთი 3

1. მეხსიერება. მისი ტიპები. მეხსიერების რაოდენობრივი ცვლილებები. ამნეზია


(ფიქსაციური, პროგრესული, ტოტალური, პარციალური, ორგანნული,
აფექტოგენური და სხვა.). პარამნეზიები.
A. მეხსიერების საშუალებით ხდება გარე სამყაროდან და საკუთარი სხეულიდან
მომავალი ინფორმაციის მიღება ანუ ფიქსაცია, შენახვა ანუ რეტენცია და საჭიროების
შემთხვევაში მისი გამოყენება ანუ რეპროდუქცია. არჩევენ მეხსიერების სხვადასხვა
ტიპებს: ზოგ ადამიანში ჭარბობს გრძნობით ხატოვანი მეხსიერება - ზოგში
ასოციაციურ-ლოგიკური. გრძნობათა ორგანოების მიხედვიტ არცევენ:
მხედველობით, სმენით, იშვიათად ყნოსვით, გემოვნებით, მოტორულ და სხვა სახის
მეხსიერებას. ფუნქციის მიხედვიტ იფგი იყოფა ოპერატიულ ანუ მოკლევადიან და
გრძელვადიან მეხსიერებად.
B. მეხსიერების როადენობრივ ცვლილებებს მიეკუთვნება:
I. ჰიპომნეზია ანუ დისმნეზია - მეხისერების დაქვეითება, შესუსტება
II. ჰიპერმნეზია - მეხოსერების გამახვილება, გალიერება, მისი მოცულობის
გაზრდა.
C. რა არის ამნეზია - ამნეზია არის მეხსიერების არ არსებობა. სახეებია:
რეტროგრადული; ანტეროგრადული; ანტერორეტროგრადული; ფიქსაციური;
რეტარდაციული; პროგრესული; ტოტალური ამნეზია; პარციალური ამნეზია;
პალიმსესტი;
I. რას წარმოადგენს ტოტალური და პარციალური ამნეზია - ტოტალური
ამნეზიისას ხდება მეხსიერების დაკარგვა მთლიანად სრული მოცულობით
დროის მნიშვნელოვან მონაკვეთში. პარციალური ანუ ლაკონურ ამნეზიას
ახასიათებს მეხსიერებაში დავიწყებული პერიოდის ზოგიერთი მოვლენის
შენარჩუნება.
II. რა არის ორგანული ამნეზია - ორგანული ამნეზია არის ამნეზია გამოწვეული
თავის ტვინის ქერქის ნეირონების სხვადასხვა სახის დაზიანებით: ტრავმა,
სისხლჩაქცევა, ატროფია, ნეკროზი და ა.შ
III. რა არის აფექტოგენური ამნეზია - აფექტიგენურია ამნეზია როცა ხდება
ისეთი ფაქტების დავიწყება, რომლებიც დროში ემთხვევა პიროვნებისთვის
მძიმე ემიციურად დატვირთულ მოვლენებს.
IV. რა არის ფსიქოგენური ამნეზია - ფსიქოგენური ამნეზია თავისი შინაარსით
შერჩევითია, სისტემურია და ვრცელდება მხოლოდ ავადმყოფისთვის
არასასიამივნო მოვლენებზე, გამოწვეულია ისტერიული დაცვითი
მექანიზმებით.
V. რა არის ფუნქციური ამნეზია - ძლიერი ასთენიის, ფსიქო ფიზიკური
განლევის შედეგია, ძირითადად ყურადღების კონცენტრაციის მკვეთრი
დაქვეითების და რეპროდუქციის პროცესების შესუსტების შედეგია.
D. რას წარმოადგენს პარამნეზიები - პარამნეზია არის მეხსიერების გაუკუღმართება. მას
მიეკუთვნება ფსევდორემინესცენციები, კრიპტომნეზიები და კონფაბულაციები.
I. რა არიდ ფსევდორემინესცენციები - იგივე მეხსიერების ილუზიები
რეალურად მომხდარი და გადატანილი მოვლენების დროში არასწორი
გახსენებაა.
II. რას წარმოადგენს კონფაბულაციები - მეხსიერების ჰალუცინაცია. ამ დროს
ამნეზიასთან ერთად ჩნდება ცრუ მოგონებები.
III. კრიპტონეზია - ვიღაცის მონაყოლს და წაკითხულს რომ შენს მოგონებად
ასაღებ.

2. შიზოფრენია. რეზიდუალური, არადიფერენცირებული და ცირკულარული


ფორმები. პოსტშიზოფრენიული დეპრესია. ფებრიდური კატატონია,
შიზოფრენიის მიმდინარეობისა და რემისიის ტიპები.
კლასიკური ფორმების გარდა თანამედროვე კლინიკურ კლასიფიკაციებში გამოჰყოფენ.
შიზოფრენიის რამდენიმე ფორმას. ესაა რეზიდუალური შიზოფრენია, რომელშიაც
გაერთიანებულია მწვავე შიზოფრენიული ფსიქოზის შემდგომი მდგომარეობანი
გამოხატული “ნეგატიური” სიმპტომებით: ფსიქო–უნერგეტიკული პოტენციალის
დაქვეითება, ემოციური და ნებითი გასადავება, ემოციურ–ნებითი განურჩევლობა და მათ
ფონზე განვითარებული ეპიზოდური, მეტად სუსტი ინტენსივობის და ხანმოკლე
"პოზიტიური" სინდრომები. პოსტშიზოფრენიული დეპრესია - ۱۰۰ ‫ دان‬შიზოფრენიის
მიმდინარეობისას განვითარებული ხანგრძლივი დეპრესიული ეპიზოდი. გუნებგანწყობის
მყარ დაქვეითებასთან ერთად თანაარსებობს ძირითადი შიზოფრენიული სიმპტომატიკაც.
ამ მდგომარეობათა დროს მაღალია სუიციდის რისკი.
კრეპელინმა შიზოფრენიის სისტემატიზაციისას გამოჰყო ცირკულარული ფორმა,
რომლის ნოზოლოგიური დამოუკიდებლობის საკითხი დღემდე პრობლემატური რჩება.
შიზოფერენიის ეს ტიპი ხასიათდება მანიაკალური და დეპრესიული შეტევების არსებობით,
რომელთაც თან ერთვის შიზოფრენიისათვის დამახასიათებელი აშლილობანი. ემოციური
სფეროს სინდრომთა თავისებურების ატიპიურობის, სხვადასხვა კლინიკური ფორმის
ბოდვითი აშლილობების თანაარსებობა გახდა იმის მიზეზი, რომ ცალკე იქნა გამოყოფილი
ჯგუფი. ამ ტიპს მიეკუთვნება მანიაკალური ტიპის შიზოაფექტური აშლილობანი,
რომელსაც ახასიათებს გუნებგანწყობის მანიაკალურ ფონზე, დევნის, ზემოქმედების
აზრებთან თანდართული განდიდების, უცხო წარმოშობის ბოდვითი იდეები.
დაქვეითებული სოციალური ადაპტაციის ფონზე აღმოცენებული ჰიპერაქტიურობა,
გამღიზიანებლობა, ხშირად ხდება აგრესიული ქცევების მიზეზი. დეპრესიული ტი პის
დროს დაქვეითებულ გუნებგანწყობას,უძილობას,ინტერესების დაკარგვას თან ახლავს
ზემოქმედების განცდა და დევნის, დამოკიდებულების ბოდვითი იდეები. ხშირია სმენითი
ჰალუცინაციები. შიზოაფექტური აშლილობა შესაძლოა შერეული ტიპით მიმდინარეობდეს.
ამ დროს გამოხატულია მანიაკალური და დეპრესიული მდგომარეობების მონაცვლეობა.
შიზოფრენიული პროცესის მიმდინარეობა და პროგრედიენტულობა
არაერთგვაროვანია. ამის გამო კლინიკურ ფორმებად დიფერენციაციასთან ერთად
შიზოფრენიას ჰყოფენ მიმდინარეობის ტიპის მიხედვითაც. ესაა უწყვეტად მიმდინარე
შიზოფრენია დუნედმავალი, ნაკლებად - პროგრედიენტული ფორმებიდან (არამკვეთრად
გამოხატული დეფიციტური ნიშნების ფონზე პარანოიალური, ფსიქოპათიისმაგვარი,
ნევროზისმაგვარი ჩივილებით) ავთვისებიან, ე.წ. “ბირთვულ” ფორმებამდე, როგორიცაა -
პარანოიდული, ჰალუცინაციურ–პარანოიდული, პარაფრენიული მდგომარეობები.
ავთვისებიანი მიმდინარეობის დროს გაცილებით უფრო მალე ვითარდება ემოციური
გასადავება, აბულია, პიროვნების ღრმა შიზოფრენიული დეფექტი. შუბისმაგვარი ანუ -
შეტევისმაგვარ–პროგრედიენტული შიზოფრენია მიმდინარეობს ფსიქოზური შეტევების
სახით, რომელთა შორის რემისიებია ყოველი შეტევის შემდეგ ნათლად ჩნდება
შიზოფრენიისათვის დამახასიათებელი ემოციურ–ნებითი სფეროს დაქვეითება,
აზროვნების ინკოჰერენცია და სოციალური კონტაქტების დაკნინება. ამ ტიპის
მიმდინარეობის დროს ყველაზე ხშირია მწვავე ბოდვითი სინდრომების სხვადასხვა
ვარიანტები: კანდინსკი–კლერამბოს სინდრომი, დეპრესიულ–ბოდვითი, ჰიპოქონდრიულ–
ბოდვითი ჰალუცინაციურ–ბოდვითი მდგომარეობა-ნი. დაავადების მიმდინარეობასთან
ერთად რემისიები არასრული, ხანმოკლე ხდება, ავთვისე-ბიანი მიმდინარეობისას კი,
დროთა განმავლობაში, გადადის უწყვეტ ტი პში. რეკურენტულ (პერიოდულ) მიზოფრენიას
ახასიათებს ღრმა, კარგი ხარისხის რემისიები და მიდრეკილება შეტევების ფაზური
განვითარებისადმი. ამ ტიპის დროს ძირითადად გვხვდება ონეიროიდულ–კატატონიური,
დეპრესიულ–პარანოიდული, ან მანიაკალურ–ბოდვითი შეტევები. შიზოფრენი-ის ერთ–
ერთ ყველაზე საყურადღებო ტიპს ფებრილური ( ე.წ. “ჰიპერტოქსიკური" ) კატატონია
წარმოადგენს. ეს შეტევა ხასიათდება ტემპერატურის მკვეთრი მომატებით, გამოხატული
მოტორული სტუპორით, რასაც თან სდევს ტვინის შეშუპება. ფებრილური კატატონიის
დროს მაღალია ლეტალობის საშიშროება.
შიზოფრენიული პროცესის მიმდინარეობისას განვითარებული რემისიები
არაერთგვაროვანია, რის გამოც მოწოდებულია მათი სისტემატიზაციის რამდენიმე
ვარიანტი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მ.ი.სერეისკის მიერ გამოყოფილი
რემისიის ტიპები:
A. ტიპი “ა” – სრული რემისია, პიროვნების ცვლილების გარეშე, პროფესიული და
სოციალური ჩვევების შენარჩუნება;
B. “ბ” — ავადმყოფური სიმპტომების პრაქტიკულად სრული უკუგანვითარება, იოლად
გამოხატული ნეგატიური ცვლილებები, ჩვეული საქმიანობის შესრულების
გაგრძელება;
C. “ც” – ფსიქოზური მდგომარეობის გაუმჯობესება, არასრული კრიტიკა დაავადების
მიმართ, შრომის უნარისა და ჩვევების დაქვეითება;
D. “დ" – საავადმყოფოს შიდა გაუმჯობესება, ფსიქოზური ნიშნების ნაწილობრივი
რედუქცია, ქცევის საგრძნობი მოწესრიგება;
E. “0” ავადმყოფის მდგომარეობა ცვლილებების გარეშე.

3. ნეიროლეფსიური პრეპარატები. მათი თერაპიული ეფექტი, ძირითადი ჯგუფები. გვერდითი


მოვლენები და გართულებები - ფსიქოტროპულ საშუალებათა დიდი ჯგუფია რომელტაც ახასიათებთ
ანტიფსიქოზური მოქმედება. ისინი ხელს უწყობენ ჰალუცინატორული და ბოდვითი სიმპტომების
რედუქციას, ხსნის ფსიქომოტორულ აგზნებას, ამცირებს აფექტორულ დაძაბულობას. ქიმიური
სტრუქტურის მიხედვით განარცევენ შემდეგ ჯგუფებს:
A. ფენოტეაზინის ჯგუფი - ქლორპრომაზინი
B. ჰიპერაზინის ჯგუფი - ფლუფენაზინი
C. ბუტიროფენონის წარმოებულები - ჰალოპერიდოლი
D. რაუვოლფის ალკალოიდები - რეზერპინი
E. თიოქსანტენები - ქლოროტიქსენი
F. გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატები

უკუჩვენებებია: პარენქიმული ორგანოების ქრონიკული დაავადებები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის


უკმარისობა და ალერგიული მდგომარეობა.

მნიშვნელოვანი გართულებაა: ნეიროლეფსიური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ფსიქიკური,


სომატური და ნევროლოგიური ექსტრაპირამიდული ხასიათის დარღვევებით. ფსიქიკურ დარღვევებს ამ
პრეპარატების ხანგრძლივად მირების შემტხვევაში განეკუთვნება დეპრესია და აპათო-ადინამიური
მდგომარეობა.

a. ნევროლოგიური სიმოპტომატიკა: ჰიპოკინეზია, აკინეზია, ტრემორი, ჰიპერსალივაცია,


პარკინსონული სინდრომისტვის დამახასიათებელი სხვა გართულებები
b. სომატური გართულებები: კანის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი), მიდრეკილება
სისხლძარღვოვანი ჰიპოტონური კოლაფსებისკენ

You might also like