You are on page 1of 3

ცნობიერების აშლის სინდრომები: გაბრუება, დელირიუმი, ონეიროიდი, ამენცია, ბინდისებური

ცნობიერება.
გაბრუების დროს აღქმის ზღურბლი აწეულია (აღიქმება ძლიერი გამღიზიანებლები), ფსიქიკური
მოქმედება შენელებული, გაღარიბებულია და თანდათან ქრება. პოზიტიური სიმპტომები( ბოდვა,
ჰალუცინაცია) დახასიათებელი არ არის. გაბრუების ხარისხებია : ობნუბილაცია, სომნოლენცია,
სოპორი, კომა.

დელირიუმი- ცნობიერების ილუზორულ-ჰალუცინაციური აშლა ფსიქო-მოტორული აგზნებით. .


ვითარდება თანდათან, პაციენტის ქცევა შეესაბამება ჭეშმარიტი ჰალუცინაციების შინაარსს. საკუთარ
თავში ორიენტაცია (აუტოფსიქიკური) შენახულია, სხვა სახის ორიენტაცია (ალოფსიქიკური) -
დარღვეული. ახასიათებს ფლუქტუაცია- ნათელი- ლუციდური პერიოდების ჩართვები .
მდგომარეობის დამძიმებასთან ერთად ლუციდური პერიოდების ხანგრძლივობა მცირდება, ქრება.
დელირიუმის ვარიანტებია პროფესიული და მუსიტირებული - „მობუტბუტე“ დელირიუმი, რაც ამავე
დროს, მდგომარეობის დამძიმების ეტაპებს წარმოადგენს- ახლავს ცნობიერების ღრმა აშლა.
პროფესიულის დროს პაციენტი ასრულებს ავტორმატიზებულ მოქმედებებს( „აჭედებს“,
„აგვირისტებს“, „ხერხავს“), „მობუტბუტეს“ დროს- პაციენტს აღენიშნება ქაოსური აგზნება საწოლის
ფარგლებში- (აწვალებს ჩასაცმელს, ზეწარს, ტაცების მოძრაობების გაძლიერების ფონზე ძენძავს
საბანს, ლეიბს), ბუტბუტებს - აზროვნება დაუკავშირებელია.
ტიპიური დელირიუმის ამოწურვის შემდეგ პაციენტს ფრაგმენტულად ახსოვს პათოლოგიური
განცდები. ცნობიერების აშლის დროინდელი რეალური მოვლენები ამნეზირებულია (კონგრადული
ამნეზია). პროფესიული და მუსიტირებული დელირიუმი მთავრდება ტოტალური ამნეზიით.

ონეიროიდი- ცნობიერების სიზმრისმაგვარი აშლა ფანტასტიკური , სიზმრისმაგვარი-ბოდვითი,


შინაარსობრივად დამთავრებული წარმოდგენებით. სიმპტომები პოლიმორფულია: ფანტასტიკური
შინაარსის წარმოდგენების მოჭარბება, გრძნობადი მენტიზმი, სცენისმაგვარი, მხედველობითი
ფსევდოჰალუცინაციები, რეალური სამყაროს ფრაგმენტების გადაჯაჭვა ფანტასტიკურ
წარმოდგენებთან. აფექტური და კატატონიური დარღვევები ვითარდება თანდათან,
აუტო(თვითცნობიერება) და ალოფსიქიკური ორიენტაცია დარღვეულია. დელირიუმისგან
განსხვავებით, ონეიროიდის დროს აღინიშნება პაციენტის ქცევასა და ფანტასტიკურ განცდათა შორის
შეუსაბამობა- ე.წ. სენსომოტორული დისოციაცია- წვანან საწოლში სუბსტუპოროზულ
მდგომარეობაში ან დაბორიალობენ განყოფილებაში დაბნეულები , „შეყინული“ მიმიკით.
მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ განცდათა შინაარსი შენახულია( დელირიუმისგან განსხვავებით
თანმიმდევრულობა, ფაბულა შენახულია). რეალური მოვლენები ამნეზირებულია ან ახსოვთ
ცალკეული ფრაგმენტები.

ბინდისებური ცნობიერება( ცნობიერების ბინდისებური აშლა) - აღმოცენდება უცაბედად, ასევე


უცაბედად მთავრდება- ახასიათებს პაროქსიზმულობა, ტრანზიტორულია (გარდამავალი ,
შეტევითი).ვლინდება ღრმა დეზორიენტაციით, ჩვეული, ავტომატიზებული მოქნედებების შენახვით.
შემდგომი სრული- ტოტალური ამნეზიით- დელირიუმისაგან და ონეიროიდისგან განსხვავებით,
სუბიექტური- პათოლოგიური განცდებიც ამნეზირებულია. გამოჰყოფენ რამდენიმე ვარიანტს:
ჰალუცინაციური ვარიანტი- ძლიერი, ფსიქო-მოტორული აგზნება აგრესიით და დამანგრეველი
ტენდენციებით. ახასიათებს ჰალუცინაციები( ქცევაზე დაკვირვებით, ცალკეული გამონათქვამების
მიხედვით) .
ბოდვითი ვარიანტი- პაციენტის ქცევები გარეგნულად შედარებით მოწესრიგებულია. თითქოს,
მიზანმიმართულად მოქმედებს მდუმარე, გაყინული მზერით. აგრესიული, დამანგრეველი
მოქმედებები დაგეგმილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მთავრდება ტოტალური ამნეზიით. მომხდარს
უცხოს მიერ ჩადენილად აღიქვამენ.
ბინდისებური ცნობიერების მარტივ ფორმებს (ფსიქოზური სიმპტომების გარეშე) მიეკუთვნება
ამბულატორიული ავტომატიზმები, ფუგები და ტრანსები. ( აბსანსებს ყველა ავტორი არ აკუთვნებს
ცნობიერების აშლის მდგომარეობებს, არამედ - ეპილეფსიურ პაროქსიზმებს ცნობიერების გათიშვით,
ამდენად, მეც აღარ ვუთითებ )

ამენცია- პაციენტი ღრმად დეზორიენტირებულია, რეალობას აღიქვამს ფრაგმენტულად, აზროვნება/


მეტყველება დაუკავშირებელია. ბოდვითი აზრები, ჰალუცინაციები ან არ არის ან ფრაგმენტული,
არამდგრადია. დამახასიათებელია აგზნება საწოლის ფარგლებში ქორეისმაგვარი ჰიპერკინეზებით -
იაქტაცია („ისვრის“ ხელებს, ფეხებს...) , მთავრდება ტოტალური ამნეზიით. ვითარდება მძიმე
სომატური მდგომარეობის დროს.

ასთენიური სინდრომი- ფსიქო-ფიზიკური განლევადობის , გამღიზიანებლობისა (ჰიპერესთეზია) და


ცვალებადი გუნებგანწყობის(ემოციური ლაბილობა) მდგომარეობა ვეგეტატიური სიმპტომებითა და
ძილის დაღვევით.

კატატონიური სინდრომი - უპირატესად მოტორული დარღვევების სიმპტომოკომპლექსი აკინეზის -


კატატონიური სტუპორისა და ჰიპერკინეზის - კატატონიური აგზნების ფორმით.

კატატონიური სტუპორის ნიშნებია მუტიზმი, კუნთების ტონუსის მომატება ,ნეგატივიზმი(აქტიური


და პასიური), კატალეფსია(ცვილისებური მოქნელობა) , ჰაეროვანი ბალიში (ფსიქიკური ბალიში,
დიუპრეს სიმპტომი)...

კატატონიური აგზნების სიმპტომებია :მანერული, უცნაური,სტერეოტიპული მოძრაობები, ექო-


სიმპტომები( ექო-მიმია, ექო-ლალია, ექო-პრაქსია) , ნეგატივიზმი. ქცევები მოკლებულია
მიზანდასახულობას, უცნაური, არამოტივირებული და უცაბედია (იმპულსური). მიმიკა არ შეესაბამება
ქვევებსა და გუნებ-განწყობას (პარამიმია) , კატატონიურ აგზნება ამ მდუმარეა ან ახლავს სტერეპტიპული
წამოძახილები ცალკეული ფრაზების, სიტყვების( ნეოლოგიზმები, ვერბიგერაცია).

პარანოიალური სინდრომი - ფსიქოპათოლოგიური მდგომარება, რომლის დროსაც დომინირებს


პირველადი, მონოთემატური, სისტემატიზებული ბოდვა (დევნის, რეფორმატორობის, სიყვარულის,
ღაზოიანობის-ეჭვიანობის, იპოქონდრიული და ა.შ). გარკვეულწილად დამაჯერებელი, მოკლებულია
აშკარა აბსურდულობას.

პარანოიდული სინდრომი (ჰალუცინაციურ-პარანოიდული, ჰალუცინაციურ-ბოდვითი სინრომი) -


ინტერპრეტაციული ან გრძნობადი დევნის ბოდვითი აზრები ფსიქიკური ავტომატიზმებითა და (ან)
ვერბალური ჰალუცინაციებით. კანდინსკი- კლერამბოს სინდრომი პარანოიდული სინდომის
ერთერთი სახეობაა.

პარაფრენიული სინდომი შედგება დევნის ბოდვითი აზრების , ფსიქიკური ავტომატიზმის


მოვლენების, ვერბალურ ჰალუცინაციებისა და ფანტასტიკური შინაარსის განდიდების ბოდვითი
აზრებისაგან ( პარაფრენია=პარანოიდი + განდიდების ფანტასტიკური ბოდვა) . ახასიათების აფექტის
შეცვლა (ხშირად - აწეული) .

კანდინსკი- კლერამბოს სინდრომი - ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომი , ზემოქმედების


სინდრომი, კონტროლის სინდრომი) - საკუთარ ფსიქიკურ პროცესებთან გაუცხოვების, მათზე
კონტროლის დაკარგვის განცდა, გარეშე ძალის ზემოქმედების შეგრძნება. ახლავს ფსიქიკური და
ფიზიკური ზემოქმედების (დევნის) ბოდვა.
ფსიქიკური ავტომატიზმი შეიძლება იყოს ასოციაციური, სენესტოპათიური, კინესთეტიკური

ასოცოაციური ავტომატიზმი- აზროვნების დარღვევის შეგრძნება აზრების მოზღვავებით(მენტიზმი),


პარალელური აზრებით, „აზრობრივი , შინაგანი დიალოგები“, ექო -აზრები“, „ტელეპატიური
აზრებრივი კავშირი“, აზრების გახსნილობა და ა.შ

აღნიშნული დარღვევები აკუსტიკური ფენომენის გარეშე- „ფსიქიკური ჰალუცინაციები“ ბაიარჟეს


მიხედვით. ფსიქიკური ჰალუცინაციები აკუსტიკური ფენომენით- მათი გახმოვანება, შინაგან ხმებად
გადაქცევა სმენით ფსევდოჰალუცინაციებზე მიუთითებს.

სენესტოპათიური ავტომატიზმი_ სენესტოპათიები + ზემოქმედების ბოდვა: დარწმუნებულობა, რომ


უსიამოვნო შეგრძნებები გამოწვეულია ზემოქმედების მიზნით. სენესტოპათიურ ავტომატიზმებს
ეკუთვნის ზემოქმედება ფიზიოლოგიურ პროცესებზე - იწვევენ სექსუალურ აგზნებას,
აუკუღმართებენ მადას, გემოს, აკავებენ ან იწვევენ დეფეკაციას, შარდვას...

მოტორული, კინესთეტიკური ავტომატიზმი- დარწმუნებულობა, რომ მოძრაობები, მოქმედებები


უცხო ძალის ზემოქმედებით წარმოებს.

კოტარის სინდრომი( მელანქოლიური პარაფრენია) ნიჰილისტური და იპოქონდრიული შინაარსის


ფანტასტიური ბოდვა შფოთვითი დეპრესიის, აჟიტაციის ფონზე. ნიჰილიზმი- უარყოფა ვრცელდება
ინდივიდის ფიზიკურ და მორალურ თვისებებზე, სამყაროს სხვადასხვა მოვლენებზე. განასხვავებენ 2
ვარიანტს: იპოქონდრიულ- ნიჰილისტური (შინაგანი ორგანოები აღარ ფუნქციონირებს, დალპა, აღარ
აქვს...) და მეგალომანიურ- ნიჰილისტური ვარიანტები (ყველა ადამიანი , სიცოცხლე, ცივილიზაცია,
სამყარო დაიღუპა, პაციენტი ცოცხალი გვამია, საუკუნო ტანჯვისთვისაა განწირული- სამყაროს
დაღუპვისა და მტანჯველი უკვდავების პარაფრენული აზრები).

კაპგრას სინდრომის ერთერთი ფორმაა ორეულის ბოდვა. დადებითი ორეულის ბოდვის დროს
პაციენტისათვის ნაცნობი ადამიანები, ნათესავები, ოჯახის წევრები აღიქმებიან უცნობებად,
რომლებიც შენიღბული არიან ნაცნობებად. უარყოფითი ორეულის ბოდვის დროს უცნობი პირები
აღიქმებიან როგორც ნაცნობები, ხოლო ფრეგოლის სიმპტომის დროს ერთი და იგივე ადამიანი
იცვლის სახეს და ემსგავსება სხვადასხვა ადამიანებს.

You might also like